27 ივნისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის გამო დამცინის
სანამ ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა. ბესო გერმანიაში საცხოვრებლად 90-იან წლებში წავიდა. მაშინ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო და ბევრი ფული იშოვა. ბოლოს მანქანების ბიზნესს მიჰყო ხელი და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ იშვიათად სტუმრობდა ჩემს მეზობლად მცხოვრებ გასათხოვარ მამიდას.

ერთხელ შემთხვევით შევეჩეხე სადარბაზოში და ჩემი ყურადღება უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია, თორემ უფროს კაცზე არ გავგიჟებულვარ. არ ვიცი, თვითონ რა თვალით შემომხედა, მაგრამ იმ დღის შემდეგ მამიდამისი ჩვენი სახლიდან აღარ წასულა.

ლამის მაიძულებდა ოცი წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას. ჩემი მშობლები ადვილად დაითანხმა. სანამ
ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა.

საბედისწერო შეხვედრიდან ორ თვეში დავქორწინდით. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ და იმ ღამეს სამოგზაუროდ ერთ-ერთ კურორტზე წავედით. იმედი მქონდა, რომ ქმარი შემიყვარდებოდა, მაგრამ ორ დღეში მოვიწყინე და ტირილი დავიწყე.

ბესო თავიდან ჩემს გამხიარულებას შეეცადა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, მიყვირა, რა იყო, გოგო, ოცდაორი წელი ქალიშვილობას რომ ინახავდი, ნერვები შეგენახა მომავალი ქმრისთვისო.

თავზარი დამეცა, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და თითქოს ვეჩვევი ოჯახურ ყოფას, მაგრამ ბესოს დამცინავი ტონი ჩემს ქალიშვილობაზე უკვე აუტანელი ხდება. ერთხელ მითხრა, ქართველ გოგოებს გათხოვების შემდეგ თავი ქალიშვილები გგონიათო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 108 /
სარკასტინო
როგორც მომადექით და აიმყრალეთ პირები ისე გიპასუხეტ მეც!!18 წლის პატარა ნამდვილად არ არის და ზრდილობა უმცროსსაც მოეკითხება სხვატაშორის:Dასე რომ კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ..მილენა საიდან დაასკვენი მე ბედნიერი ვარ თუ არა?:D:Dძალიანაც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ქმარი ყველანაირად უზრუნველმყოფს, ცუდი არაფერი მითქმავს, ცვეულებრივ ამ თემაზე დავწერე, ეს თქვენ მომვარდით და დამიწყეთ ასეტი იქნები და შენი ქმარი ეს და შენ ის, რა გინდათ?რას მერჩით?არ მოგწონს ჩემი კომენტარი?გაიარე და სხვა რამე წაიკითხეთ, რარა მე მწერტ ტემაზე წერეთ, არცერთისთვის არ მომიწერია თავიდან, ამ სტატიის ავტორს მივწერე.თქვენ კიდე ჩემს კომენტარებს არჩევტ და ჩემზე გამოგაქვთ "დასკვნები"!სულ მკიდია მილენები და ვირელები და ლევანები რას ფიქრობენ ჩემზე:D:Dტემაზე წერეთ რა მე მეპასუხებით:D:D
22:55 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
18 წლის გოგო მყავს და ნამდვილად არ დავუშვებ იმას,რომ ოცი წლით უფროს კასცს გაჰყვეს,ზოგიერთმა მშობელმა ოღონდ გაათხოვოს გოგო და არ აინტერესებს შვილი რას განიცდის.
22:50 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
20 წლით უფროსი კაცი საყვარლად უნდა ჰყავდეს ქალს და არა ქმრად,.
22:40 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
19 წლის გოგოს მთელი ცხოვრება წინ აქვს და რატომ უნდა გაჰყვეს 20 წლით უფროსს?! 19 წლისამ რა იცის სიყვარულის,აშკარად ფულის გულისთვის მიჰყვება,ან მშობელი რატომ აყოლებს მამის ტოლ კაცზე,8-10 წლით უფროსი რომ იყოს ქმარი კიდევ ხომ მაგრამ,ნუ არ მესმის,მერე ხომ ცოდოა ქალი,როდესაც ეს ოცი წლით უფროს მამაკაცი ვეღარ შესძლებს ახალგაზრდა ცოლის სექსუალურ მოთხონილების დაკმაყოფილებას ანუ ცოლმა უნდა უღალატოს ხომ?! აბა რას იზავს ახალგაზრდა ქალს უმამაკაცოდ ძალიან გაუჭირდება.
22:33 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მილენა
სარკსტინო,შენი კომენტარები ბედნიერი ქალის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს,
22:13 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
რომ თხოვდები უნდა გიყვარდეს შენი მეუღლე. თუ ეგ კაცი ასაკიდან გამომდინარე გამოცილი ადამიანი იყო ემოციურად და სექსუალურად და მაინც ვერ შეუძლო შესაბამისი ქალის არჩევაან ვერ აგრძნობინებს ქალს ქალად მისი პრობლემაა.
22:11 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სარკასტინო რა გინდა,რას ლანძრავ ამ პატარა გოგოებს,წადი ქმარ-შვილს მიხედე,რას უყურებ ამ ბავშვებს,
22:02 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
დაანებეთ თავი ამ სარკასტინოა თუ ვიღაც,ცოდოა
22:00 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკასტინო
რა ძალიან ინტერესდები უცნობო ჩემი ქმრის შესაძლებლობებით??:D:Dმელას რაც აგონდებოდა ის ელანდებოდაო:D:Dსხვისი ნიფხვების კონტროლს გირჩევნია თვითონ დაკავდე სექსით, თორემ გასკდი სურისგან შე საცოდავო!:D
21:57 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეს სარკასტინო იქნებ ვინმემ დაამშვიდოს,დაიდეთ მისი მადლი,ქმარს უკვე აღარ შეუძლია.
21:53 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS