27 ივნისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის გამო დამცინის
სანამ ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა. ბესო გერმანიაში საცხოვრებლად 90-იან წლებში წავიდა. მაშინ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო და ბევრი ფული იშოვა. ბოლოს მანქანების ბიზნესს მიჰყო ხელი და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ იშვიათად სტუმრობდა ჩემს მეზობლად მცხოვრებ გასათხოვარ მამიდას.

ერთხელ შემთხვევით შევეჩეხე სადარბაზოში და ჩემი ყურადღება უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია, თორემ უფროს კაცზე არ გავგიჟებულვარ. არ ვიცი, თვითონ რა თვალით შემომხედა, მაგრამ იმ დღის შემდეგ მამიდამისი ჩვენი სახლიდან აღარ წასულა.

ლამის მაიძულებდა ოცი წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას. ჩემი მშობლები ადვილად დაითანხმა. სანამ
ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა.

საბედისწერო შეხვედრიდან ორ თვეში დავქორწინდით. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ და იმ ღამეს სამოგზაუროდ ერთ-ერთ კურორტზე წავედით. იმედი მქონდა, რომ ქმარი შემიყვარდებოდა, მაგრამ ორ დღეში მოვიწყინე და ტირილი დავიწყე.

ბესო თავიდან ჩემს გამხიარულებას შეეცადა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, მიყვირა, რა იყო, გოგო, ოცდაორი წელი ქალიშვილობას რომ ინახავდი, ნერვები შეგენახა მომავალი ქმრისთვისო.

თავზარი დამეცა, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და თითქოს ვეჩვევი ოჯახურ ყოფას, მაგრამ ბესოს დამცინავი ტონი ჩემს ქალიშვილობაზე უკვე აუტანელი ხდება. ერთხელ მითხრა, ქართველ გოგოებს გათხოვების შემდეგ თავი ქალიშვილები გგონიათო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 108 /
სარკასტინო რა იყო დაბერდი და ქორფა ქალიშვილებს შენატრი,შურმა შეგიპყრო და გაბოროტებული ხარ,თორემ ჩვენ 17 წლის ქორფა გოგოებს მთელი ცხოვრება წინ გვაქვს,შენი დრო ჩავლილია..
13:43 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკასტინო შენს კომენტარებიდან ჩანს რა დღეში გაქვს ნერვები,რამე დალიე კლიმაქსის დრო გაქვს,ქმარიჩ დაგიბერდა,აღარაფრის თავი აქვს,პრობლემები გაქვს აშკარად>
13:39 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
20 წლით უფროს თუ გავჰყვება ქალი,სანამ თავი ექნება ქმარს და როცა აღარ ექნება სხვა უნდა მოძებნოს,აბა იპოტენტი კაცი ვის შჭირდება.
13:25 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზოგიერთებს ერთი ადგილი მოეწვათ ეტყობა,რომ მათი ბებრუხუნა ქმრებს მაგრად დაენძრათ.
13:21 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
alan's psychedelic breakfast
20 წლით უფროსს როგორ უნდა გაყვე ცოლად ვერ ვკაიფობ რა :) ან კაი მაგას რომ თავი გავანებო მე როგორ უნდა შევხედო 20 წლით უმცროსს სხვა თვალით მაგასაც ვერ ვკაიფობ :)
12:56 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
alan's psychedelic breakfast
ისე დიდი ფულს ვინც შოულობს მანქანებე აღარ ჩალიჩობენ :)) რაღაც გაუთვალისწნებელი შეცდომა მოუვიდა ალბათ ავტორს :))
12:55 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკასტინოს
ვის რაში აინტერესებს შენიპირადი ცხოვრება,ეგ შენს მეზობლებს მოუყევი
12:44 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
არ მესმის 20 წლით უფროსი რა უბედურებაა,არ გადამრიოთ,მამის ტოლ კაც როგორ უნდა გავყვე ვგიჯდები! 10 წელი კი ბატონო,მაგრამ 20 ნამეტანია.ნუ ვიღაც გაჰყვება ფულის გულისთვის,თორემ ის რომ დაბერდება და არაფრის თავი ექნება,მერე შემექმნება პრობლემები,ქალმა ყოველთვის უნდა იგრძნოს თავი ქალად.
12:39 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კარგით რა თქვენ გჯერათ ეხლა,რომ ეს სტატია ამ გოგოს ეკუთვნის?! ტყუილია! ეს ჟურნალისტის მოგონილია,რისი თქმაც უნდა გასაგებია,ისე ყველამ რომ თავს მიხედოს ჯობია.
12:34 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მოგეწვა ერთი ადგილი,დაბერდა შენი ქმარი,შენ კი კაცი გინდა და გადარეული ხარ და აქ ილანძღები ბებერო დედაკაცო
12:29 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS