27 ივნისი, 2013
ქმარი ქალიშვილობის გამო დამცინის
სანამ ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა. ბესო გერმანიაში საცხოვრებლად 90-იან წლებში წავიდა. მაშინ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო და ბევრი ფული იშოვა. ბოლოს მანქანების ბიზნესს მიჰყო ხელი და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ იშვიათად სტუმრობდა ჩემს მეზობლად მცხოვრებ გასათხოვარ მამიდას.

ერთხელ შემთხვევით შევეჩეხე სადარბაზოში და ჩემი ყურადღება უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია, თორემ უფროს კაცზე არ გავგიჟებულვარ. არ ვიცი, თვითონ რა თვალით შემომხედა, მაგრამ იმ დღის შემდეგ მამიდამისი ჩვენი სახლიდან აღარ წასულა.

ლამის მაიძულებდა ოცი წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას. ჩემი მშობლები ადვილად დაითანხმა. სანამ
ნიშნობაზე არ დავთანხმდი, დედა ორი კვირა არ მელაპარაკებოდა.

საბედისწერო შეხვედრიდან ორ თვეში დავქორწინდით. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ და იმ ღამეს სამოგზაუროდ ერთ-ერთ კურორტზე წავედით. იმედი მქონდა, რომ ქმარი შემიყვარდებოდა, მაგრამ ორ დღეში მოვიწყინე და ტირილი დავიწყე.

ბესო თავიდან ჩემს გამხიარულებას შეეცადა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, მიყვირა, რა იყო, გოგო, ოცდაორი წელი ქალიშვილობას რომ ინახავდი, ნერვები შეგენახა მომავალი ქმრისთვისო.

თავზარი დამეცა, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და თითქოს ვეჩვევი ოჯახურ ყოფას, მაგრამ ბესოს დამცინავი ტონი ჩემს ქალიშვილობაზე უკვე აუტანელი ხდება. ერთხელ მითხრა, ქართველ გოგოებს გათხოვების შემდეგ თავი ქალიშვილები გგონიათო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 108 /
eva
თუ ქალიშვილობა დასაცინია და არ მოსწონს ამ კაცს, მაშინ ბორდელიდან მოეყვანა კარგი პრაქტიკაგავლილი ქალი და ბედნიერად იგრძნობდა თავს ეს ცხოველი. ამ გოგოს რაზე აუბედურებდა.
09:51 / 28-09-2014
გამოხმაურება / 0 /
აბგდე
კლდემამოსილ ქალების კომენტარებზე მეცინება შემპარავი სატანის მოციქულებოო :D:D
14:50 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
მაგაზე მეტი პრობლემა არ მოგეცეს და მაგას აიტან
16:18 / 01-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარელა
რა სისულელეა :))) გათხოვდი,შეირგე და იბედნიერე რა ))
14:20 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თჩ
შენ შვილო ცოტა ხომ არ გაჟრიალებს !!!!!!
03:17 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ფუ ეს ქალები რა უბადრუკები ხართ... ამ კომეტარებიდან კარგად ჩანს ))))
12:19 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
და შენ რა გინდა ამ სიტყვებით შენი იდიოტი ქმარი რასაც ბოდავს ის გაატაროს სხხვებმაც ცხოვრებაში?უი აქაოდა ქალიშვილობა დასაცინია??ხოდა დააჩინეთ ქალიშვილები და აკვნიდანვე გაიყვანეთ პანელზე::უნამუსოებო როგორ მეზიზგებით ასე შემპარავი სატანის მოსიქულები, რომ, რას შეილება გარყვნილებისაკენ საიყვანოთ საქართვლო!
09:19 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კაროლინა
ეს გოგო ხომ იდიოტია,მაგრამ მე უპრო იდიოტი ვარ ასეთ სისულელეს რომ ვკითხულობ.
16:30 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლიტა
თქვენ ეხლა გჯერათ,რომ იმ კაცმა მართლა მასხრად აიგდო მისი ქალიშვილობა? ''ბესპრიდელნი'' თაობის კაცია და ეგ არც მოიყვანდა არაქალიშვილს.ტაქტიკა აქვს მასეთი ნაგავს,ეტყობა ამ გოგოს ყურმოჭრილი მონობა უნდა და ის ღირსება რაც ამ გოგოს გააჩნია უნდა გაუუბრალოოს.ამ გოგოს ვურჩევ არ მოიწყინოს და ადგილზე მოსვას.მარა იმას რა მოსვავს.ეს უმანკო გოგო იმ ათას @@@ გადახტომილს რას მოერევა.ყოველშემთხვევაში ის მაინც ხო შეუძლია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არ გახდეს
07:21 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინე
ასეთი სისულელეების წერა არ მოგბეზრდათ? ნეტა აგ გოგოს ტვინში ჩამახედა.ყველა ,,ლამპოჩკა'' როგორ აქვს გადამწვარი
19:44 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS