25 ნოემბერი, 2014
35 წლის მაჩოს აღსარება - "პირველ ღამეს ჩავფლავდი...''
ყევლა მამაკაცი ოცნებობს მაჩოს იმიჯზე, მაგრამ ყველა ვერ ხდება ასეთი. ყველას ქალაქსა თუ სოფელს ჰყავს თავისი მაჩოები, რომლებზეც გოგონებს ჭკუა ეკეტებათ. 35 წლის გელაც ერთ დროს ასეთი პოპულარული გახლდათ, მაგრამ წლები გავიდა და ამბობს, რომ ბევრმა გართობამ და ქალებზე ნადირობამ მისი ცხოვრებაც უინტერესო გახადა.

- ალბათ ყველაზე ბედნიერი 30 წლამდე ვიყავი, როდესაც ყველა ქალი, ვინც კი მომეწონებოდა ჩემი ხდებოდა. საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა, მშობლებიც კარგ ადგილებში მუშაობდნენ და დედისერთა გატუტუცებული ბიჭი ვიყავი. თავიდან ჩემ სასიყვარულო
თავგადასავლებს მშვიდად უყურებდნენ, მაგრამ 30 წელს რომ გადავაბიჯე, საკითხი დამისვეს, რომ დავოჯახებულიყავი.
- თუ ამდენი ქალბატონი გყავდა, არავინ შეგიყვარდა, რომ ცოლად მოგეყვანა?
- პატარა სიყვარულები მქონდა, მაგრამ ყველა მალე მბეზრდებოდა, თან იმდენად ადვილად ვიგებდი მათ გულებს, რომ ბრძოლის სურვილი მეკარგებოდა. დედამ გადაწყვიტა თვითონ ჩართულიყო საქმეში და მინიმუმ ათი გოგონა მაინც გახდა მისი მსხვერპლი. რამდენიმე სახლშიც მოიყვანა, რომ გამეცნო, მაგრამ ისევ ძველებურად ვცხოვრობდი და არაფერს ვიკლებდი.
- ამასობაში კიდევ ხუთი წელი გავიდა?
- კი და ერთ დღესაც დავიღალე და გადავწყვიტე ვინც მომეწონებოდა მაშინვე ცოლად მომეყვანა. ირინა მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. მშვიდი გოგონა იყო, დიდი ლურჯი თვალებით, 21 წლის. გავიგე, რომ სწავლაზე და კარიერაზე შეყვარებული გახლდათ და ცოტა გამიჭირდა პაემანზე მისი მოტყუება. ორი კვირა მაინც მაწვალა და ბოლოს ისე შევუყვარდი, რომ უჩემოდ ერთი საათიც ვერ ძლებდა. საზღვარგარეთ აპირებდა სწავლის გაგრძელებას და ჩემს გამო მომავლის გეგმები შეცვალა და ცოლობაზე დამთანხმდა. მისი მშობლები ამ ამბით არ აღფრთოვანებულან, განსაკუთრებით ასაკობრივი სხვაობა არ მოეწონათ, მაგრამ დედაჩემი ჩაერია და ყველაფერი ადვილად მოგვარდა.
- ირინა ნამდვილად გიყვარდა?
- ახლა ვხვდები, რომ არა. მაშინ კი უბრალოდ გატაცებული ვიყავი. ქორწილი ძალიან მეზარებოდა და ერთ დღეს ჩავკიდე ირინას ხელი და სახლში მოვიყვანე. თან მეგობრებს გადავურეკე რომ მოსულიყვნენ და ჩემი დაოჯახება აღგვენიშნა. ჩემი მშობლები სიხარულით ცას ეწივნენ, სიმამრმა კი ტელეფონით მისაყვედურა. იმ საღამოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბევრი ვიმხიარულეთ. მომავალი მეუღლე ძალიან ბედნიერი იყო. ყველა მას ადღეგრძელებდა, რომ ჩემისთანა ბიჭს რქები მოსტეხა და დაოჯახებაზე დაითანხმა.
- შენ თუ იყავი ბედნიერი?
- სუფრასთან მე სულ ბედნიერი ვარ და ვმხიარულობ, მაგრამ სტუმრები რომ დაიშალნენ ცოტა მოვიწყინე. საძინებელში ირინასთან ერთად მარტო დარჩენილი მივხვდი, რომ ეს გოგონა არ მიყვარდა და მასაც ვუნგრევდი ცხოვრებას. მოკლედ, პირველ ღამეს არაფერი გამომივიდა, ჩავფლავდი.
- იქნებ ბევრი დალიე, ამისგან ტრაგედია რატომ შექმენი?
- არა, მთვრალი არ ვყოფილვარ, მართლა გეუბნებით, ძალიან მეცოდებოდა ეს პატარა გოგონა, რომელიც სულ არ მინდოდა, რომ ჩემი ცოლი გამხდარიყო. ვიცი, რომ მაინც ყველა ნაბიჯზე ვუღალატებდი? მეორე დღეს იგივე განმეორდა, ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. ტირილი დაიწყო. მეხვეწებოდა, ხალხის სასაცილოს ნუ გავხდიდი, მაგრამ სახლიდან წავედი.
- ირინა შენს მშობლებთან დატოვე?
- ერთი კვირა არ დავბრუნებულვარ. ტელეფონი გამორთული მქონდა. მარტო ერთხელ დავურეკე მეგობარს და ვუთხარი, რომ ჩემი მშობლები დაემშვიდებინათ. სახლში დაბრუნებულს ცოლი აღარ დამხვდა და ყველაზე მეტად ეს გამიხარდა.
- დაუჯერებელ ისტორიას ჰყვები...
- უარესებიც ხდება, მაგრამ ხალხი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს. იმ დღის შემდეგ მშობლები ნორმალურად არ მელაპარაკებიან. ძმაკაცებიც შოკში არიან. მე კი მინდა, რომ ამ ქვეყანას გავეცალო და სადმე ისეთ ადგილას ვიცხოვრო, სადაც არავინ შემაწუხებს იმაზე ლაპარაკით, რომ აუცილებლად ცოლი მყავს მოსაყვანი.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
***************
შენც მამაკაცთან გააბი ურთიერთობა. იქნებ რამე გამოგივიდეთ :დ
18:40 / 23-04-2018
გამოხმაურება / 0 /
xo
რა გაქვს სატრაბახო შე საცოდავო?
18:30 / 23-04-2018
გამოხმაურება / 0 /
!
მაჩო კი არა, ნამდვილი სირიკო ხარ!
18:24 / 23-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ქალებსაც აქვს ეგ მომენტი-არასოდეს არ მინდოდა გათხოვება ,მინდოდა ამეწყო კარიერა ,რაშიც წარმატებული ვიყავი .მაგრამ,თაყვანისმცემლებმა ხო არ მომასვენეს ,ხან ვინ მიტაცებდა ,ხან ვინ,,მერე მშობლებმა,ჩვენ სად შეგვიძლია ასე კუდში დევნა და ასე.შ. არ მომასვენეს და რომ იტყვიან, მიბიძგეს გათხოვებისკენ და ავირჩიე ბავშვობის მეგობარი,რომელიც გადაირია სიხარულით,მე კი მეგობრობის გარდა ვერაფერს ვერ ვგრძნობდი!გავთხოვდი,შესანიშნავი შვილი მყავს და ქმარს მაინც გავშორდი,კიდევ კარგი ,ოჯახში უვარგისის ერთი აღმოჩნდა,ეჭვიანობის მეტს ვერაფერს ვერ აკეთებდა, თორემ სინდისი შემაწუხებდა ,ჩემი მიზეზით რომ დავცილებოდი! არის კატეგორია,რომელსაც ადრე უნდა გათხოვება ვერ დაიჭერ , და არის -ვისაც ოჯახის შექმნამდე სხვა გეგმები და ძალიანაც კარგია ეს გეელფრენდ ბოი ფრენდობა რომ შემოვიდა, მშობლები მაგრად ცდებიან ,როდესაც აძალებენ შვილებს დაოჯახებას,ყველას თავისი ბედი აქვს! ჩემი ცხოვრება -მაგალითია,რომელიც გავითვალისწინე ჩემი შვილის აღზრდაში და მერე მისი ბედის გადაწყვეტილებაში,და მას რომელსაც ჩიტის რძეც არ აკლდა,ერთი ოცნება მქონდა მხოლოდ,რომ სიყვარულით გათხოვილიყო და ველოდი ამ დღეს ძალიან მძიმე ყოფილა დედისთვის -ლამაზი,წუნია შვილი ,მაგრამ მე მოთმინებით ველოდი და მართლაც ... მოვიდოდა ერთხელ ვინმე ყრმა და მათი სიყვარულის ისტორია ხმაურიანი ქორწილით დაგვირგვინდა!
04:40 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
marii
ღა გოიმები ხარტ ქარტველები ფუუ ყველა მამაკაცს ცოლი რო ყავდეს კიარაა აუცილებელიიი სოფლუსჰკებო რეებს წერტ ვააა ამოიგეტ ტქვენი დარიგგებებიტ სული დაოკდიტ რა
18:31 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
აუცილებელი კი არ არი ყველას ცოლი ყავდეს, ზოგმა შეიძლება მთელი ცხოვრება დროსტარებაში და ქალების ცვლაში გაატაროს. ყველას თავის მისია აქვს :) ამ სტატიის შეგონება ასეთია: თავს ძალა არ დაატანო და ძალით არ დაოჯახდე, თორემ მთელი ცხოვრება სანანებელი გექნება! ვინც ბოლომდე ბედნიერი არ არის თავის ქორწინებაში ის მიხვდება რასაც ვწერ...
21:52 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
mayvala
Neta tu yvela vajkacia vinc am bichs landzgavs, am kveyanaze yvelaperi mosalodnelia da tu ambobs, sxvam gakvetilad unda gaixados, asdjer gazome da ertxel gacherio
12:00 / 03-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლლლ
მოკლედ ყველას დაგვწყვიტე გული...რა უბედურებააა....შენი უცოლობა როგორ შეიძლება....ვაი შენს პტრონს,ეგ რა მოსაყოლია არ მოიყვანე და ნუ მოიყვანე
21:18 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ჩემმა ახლობელმა ვიაგრა დალია და სამი დღის შემდეგ გამოვიდა საძინებლიდან, ასე რომ ვიაგრა და მისი ჯანი. ამართლებს , დოზა ზედმეტი არ მოგივიდეთ თორემ დააკვდებით ზემოდან
00:05 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
სულაც არაა ცოდვა მჯერა რადგან მე მყავდა ესეტი მეგობარი ანუ ქალების მუსუსები ბოლოს ეგრე ასრულებენ,,ეს გოგოების ბრალია მეტ წილად,
20:28 / 28-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS