12 ნოემბერი, 2014
''ჩანთაში ნაპოვნი პრეზერვატივის გამო შეიძლება, ოჯახი დამენგრეს...''
სახლი იმ ღამესვე დავტოვე, არ მომისმინეს, არც ჩემი ახსნა აინტერესებდათ ალბათ, რთულია დაიჯერო, რომ ეს ამბავი დედაქალაქში მოხდა და მსხვერპლი 30 წლის გოგონაა, მაგრამ დედამთილის ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძლიერია საქართველოში...

სვეტა:
- მე და გია კლასელები ვიყავით და ლამის პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ დედამისი ჩვენი ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ბებია რუსი მყავდა და გიას დედა ამბობდა, არ მინდა, რუსული გენების რძალი ჩემს სახლში შემოვიდესო. სკოლის დამთავრებამდე ერთმანეთს დავშორდით, გია მეცხრე კლასიდან გავიდა და მე
სწავლა გავაგრძელე. დავამთავრე უნივერსიტეტი და ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობა დავიწყე.
- ეს წლები გია აღარ გამოჩენილა?
- არა. ერთხელ ჩემი კლასელი ბიჭი შემხვდა და მითხრა, გიას ისევ უყვარხარ, ბიჭებმა ვიქეიფეთ და რომ დალია, დედამისზე ჩხუბობდა, მან დამინგრია ცხოვრებაო. ჩემთანაც არავინ გამოჩენილა, რამდენიმე თაყვანისმცემელს შევხვდი, მაგრამ ყველასთან პირველი პაემნით დამთავრდა ურთიერთობა. ერთ დღეს სამსახურიდან გამოსულს გია დამხვდა. ძლივს ვიცანი, ძალიან გაზრდილიყო, 25 წლის ზრდასრული მამაკაცი მიყურებდა. მუხლებში ჩამივარდა და მეხვეწებოდა, ახლა არ უნდა მიმატოვო, თორემ მართლა დავიღუპებიო.
- პრობლემები ჰქონდა?
- არა, უბრალოდ მთხოვა, რომ ცოლად რაც შეიძლება მალე გავყოლოდი. დისტრიბუტორად მუშაობდა. დაბალი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ წვალობდა და ქუჩაში უსაქმურად არ იდგა. დედამისი შედარებით კარგად შემხვდა, ალბათ ფიქრობდა, რომ ერთადერთი ბიჭი არ დაეკარგა. მოკლედ, სამ თვეში პატარა ქორწილი გადავიხადეთ და გიას ცოლი გავხდი.
- ისევ გიყვარდა?
- არ ვიცი, ძველებურად ალბათ არა, თან სხვადასხვანაირად განვვითარდით. მე მთელი დღე საქმიან ხალხთან მქონდა ურთიერთობა, მას კი - მაღაზიის გამყიდველებთან. ერთ წელიწადში ბავშვი შეგვეძინა და გათხოვებიდან 3-4 წელი საკმაოდ ნორმალურად ვცხოვრობდით, სანამ ის საბედისწერო ფაქტი არ მოხდა. ერთ დღეს სამსახურში ერთ-ერთმა თანამშრომელმა პრეზერვატივის უამრავი კოლოფი მოიტანა. მისი ქმარი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და უფასოდ არიგებენო. თანამშრომლებს ყველას დაურიგა და ორი კოლოფი მეც ავიღე, მომერიდა, მაგრამ გიასთვის არ მითქვამს, უცნაური ტიპია, შეიძლება, ასეთ რაღაცებზე გაგიჟებულიყო - რატომ წამოვიღე სახლში პრეზერვატივი, თან ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში არასოდეს გამოგვიყენებია.
- შემდეგ რა მოხდა?
- ამ ამბიდან სამ კვირაში ერთ დღეს ბავშვი მშვიდად თამაშობდა, წინ ჩემი ჩანთაც დავუდე, ოღონდ არ ეტირა და ვიფიქრე, გაერთობა-მეთქი. ყურადღება არ მიმიქცევია, როგორ ამოიღო ჩანთიდან პრეზერვატივი და ჩემამდე მოვიდა, ეს რა არის, დედიკოო, – მკითხა. ამ სცენას მთელი ოჯახი შეესწრო. ქმარი, დედამთილი, მამამთილი, ყვირილში ერთმანეთს ასწრებდნენ. დედამთილი გიას აქეზებდა, ხომ გეუბნებოდი, რუსული გენეტიკის ქალი სახლში არ გამოგვადგებაო. მაბრალებდნენ, რომ პრეზერვატივი საყვარლებისთვის დამქონდა ჩანთით.
სახლი იმ ღამესვე დავტოვე, არ მომისმინეს, არც ჩემი ახსნა აინტერესებდათ. ორი კვირაა, უკვე დედაჩემთან ვცხოვრობ. მეხვეწება, მაგ ხალხს მოშორდი და ბინას ცალკე გიყიდიო. ჯერ-ჯერობით არავის დაურეკავს, მხოლოდ ერთხელ მოვიდა გიას მამიდაშვილი ბავშვის სანახავად.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
eeeeh!!!
Vai tqve sacodavebo tqven,yvela vinc agnishnul situaciashi qmars amtyunebt kargad dafiqrdit,romelime tvengani igive situaciashi ras izavდიt?ise kargad gadaamocmet yoveli shemtxvevistvi titoeulma tqventaganma tqveni meore naxevrebi,shemtxvevit uares situaciashi ar imyofebodet,ra ici ra xdeba 21 saukune xom qartvelta masiuri gabozebisa da gapidarastebis saukuned iqca
05:06 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კეღილის მსურველი
ქმრისთვის უნდოდა ალბათ, რომ ებერა და ებერა ფილტვებს გაუვარჯიშებდა.პრეზერვატივიც გუმანიტარულად შემოდის ქვეKანაში.დაედო სახლში-ეთქვა მეუგლისთვის,Hანთით ატარებდა,არ გაახსენდა?ე.ი.მიHვეული Kოფილა ტარებას,ბოზოოო..
19:41 / 20-11-2014
გამოხმაურება / 0 /
razmadze
Kartvelebo ar gvaqvs upleba ganvsajot ,aseti sityvaa natqvami ar gansajo sxvisi carsuli,imitom rom,,ar ici raaris sheni momavali,gamiget dpiqrdit da mixvdebit ase rom ar sheicleba ....,
02:31 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ააააააა
კარგით,ხალხო რა იყო?აინტერესებდა რამდენ ლიტრ წყალს იტევს.
20:36 / 15-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინას
ძალიან უტვინო ადამიანი ხარ შენც და ისინიც, ვინც LIKE-ით გაქეზებს... რა თქმა უნდა გამოგონილი ამბავია, მაგრამ დავუშვათ ნამდვილად მოხდა. რატომ უნდა აეღო მაგ ნაბო..არს, თუ არ სჭირდებოდა? ეთქვა, რომ არ იყენებს და სხვას უფრო გამოადგებოდა. ნუ, კაი, გლეხია და გაუტყდა უარის თქმა, მთელი ცხოვრება ჩანთით უნდა ეტარებინა? ვინ სჭამს მაგას?! ჩვეულებრივი ბ.ზია. რომ გაიძახი თუ ენდობი, რა პრობლემააო, შენს ქმარს რომ ჯიბეში უნახო, ეგრე დებილი ხარ, რომ გეგონება გასაბერად უნდოდაო?
14:37 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ფენიქსი
მემგონი ყველა ამ ისტორიას ერთი კაცი წერს. თან ხაზი უნდა გაუსვას, რომ რა ბნელი საზოგადოება ვართ
04:32 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიი
თუ აჩუქეს რისი შერცხვა?
21:30 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ხალხო თქვენ ყველამ ერთდროულად ხომ არ მოილაპარაკეთ,რომ ერთი სწორად მოაზროვნე არ გამოჩნდით ამდენ დამკომენტარებელს შორის? რა სისულელეებს ამართლებთ,თუ ხვდებით საერთოდ? მერე რა რომ ჩანთაში ჰქონდა პრეზერვატივი,რა,სამარცხვინო ნივთია რამე? ,,ხიხიაა”? ან რა დედამთილ-მამათილის საქმეა რა დევს რძლის ჩანთაში,ან ასეთი დეგენერატი როგორ უნდა იყო ქმარი,რომ ცოლს მაგაზე ეკამათო,შენს ჩანთაში პრეზერვატივი როგორ მოხვდაო,ამ დონეზე თუ არ ენდობოდა,რაღას თხოულობდა ,მუხლებში რომ ჩაუვარდა? ამდენი შეუგნებელი რამ შეჰყარა ერთად? არაფრის გულისთვის ქალს დამნაშავედ აგრძნობინეს თავი! მითხარით ერთი,რატომ არ უნდა აეღო,ან რატომ უნდა გადაეგდო,შიშის გამო?თუნდაც ქმარს ჰქონოდა,თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ენდობა და უყვარს,რა არის საეჭვიანო? ეს ქალიც კარგი დებილია,თორემ საერთოდ როგორ გაჰყვა ასეთ იდიოტს,მითუფრო იცოდა დედამისის აზროვნება,რა შეცვლიდა მის ტვინს? და ეს კოლექტიური ცხოვრება კიდევ, ხომ გულს მირევს საერთოდ....
20:06 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაჩო
იპარავდა და დაიწვა ტუ არ იყენებდა რათ უნდოდა ჩანთაში
19:56 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
მოგონილი ამბავი მგონია. ეს 2 კოლოფი პრეზერვატივი 3 კვირა ჩანთით დაქონდა ამ შტერ ქალს? ფანტაზია არ გყოფბით ხომ?
17:41 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS