27 ივნისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის გამო დამცინის
სანამ ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა. ბესო გერმანიაში საცხოვრებლად 90-იან წლებში წავიდა. მაშინ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო და ბევრი ფული იშოვა. ბოლოს მანქანების ბიზნესს მიჰყო ხელი და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ იშვიათად სტუმრობდა ჩემს მეზობლად მცხოვრებ გასათხოვარ მამიდას.

ერთხელ შემთხვევით შევეჩეხე სადარბაზოში და ჩემი ყურადღება უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია, თორემ უფროს კაცზე არ გავგიჟებულვარ. არ ვიცი, თვითონ რა თვალით შემომხედა, მაგრამ იმ დღის შემდეგ მამიდამისი ჩვენი სახლიდან აღარ წასულა.

ლამის მაიძულებდა ოცი წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას. ჩემი მშობლები ადვილად დაითანხმა. სანამ
ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა.

საბედისწერო შეხვედრიდან ორ თვეში დავქორწინდით. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ და იმ ღამეს სამოგზაუროდ ერთ-ერთ კურორტზე წავედით. იმედი მქონდა, რომ ქმარი შემიყვარდებოდა, მაგრამ ორ დღეში მოვიწყინე და ტირილი დავიწყე.

ბესო თავიდან ჩემს გამხიარულებას შეეცადა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, მიყვირა, რა იყო, გოგო, ოცდაორი წელი ქალიშვილობას რომ ინახავდი, ნერვები შეგენახა მომავალი ქმრისთვისო.

თავზარი დამეცა, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და თითქოს ვეჩვევი ოჯახურ ყოფას, მაგრამ ბესოს დამცინავი ტონი ჩემს ქალიშვილობაზე უკვე აუტანელი ხდება. ერთხელ მითხრა, ქართველ გოგოებს გათხოვების შემდეგ თავი ქალიშვილები გგონიათო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 108 /
.
გაეყარე! თავიდან გათხოდი და როცა ნახავს სხვა კაციც იცი პატივისცემით დაგიწყებს ყურებას, ან დიდი რქები დაადგი თავზე, მოუხდება!
18:51 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი კაცები ხომ რას ლაპარაკობთ, ოღონდ ღიპები დაიდეთ და ქალსრას სიამოვნებს ეგ არ გაინტერესებტ ოღონდ თქვენ ისიამოვნოთ>
18:46 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
" ქართველ გოგოებს გათხოვების შემდეგ თავი ქალიშვილები გგონიათო."რას ამბობთ?! ქართველ ქალმა გადაუჯოკრა მსოფლიოში ყველა ქალს ბოზობაში,ჩემი თვალით მაქვს ნანახი თურქეთში და საბერძნეთსი რას უბერავენ ქართველი ქალები და მერე აქ ქმარ-შვილს ინახავენ,მაპატიეთ,ყველა არ მყავს მხედველობაში,მაგრამ უუმრავლესობა ასეა.
18:24 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ორივე უღირსი ყოფილა,თუ კაცი სექსუალურად დაუკმაყოფილებელია და ვერ ეწყობა ცოლს,მაშინ რატომ ჩერდება მის გვერდით ეს უღირსობის ნიშანია და მეორე უთავმოყვარეო და უღირსი ცოლი გვყავს სახეზე,ქმარი,რომელიც ამცირებს და ის ამას იტან და ითმენს ალბად გროშების გამო,ეს არის დაბალი დონე,ეს არის უღირსებაზე მეტყვლებს,სხვა აზრი არ არსებობს/
18:18 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დავითს
მაშინ გაშორდეს ცოლს თუ სექსუალური დაუკმაყოფილებლობა სჭირს და ვერ ეწყობა ამ საკითხში,რაც ძალიან მნიშვნელოვანია დაგეთანხმებით,რაღატომ არის ცოლთან არ მესმის?!
18:12 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ავთო
ნინი-ს რას ნიშნავს ეს კომენტარი? რა ქნას ახლა ამ გოგომ ვაი ქმრის გული რომ მოიგოს გაბოზდეს? თუ გათხოვებამდე უნდა გამოეცვალა მილიონი კაცი? თუ ძალიან "ტვინიანი" და "განვითარებული" ხარ კაცებში და გული დაგწყდა რომ ნაგულავებს "ევროპელი" კაცი არ შეგხვდა? ვაი შენნაირების პატრონს
18:07 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დავითი
უბრალოდ, რაც თქვენ ღირსებად მიგაჩნიათ, სინამდვილეში ნაკლია და რატომ: შეუძლებელია ამდენი ხანი აიტანო ადამიანმა სექსუალური დაუკმაყოფილებლობა და ეს შენს ნერვულ სისტემაზე არ აისახოს, რაც ესმის ამ ქალის ქმარს, მის ცოლს და ქალიშვილობაზე გადარეულ ხალხს _ არა. ბუნების საწინააღმდეგოდ სიარული კარგს არავის მოუტანს, ქალწულობის ინსტიტუტი არ არის ბუნებრივი მოვლენა, ამიტომ ასეთი ცხოვრების უარყოფითი მხარეები აუცილებლად აისახება ორგანიზმზე.
17:29 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ფერი ფერსაო..რაღან ითმენ მაგისგან დაცინვას და დამცირებას.
16:48 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაგარი უტვინო ხარ მართლა ან ფულის მონა ქმარი ასე გამცირებს და შენ კიდევ მის გვერდით ხარ,რაღა უნდა გელაპარაკო?!
16:47 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
22 წლის ხარ 42 ის ხომ არა რა უბედურებაა ეს ირონია? კაცი,რომელიც ქალის ღირსებას ესე აუგად მოიხსენიებს, და ფეხქვეს ლახავს ის "საქათმის" ღირსია ციხეში..
16:41 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS