18 ნოემბერი, 2014
ჩაშლილი პირველი ღამე - დამლაგებლის სიყვარულის გამო, მეგობრები დავკარგე
ალბათ რთულია, როცა ბედი არჩევანის წინაშე გაყენებს და ეს არჩევანი მეგობრებსა და საყვარელ ქალს შორის უნდა გააკეთო. ჩვენი რესპონდენტი 27 წლის ვახოა და თავს დამტყდარი უბედურების შესახებ გულახდილად გვიყვება.

ვახო:

- ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს სამსახურში ადრე მომიწია მისვლა და კაბინეტში შესულს, სამსახურის დამლაგებელი დამხვდა. მანამდე ეს ქალბატონი არასოდეს მენახა. ჩემ მაგიდას ტილოთი წმენდდა და დიდი ლამაზი თვალები შემომანათა. თან მომიბოდიშა და მითხრა, რომ ოთახს მალე დატოვებდა. შევაჩერე, ვთხოვე დარჩენილი და
ჩემთვის ყავა მოედუღებინა. დღემდე არ ვიცი, ასე რამ გამამათამა, მაგრამ მართლა ძალიან მოვიხიბლე.
- ყავის მოდუღებაზე დაგთანხმდათ?
- თავიდან ცოტა დაიბნა, შემდეგ კი გათამამდა და რამდენიმე კითხვაზეც მიპასუხა. ჩვენთან მუშაობა ორი თვის წინ დაეწყო. ექვსი წლით ჩემზე უფროსი იყო. გათხოვილი არასოდეს ყოფილა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოიცვალა, ძირითადად კაფე-ბარებში და ბოლოს ჩვენ კომპანიამდე მოვიდა. მეორე დღესაც ადრე მივედი, მაგრამ უკვე წასული დამხვდა. თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, ვინანე, რომ ტელეფონის ნომერი არ გამოვართვი. არ ვიცი, რა დამემართა, ერთი კვირა სულ მასზე ვფიქრობდი.
- სამსახურში არავისთვის გაგიმხელიათ?
- ერთადერთი მეგობარი მყავდა ბაჩო, ბევრი ვიფიქრე, რომ მისთვის მეთქვა, მაგრამ ისეთი რეაქცია ჰქონდა, პირველივე წინადადების შემდეგ ვინანე. ჩემი დამლაგებლისადმი სიყვარული მისთვის დაცინვის თემად იქცა და მეკითხებოდა, სახლში როდის წაიყვან, არაფერი გაქვს დასალაგებელი ან გასარეცხიო.
- მას შემდეგ აღარ შეხვედრიხარ?
- როგორ არა, რამდენიმე ნახვის შემდეგ ყავაზეც დავპატიჟე, მაგრამ თან იმაზე ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდათ სხვა თანამშრომლებს სადმე რომ ერთად დავენახეთ. მაგრამ ყველანაირი ბარიერი გადავლახე და კესარიასთან ერთად ყავაზე წავედი. იმ საღამოს განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა. თვალებში ვუყურებდი და მეცოდებოდა იმ ტანჯვისთვის რასაც მას ფიზიკური შრომა აყენებდა.
- ოჯახის მხრიდან პრობლემების არ შეგეშინდა?
- არა, საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მარტო ვცხოვრობ. მშობლები 12 წელია საბერძნეთში არიან და იქიდან ეკონომიურადაც მეხმარებიან. ოღონდ დავოჯახდე და მათთვის მთავარია კაცი არ მოვიყვანო ცოლად.
- რა რეაქცია ჰქონდა კესოს სიყვარულში რომ გამოუტყდით?
- არ დამიჯერა, ვერაფერით წარმოიდგინა, რომ მისი ცოლად მოყვანა მინდოდა. ტირილი დაიწყო, მისთვის ეს კონკიას ზღაპარს გავდა. ვიცოდი, რომ სიგიჟეს ვაკეთებდი, ჩემზე ასაკით უფროსი, ჩემი სამსახურის დამლაგებელი ცოლად მომყავდა, მაგრამ არავისი აზრი არ მაინტერესებდა. მალე ბაჩოს გარდა უახლოესმა მეგობრებმაც გაიგეს. თანდათან სამსახურშიც დაიწყეს ჭორაობა. ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა და ერთ დღეს, კესოს ვთხოვე, რომ ჩემთან სახლში მოსულიყო და მეგობრებიც დავპატიჟე. გადავწყვიტე საღამოს დასასრულს ჩემი საყვარელი ქალბატონი სახლში დამეტოვებინა. მანამდე ბევრჯერ ვყოფილვარ შეყვარებული, მაგრამ ასე არავისზე გავგიჟებულვარ.
- როგორც ვხვდები, საღამო ჩაიშალა.
- სამწუხაროდ, და ამის გამო, სამსახურის დატოვებამ მომიწია. ჩემი მეგობრები ისე შეხვდნენ კესოს, რომ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. ზედ არავინ არ უყურებდა. ძირითადად ერთმანეთში საუბრობდნენ და უაზროს მეხუმრებოდნენ. ამ არეულობაში ვერ გავიგე როგორ გაქრა სახლიდან კესო. მთელ სახლში ვეძებდი, ვიფიქრე, სადმე ხომ არ ტირის-მეთქი, სადაბრაზოშიც გამოვედი და ტელეფონზეც რომ არ მიპასუხა, უკვე სიგიჟემდე მივედი. მოულოდნელად მომწერა, რომ ჩვენ იმდენად სხვადასხვა წრიდან ვიყავით, რომ ერთად ცხოვრებას და მითუმეტეს დაქორწინებას ვერასოდეს შევძლებდით და მისთვის არასოდეს აღარ დამერეკა.
- უკან რომ დაბრუნდით მეგობრებს რა უთხარით?
- არაფერი, საშინელი სახით ვიჯექი და ნელ-ნელა სახლებში წავიდნენ. ერთი კვირა კესო სამსახურში რომ არ გამოჩნდა, სახლში მივაკითხე, მაგრამ კარი არ გამიღო. ამ ამბიდან ორი კვირა გავიდა, ყველანაირად ვცდილობ მის შემორიგებას, მაგრამ არაფერი გამომდის. ტელეფონზე არ მპასუხობს. სახლშიც არ ჩანს, სავარაუდოდ, დროებით რომელიმე მეგობარს ან ნათესავს მიეკედლა. არ მაინტერესებს არავის აზრი და არც ის თუ რა პროფესიის იქნება ჩემი საყვარელი ქალი, მინდა, რომ ცოლად გამომყვეს და რომ ვიღვიძებდე მხოლოდ მას ვხედავდე.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ნონა
მოძებნე და დიდ სიყვარულს გისურვებთ...
11:10 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ეგ შენი კესო მაგარი კომპლექსიანი ყოფილა,ისინი ხომ ყველა ბანძებია ვინც დასცინოდა.ადამიანს სიამაყე თუ არ გააჩნია წასულია მისი საქმე.შენ კიდევ ვინ ხარ არარაობების წინაშე თავს რომ იმართლებ.მოკიდე ხელი მაგ საწყალ გოგოს და აგრნნობინე რომ სრულფასოვანი ქალია,ჩამორჩენილი მდაბიოები კი შენთვის უბრალოდ ნაცნობები არიან.ასე რომ შენც მოსახსნელი გაქვს უაზრო კომპლექსები.
11:03 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაგო
ზღაპარი მგონია. არსებობენ ასეთი ადამიანები და თანაც "მეგობრები"? რა შუაშI იყო პროფესია... დამლაგებლობა... აქ ან სხვა რამეა რასაც არ ამბობს ბოლომდე... და მეგობრებს იმიტომ არ უნდოდათ ამის გაუბედურება, ან გვყავს ასე ავადმყოფურად მოაზროვნე ხალხი მართლა
10:31 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
რა შუაშიაააააა ეს ხო საქართველოა და რათქმაუნდა უნდა დაეცინათ
რა შუაშია საქართველო:: აი შენ გყავს დიპლომიანი ნასწავლი ბიჭი მუშაობს დიიდ კომპანიაში მაააააღალ თანამდებიბაზე და უცებ დააპირა დამლაგებლის ცოლად მოყვანა რა რექაცია გექნება თავად შენ!!!! ხო ხოო თავად შენ. მე გეტყვი რასაც იზამ .... გადირევი ბიჭს ეჩხუბები არ დავინახო ჩემს ოჯახში შემოყვანოოო . იმ გოგოს მიუვარდები და ეტყვი დაანებე თავი ჩემ შვილსოო ასე არაააააააა თქვი რა შუაშია აქ საქართველოოო
10:10 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ოოოოოოო
ბედის ირონია!! გავა დრო და ბევრი შენი თანამშრომელი .. დამლაგებლის ვაკანსიის ძებნას დაიწყებს. მარადიული არაფერიააა ა-რა-ფე-რიიიიიიი
10:06 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
სამწუხაროდ, სამარცხვინო მეგობრები გყოლია.
06:49 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ასმატი
ვისაც დამლაგებელი ადამიანი და ქალი არ გონია,იმას ამოზვრეს სული ნაგავსაყრელზე,ფუუ ტქვენი,ხან მრცხვენია რომ ქარტველი ვარ,ეს სადმე მოხდებოდაააა
00:55 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლ.გ.
რაღაცეებს იგონებთ რაააა...არსად გამოგონია დღეს საქართველოში დამლაგებელს ვინმე ზემოდან უყურებდეს.
23:55 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მანო
იმ მეგობრებს ვუსურვებ ყველას ვინაც ამ გოგოს დასცინა ისე მოქცეოდეთ მომავალში საქმე რომ სულ გზაზე ეცხოვროთ და ემათხოვროთ. ამ ბიჭს კი ვეტყოდი შენ რომ კაცი კოფილიკავი იმ საგამოს შეყვარებილი რომ შენი ბინიდან გაიქცა. შენ ხომ იცოდი რატომ უკან რომ დაბრუნდი და შენ მეგობრებტან დაჯექი რატომ არ გააგდე ეს ყველა შენი დეგენერატი კოლეგები იკვნენ თუ მეგობრები სახლიდან ამაზე კიდე დაფიქრება გჟირდება? ეს რა ადამიანები არიან რო შენ შეყვარებულს დასცინიან ეგ რა უფლებით ბედავენ პატიოსნად მომუშავე ადამიანის ასე განსჯას ეგ რა მნიშვნელობაა სად მუშაობს მთავარია პატიოსნად მუშაობს. ძალიან გული მომდის ასეთ აროგანტულ ადამიანებზე. ამ გოგოს ვუსურვებ კველაფერ კარგს და მიეღციოს ასმაგათ მეტი ცხოვრებაში ვიდრე იმ ხალმა მიაღცია ან მიაღცევენ ვინც მაგ გოგონას დასცინოდა. იმედი მაკვს მიგნებენ კიდევ ერთმანეთს
23:24 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ელო
კაი ზღაპარია
23:14 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS