12 ნოემბერი, 2014
''ჩანთაში ნაპოვნი პრეზერვატივის გამო შეიძლება, ოჯახი დამენგრეს...''
სახლი იმ ღამესვე დავტოვე, არ მომისმინეს, არც ჩემი ახსნა აინტერესებდათ ალბათ, რთულია დაიჯერო, რომ ეს ამბავი დედაქალაქში მოხდა და მსხვერპლი 30 წლის გოგონაა, მაგრამ დედამთილის ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძლიერია საქართველოში...

სვეტა:
- მე და გია კლასელები ვიყავით და ლამის პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ დედამისი ჩვენი ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ბებია რუსი მყავდა და გიას დედა ამბობდა, არ მინდა, რუსული გენების რძალი ჩემს სახლში შემოვიდესო. სკოლის დამთავრებამდე ერთმანეთს დავშორდით, გია მეცხრე კლასიდან გავიდა და მე
სწავლა გავაგრძელე. დავამთავრე უნივერსიტეტი და ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობა დავიწყე.
- ეს წლები გია აღარ გამოჩენილა?
- არა. ერთხელ ჩემი კლასელი ბიჭი შემხვდა და მითხრა, გიას ისევ უყვარხარ, ბიჭებმა ვიქეიფეთ და რომ დალია, დედამისზე ჩხუბობდა, მან დამინგრია ცხოვრებაო. ჩემთანაც არავინ გამოჩენილა, რამდენიმე თაყვანისმცემელს შევხვდი, მაგრამ ყველასთან პირველი პაემნით დამთავრდა ურთიერთობა. ერთ დღეს სამსახურიდან გამოსულს გია დამხვდა. ძლივს ვიცანი, ძალიან გაზრდილიყო, 25 წლის ზრდასრული მამაკაცი მიყურებდა. მუხლებში ჩამივარდა და მეხვეწებოდა, ახლა არ უნდა მიმატოვო, თორემ მართლა დავიღუპებიო.
- პრობლემები ჰქონდა?
- არა, უბრალოდ მთხოვა, რომ ცოლად რაც შეიძლება მალე გავყოლოდი. დისტრიბუტორად მუშაობდა. დაბალი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ წვალობდა და ქუჩაში უსაქმურად არ იდგა. დედამისი შედარებით კარგად შემხვდა, ალბათ ფიქრობდა, რომ ერთადერთი ბიჭი არ დაეკარგა. მოკლედ, სამ თვეში პატარა ქორწილი გადავიხადეთ და გიას ცოლი გავხდი.
- ისევ გიყვარდა?
- არ ვიცი, ძველებურად ალბათ არა, თან სხვადასხვანაირად განვვითარდით. მე მთელი დღე საქმიან ხალხთან მქონდა ურთიერთობა, მას კი - მაღაზიის გამყიდველებთან. ერთ წელიწადში ბავშვი შეგვეძინა და გათხოვებიდან 3-4 წელი საკმაოდ ნორმალურად ვცხოვრობდით, სანამ ის საბედისწერო ფაქტი არ მოხდა. ერთ დღეს სამსახურში ერთ-ერთმა თანამშრომელმა პრეზერვატივის უამრავი კოლოფი მოიტანა. მისი ქმარი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და უფასოდ არიგებენო. თანამშრომლებს ყველას დაურიგა და ორი კოლოფი მეც ავიღე, მომერიდა, მაგრამ გიასთვის არ მითქვამს, უცნაური ტიპია, შეიძლება, ასეთ რაღაცებზე გაგიჟებულიყო - რატომ წამოვიღე სახლში პრეზერვატივი, თან ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში არასოდეს გამოგვიყენებია.
- შემდეგ რა მოხდა?
- ამ ამბიდან სამ კვირაში ერთ დღეს ბავშვი მშვიდად თამაშობდა, წინ ჩემი ჩანთაც დავუდე, ოღონდ არ ეტირა და ვიფიქრე, გაერთობა-მეთქი. ყურადღება არ მიმიქცევია, როგორ ამოიღო ჩანთიდან პრეზერვატივი და ჩემამდე მოვიდა, ეს რა არის, დედიკოო, – მკითხა. ამ სცენას მთელი ოჯახი შეესწრო. ქმარი, დედამთილი, მამამთილი, ყვირილში ერთმანეთს ასწრებდნენ. დედამთილი გიას აქეზებდა, ხომ გეუბნებოდი, რუსული გენეტიკის ქალი სახლში არ გამოგვადგებაო. მაბრალებდნენ, რომ პრეზერვატივი საყვარლებისთვის დამქონდა ჩანთით.
სახლი იმ ღამესვე დავტოვე, არ მომისმინეს, არც ჩემი ახსნა აინტერესებდათ. ორი კვირაა, უკვე დედაჩემთან ვცხოვრობ. მეხვეწება, მაგ ხალხს მოშორდი და ბინას ცალკე გიყიდიო. ჯერ-ჯერობით არავის დაურეკავს, მხოლოდ ერთხელ მოვიდა გიას მამიდაშვილი ბავშვის სანახავად.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
შუკოვანი
გია და სვეტა :D საიდან იგონებთ კაცურად ამ ისტორიებს? ჰო, ვინმე სვეტა მოვიდა, და პრეზერვატივების ამბავი მოგიყვა არა? :D კაი რა, კაი რააა.... ტეხავს, მაგრად ტეხავს!
17:30 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატი
თუ რს ამბავი მართალია,მეც დავეჭვდებოდი ასეთ დროს.იმ ქალს უნდა ,იმ დღესვე ეთქვა აქციაზე მომცესო.ქმარსაც დადაემოწმებინა ბოლოს და ბოლოს,მაგრამ...ენდობი? ასე რომ არ მიკვირს გიას საქციელი.
15:20 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ირკა
რა სისულელეა თუ არასოდეს გამოუყენებია გადაეგდო ოქრო ხომ არ იყო, ან ერთი შეკვრა თუ უფრო მეტი ისეთი პატარა და შეუმჩნეველია რომ დაავიწყდა და ჩანთით დაატარებდა
15:20 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათო
ესქალი თუ მართალია, აშკარად ცოტა წაილენჩებს...არადა 2პაჩკა რა უბედურებაა, თუ სიმართლეა ქალი კი არა რაკეტა ყოფილა :)
15:10 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კოტე
ერთი თხოვნა ჟურნალისტთან: ნუ უწოდებთ 30 წლის ქალს გოგონას. ეს არ არის ქართული.
14:58 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქალოოოოოოო
მესმის შეგრცხვა და არ უთხარი ქმარს,თუმცა მაინც უნდა გეთქვა,მაგრამ სამი კვირა რად გინდოდა ჩანთაში ეგ ოხერი პრეზერვატივი,შესანახი ადგილი არ იყო ოჯახში?მერე დედამთილიო,ეჭვიანი ქმარიო და ასე შემდეგ.
14:53 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ესეა როცა ჭორდებოდა მაშინ მუხლებში ჩაუვრდა გაინაღდა და მერე უპრობლემოდა გაუშვა,კი ტყუის რომ არ უთხრა ქმარს ან არ გადააგდო.იქნებ გოგომ იყიდა არ შეიშლებიდა?თუ ქალმა რომ იყიდოს ტეხავს,კაცმას ოჯასი წინაშიე ატეხა განგაში ცალკე გაერჩია რა საჭირო იყი დედამთილ-მამამთილის თვალწინ განხილვა.ეჰ რამდენი ყანაა ამ ქვეყნად.
14:16 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
123
ეგ ქეციანი "კაცუნა" არცაა შერიგების ღირსი!! როცა ადამიანი მიზეზზეა ჩხუბის მიზეზეი არ გამოელევა, დედამთილთან ცხოვრება კი ყველამ იცის რო ოჯახის დანგრევის ტოლფასია!ასეთი მაგალითით კი მკვლელი კაცების შეიძლება გამომჟღავნდეს
14:12 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ეკა რას წერ, აქ რა ნდობაზეა საუბარი,,ნუ შეეშვი დედამთილი ეგ სხვა თემაა,,,რა უნდა დაიჯერო ეხლა გამაგებინე პრეზევატივი ჩანთაში ნახო როცა არ იყენებ, და დაიჯეროს კაცმა რომ აქციაში დაურიგეს? ანუ რას ამბობ რო უნდა დაუჯერო და გაატარო? დაუშვათ მართალია, და მესმის, რას ატარებდა ჩანთIთ როცა იცის ქმრის ხასიათI? შენ დაუჯერებ ქმარს ჯიბეში რო უნახო და გითხრას აქციაში დამირიგესო როცა არ ხმარობთ?:) ეს გოგო შეიძლება მარეთალია მაგრამ უჭკუო კი ყოფილა,რას დაატარებდა ვერ გადააგდო საერთოდ, მეტის ღირსია
12:52 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატ
ეკა გეთანხმები
12:21 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS