27 ივნისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის გამო დამცინის
სანამ ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა. ბესო გერმანიაში საცხოვრებლად 90-იან წლებში წავიდა. მაშინ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო და ბევრი ფული იშოვა. ბოლოს მანქანების ბიზნესს მიჰყო ხელი და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ იშვიათად სტუმრობდა ჩემს მეზობლად მცხოვრებ გასათხოვარ მამიდას.

ერთხელ შემთხვევით შევეჩეხე სადარბაზოში და ჩემი ყურადღება უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია, თორემ უფროს კაცზე არ გავგიჟებულვარ. არ ვიცი, თვითონ რა თვალით შემომხედა, მაგრამ იმ დღის შემდეგ მამიდამისი ჩვენი სახლიდან აღარ წასულა.

ლამის მაიძულებდა ოცი წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას. ჩემი მშობლები ადვილად დაითანხმა. სანამ
ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა.

საბედისწერო შეხვედრიდან ორ თვეში დავქორწინდით. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ და იმ ღამეს სამოგზაუროდ ერთ-ერთ კურორტზე წავედით. იმედი მქონდა, რომ ქმარი შემიყვარდებოდა, მაგრამ ორ დღეში მოვიწყინე და ტირილი დავიწყე.

ბესო თავიდან ჩემს გამხიარულებას შეეცადა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, მიყვირა, რა იყო, გოგო, ოცდაორი წელი ქალიშვილობას რომ ინახავდი, ნერვები შეგენახა მომავალი ქმრისთვისო.

თავზარი დამეცა, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და თითქოს ვეჩვევი ოჯახურ ყოფას, მაგრამ ბესოს დამცინავი ტონი ჩემს ქალიშვილობაზე უკვე აუტანელი ხდება. ერთხელ მითხრა, ქართველ გოგოებს გათხოვების შემდეგ თავი ქალიშვილები გგონიათო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 108 /
მიმი
ვაი საქართველო და ქართველებო, ეს რა მესმის ქალიშვილობა დასაცინი ყოფილა თურმე, გადაგვარდა ქართველობა. შენც და დედაშენიც არ ყოფილხართ ჩემი აზრით მთლად....... რამ გაგაყოლა მამის ტოლ კაცს ან კიდევ დედამ ამისკენ როგორ უბიძგა შვილს, ნეტავი რას ფიქრობდა და რას ელოდა? ასეთი ოჯახები ბოლომდე რომ არ უნარჩუნდებათ ნეტავი არ იცოდა თუ? და კიდევ ერთი: თუ რამე პრობლემა წარმოიშვა ცოლ-ქმარს შორის საწოლთან დაკავშირებით ეს პირველ რიგში მამაკაცის ბრალია და არა ქალის. კარგ და ვაჟკაც მამაკაცს შეუძლია ქალი ქალად აქციოს და უვარგისმა კი ნამდვილი ქალი მორად აქციოს.(გამგები გამიგებს) მიზეზებს ქალებში ნუ ეძებთ. ამ კაცისთვის ასეთი ქალი ნამდვილად ზედმეტი იყო. მისი ცხოვრება მას უნდა დაესრულებინა ცხოველური ინსიქტის დაკმაყოფილებით მეზავეებთან
16:47 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
შამილი
ნეტა თქვენს თავში ჩამახედა ამათთვის რომ რჩევებს არ იშურებთ:)))))) მეც მინდა რჩევა სამაგისტროს თემასთან დაკავშირებით და არ დაიზაროთ.. ეს უფრო რეალურია:))
21:28 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
archil
ნუცა კარგ რჩევას გაძლევს და თუ მაინდამაინც ბო...ბა გინდა ვერავინ დაგიშლის.
12:10 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაგო
რა გჭირთ ხალხო? რას მისდექით ამ 22 წლის გოგოს? რა მოხდა დააშავა ქალიშვილი რომ იყო? ასე ამოგვიტრიალდა უცებ ტვინები და 360 გრადუსით ვაზროვნებთ უკვე? იმ კაცზე არავინ არაფერს ამბობთ ქალიშვილი ცოლი რო არ მოეწონა და ამ გოგოს ლანძღავთ? პირველი მერცხალია ქალიშვილი ცოლი რო არ უნდა? მალადეც!!თან დასცინის კიდეც! ავადმყოფი!
11:17 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სექსუალური განათლება აუცილებელია,მაგრამ სხვას არ უნდა დავცინოთ თუ ცივილიზებულ ადამიანად მოგვაქვს თავი, პირველ რიგში ადამიანს უნდა ჰქონდეს ზრდილობა,ლანძღვის მეტი არაფერი ვიცით,თავად დარწმუნდით კომენტარებში: როგორი ცინიზმი,როგორი ზიზღია და ბინძური სიტყვები ამ კომენტარებში.რა გჭირთ ხალხნო ეს არის კულტურა და ეს არის დონე?!
19:15 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
ამიტომ არის ნათქვამი - უნახავმა რა ჩემი *** ნახაო, ნახაო და გაიკვირკვაო... დაეტიე ქერქში პატარავ
19:03 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
........
მესამე უკიდურესობაც არის, უფრო უარესი ბ ო ზ ო ბ ააააააააა
16:48 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
>
ე.ი.ერთი უკიდურესობიდან მეორეში... 1-ელი უკიდურესობა არის ის,რომ ახალგაზრდა გოგო ცოლად მიჰყვება მამის ტოლ მამაკაცს სიღარისა და გაჭირვების დასაძლევად,ხოლო 2-ე უკიდურესობაა,როდესაც სიყვარულით იქმნება ოჯახი,მაგრამ ჩვენს დაულაგებელ და მოუწყობელ ქვეყანაში ქმარს არ შესწევს უნარი ოჯახის ელემენტარული უზურუნველსაყოფად კი,ამიტომ ცოლი იძულებული გადაიხიზნოს წლობით საზღვარგარეთ სამუშაოდრათა იქიდან როგორმე ასაზრდოოს ქმარ-შვილი,აი ეს არის დღევანდელი საქართველოს სავალალო მდგომარეობა,ისე რა ადვილად შეგვიძლია ადამიანების განკითხვა,ერთი ტკბილი რჩევის მიცემა კი ძალიან გვენანება ..რა გულსატკენია....
21:20 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
სჯობია ფსიქოლოგს მიმართო,გირჩევს როგორ მოიქცე...
18:58 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ვარდო
დედას და მამის ჰკუაზე კია არა იპიქრე ბევრიპული აქვსო ტან მაგარ ზმანზე გინახია და და იმიტო გაკევი ახლა მაგას აბრალებ სამოგზაუროდ ცახვედი და და მიცკინე ვერ კოპილხარ ჯანზე
18:40 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS