18 ნოემბერი, 2014
ჩაშლილი პირველი ღამე - დამლაგებლის სიყვარულის გამო, მეგობრები დავკარგე
ალბათ რთულია, როცა ბედი არჩევანის წინაშე გაყენებს და ეს არჩევანი მეგობრებსა და საყვარელ ქალს შორის უნდა გააკეთო. ჩვენი რესპონდენტი 27 წლის ვახოა და თავს დამტყდარი უბედურების შესახებ გულახდილად გვიყვება.

ვახო:

- ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს სამსახურში ადრე მომიწია მისვლა და კაბინეტში შესულს, სამსახურის დამლაგებელი დამხვდა. მანამდე ეს ქალბატონი არასოდეს მენახა. ჩემ მაგიდას ტილოთი წმენდდა და დიდი ლამაზი თვალები შემომანათა. თან მომიბოდიშა და მითხრა, რომ ოთახს მალე დატოვებდა. შევაჩერე, ვთხოვე დარჩენილი და
ჩემთვის ყავა მოედუღებინა. დღემდე არ ვიცი, ასე რამ გამამათამა, მაგრამ მართლა ძალიან მოვიხიბლე.
- ყავის მოდუღებაზე დაგთანხმდათ?
- თავიდან ცოტა დაიბნა, შემდეგ კი გათამამდა და რამდენიმე კითხვაზეც მიპასუხა. ჩვენთან მუშაობა ორი თვის წინ დაეწყო. ექვსი წლით ჩემზე უფროსი იყო. გათხოვილი არასოდეს ყოფილა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოიცვალა, ძირითადად კაფე-ბარებში და ბოლოს ჩვენ კომპანიამდე მოვიდა. მეორე დღესაც ადრე მივედი, მაგრამ უკვე წასული დამხვდა. თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, ვინანე, რომ ტელეფონის ნომერი არ გამოვართვი. არ ვიცი, რა დამემართა, ერთი კვირა სულ მასზე ვფიქრობდი.
- სამსახურში არავისთვის გაგიმხელიათ?
- ერთადერთი მეგობარი მყავდა ბაჩო, ბევრი ვიფიქრე, რომ მისთვის მეთქვა, მაგრამ ისეთი რეაქცია ჰქონდა, პირველივე წინადადების შემდეგ ვინანე. ჩემი დამლაგებლისადმი სიყვარული მისთვის დაცინვის თემად იქცა და მეკითხებოდა, სახლში როდის წაიყვან, არაფერი გაქვს დასალაგებელი ან გასარეცხიო.
- მას შემდეგ აღარ შეხვედრიხარ?
- როგორ არა, რამდენიმე ნახვის შემდეგ ყავაზეც დავპატიჟე, მაგრამ თან იმაზე ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდათ სხვა თანამშრომლებს სადმე რომ ერთად დავენახეთ. მაგრამ ყველანაირი ბარიერი გადავლახე და კესარიასთან ერთად ყავაზე წავედი. იმ საღამოს განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა. თვალებში ვუყურებდი და მეცოდებოდა იმ ტანჯვისთვის რასაც მას ფიზიკური შრომა აყენებდა.
- ოჯახის მხრიდან პრობლემების არ შეგეშინდა?
- არა, საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მარტო ვცხოვრობ. მშობლები 12 წელია საბერძნეთში არიან და იქიდან ეკონომიურადაც მეხმარებიან. ოღონდ დავოჯახდე და მათთვის მთავარია კაცი არ მოვიყვანო ცოლად.
- რა რეაქცია ჰქონდა კესოს სიყვარულში რომ გამოუტყდით?
- არ დამიჯერა, ვერაფერით წარმოიდგინა, რომ მისი ცოლად მოყვანა მინდოდა. ტირილი დაიწყო, მისთვის ეს კონკიას ზღაპარს გავდა. ვიცოდი, რომ სიგიჟეს ვაკეთებდი, ჩემზე ასაკით უფროსი, ჩემი სამსახურის დამლაგებელი ცოლად მომყავდა, მაგრამ არავისი აზრი არ მაინტერესებდა. მალე ბაჩოს გარდა უახლოესმა მეგობრებმაც გაიგეს. თანდათან სამსახურშიც დაიწყეს ჭორაობა. ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა და ერთ დღეს, კესოს ვთხოვე, რომ ჩემთან სახლში მოსულიყო და მეგობრებიც დავპატიჟე. გადავწყვიტე საღამოს დასასრულს ჩემი საყვარელი ქალბატონი სახლში დამეტოვებინა. მანამდე ბევრჯერ ვყოფილვარ შეყვარებული, მაგრამ ასე არავისზე გავგიჟებულვარ.
- როგორც ვხვდები, საღამო ჩაიშალა.
- სამწუხაროდ, და ამის გამო, სამსახურის დატოვებამ მომიწია. ჩემი მეგობრები ისე შეხვდნენ კესოს, რომ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. ზედ არავინ არ უყურებდა. ძირითადად ერთმანეთში საუბრობდნენ და უაზროს მეხუმრებოდნენ. ამ არეულობაში ვერ გავიგე როგორ გაქრა სახლიდან კესო. მთელ სახლში ვეძებდი, ვიფიქრე, სადმე ხომ არ ტირის-მეთქი, სადაბრაზოშიც გამოვედი და ტელეფონზეც რომ არ მიპასუხა, უკვე სიგიჟემდე მივედი. მოულოდნელად მომწერა, რომ ჩვენ იმდენად სხვადასხვა წრიდან ვიყავით, რომ ერთად ცხოვრებას და მითუმეტეს დაქორწინებას ვერასოდეს შევძლებდით და მისთვის არასოდეს აღარ დამერეკა.
- უკან რომ დაბრუნდით მეგობრებს რა უთხარით?
- არაფერი, საშინელი სახით ვიჯექი და ნელ-ნელა სახლებში წავიდნენ. ერთი კვირა კესო სამსახურში რომ არ გამოჩნდა, სახლში მივაკითხე, მაგრამ კარი არ გამიღო. ამ ამბიდან ორი კვირა გავიდა, ყველანაირად ვცდილობ მის შემორიგებას, მაგრამ არაფერი გამომდის. ტელეფონზე არ მპასუხობს. სახლშიც არ ჩანს, სავარაუდოდ, დროებით რომელიმე მეგობარს ან ნათესავს მიეკედლა. არ მაინტერესებს არავის აზრი და არც ის თუ რა პროფესიის იქნება ჩემი საყვარელი ქალი, მინდა, რომ ცოლად გამომყვეს და რომ ვიღვიძებდე მხოლოდ მას ვხედავდე.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
მისტერ
რა გეშველებათ, ვის გადახდა ეხლა ეს ამბავი? ვიღაც ვახოს? ვინმე შეესწარით? ყველაფერს რომ იჯერებთ ბატებივით.
02:20 / 31-12-2018
გამოხმაურება / 0 /
თოხი
რა კომპანიი იყო?ამდენი ანუსი საიდან შეიკრიბა?
02:19 / 13-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Iგივე
Mეც დამლაგებელი ვიყავი Dა ვაპირებრომ ისევ Gავიდე ცჰემსამსახურსჰი,ვფიქრობ არვარსჰეუხედავი და არც 30გადაცილებული,რასვიზამტ ცჰირს ცხოვრებაააა ისე Aრარავინაა ვინმეზე მეტი Dა არც ნაკლები, უნდა სჰევიგნოტ რომ ყველა ტანასწორივარტ
15:42 / 04-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ფატიმა
ამპარტავნება უდიდესი ცოდვაა.რაც სჰობს უამრავ ბოროტებას.ტქვენ გეტყობატ მებრცოლი ადამიანი ხარტ და სულიტ ცლიერი.არ დანებდე
14:00 / 28-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
კარგით რააა მერე რაა რომ დამლაგებელია ან გაჭირვებული ან ასაკით უფროსი ბიჭზე მათ ხომ შეუყვარდათ ერთმანეთი ოხ ეს ქართველები როგორ უყვართ სხვისი გაკიცხვა და ზემოდან ყურებაა ფულიანი ღორები რასაც ქვია რაა რა სჭირდა დამლაგებელია ბოზი ხო არ არის რო არ მიიღეს და ზედაც არ უყურებდნენ
18:23 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
nana
Kidev erti magalitî chveni kajobis,am azrebit apirebt xalxo "evropelobas?"
22:51 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
კესო ალბათ აიკითხავ ამ სტატიას და მიხვდები თუ როგორ განიცდის შენი საყვარელი ადამიანი, ის შენთან მტყუანიც რომ იყოს უბრალოდ მოუსმინე და ისე მიიღე გადაწყვეტილება, შენს ბედნიერებას პაკაზუხა და ამპარტავანი ადამიანების აზრების გამო ნუ დათმობ :)
12:47 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვახო პირველ რიგში ეცადე კესოს დაეკონტაქტო როგორმე და აუხსნა რომ შენთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანია და აზრი არ აქვს ვინ რას ფიქრობს მასზე, მთავარი ის არის თქვენ გაუგოთ ერთმანეთს, შენს ვაი მეგობრებს კი უთხარი რომ ცხოვრება გამოცდაა და ერთ დღეს თვითონ ან მათი მეორე ნახევრები თუ აღმოჩნდებიან კესოს ადგილზე ისევე უნდა გაირიყვნონ საზოგადოებიდან როგორც კესო? ისე გირჩევ გამოცვალო ეგეთი მეგობრები რომლებსაც შენი გაგება არ შეუძლიათ
12:45 / 21-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა გაგიკვირდატ არ იზიტ საცარტველოსჰი როგორზ ხდება
17:56 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ტა-ტა
მე და ჩემ მეურლეზედაც იგივე ითქმოდა მაგრამ იდეალური ცოლ-ქმარი ვართ, სხვების ჭორაობამ ვერაფერი დააკლო ჩვენს სიყვარულს. იბრძოლე საყვარელი ქალისატვის
16:10 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS