27 ივნისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის გამო დამცინის
სანამ ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა. ბესო გერმანიაში საცხოვრებლად 90-იან წლებში წავიდა. მაშინ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო და ბევრი ფული იშოვა. ბოლოს მანქანების ბიზნესს მიჰყო ხელი და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ იშვიათად სტუმრობდა ჩემს მეზობლად მცხოვრებ გასათხოვარ მამიდას.

ერთხელ შემთხვევით შევეჩეხე სადარბაზოში და ჩემი ყურადღება უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია, თორემ უფროს კაცზე არ გავგიჟებულვარ. არ ვიცი, თვითონ რა თვალით შემომხედა, მაგრამ იმ დღის შემდეგ მამიდამისი ჩვენი სახლიდან აღარ წასულა.

ლამის მაიძულებდა ოცი წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას. ჩემი მშობლები ადვილად დაითანხმა. სანამ
ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა.

საბედისწერო შეხვედრიდან ორ თვეში დავქორწინდით. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ და იმ ღამეს სამოგზაუროდ ერთ-ერთ კურორტზე წავედით. იმედი მქონდა, რომ ქმარი შემიყვარდებოდა, მაგრამ ორ დღეში მოვიწყინე და ტირილი დავიწყე.

ბესო თავიდან ჩემს გამხიარულებას შეეცადა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, მიყვირა, რა იყო, გოგო, ოცდაორი წელი ქალიშვილობას რომ ინახავდი, ნერვები შეგენახა მომავალი ქმრისთვისო.

თავზარი დამეცა, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და თითქოს ვეჩვევი ოჯახურ ყოფას, მაგრამ ბესოს დამცინავი ტონი ჩემს ქალიშვილობაზე უკვე აუტანელი ხდება. ერთხელ მითხრა, ქართველ გოგოებს გათხოვების შემდეგ თავი ქალიშვილები გგონიათო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 108 /
მერე დაანებე თავი ხომ მიხვდი რა ნაგავი ყოფილა,კაცმა უნდა გაგაბედნიეროს და არა გაგამწაროს,შენს თავს არ სცემ პატივს
16:37 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
უკაცრავად პედოფილი ღორი კაცი უნდა დამეწერა
16:36 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
პედოფილი ღორი ყოფილა ეგ ვითომ ქართველი ქალი,რა პრეტენზიიები აქვს მაგ ბებერ ცხოველს,მაშინ მოეყვანა ევროპელი ქალი,ან ასეთ ცოლი რად უნდა ტფუუ..
16:35 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლამარა
სატირლად , იმას აქვს საქმე .ვისაც ადამიანური არაფერი შერჩენია .გრძნობს რომ შენი ღირსი არაა.
16:32 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
შენ თვითონ შეიქმენი პრობლემები,კაცების მეტი რა არის?! მაგის ბიზნეს დახარბდი? ნახე ის ვინც დაგაფასებს და შენს ღირსებას არ შელახავს..
16:32 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რა ჯანდაბათ გინდოდა მამის ტოლი კაცი,თანაც ასეთი უგულო,ან არ მესმის რატომ ხარ მის გვერდით ვისაც გული არ გააჩნია....
16:29 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ნინის ვეთანხმები...სადმე სოფელში გათხოვილიყავი უფრო შეეგუებოდი ალბათ
16:18 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
სამწუხაროა, რომ შენნაირ უტვინოს შეხვდა მსგავსი განვითარებული მამაკაცი :)
16:13 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS