15 ნოემბერი, 2014
ქმრის საყვარელმა ჯადო გამიკეთა
არასოდეს მჯეროდა ჯადოს გაკეთების და როდესაც უცნაურ ისტორიებს ჰყვებოდნენ, ყველას დავცინოდი. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მკითხავთან, მაგრამ დღეს თბილისში მკითხავი აღარ დარჩა, მისამართი რომ არ ვიცოდე.

ჩემი ტანჯვა ექვსი თვის წინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს ქმარმა სტუმრად ქერა, მსუქანი ქალბატონი მომიყვანა და შორეულ დეიდაშვილად გამაცნო. მითხრა, ამერიკიდან ჩამოვიდა და სანამ ბინას იყიდის ორი კვირა ჩვენთან იცხოვრებსო.

სიამოვნებით მივიღე უცნობი „ნათესავი“, ქმარს ვენდე და არავისთან გადამიმოწმებია. ჩემი ერთადერთი 11 წლის გოგონა საკუთარი ოთახიდან გამოვასახლე და მეზობელთან ვაძინებდი,
რომ ქალბატონს კომფორტულად ეცხოვრა.

ორ კვირაში მართლა წავიდა, მაგრამ იმის შემდეგ რამდენჯერაც ქმარს ლაურა ვუხსენე, არ ესიამოვნა და სხვა თემაზე გადამიტანა საუბარი. მალე გავიგე, რომ ქერათმიანი ქალბატონი რეალურად ჩემი ქმრის საყვარელი ყოფილა და ამერიკიდან კი არა, ნაქირავები სახლიდან მეზობლებმა ხმაურის გამო გამოაგდეს და სანამ სხვა ბინას იქირავებდა, მეუღლემ სტუმრად დამიპატიჟა.

მისი წასვლის შემდეგ თავბრუსხვევა დამეწყო. ისე დავსუსტდი, რომ ქმარ-შვილს ვეღარ ვუვლიდი. არცერთი ექიმი არ დამიტოვებია, მაგრამ ვერაფერს მიგებდნენ. ბოლოს ჩემმა მულმა მკითხავთან წამიყვანა და აღმოჩნდა, რომ ქმრის საყვარელმა ჯადო გამიკეთა.

დღითიდღე უარესად ვხდები. რა არ მასწავლეს, მაგრამ არაფერმა მიშველა. ქმარი სახლში ღამეც აღარ მოდის. ალბათ იმ ნაძირალა ქალთან ცხოვრობს, რომელმაც ოჯახი და ჯანმრთელობა დამინგრია.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ინგა
ჯადოს არსებობას ეკლესიაც არ უარყოფს, მაგრამ, სადაც ეშმაკია იქ უფლის ძალაც ხომ არის, არ გიფიქრია ეგებ ჯადოზე უარესი გაგიკეთა, სახლში შეგიშვია , ეგებ დასაავადებელი რამე ჩაგიყარა. წადი პირველ რიგში სისხლის ანალიზი გაიკეთე ყველანაირად გამოიკვლიე, საყოველთაო არა წესიერ ლაბორატორიაში მიდი, მეორე თავბრუსხვევები ნევროზმაც იცის, გასაკვირი ის იქნება ნევროზი რომ არ გქონდეს.
23:22 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
აუ ხომ არ იცით ისტორია როგორ დავდო?
03:38 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
აუ ხომ არ იცით ისტორია როგორ გამოვაგზავნოო?
03:37 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
სსყჯსვაი ყ
რამ გაგაბოროტა შენ გაკლია ალბად სექსი ავადმყოფო დაიგმაყოფილე თავი და სხის გამწარებულ ცხოვრებას შეეშვი სირო
17:33 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
irma
ტაძარში მიდი აუცილებლად მამაოს მოუყევი ყველაფერი სპეციალური ლოცვებია კვეთებულის წაგიკითხავს რაც ძალიან დაგეხმარედა მეტეხის ტაძარში თუ არ ვცდები სამშაბათს ტარდება ეს ლოცვები ღვთისმშობელი გპარავდეთ
12:07 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ეკლესიაში წადი აიყვანე მოძვარი და ლოცვები იკითხე და უპალი დაგეხმარება. არის ჯადოქრობის საწინააღმდეგო ლოცვები
21:38 / 15-11-2014
გამოხმაურება / 0 /
სსყჯსვაი
ვაი შენს პატრონს ,გაუნათლებელო ქაჯო.რჩევას მოგცემ წადი ვინმეს მიეცი,სექსი გაკლია და კარგად გახდები,ჯადო არა სირი
18:33 / 15-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS