- რატომღაც ქალის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მამაკაცებს თითქმის ყველაფერს შევუმდობთ. იმაზე დიდი საშინელება რაღა უნდა იყოს, როცა კაცი გღალატობს და ამაზე თვალს ხუჭავ?! მე და ჩემი მეუღლის შემთხვევაში ღალატი არ ყოფილა, ჩვენი შეუღლების შემდეგ მას ჩემ გარდა ქალი აღარ ჰყოლია და ამიტომ ვაპატიე ის ტყუილი, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ.
მე და
- ტყუპი გააჩინეთ?
- დიახ, ანასტასია და კონსტანტინე. პირველს ელისაბედი დავარქვით, ჩემი დედამთილის სახელი. ასე უცბად აღმოვჩნდი სამი შვილის დედა. საბედნიეროდ, დეიდაჩემი მოდიოდა და მეხმარებოდა, თორემ მარტო ნამდვილად ვერაფერს გავართმევდი თავს. დღის ბოლოს ისე ვიღლებოდი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი.
- თქვენი მეუღლე რას ამბობდა?
- რასაკვირველია, ჩემს მდგომარეობას განიცდიდა, მეუბნებოდა, დამხამარე ქალი ავიყვანოთო, მაგრამ მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. უცხო ქალს კი არა, რამდენიმე საათით დეიდაჩემსაც კი ვერ ვუტოვებდი ბავშვებს. რა ვქნა, ასეთი გიჟი დედა ვარ (იღიმის).
- ასე როდემდე გაძელით?
- მე საამაყოდ მაქვს, რომ ჩემი შვილები ჩემი გაზრდილები არიან. შეიძლება ამაზე ბევრს გაეცინოს, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვუყვარდი და მაფასებდა ზურა. მერე კიდევ უფრო დამაფასა, როცა ერთ დღესაც სახლში ოთხი წლის გოგონა მოიყვანა და მითხრა, ობოლია, მშობლები ავარიაში დაეღუპა, არავინ ჰყავს და ჩვენ გავზარდოთო.
- ბავშვი საიდან მოიყვანა?
- თანამშრომლის მეზობელიაო, ასე მითხრა. ყველა საჭირო საბუთს ერთ კვირაში მოვუყრი თავს და მოვაწესრიგებ, თუ შენ თანახმა იქნები, ვიშვილოთო. სხვა არაფერი მიკითხავს, ჩემს მეუღლეს ვენდობოდი და ეჭვი არაფერში შემიტანია. ბავშვი ზურას ჰგავდა, მაგრამ მაშინ ეს არ შემინიშნავს. თურმე მისი შვილი იყო.
- ეს ამბავი როდის გამჟღავნდა?
- მარიამის შვილად აყვანიდან ორ წელიწადში. ძალიან მშვიდი და წყნარი ბუნების ბავშვი იყო. მთელი დღე ისე გავიდოდა, ხმას არ იღებდა. ჩემი შვილებისგან განსხვავებით კარადებზე და პიანინოს სახურავზე არ დარბოდა (იღიმის). ერთ დღესაც კარზე ზარი გაისმა. მე ბავშვებთან ერთად ვიყავი სახლში, ზურა სამსახურში იყო. ზღურბლზე ლამაზი ქერა ქალი იდგა. შემოვიპატიჟე თუ არა, მაშინვე ბავშვებისკენ წავიდა. მათ შორის მარიამი გამოარჩია, უცბად ატირდა. ვერ მივხვდი, ვინ იყო და რა უნდოდა, ბოლოს მითხრა, ამ ბავშვის დედა ვარ და მინდა, რომ შვილი ჩემთან წავიყვანოო. ვერაფერს მივხვდი. მაშინვე ზურას დავურეკე და ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად მოსულიყო შინ. მანამდე ის ქალი უხმოდ იჯდა და მეც არაფერს ვეკითხებოდი. ზურამ კარი რომ შემოაღო, ფერი დაკარგა. მაშინვე მივხვდი, რომ იმ ქერა ქალს იცნობდა და ორივეს მოვთხოვე აეხსნათ, რა ხდებოდა ჩემს თავს. რაღა ბევრი გავაგრძელო და თურმე, სანამ მე ზურას ცოლი გავხდებოდი, მას ამ ქალთან რომანი ჰქონია. ქალი დაორსულდა და ბავშვი გააჩინა. თავიდან თვითონ ზრდიდა, მაგრამ მარიამი ოთხი წლის რომ გახდა, თავის მშობლებთან ისრაელში წასვლა გადაუწყვეტია. ებრაელები არიან და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ. ასე დატოვა ბავშვი და მამამისმა მე მომიყვანა. ახლა იმ ქალს შვილის თან წაყვანა სურდა, მაგრამ აბა, როგორ გავატანდი?! რასაკვირველია, ჩემი მეუღლის ტყუილმა გამაცოფა, მაგრამ ეს იმ ქალის წინაშე არ შევიმჩნიე. მას ვუთხარი, რომ ბავშვს არ გავატანდი, რადგან მას საკუთარი შვილებისგან არ ვარჩევდი და ისევე მიყვარდა, როგორც ელისაბედი, ანასტასია და კონსტანტინე. არ ვიცი, ასე ადვილად რატომ შეეგუა ბედს, ერთი კი თქვა, გიჩივლებთ და შვილს სასამართლოს ძალით დავიბრუნებო, მაგრამ იმ დღის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს ის ქალი აღარ გვინახავს.
ოცი წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ, ზურა ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. მარიამმა, ისევე როგორც ჩემმა შვილებმა, სიმართლე არ იციან. ოთხი შვილი მყავს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სამის ღვიძლი დედა ვარ.
მკითხველის ისტორია