19 წლისას ზურა შემიყვარდა. ჩვენ თანაკლასელები ვიყავით და ჩემი მშობლები მასაც და მის ოჯახსაც წლები იცნობდნენ. ამიტომ უარი არ თქვეს და ჩვენს ქორწინებას დათანხმდნენ. ნიშნობა ზაფხული გვქონდა, ქორწილი კი შემოდგომაზე უნდა გამართულიყო.
დანიშნულს ლალიმ ვერცხლისფერი ბოქლომი მომიტანა და მითხრა: ჩაკეტილი ბოქლომი მდინარეში გადააგდე და ჩაუთქვი, თქვენი ქორწინება ვერავინ და ვერაფერმა ჩაშალოსო... ასეთი სისულელეების არ მჯერა, მაგრამ არ მომეშვა და მეც შევასრულე.
შემოდგომაზე ჩემი ქორწილი ჩაიშალა, რადგან ლალი და ზურა გაიპარნენ. მე კი ბოდიში შემომითვალეს.
სიკვდილს ვნატრობდი. საქმროსა და მეგობრის ღალატი ისე მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ჭამა ავკრძალე. მშობლებს შევეცოდე და მშობლიური ქალაქიდან თბილისში გადმოვსახლდით. აქაც გამომიჩნდნენ თაყვანისმცემლები. ვიღაცები მეც მომწონდნენ, მაგრამ ქორწილამდე აღარასოდეს მისულა საქმე... მაინც არ მიეჭვია, რომ ჯადო მქონდა... ერთხელ მეგობარი შემიჩნდა და რუსეთიდან ჩამოსულ ცნობულ ნათელმხილველთან წამიყვანა. იმ ქალმა შემომხედა და მითხრა, რომ ბედი ჯადოთი მქონდა შეკრული. ბოქლომს, რომელიც წყალში ეგდო, ვერასოდეს ვიპოვიდი, ისე კი ვერც ჯადოს გავანეიტრალებთ!..
მაშინვე ლალის „საჩუქარი“ გამახსენდა, რომელიც დანიშნულს წყალში გადამაგდებინა და მერე ჩემს საქმროს თავად გაჰყვა ცოლად...ნათელმხილველთან 40 წლის ასაკში ვიყავი, მაშინ იმედი არ დამიკარგავს, რომ ჯადო არაფერ შუაში და ბედი ბოლომდე არ გამწირავდა, მაგრამ ახლა უკვე 60 წელს მივაღწიე და ფაქტია, რომ მარტო ვარ...
ისე, ლალისაც არ გაუხარია. შვილი არ ეყოლათ. ზურა გალოთდა. ვერც სიღარიბეს დააღწიეს თავი და რა ვიცი, შეიძლება ასე იმ ჯადოსა და ბოროტების გამო დაისაჯა, მე რომ გამიკეთა...
გადავწყვიტე ჩემი ამბავი თქვენთვის მომეყოლა - რა ვიცი, იქნებ ყველაფერი სისულელეა, მაგრამ „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო!“ - და სხვებმა მაინც არ მიიღონ „მეგობრებისგან“ უცნაური „საჩუქრები“...
მკითხველის ისტორია