08 ნოემბერი, 2014
ჩაკეტილი ბოქლომი - 60 წლის შინაბერად დარჩენილი ქალის საშინელი ტრაგედია...
თქვენი ნებაა, დაიჯერებთ თუ არა, ჩემ ისტორიას, მაგრამ მე მაინც გწერთ. 60 წლის ვარ. გარეგნობას არც ახლა ვუჩივი, მაგრამ 13-14 წლის ასაკში მართლა კარგი გოგო ვიყავი და უამრავი თაყვანისმცემელი და ხელის მთხოვნელი მყავდა. დედა სულ თან დამყვებოდა, რომ ვინმეს ჩემი მოტაცება არ ეფიქრა...

19 წლისას ზურა შემიყვარდა. ჩვენ თანაკლასელები ვიყავით და ჩემი მშობლები მასაც და მის ოჯახსაც წლები იცნობდნენ. ამიტომ უარი არ თქვეს და ჩვენს ქორწინებას დათანხმდნენ. ნიშნობა ზაფხული გვქონდა, ქორწილი კი შემოდგომაზე უნდა გამართულიყო.
მეჯვარე ჩემი კლასელი ლალი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ბავშვობაში ზურა ძალიან მოსწონდა, მაგრამ რაც ბიჭმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა, ლალი თავის გრძნობებზე აღარ მელაპარაკებოდა. პირიქით: - მეგობრები ვართ და შენ ბედნიერება ისე მახარებს, როგორც საკუთარი, ზურასაც ძმასავით შევიყვარებო...

დანიშნულს ლალიმ ვერცხლისფერი ბოქლომი მომიტანა და მითხრა: ჩაკეტილი ბოქლომი მდინარეში გადააგდე და ჩაუთქვი, თქვენი ქორწინება ვერავინ და ვერაფერმა ჩაშალოსო... ასეთი სისულელეების არ მჯერა, მაგრამ არ მომეშვა და მეც შევასრულე.

შემოდგომაზე ჩემი ქორწილი ჩაიშალა, რადგან ლალი და ზურა გაიპარნენ. მე კი ბოდიში შემომითვალეს.

სიკვდილს ვნატრობდი. საქმროსა და მეგობრის ღალატი ისე მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ჭამა ავკრძალე. მშობლებს შევეცოდე და მშობლიური ქალაქიდან თბილისში გადმოვსახლდით. აქაც გამომიჩნდნენ თაყვანისმცემლები. ვიღაცები მეც მომწონდნენ, მაგრამ ქორწილამდე აღარასოდეს მისულა საქმე... მაინც არ მიეჭვია, რომ ჯადო მქონდა... ერთხელ მეგობარი შემიჩნდა და რუსეთიდან ჩამოსულ ცნობულ ნათელმხილველთან წამიყვანა. იმ ქალმა შემომხედა და მითხრა, რომ ბედი ჯადოთი მქონდა შეკრული. ბოქლომს, რომელიც წყალში ეგდო, ვერასოდეს ვიპოვიდი, ისე კი ვერც ჯადოს გავანეიტრალებთ!..

მაშინვე ლალის „საჩუქარი“ გამახსენდა, რომელიც დანიშნულს წყალში გადამაგდებინა და მერე ჩემს საქმროს თავად გაჰყვა ცოლად...ნათელმხილველთან 40 წლის ასაკში ვიყავი, მაშინ იმედი არ დამიკარგავს, რომ ჯადო არაფერ შუაში და ბედი ბოლომდე არ გამწირავდა, მაგრამ ახლა უკვე 60 წელს მივაღწიე და ფაქტია, რომ მარტო ვარ...

ისე, ლალისაც არ გაუხარია. შვილი არ ეყოლათ. ზურა გალოთდა. ვერც სიღარიბეს დააღწიეს თავი და რა ვიცი, შეიძლება ასე იმ ჯადოსა და ბოროტების გამო დაისაჯა, მე რომ გამიკეთა...

გადავწყვიტე ჩემი ამბავი თქვენთვის მომეყოლა - რა ვიცი, იქნებ ყველაფერი სისულელეა, მაგრამ „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო!“ - და სხვებმა მაინც არ მიიღონ „მეგობრებისგან“ უცნაური „საჩუქრები“...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
მარიამი
ჯადო არსებობს და ამის დამადასტურებელია ის, რომეკლესიაში სპეციალური ლოცვები არსებობს ჯადოს მოსასხსნელად-როცა მღვდელსკურთხევას ვთხოვთ, კურთხევისას უფლის მადლის გადმოსვლა ხდება ჩვენზე-მადლის მომართვა ჩვენკენ, ხოლოჯადოს გაკეთებისას ბოროტ ენერგიას მიმართავენ ხოლმე მსხვერპლისკენ. ნათელმხილველი და მკითხავი მას ნამდვილად ვერ მოხსნის, მაგრამ ეკლესიას ნამდვილად შეუძლია მისი მოხსნა.
12:31 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
.......
ასეთი ამბბის მეტი რა ხდება ჩხოვრებაში, მაგრამ კონკრეტილად ეს ისტორია და აქ მოტანილი ყველა ამდაგვარი კოჭებში ეტყობა, რომ მოგონილია. რა უნდა ამის შეთხზვას.
11:04 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
არავითარი ჯადო არ არსებობს ყველა თავისი ბედით ცხოვრობს
09:54 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თ.კ.
ჯადოს გამკეთებელი ისედაც დაისჯებოდა. ის ბიჭი კი იმიტომ გაუბედურდა, რომ ამ გოგოს გული ატკინა - ქორწილის წინ მის დაქალთან ერთად გაიპარა. ყველა ბოროტება ისჯება, ზოგჯერ თაობები ისჯებიან წინაპრების მიერ ჩადენილი ბოროტებისათვის!!!!
09:11 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ი.ს
ის დაისაჯა იმიტომ რომ უხალატა ტავის დანისჰნულს, სამტსუხაროდ არსებობენ ბოროტი ადამიანები
02:28 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლ.გ.
ჯადოს გამკეთებელი დაისაჯა, მაგრამ ის ბიჭი რაღა შუაში იყო, რომ გალოთდა და გაუბედურდა?
21:02 / 08-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS