18 ნოემბერი, 2014
ჩაშლილი პირველი ღამე - დამლაგებლის სიყვარულის გამო, მეგობრები დავკარგე
ალბათ რთულია, როცა ბედი არჩევანის წინაშე გაყენებს და ეს არჩევანი მეგობრებსა და საყვარელ ქალს შორის უნდა გააკეთო. ჩვენი რესპონდენტი 27 წლის ვახოა და თავს დამტყდარი უბედურების შესახებ გულახდილად გვიყვება.

ვახო:

- ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს სამსახურში ადრე მომიწია მისვლა და კაბინეტში შესულს, სამსახურის დამლაგებელი დამხვდა. მანამდე ეს ქალბატონი არასოდეს მენახა. ჩემ მაგიდას ტილოთი წმენდდა და დიდი ლამაზი თვალები შემომანათა. თან მომიბოდიშა და მითხრა, რომ ოთახს მალე დატოვებდა. შევაჩერე, ვთხოვე დარჩენილი და
ჩემთვის ყავა მოედუღებინა. დღემდე არ ვიცი, ასე რამ გამამათამა, მაგრამ მართლა ძალიან მოვიხიბლე.
- ყავის მოდუღებაზე დაგთანხმდათ?
- თავიდან ცოტა დაიბნა, შემდეგ კი გათამამდა და რამდენიმე კითხვაზეც მიპასუხა. ჩვენთან მუშაობა ორი თვის წინ დაეწყო. ექვსი წლით ჩემზე უფროსი იყო. გათხოვილი არასოდეს ყოფილა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოიცვალა, ძირითადად კაფე-ბარებში და ბოლოს ჩვენ კომპანიამდე მოვიდა. მეორე დღესაც ადრე მივედი, მაგრამ უკვე წასული დამხვდა. თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, ვინანე, რომ ტელეფონის ნომერი არ გამოვართვი. არ ვიცი, რა დამემართა, ერთი კვირა სულ მასზე ვფიქრობდი.
- სამსახურში არავისთვის გაგიმხელიათ?
- ერთადერთი მეგობარი მყავდა ბაჩო, ბევრი ვიფიქრე, რომ მისთვის მეთქვა, მაგრამ ისეთი რეაქცია ჰქონდა, პირველივე წინადადების შემდეგ ვინანე. ჩემი დამლაგებლისადმი სიყვარული მისთვის დაცინვის თემად იქცა და მეკითხებოდა, სახლში როდის წაიყვან, არაფერი გაქვს დასალაგებელი ან გასარეცხიო.
- მას შემდეგ აღარ შეხვედრიხარ?
- როგორ არა, რამდენიმე ნახვის შემდეგ ყავაზეც დავპატიჟე, მაგრამ თან იმაზე ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდათ სხვა თანამშრომლებს სადმე რომ ერთად დავენახეთ. მაგრამ ყველანაირი ბარიერი გადავლახე და კესარიასთან ერთად ყავაზე წავედი. იმ საღამოს განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა. თვალებში ვუყურებდი და მეცოდებოდა იმ ტანჯვისთვის რასაც მას ფიზიკური შრომა აყენებდა.
- ოჯახის მხრიდან პრობლემების არ შეგეშინდა?
- არა, საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მარტო ვცხოვრობ. მშობლები 12 წელია საბერძნეთში არიან და იქიდან ეკონომიურადაც მეხმარებიან. ოღონდ დავოჯახდე და მათთვის მთავარია კაცი არ მოვიყვანო ცოლად.
- რა რეაქცია ჰქონდა კესოს სიყვარულში რომ გამოუტყდით?
- არ დამიჯერა, ვერაფერით წარმოიდგინა, რომ მისი ცოლად მოყვანა მინდოდა. ტირილი დაიწყო, მისთვის ეს კონკიას ზღაპარს გავდა. ვიცოდი, რომ სიგიჟეს ვაკეთებდი, ჩემზე ასაკით უფროსი, ჩემი სამსახურის დამლაგებელი ცოლად მომყავდა, მაგრამ არავისი აზრი არ მაინტერესებდა. მალე ბაჩოს გარდა უახლოესმა მეგობრებმაც გაიგეს. თანდათან სამსახურშიც დაიწყეს ჭორაობა. ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა და ერთ დღეს, კესოს ვთხოვე, რომ ჩემთან სახლში მოსულიყო და მეგობრებიც დავპატიჟე. გადავწყვიტე საღამოს დასასრულს ჩემი საყვარელი ქალბატონი სახლში დამეტოვებინა. მანამდე ბევრჯერ ვყოფილვარ შეყვარებული, მაგრამ ასე არავისზე გავგიჟებულვარ.
- როგორც ვხვდები, საღამო ჩაიშალა.
- სამწუხაროდ, და ამის გამო, სამსახურის დატოვებამ მომიწია. ჩემი მეგობრები ისე შეხვდნენ კესოს, რომ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. ზედ არავინ არ უყურებდა. ძირითადად ერთმანეთში საუბრობდნენ და უაზროს მეხუმრებოდნენ. ამ არეულობაში ვერ გავიგე როგორ გაქრა სახლიდან კესო. მთელ სახლში ვეძებდი, ვიფიქრე, სადმე ხომ არ ტირის-მეთქი, სადაბრაზოშიც გამოვედი და ტელეფონზეც რომ არ მიპასუხა, უკვე სიგიჟემდე მივედი. მოულოდნელად მომწერა, რომ ჩვენ იმდენად სხვადასხვა წრიდან ვიყავით, რომ ერთად ცხოვრებას და მითუმეტეს დაქორწინებას ვერასოდეს შევძლებდით და მისთვის არასოდეს აღარ დამერეკა.
- უკან რომ დაბრუნდით მეგობრებს რა უთხარით?
- არაფერი, საშინელი სახით ვიჯექი და ნელ-ნელა სახლებში წავიდნენ. ერთი კვირა კესო სამსახურში რომ არ გამოჩნდა, სახლში მივაკითხე, მაგრამ კარი არ გამიღო. ამ ამბიდან ორი კვირა გავიდა, ყველანაირად ვცდილობ მის შემორიგებას, მაგრამ არაფერი გამომდის. ტელეფონზე არ მპასუხობს. სახლშიც არ ჩანს, სავარაუდოდ, დროებით რომელიმე მეგობარს ან ნათესავს მიეკედლა. არ მაინტერესებს არავის აზრი და არც ის თუ რა პროფესიის იქნება ჩემი საყვარელი ქალი, მინდა, რომ ცოლად გამომყვეს და რომ ვიღვიძებდე მხოლოდ მას ვხედავდე.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
მალკა
გიკვარს იბრზოლე ბოლომდე გაიგე ბიჯუნა
22:07 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ო რა კრეტინი ყავხარ გამჩენს,შენნაერ კაცთან დამლაგებელი კი არა არავინ არ ნდა გაჩერდეს,ვერ ხვდები რომ შენი “მეგობრები“შენ არ გცემენ არანაერ პატივს,და შენც არ ვარგიხარ,ნაღდი კაცი რომ შემოტრიალდებოდა იქიდან დაიფრენდა ყველას სათითაოდ,მოჟამული სახით კი არ იდებოდა,შენს ოახში ,შენს სფრაზე,შენს საყვარელ ადამიანს რომ არაფრად ჩააგდებს ეგეთი მეგობრობის დედაც ვატირე,ვერა დგეხარ შენ ეტყობა შენს სიმაღლეზე,თორემ ზრდილობის გლისთვის მაინც არ გაკადგებდნენ ეგრე,რა ნდა შენთან რომელიმე ქალს,თუ ელემმენტარლად მისი დაცვაც არ შეგიძლია... ეგ ვითომ მეგობრები კიდევ ადრე თუ გვიან სხვა სიტუაციაში მაინც გაგაბანძებდნე,ეხლა იექი და წერე წერილები,არა დეპეშები აგზავნე ამ ამბავზე...ვაი შენს პატრონს
22:01 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
კარგით რაა, დამლაგებლობა არ არის სირცხვილი და ყველამ უნდა გაითვალისწინოს რომ ცხოვრება კიბეა,ხან ადიხარ,ხან კი ჩამოდიხარ,არავინ იცის ხვალ რა მოგველის,დღეს რაღაცას წარმოვადგენთ ხვალ კი შეიძლება მათხოვრებად ვიქცეთ...ნუთუ ეს არ იცის ამ ხალხმა,თავი შეგნებულებად და განათლებულებად კი მოაქვთ,მაგრამ ავიწყდებათ მთავარი-ამ ცხოვრების მიზანი და არსი რა არის??ცუდია რომ ამაზე არ ფიქრობენ და ადამიანურ ღირებულებებს კი არ აქცევენ ყურადღებას,არამედ რაგაც ჭინჭებს,როგორ გაცვია,რა მარკის თეკეფონი გიჩირავს ხელში და რავიცი შეიძლება უსასრულოდ ვილაპარაკოთ ამაზე...
21:31 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ვასასი
ეგ კესო ადრე იყო ბესო და ფრთხილად იყავი მაინც-უკნიდან სცოდნია მოპარვა!
20:12 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ვერ გავიგე დამლაგებლობა სამარცხვინო საქმიანობა როდიდანაა.მასეთი მეგობრების ყოლას არ გყავდეს სჯობს.
18:44 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
....
ეს ხო საქართველოა და რათქმაუნდა უნდა დაეცინათ. ცხოვრბეა ისეთია არავინ არ იცის რა გველიის და რას გვიმზადებს.ქ დასაცინი არაფერი არაა.
18:42 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
.....
სათაურია სასწაული, ჩაშლილი პირველი ღამე :D
17:46 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ყველაფერი ამტკივდა ამ ისტორიის წაკითხვის დროს, რა მძიმეა ცხოვრება. დაუბრუნდი კესო შენ საყვარელ ადამიანს და ღმერთმა შეგაბეროთ ერთმანეთს
17:32 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა
თითქმის მსგავსი ისტორია გადამხდა მეც. უბრალოდ მე სამი არჩევანი მქონდა და ვერ გავერკვიე რა მინდოდა. ბოლოს უკრაინაში წავედი.
17:27 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
არავინ იცის ვის რას უმზადებს ბედი. ან რა იყო დასაცინი იქნებ განათლებაც ქონდა მაგრამ სამსახური სხვაგან ვერ იშოვა. ამპარტავნება კი დიდი ცოდვაა. სამწუხაროა მაგრამ რაელობაა
17:10 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS