19 ნოემბერი, 2014
''ყოფილი მაზლები მეორედ გათხოვებას მიკრძალავენ...''
მომავალი ქმარი გამირიგეს, არ მიყვარდა 31 წლის მზია საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია. ქმრისგან მიტოვებულ ქალს მაზლები მეორედ დაოჯახებას უკრძალავენ და ამას მხოლოდ საკუთარი ძმის სახელის გადასარჩენად აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ.

მზია:
- 21 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. მომავალი ქმარი გამირიგეს, არ მიყვარდა, მაგრამ რაიონში ვცხოვრობდი და ლაპარაკით თავბრუ დამახვიეს, დედაქალაქში გათხოვება კარგი პერსპექტივა იქნებაო. ჩემი ქმარი მუშაობდა და ცალკე ცხოვრობდა. პროფესიით ექიმი იყო, ჩემზე 12 წლით უფროსი. ორი ძმა ჰყავდა,
ორივე დაოჯახებული. ყველანაირად ვეცადე, რომ ბესო შემყვარებოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამის მიუხედავად, მისთვის არაფერი მიგრძნობინებია და ხუთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში იდეალური ცოლი ვიყავი. ერთი გოგონა შეგვეძინა. მეორე შვილს არ ვჩქარობდით. ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მიწვევით გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში აგზავნიდნენ. ექვსი თვე პრაქტიკა უნდა გაევლო და მერე საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ მაგრამ მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ისე გამოვიდა, რომ მიგვატოვა.
- როგორ, არაფრის ახსნა არ უცდია?
- ახალი წასული რომ იყო, კვირაში ერთხელ რეკავდა. ექვსი თვის შემდეგ მითხრა, რომ სამუშაოდ იქ რჩებოდა და მალე ჩვენც წაგვიყვანდა, მაგრამ მას შემდეგ პირადად ჩემთვის აღარ დაურეკავს. ჩემი დედამთილისგან გავიგე, რომ გერმანელ მედდაზე დაოჯახდა და ბავშვს ელოდებოდნენ. დავრჩი ოროთახიან ბინაში ჩემს შვილთან ერთად. რძლები და დედამთილი ჩემთან იშვიათად მოდიოდნენ, ვერ შემიყვარეს. დედამთილი ვიცი, რომ ზურგს უკან უდიპლომო გაუნათლებელს მეძახდა. ჩემი გოგონა იშვიათად მიჰყავდათ და ერთი ღამით თავისთან ტოვებდნენ.
- რით არსებობდით, მაშინ ხომ არ მუშაობდით?
- ბესო, წავლის პირველივე თვიდან, დღემდე მიგზავნის თვეში 300 დოლარს. თავიდან მყოფნიდა, შემდეგ კი, ბავშვი რომ გაიზარდა, სკოლა, სხვადასხვა წრეები, იძულებული გავხდი, სამუშაო მომეძებნა და ერთ მყუდრო კაფეში დავიწყე მუშაობა. სწორედ იქ გავიცანი ფრიდონი, რომლის ცოლობაზეც ორი წელია ვოცნებობ, მაგრამ მაზლები ამის საშუალებას არ მაძლევენ.
- ფრიდონი რა პროფესიისაა?
- ოპერატორია, ძირითადად, კერძო შეკვეთებზე დადის. მშვიდი, წყნარი ადამიანია, უკონფლიქტო და მორიდებული. თავიდან ძალიან უჭირდა ჩემთან კონტაქტში შემოსვლა, შემდეგ კი ნელ-ნელა შემეჩვია და ჩვენთან ყავაზე ხშირად მოდიოდა. შემდეგ შეხვედრები დავიწყეთ და ერთ დღეს სახლში რომ დავპატიჟე, ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო. ეჭვი მაქვს, მეზობელმა დაგვინახა და ჩემს მაზლებს დაურეკა. მეორე დღეს ღამის 12 საათზე მომადგნენ. კარი კინაღამ ჩამოიღეს. ყვირილზე ბავშვს გაეღვიძა და ტირილი დაიწყო. ჩხუბი დამიწყეს, როგორ ბედავ ჩემი ძმის ბინაში უცხო კაცების მოყვანასო. ვუთხარი, რომ მე და ფრიდონს ერთმანეთი გვიყვარდა და დაქორწინებას ვაპირებდით. არ აინტერესებთ, რომ მათმა ძმამ შვილთან ერთად მიმატოვა და გერმანიაში მეორე ოჯახი აქვს. მეუბნებიან, ჭკუაზე მოვა და ისევ აქ დაბრუნდებაო. უმცროსმა მითხრა, ეგღა მაკლია, ჩემი ძმის ყოფილი ცოლი სხვისი ცოლი გახდესო.
- ფრიდონს რომ ცოლად გაჰყვეთ და მასთან გადახვიდეთ საცხოვრებლად?
- სახლი არ აქვს, ქირით ერთ ოთახში ცხოვრობს. სამოთახიანი ბინა პირველ ცოლ-შვილს დაუტოვა. ხომ გითხარით, ძალიან წესიერი და პატიოსანი ადამიანია. იმასაც ვერ ვეუბნები, რომ მაზლები სახლში მომიცვივდნენ.
- იქნებ, სახლი რომ დატოვოთ და ცალკე უფრო დიდი ბინა იქირავოთ, მაზლებმა თავი დაგანებონ. ალბათ არ უნდათ, რომ მისი ძმის სახლში გათხოვდეთ მეორედ.
- არა, ბინა არაფერ შუაშია. არც ერთს არ უჭირს ისე, რომ ამ სახლს გამოეკიდონ. ჩემს დედამთილს დავურეკე და ვთხოვე, ყოფილი ქმრის ნომერი მოეცა, ჩემი სიტუაცია უნდა ამეხსნა და მეთხოვა, რომ ძმებს დალაპარაკებოდა, მაგრამ არ მომცა, კახას შენი ხმის გაგონებაც არ უნდაო. ბოლოს მაზლები ერთი კვირის წინ მესტუმრნენ. დავემუქრე, თუ კიდევ გაბედავდნენ ჩემს შეწუხებას, პოლიციას დავურეკავდი. ამან ცოტა შეაშინა, დარწმუნებული ვარ, თუ კანონით არ შევაშინე, გადამივლიან და შეიძლება, ფრიდონს რამე დაუშაონ.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ლლლ
შენს და ფრიდონს შორის თუ მართლა სერიოზული გრძნობაა,ყველა გვერძე გაიწევა ...ანუ დრო ყველაფერს დაალაგებს მთავარია თქვენმა სიყვარულმა გაუძლოს ამ დროს
21:31 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
anis
Tkveni azrit mazlebma unda archinon? Monebad Ar ibadebian,monebi xdebian DA mere gikvirt mazls ra uplebebi akvso.ra sibnelea.
08:16 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაი
მარტლა გაუნატლებელი ყოფილხარ რა გარანტია გაკვს რომ ფრიდონი ცოლ-სჰვილს არ დაუბრუნდეს არა სწორი ნაბიჯიაა რომ გაგიჯირდება სიყვარულიც კრებააა იცოდე და ვიხაცა სჰვილების მამა არ გამოგადცებააა
13:39 / 20-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ვფიქრობ აქ მაინც ისაა პრობლემა, რომ ყოფილი ქმრის სახლში ახალი ქმრის მოყვანა გინდათ. ამას მაზლები რათქმა უნდა არ დაუშვებენ, უნდა იქირაოთ ცალკე სახლი და გადახვიდეთ. ამ შემტხვევაში ყველა პრობლემა მოგვარდება. უკაცრავად და თუ მაზლები ესე უზრუნველყოფილები არიან, თავისი ძმის ცოლი კაფეში გაუსვეს სამუშაოდ :ს არ მესმის ..... რარაც არ ლაგდება :)
10:55 / 20-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კუსკუსა
სახელი შეეშალა ალბათ რა ბოროტი ხალხი ხართ?ნუ განიკითხავთ თორემ არ იცით რა გელით.
18:25 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS