12 ნოემბერი, 2014
''ჩანთაში ნაპოვნი პრეზერვატივის გამო შეიძლება, ოჯახი დამენგრეს...''
სახლი იმ ღამესვე დავტოვე, არ მომისმინეს, არც ჩემი ახსნა აინტერესებდათ ალბათ, რთულია დაიჯერო, რომ ეს ამბავი დედაქალაქში მოხდა და მსხვერპლი 30 წლის გოგონაა, მაგრამ დედამთილის ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძლიერია საქართველოში...

სვეტა:
- მე და გია კლასელები ვიყავით და ლამის პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ დედამისი ჩვენი ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ბებია რუსი მყავდა და გიას დედა ამბობდა, არ მინდა, რუსული გენების რძალი ჩემს სახლში შემოვიდესო. სკოლის დამთავრებამდე ერთმანეთს დავშორდით, გია მეცხრე კლასიდან გავიდა და მე
სწავლა გავაგრძელე. დავამთავრე უნივერსიტეტი და ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობა დავიწყე.
- ეს წლები გია აღარ გამოჩენილა?
- არა. ერთხელ ჩემი კლასელი ბიჭი შემხვდა და მითხრა, გიას ისევ უყვარხარ, ბიჭებმა ვიქეიფეთ და რომ დალია, დედამისზე ჩხუბობდა, მან დამინგრია ცხოვრებაო. ჩემთანაც არავინ გამოჩენილა, რამდენიმე თაყვანისმცემელს შევხვდი, მაგრამ ყველასთან პირველი პაემნით დამთავრდა ურთიერთობა. ერთ დღეს სამსახურიდან გამოსულს გია დამხვდა. ძლივს ვიცანი, ძალიან გაზრდილიყო, 25 წლის ზრდასრული მამაკაცი მიყურებდა. მუხლებში ჩამივარდა და მეხვეწებოდა, ახლა არ უნდა მიმატოვო, თორემ მართლა დავიღუპებიო.
- პრობლემები ჰქონდა?
- არა, უბრალოდ მთხოვა, რომ ცოლად რაც შეიძლება მალე გავყოლოდი. დისტრიბუტორად მუშაობდა. დაბალი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ წვალობდა და ქუჩაში უსაქმურად არ იდგა. დედამისი შედარებით კარგად შემხვდა, ალბათ ფიქრობდა, რომ ერთადერთი ბიჭი არ დაეკარგა. მოკლედ, სამ თვეში პატარა ქორწილი გადავიხადეთ და გიას ცოლი გავხდი.
- ისევ გიყვარდა?
- არ ვიცი, ძველებურად ალბათ არა, თან სხვადასხვანაირად განვვითარდით. მე მთელი დღე საქმიან ხალხთან მქონდა ურთიერთობა, მას კი - მაღაზიის გამყიდველებთან. ერთ წელიწადში ბავშვი შეგვეძინა და გათხოვებიდან 3-4 წელი საკმაოდ ნორმალურად ვცხოვრობდით, სანამ ის საბედისწერო ფაქტი არ მოხდა. ერთ დღეს სამსახურში ერთ-ერთმა თანამშრომელმა პრეზერვატივის უამრავი კოლოფი მოიტანა. მისი ქმარი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და უფასოდ არიგებენო. თანამშრომლებს ყველას დაურიგა და ორი კოლოფი მეც ავიღე, მომერიდა, მაგრამ გიასთვის არ მითქვამს, უცნაური ტიპია, შეიძლება, ასეთ რაღაცებზე გაგიჟებულიყო - რატომ წამოვიღე სახლში პრეზერვატივი, თან ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში არასოდეს გამოგვიყენებია.
- შემდეგ რა მოხდა?
- ამ ამბიდან სამ კვირაში ერთ დღეს ბავშვი მშვიდად თამაშობდა, წინ ჩემი ჩანთაც დავუდე, ოღონდ არ ეტირა და ვიფიქრე, გაერთობა-მეთქი. ყურადღება არ მიმიქცევია, როგორ ამოიღო ჩანთიდან პრეზერვატივი და ჩემამდე მოვიდა, ეს რა არის, დედიკოო, – მკითხა. ამ სცენას მთელი ოჯახი შეესწრო. ქმარი, დედამთილი, მამამთილი, ყვირილში ერთმანეთს ასწრებდნენ. დედამთილი გიას აქეზებდა, ხომ გეუბნებოდი, რუსული გენეტიკის ქალი სახლში არ გამოგვადგებაო. მაბრალებდნენ, რომ პრეზერვატივი საყვარლებისთვის დამქონდა ჩანთით.
სახლი იმ ღამესვე დავტოვე, არ მომისმინეს, არც ჩემი ახსნა აინტერესებდათ. ორი კვირაა, უკვე დედაჩემთან ვცხოვრობ. მეხვეწება, მაგ ხალხს მოშორდი და ბინას ცალკე გიყიდიო. ჯერ-ჯერობით არავის დაურეკავს, მხოლოდ ერთხელ მოვიდა გიას მამიდაშვილი ბავშვის სანახავად.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ელენე
ჭკუა სად გქონდა დედამთილთან რომ ცხოვრობდი.
12:05 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მია
ბევჯერ მინახია ძალადობა ქალზე და არასდროს არცერთ კაცს არ ვამართლებ,თუმცა ამ შემთხვევაში კაცს ვერ გაამტყუნებ როცა ხედავს ცოლის ჩანთაში პრეზერვატივს,შეიძლება სულ არაფერია მარა დასაჯერებლად რთულია,თვენ რომ გენახათ ცოლს ქმრის ჯიბეში ასეთი რამ -დაიჯერებდით?!შეიძლება ოჯახი არ დაგენგრიათ მარა ეჭვი ყოველთვის გექნებოდათ და გაჩნდებოდა უნდობლობის მომენტი ტქვენს შორის
11:41 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ამბავი ნამდვილია თუ მოგონილია ამას დიდი მნიშვნელობა სულ არ აქვს, მნიშვნელოვანი ისაა, რომ თუ არ გჭირდება პრეზერვატივი მორიდება რას მიქვია არ მინდა და არ ვიჩუქებდი, მეორე თუ მაინც ვიჩუქე სანაგვეები დაილია? არ შეიძლებოდა გადაგდება? და მესამე აბა ქალბატონს თითონ ენახა გიას ჯიბეში 2 კოლოფი პრეზერვატივი რა სცენას მოაწყობდა თითონ? ან აპატიებდა?
11:26 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ეს ამბავი თუ მართალია,მაშინ ნამდვილად ტყუის ესქალი. მე ეგრე მგონია.
11:24 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
არ იყენებდნენ, მაგრამ მაინც აიღო ხათრით და თანაც ჩანთით ატარებდა, საცოდავი! ეს ზღაპრები შენს ოჯახში მოუყევი შენი ჭკუის ხალხს! ბოზების განსახილველიც რომ გახდა ქართული ოჯახების საქმე?! რა თქმა უნდა ესაა უზნეობის პროპაგანდა!
11:20 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო
ჯერ არ მგონია ეს ნამდვილი ამბავი, მოგონილს უფრო ჰგავს, ეორეც დავუშვათ მართალია, რას დაგქონდა სამი კვირა ორი კოლოფი პრეზერვატივი ჩანთით თან იმ დროს როცა ცოლქმრული თანაცხოვრების პერიოდში არ იყენებდით და არაფერში გჭირდებოდა, თუ ვერ აჩუქე ვინმე ახლობელს იმიტომ რომ მოგერიდა ვერ გადააგდე საერთოდ? რომელ ქმარს ესიამოვნება ცოლის ცანტაში პრეზერვატივების აღოჩენა და მერე იმის დაჯერება რომ აქცია იყო და დაგირიგეს? რომ არ მოგკლა და მშვიდად გამოგიშვა იქიდან მაგაზე ილოცე და იმაზე ნუ წუწუნებ ეს როგორ ვერ გაიგესო.
10:46 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
eka
Roca qmari cols ar endoba da sxvebis sityvaze gaivlis casulia im ojaxis saqme samwuxarod.
10:37 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS