27 ივნისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის გამო დამცინის
სანამ ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა. ბესო გერმანიაში საცხოვრებლად 90-იან წლებში წავიდა. მაშინ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო და ბევრი ფული იშოვა. ბოლოს მანქანების ბიზნესს მიჰყო ხელი და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ იშვიათად სტუმრობდა ჩემს მეზობლად მცხოვრებ გასათხოვარ მამიდას.

ერთხელ შემთხვევით შევეჩეხე სადარბაზოში და ჩემი ყურადღება უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია, თორემ უფროს კაცზე არ გავგიჟებულვარ. არ ვიცი, თვითონ რა თვალით შემომხედა, მაგრამ იმ დღის შემდეგ მამიდამისი ჩვენი სახლიდან აღარ წასულა.

ლამის მაიძულებდა ოცი წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას. ჩემი მშობლები ადვილად დაითანხმა. სანამ
ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა.

საბედისწერო შეხვედრიდან ორ თვეში დავქორწინდით. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ და იმ ღამეს სამოგზაუროდ ერთ-ერთ კურორტზე წავედით. იმედი მქონდა, რომ ქმარი შემიყვარდებოდა, მაგრამ ორ დღეში მოვიწყინე და ტირილი დავიწყე.

ბესო თავიდან ჩემს გამხიარულებას შეეცადა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, მიყვირა, რა იყო, გოგო, ოცდაორი წელი ქალიშვილობას რომ ინახავდი, ნერვები შეგენახა მომავალი ქმრისთვისო.

თავზარი დამეცა, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და თითქოს ვეჩვევი ოჯახურ ყოფას, მაგრამ ბესოს დამცინავი ტონი ჩემს ქალიშვილობაზე უკვე აუტანელი ხდება. ერთხელ მითხრა, ქართველ გოგოებს გათხოვების შემდეგ თავი ქალიშვილები გგონიათო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 108 /
მარი
ეგ ნაბიჯი არ უნდა გადაგედგა,მაგრამ რადგან მოხდა,ეხლა შეეცადე გაძლიერდე,საკუთარ თავზე იმუშავე,ცხოვრება ადვილი არ არის,დიდი შრომა სჭირდება ყველაფერს.მატერიალურს მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში,რაც გაქვს ის დააფასე ჩემო კარგო,არ გასორდე,თორემ მერე ინანებ,რა გგონია დროებითი რომანებით დაიღლები და ისევ ოჯახი მოგენატრება,მარტოობა ძალიან ძნელია,რას იზავ ეს ცხოვრება ვარდებიტ არ არის მოფენილი,შეეცადე დიპლომატიურად მიუდგე შენს ქმარს,ოღონდ ნუ ითამაშებ,ღმერთი მოგცმს ძალას,რომ საერთო გამონახო შენს ქმართან,შენი თავი განაწყე უფრო დადებითი ემოციებისკენ.რაც შეეხება სექსუალურ მხარეს,ეგეც მოგვარებადია,შეეცადე მოიხსნა კომპლექსები,ერთად უყურეთ პორნოს და ყველაფერი მოგვარდება,გისურვებ წარმატებებს..
18:28 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუღუნა
დედაშენს დავიჭერდი და ისე მოვდღნავდი სანამ გული არ წაუვიდოდა
18:14 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ნუ გაყვებოდი მამისტოლა კაცს დასატირალიცარგექნებოდა.ტვინი არგქონდა ტავში. მშობლებს ყველაფერი კი არ დაეჯერება
16:25 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკანტინოს
ქართველ კაცებს სლავური გარეგნობის ქალები კი არ მოსწონთ (მითუმეტეს ისინი ყველა თითქმის დიდი ჭკუით ვერ გამოირჩევიან) ერთჯერადი სექსი ადვილად გამოსდით მათთან ამიტომ ეგ ზღაპრები შენმს სლავ ბებიას მოუყევი.
14:57 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეტი
ტუ არ გინდოდა რას მიყვებოდი ,ეხლა მსხვერპლის როლს ნუ ტამაშობ რა,ქმარია და უნდა აიტანო
10:10 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ეგ შენი ბესო კარგი მექალთანე და ნაგულავები,იქნება,ამ კატეგორიის მამაკაცები გვიან ქმნიან ოჯახებს და თანაც პატარა გოგო მოჰყავთ ცოლად,რომ მერე თავის ჭკუაზე გამოზარდონ.
03:32 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა გინდათ,რატომ ლანძღავთ სარკასტინოს? მართალს ამბობს,რატომ უნდა დაანგრიონ ოჯახი,არა უშავს,ნელ-ნელა ეს გოგოც იწავლის ყველაფერს,დაბადებიდან არავინ არაფერი იცის მერე სწავლობს,ხოდა ეს გოგოც ისწავლის და მოგვარდება პრობლემები,აბა რამდენჯერაც ქმართან მოგივათ გაუგებრობა იმდენჯერ უნდა გაიქცეთ სახლიდან? ცოტა დაფიქრდით,პატარები ხართ და არ იცით,ჯერ თავში გიქრით,ოჯახი რთულია და ამავე დროს ტკბილიც,ღალატი რათქმა უნდა არ უნდა აპატიოთ,მაგრამ,დანარჩენი მოგვარდება.
23:53 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკასტინო
თან ყველას რომ ეხვეწები ტავი დაანებეთო, სენ რატომ არ მეშვები??:D:Dკუმ ფეხი გამოყო რაღა:D
23:50 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკასტინო
მახო ნუ კაპასობ სოფლელი დედაკაცივით, კაცი ხარ თუ გაურკვეველი ორიენტაციის??:D:Dრას ახსენებ ჩემს ქმარს, ჰეტეროა არ აინტერესებს ბიჭები!!ვაა წადი გოგოებს ეჩეტავე, რას გადამეკიდე:D
23:49 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მახო
აჰაა,ხომ გითხარით დილამდე არ გაჩერდებათქო,შეეშვით რააა!მე მაგის ქმარი მეცოდება ამ სარკასტინოს ხელში,საწყალი კაცი ასეთი გიჟი,დასაბმელი რომ გეყოლება სახლში,ადვილი საქმე ხომ არ არის .
23:33 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS