10 ნოემბერი, 2014
ჩაშლილი პირველი ღამე – 42 წლის პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა
მოგეხსენებათ, როცა მამაკაცი გარკვეულ ასაკს გადააბიჯებს, გარშემო მყოფები ერთი კითხვით აბეზრებენ თავს: ''ცოლი არ მოგყავს?'' შინაური თუ ''გარეული'' ამ თემით ისე ინტერესდება, თითქოს სხვა საფიქრალი არ ჰქონდეს. სხვის ცხოვრებაში ჩარევა ვერ მოვიშალეთ და ზოგჯერ ეს იმდენად მომაბეზრებელი ხდება, რომ შეიძლება უაღრესად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანიც კი გამოვიდეს წყობიდან...

ნათია, 43 წლის:

- ჩემი ბიძაშვილი 46 წლისაა. 18 წლის ასაკში ცოლი მოიყვანა, მაგრამ ექვს თვეში დაშორდნენ. ორივე ბავშვი იყო და სახლობანას თამაში არ გამოუვიდათ. მშვიდად, წყნარად
გაიყარნენ, ყოველგვარი აურზაურის გარეშე. ხუთი წლის შემდეგ ის გოგო მეორედ გათხოვდა და დღეს სამი შვილის დედაა. რაც შეეხება ჩემს ბიძაშვილს, ბიძაჩემმა გადაწყვიტა, თავის ერთადერთი შვილისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცა და რუსეთში, თავის ძმაკაცთან გაგზავნა. ირაკლი საკმაოდ ნიჭიერი კაცია, სამედიცინო სფერო აირჩია და კარგი ექიმია. წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მუშაობდა. როგორც ვიცი, არაერთი წამყვანი კლინიკა სთავაზობდა დარჩენას, მაგრამ ბუნებით ისეთია, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. მსოფლიო მოიარა, მაგრამ ყველაზე დიდხანს მხოლოდ ორი წელი რჩებოდა. როგორც ვიცი, საქართველოდანაც ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ ბოლოს მაინც კიევი აირჩია და ბოლო ხუთი წელია იქაა. სახლიც შეიძინა და კარგი სამსახურიც აქვს, მაგრამ, რასაკვირველია, მის მშობლებსა და ახლობლებს ირაკლის კარიერული წინსვლა არ აკმაყოფილებთ. სურთ რომ ოჯახი შექმნას და თან ცოლად აუცილებლად ქართველი ქალი მოიყვანოს. ირაკლი საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის, ყოველდღე რეკავს და როცა კი მოიხელთებენ, ყველა ამ თემაზე ელაპარაკება. მოკლედ, ამას წინათ, ირაკლი ჩვენი ნათესავის დაკრძალვისთვის ჩამოვიდა საქართველოში. დატრიალდა ნათესაობა, ამ ჯერზე მას ნამდილად აღარ გავუშვებთ ისე, რომ ერთი კარგი გოგო არ გავაცნოთო. ასეთი მცდელობები მანამდეც ჰქონიათ, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი მსგავს გარიგებებს არასოდეს აღიარებდა, რაც საახლობლოში დიდ გაღიზიანებას იწვევდა.
ზოგიერთებს ეჭვიც კი შეჰქონდათ მის ორიენტაციაში. ჩემი ყურით მოვისმინე როგორ ეუბნებოდა ერთი მეორეს, იქნებ ცოლი იმიტომ არ მოჰყავს, რომ მამაკაცები იზიდავსო (იცინის). მერწმუნეთ, ირაკლის ორიენტაციის საკითხი საეჭვო ნამდვილად არ არის, უბრალოდ ალბათ აქამდე ვერ იპოვა ის ერთი, რომლის გვერდითაც დაიძინებდა, გაიღვიძებდა და ვინც მისი შვილების დედა იქნებოდა. მოკლედ, პანაშვიდებზე რომ დავდიოდი, მაშინ დამანახვეს ის გოგო, რომლის გარიგებასაც ირაკლისთვის აპირებდნენ. თუმცა, რაღა გოგო, 42 წლის ქალი იყო უკვე. ეს ამბავი ცოტა არ იყოს კი გამიკვირდა, რადგან მანამდე სულ ''ქორფა-ქორფა'' ქალებზე ჰქონდათ ხოლმე თვალი დადგმული. ვერ მივხვდი, ამჯერად რატომ შეარჩიეს არჩევანი ნანიზე. თუმცა, ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩამოვიდა თუ არა ირაკლი, დედამისმა მაშინვე დაანახა ''ის'' და უთხრა, იცოდე, ამჯერად თბილისიდან ისე არ გაგიშვებ, სანამ არ გაიცნობ, არ დაუახლოვდები და ცოლად არ მოიყვანო.
- იმ ქალმა იცოდა, რომ თქვენ ბიძაშვილს ურიგებდნენ?
- რასაკვირველია. მათი გაცნობის სცენას შევესწარი და მაშინვე მივხვდი, რომ მან ყველაფერი იცოდა პერსპექტიული სასიძოს შესახებ. ისე გაინაბა და გაინაზა, თავი ვერ შევიკავე და იქვე რომ არ გამცინებოდა, ადგილს გავეცალე. მოკლედ, დავკრძალეთ ჩვენი ნათესავი და ქელეხის სუფრაზე ნანი და ირაკლი ერთად დასხდნენ. მერე ჩემმა ბიძაშვილმა ქალს სახლში გაცილება შესთავაზა, მასაც უარი არ უთქვამს. მეორე დღეს კიდევ შეხვდნენ, მესამე დღესაც და ერთი თვის თავზე უკვე ნიშნობა ჰქონდათ. არ ვიცი, ასე მალე შეუყვარდა ჩემს ბიძაშვილს ის ქალი თუ უბრალოდ დაიღალა ყველაფრით და იფიქრა, ცოლად მოვიყვან და დავისვენებო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. გამოალაგა ბიცოლაჩემმა, რაც კი ნანატრი რძლისთვის გადანახული ოქრო-ბაჯაღლო ჰქონდა და წავედით ქალის დასანიშნად. ირაკლი იცინოდა, რაღა დროს ასეთებია, მოვკიდებ ხელს და წამოვიყვან სახლშიო, მაგრამ მისმა მშობლებმა ყველა წესისა და ტრადიციის დაცვა მოსთხოვეს. ნანის მშობლებს შინ სუფრა ოც კაცზე გაეშალათ და ისეთი ბედნიერები დაგვხვდნენ, ვერ აგიწერთ. სარძლოც ფრთაშესხმული დაფარფატებდა ოთახში, არც იყო გასაკვირი, რატომაც არა, 42 წლის ასაკში თხოვდებოდა ქალი! ყველაფერმა წესითა და რიგით ჩაიარა. იყო სადღეგრძელოები, დალოცვა... იმავე საღამოს უთხოვია ირაკლის ნანისთვის, გამომყევი, სასტუმროში ნომერს ვიქირავებ და სანამ ჩემთან ერთად კიევში წამოხვალ, იქ გავჩერდეთო. საპატარძლომ უარი უთხრა, ახლა არაო. მომდევნო კვირაში ირაკლიმ თავისი მაინც გაიტანა და სანამ გასამგზავრებლად ყველა საჭირო საბუთს თავს მოუყრიდა, საცოლე მაინც დაიყოლია და ნანისთან ერთად ბათუმში წავიდა. ჩემმა ბიძაშვილმა ერთ-ერთი სასტუმროს ლუქსი ერთი კვირით დაიქირავა, მაგრამ რად გინდა?! თურმე საცოლე სათოფეზეც არ იკარებს, ეუბნება, შენთან ცოტა უცხოდ ვარ, შეგეჩვევი და მერე დავიძინოთ ერთადო. ნომერში ერთი დიდი საწოლი მდგარა, მაგრამ მასზე მხოლოდ ნანის ეძინა, ირაკლის კი - დივანზე. მეოთხე დღეს ნანის შეუთავაზებია, მოდი, საღამოს დავლიოთ, სითამამე მომემატება, შებოჭილი აღარ ვიქნები და მერე უკვე შევძლებ ''მოსახდენი მოხდესო'' (იცინის). ამის შემდეგ ირაკლის რაღაც ეჭვი კი გასჩენია, მაგრამ ქალისთვის არაფერი უთქვამს, დათანხმებია. ასე იყო თუ ისე, საღამოს წითელი ღვინის სმა დაუწყიათ, კაცს ოთხი ჭიქა რას დაათრობდა, მაგრამ ნანი მაშინვე დამთვრალა და მოულოდნელად ატირებულა. ირაკლის უფიქრია, ღელავსო, ჩახუტებია, მოფერებია და ცოტა ხანში ლოგინშიც ამოყვეს თავი. ''მოსახდენი მოხდა'' და ჩვენს პატარძალს გული ამოუჯდა, ქალიშვილი არ ვარ და არ მინდოდა ეს შენთვის მეთქვა, ვიფიქრე, რომ დავლევთ, ამას ვერ გაიგებს, მეშინოდა სიმართლის თქმის, მერე ცოლად აღარ მომიყვანო. ირაკლი გაცეცხლებულა, მაგრამ, რასაკვირველია, არა იმაზე, რაც ნანის ადარდებდა, არამედ იმაზე, რომ ის ქალი მის მოტყუებას შეეცადა. მაშინვე უთქვამს, ბარგი ჩაალაგე, თბილისში ვბრუნდებით, სახლში მიგიყვან და ამის შემდეგ ჩემმა თვალებმა არ დაგინახოსო. ქალი ფეხებში ჩავარდნია, მაპატიეო, მაგრამ ირაკლის გული ვეღარ გაალღო... მომხდარით ყველა შოკირებული იყო, რამდენიმე დღე სიმართლე ვერავინ გაიგო, მაგრამ თბილისიდან წასვლის წინა დღეს ირაკლი ჩემთან იყო სტუმრად, ჩემს ქმართან ერთად დალია და ყველაფერს მოუყვა. მე სამზარეულოში ვიჯექი და ყველაფერი მესმოდა. გაოგნებული ვიყავი იმ ქალის სიშტერით. 42 წლის ქალს ვინღა მოსთხოვდა ქალიშვილობას?! ეს რა დასამალი იყო?! ან თავიდან ვერ უთხრა იმ კაცს ყველაფერი, რა დალევა და ტანჯული სცენების დადგმა იყო საჭირო.
- ბოლოს როგორ დამთავრდა მათი ამბავი? ხომ არ შერიგდნენ?
- არა. რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კიევში გაემგზავრა. ბიცოლაჩემმა მითხრა, ნანი იყო მოსული და ყველა ის სამკაული თუ ნივთი მომიტანა, რაც ნიშნობაზე ვაჩუქეთო. როგორც მივხვდი, არც მათ იციან სიმართლე და მომხდარით ნანის მშობლების გაოგნებული არიან. ბიძაჩემი ირაკლისთან შეეცადა სიმართლე გაერკვია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მე და ჩემი მეუღლე ამ თემაზე ერთმანეთთანაც არ ვსაუბრობთ. ახლა თქვენ გიამბეთ და თუ რომელიმე მხარე ამ ამბავს წაიკითხავს, შეიძლება ყველაფერს ფარდა აეხადოს. ვფიქრობ, შეიძლება ეს კარგიც იყოს, რადგან გაურკვევლობაში არიან და დღემდე ვერ გაუგიათ რა მოხდა ბათუმში...

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 94 /
ნნნნნნნნ
მეტი საქმე არ გაქვთ? ქვეყანა თავზე გვენგრევა და თქვენ რაზე ლაპარაკით იღლით თავს? ღმერთო უშველე ყველა გაჭირვებულს!
13:37 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
Jhjdhtmdgn Jmgnpj
ასეტები არიან ქარტველების უმრავლესობა. დაჯდებიან და სხვის ცხოვრებას განიკიტხავენ და სჰვილებზე და სჰვილისჰვილებზე არაპერს პიქრობენ. ხომ სჰეიდზლება ესეტი რამ მის სჰვილსაც სჰეემტხვეს. აი ამაზე უნდა ვიპიქროტ. არასოდეს ტქვა არასოდეს.
13:30 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა-ს
მთლიანად ვიზიარებ შენს თვალსაზრისს! რატომ უნდა არსებობდნენ ასეთი უტვინო კაცები? და რა არის გასაგიჟებელი იმაში,რომ 42 წლის ქალი ქალიშვილი არ იყო? სრული იდიოტიზმია ეს ისტორია თავიდან ბოლომდე,საქართველო კიდევ სტერეოტიპების,მარაზმატიკების და ქვის ხანაში ჩარჩენილი ადამიანების ქვეყანაა,რომელსაც წინსვლა-განვითარება არ უწერია,თუნდაც აქ წაკითხული კომენტარებიდან გამომდინარე....
13:14 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ერთერთი ამ ამბის მომსწრე ვარ, რომელიც ჩემს ახლობელს ნამდვილად შეემთხვა
12:18 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
/-?
ზღაპარია თუ ნამდვილი, ვინ მოიგონა ვინ იცის??))) ქალი დროზე გადაურჩენია თვითონ კაცს. ასეთ იდიოტ და მარაზმატიკ კაცთან ცხოვრება წარმოგიდგენიათ რა საშინელება იქნება? 46 წლის ექიმი 42 წლის ქალიშვილს ეძებს? ექიმია არის კი? ან შეიძლება თავისი მოვალეობაც ვერ შეასარულა და ქალს ჭორავს.. დაასწრო)))))))))))
11:56 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა-ს
შენ რა იცი ეს კაცი ნაგულავებ ჯიგიტი რომ იყო და ქალი პატიოსანი? იქნებ ბორდელში მუშაობდა? მაგის პატიოსნება იქედანაც ჩანს რომ ფიქრობდა დავათრობ და ვეღარაფერს მიხვდება ქმარიო, ტყუილით უნდოდა ოჯახური ცხოვრების დაწყება.
11:10 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
რას ბოდავთ,მატყუარა 42 წლის დედაკაცი ვის რად უნდა,თან უტვინო.ვერ გაიგებსო,კაი საცემიც იყო.თუ დასამალი იყო მისი ცხოვრება დაგდებულიყო სახლში,მაგრამ ცბიერი დედაკაცი თავის გასაგებას აპირებდა.ყველა ადამიანმა საკუთარ ცხოვრებას პატივი უნდა სცეს ერთხელ და გათხოვდები თუ ათჯერ ეს არავის საქმე არ არის და ამით ღავისზე ნაკლები არ ხარ.მაგით ვინც დაგიწუნებს ის ბნელია და სიყვარულის არაფერი გაეგება.ხშირ შემტხვევაში მასეთებს გაუსაძლისი ურთიერთობა აქვთ,მაგრამ ტყუილს არცერთი სრულყოფილი არ გაპატიებს ჩმორიკის მეტი.მატყუარა ყოველთვის წაგებულია თორემ იმ კაცმა რა წააგო.აქ ვინც ილანძღება მამაკაცის მისამართით ეტყობაადამიანურ ღირსებებთან შორსაა.მიდით ეხლა და ილანძღეთ მაგრამ თქვენი ბნელი აზრები ვინმეს ავნებს?........
11:07 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დებილი კაცი, იგრიალა, ვინ იცის რამდენ გოგოს ატკინა გული, ახლა კი ცოლიო, შეუჩიჩხინეს და დედიკოს ხათრით მოიყვანა უცნობი ქალი. როდის გაიზრდებიან ეს საცოდავები
09:58 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კატოს
გეთანხმებით, ყველამ თავისი ოჯახის ქოთანს უნდა მიხედოს. ან იმ დებილ სასიძოს რა აჭორავებდა, მოსდო ქვეყანას. რა დაბალი დონეა.
09:57 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გოგო
მე ამ ნათიაზე მეშლება ნერვები, კაი პატიოსანი ქალივით რომ დაჯდა და მოყვა საჯაროდ, თურმე გაურკვევლობაში არის ორივე მხარე და ასე ფარდა უნდა ახადოს სიმართლეს,სიმართლის ფარდა კი არა შენი სინდისის ფარდაა ასახდელი,როგორც ქალი ქალს ვერ უგებ რომ რაღაც შეეშალა და ეხლა ბედნიერი ოჯახი უნდოდა და არც სახალხოდ გამოცხადება იყო საჭირო..ნამდვილი კაცი იტყოდა რომ ბათუმში ყოფნისას ხასიათებით ან აზრებით ვერ გაუგეს ერთმანეთს და დამთავრდებოდა ყველაფერი...
09:17 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS