27 ივნისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის გამო დამცინის
სანამ ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა. ბესო გერმანიაში საცხოვრებლად 90-იან წლებში წავიდა. მაშინ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო და ბევრი ფული იშოვა. ბოლოს მანქანების ბიზნესს მიჰყო ხელი და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ იშვიათად სტუმრობდა ჩემს მეზობლად მცხოვრებ გასათხოვარ მამიდას.

ერთხელ შემთხვევით შევეჩეხე სადარბაზოში და ჩემი ყურადღება უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია, თორემ უფროს კაცზე არ გავგიჟებულვარ. არ ვიცი, თვითონ რა თვალით შემომხედა, მაგრამ იმ დღის შემდეგ მამიდამისი ჩვენი სახლიდან აღარ წასულა.

ლამის მაიძულებდა ოცი წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას. ჩემი მშობლები ადვილად დაითანხმა. სანამ
ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა.

საბედისწერო შეხვედრიდან ორ თვეში დავქორწინდით. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ და იმ ღამეს სამოგზაუროდ ერთ-ერთ კურორტზე წავედით. იმედი მქონდა, რომ ქმარი შემიყვარდებოდა, მაგრამ ორ დღეში მოვიწყინე და ტირილი დავიწყე.

ბესო თავიდან ჩემს გამხიარულებას შეეცადა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, მიყვირა, რა იყო, გოგო, ოცდაორი წელი ქალიშვილობას რომ ინახავდი, ნერვები შეგენახა მომავალი ქმრისთვისო.

თავზარი დამეცა, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და თითქოს ვეჩვევი ოჯახურ ყოფას, მაგრამ ბესოს დამცინავი ტონი ჩემს ქალიშვილობაზე უკვე აუტანელი ხდება. ერთხელ მითხრა, ქართველ გოგოებს გათხოვების შემდეგ თავი ქალიშვილები გგონიათო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 108 /
კატო
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ქართველი ვითომ კაცი,ზოგი არაქალიშვილობის გამო რამის მოკლან გოგო,ზოგს დაცინიან , დაკომპექსებული ნაროდი ვართ, ერთხელ გაივლიან ევრიპის ქუჩებში და თავი პირველი ევროპელებად მოაქვთ ფუ გული მერვე უკვე ეს გოგო ლენჩი კიდე წამოდი რას უზიხარ,დარწმუნებული იტ=ყავი პირველი იყავი მისთვის(როგორც ქალიშვილი) და გაააოცე ეტყობა უნახავი :D
12:28 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკასტინო
ოხხ ქალიშვილებო ყველა ქვეყნისა შეერთდით და...ნერვებს მიხედეთ!!:D:D:Dმე რასაც მინდა იმას დავწერ, ყანები თქვენ ხართ, ან საჯაროდ რა მიცნობს აქ ვინმე??:D:Dსაცოდავებო თქვენ, აქ კი აფრქვევთ "სიბრძნებს", სინამდვილეში კიდე საკუთარ თავსაც კი არ უტყდებით უსექსობა როგორ გტანჯავთ:D:Dმე გულახდილი მაინც ვარ:Dთქვენი ბოღ,მიანი კომენტარები სულ მკიდია, კომპლექსიანებო!!
10:28 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
პედოფილია და მსგავსი იდიოტობები არაფერ შუაშია, 22 წლის ქალი სრულწლოვანია და თავად გადაწყვეტს რა უნდა, მეც 10 წლით უფროსს გავყევი ცოლად , მაგრამ ეს დიდი სიყვარულის ფონზე მოხდა. სიყვარულია ერთადერთი წყარო ბედნიერების და არა დედიდ შემოსარიგებლად ოჯახის შექმნა. მსგავსი სისულელე დიდი ხანია არ მომისმენია. 22 წლის იყავი 42 ის ხომ არა ასე გამწარებით რომ გაიძულებდნენ ამ კაცზე გათხოვებას? არ მესმის თავად რატომ გადაწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა,
10:15 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
არ გეწყინოს,მაგრამ სენ თუ ამ დამცირების შემდეგ ისევ მაგ კაცთან ხარ,მაშინ ყველაფრის რირსი ყოფილხარ,უარეს გიზავს.
01:31 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეს სტატია ჟურნალისტის შემოქმედებას უფრო გავს და არა კონკრეტული პირის.
01:28 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეჰ,რამდენი ოჯახი ვიცი ასეთი,ცოლი ფულის გულისთვის რომ ითმენს ღალატს,დამცირებას,გაშორდი და დააფასე საკუთარი თავი,ღირსება უნდა ჰქონდეს ქალს,ნუ შეგეშინდება შიმშილის,მე ეგეთ ლუკმას რა ვუთხარი,როდესაც ნივთი ხარ კაცისთვის და არა საყვარელი არსება,..
01:25 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რა პრობლემაა???
მერე ეგეთის გაძლებას გაეყარე და ეგ იქნება??? სწორედ ეგაა "ქაჯობა" ევროპაში რომ წავლენ ხოლმე და იქიდან ცამოსულებს თავები დიდი "სვეტები" რომ გონიათ, თორემ რა დასაცინი ეგაა???
00:38 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკასტინოს
ბაზრის ქალი ხარ ,წარმომიდგენია რა იქნება შენი ქმარი..
23:42 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რა გაჭირვება აქვთ ამ გოგოებს 20 წლით უფროს კაცებს,მამის ტოლებს რომ მიჰყვებიან,არ მესმის არანაირად,მხოლოდ ანგარება ან ოღონდ გათხოვდნენ..
23:39 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკასტინოს
ვის აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება,აქ რომ ახდენ დემონსტრირებას,კულტურული და ინტელექტუალური ადამიანი თავის ინტიმურ დეტალებს საჯაროდ არ ყვება,ეს დაბალი დონის მაცვენებელია.
22:55 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS