08 ნოემბერი, 2014
ჩაკეტილი ბოქლომი - 60 წლის შინაბერად დარჩენილი ქალის საშინელი ტრაგედია...
თქვენი ნებაა, დაიჯერებთ თუ არა, ჩემ ისტორიას, მაგრამ მე მაინც გწერთ. 60 წლის ვარ. გარეგნობას არც ახლა ვუჩივი, მაგრამ 13-14 წლის ასაკში მართლა კარგი გოგო ვიყავი და უამრავი თაყვანისმცემელი და ხელის მთხოვნელი მყავდა. დედა სულ თან დამყვებოდა, რომ ვინმეს ჩემი მოტაცება არ ეფიქრა...

19 წლისას ზურა შემიყვარდა. ჩვენ თანაკლასელები ვიყავით და ჩემი მშობლები მასაც და მის ოჯახსაც წლები იცნობდნენ. ამიტომ უარი არ თქვეს და ჩვენს ქორწინებას დათანხმდნენ. ნიშნობა ზაფხული გვქონდა, ქორწილი კი შემოდგომაზე უნდა გამართულიყო.
მეჯვარე ჩემი კლასელი ლალი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ბავშვობაში ზურა ძალიან მოსწონდა, მაგრამ რაც ბიჭმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა, ლალი თავის გრძნობებზე აღარ მელაპარაკებოდა. პირიქით: - მეგობრები ვართ და შენ ბედნიერება ისე მახარებს, როგორც საკუთარი, ზურასაც ძმასავით შევიყვარებო...

დანიშნულს ლალიმ ვერცხლისფერი ბოქლომი მომიტანა და მითხრა: ჩაკეტილი ბოქლომი მდინარეში გადააგდე და ჩაუთქვი, თქვენი ქორწინება ვერავინ და ვერაფერმა ჩაშალოსო... ასეთი სისულელეების არ მჯერა, მაგრამ არ მომეშვა და მეც შევასრულე.

შემოდგომაზე ჩემი ქორწილი ჩაიშალა, რადგან ლალი და ზურა გაიპარნენ. მე კი ბოდიში შემომითვალეს.

სიკვდილს ვნატრობდი. საქმროსა და მეგობრის ღალატი ისე მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ჭამა ავკრძალე. მშობლებს შევეცოდე და მშობლიური ქალაქიდან თბილისში გადმოვსახლდით. აქაც გამომიჩნდნენ თაყვანისმცემლები. ვიღაცები მეც მომწონდნენ, მაგრამ ქორწილამდე აღარასოდეს მისულა საქმე... მაინც არ მიეჭვია, რომ ჯადო მქონდა... ერთხელ მეგობარი შემიჩნდა და რუსეთიდან ჩამოსულ ცნობულ ნათელმხილველთან წამიყვანა. იმ ქალმა შემომხედა და მითხრა, რომ ბედი ჯადოთი მქონდა შეკრული. ბოქლომს, რომელიც წყალში ეგდო, ვერასოდეს ვიპოვიდი, ისე კი ვერც ჯადოს გავანეიტრალებთ!..

მაშინვე ლალის „საჩუქარი“ გამახსენდა, რომელიც დანიშნულს წყალში გადამაგდებინა და მერე ჩემს საქმროს თავად გაჰყვა ცოლად...ნათელმხილველთან 40 წლის ასაკში ვიყავი, მაშინ იმედი არ დამიკარგავს, რომ ჯადო არაფერ შუაში და ბედი ბოლომდე არ გამწირავდა, მაგრამ ახლა უკვე 60 წელს მივაღწიე და ფაქტია, რომ მარტო ვარ...

ისე, ლალისაც არ გაუხარია. შვილი არ ეყოლათ. ზურა გალოთდა. ვერც სიღარიბეს დააღწიეს თავი და რა ვიცი, შეიძლება ასე იმ ჯადოსა და ბოროტების გამო დაისაჯა, მე რომ გამიკეთა...

გადავწყვიტე ჩემი ამბავი თქვენთვის მომეყოლა - რა ვიცი, იქნებ ყველაფერი სისულელეა, მაგრამ „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო!“ - და სხვებმა მაინც არ მიიღონ „მეგობრებისგან“ უცნაური „საჩუქრები“...

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
Nari
Ikneb mirchiot namdvilad kargi natelmxilveli da xelmisawvdomi..
22:09 / 01-01-2017
გამოხმაურება / 0 /
დავითი
,,ნათელმხილველმა"მართალი გითხრათ ჯადო გაგიკეთათ თქვენმა მეგობარმა,მაგრამ შეცდა იმაში რომ გითხრათ მოხსნა შეუძლებელია სანამ ბოქლომს წყლიდან არ ამოიღებო,მოხსნა ნამდვილად შეიძლება,მთავარია თქვენ ირწმუნოთ უფლის რადგან მისთვის შეუძლებელი არაფერია!
02:52 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაიმა
ჩემი მეგობარი გოგონასაც ასეთი პრობლემა ქონდა და ნათელმხილველმა საკთარ ბალიშში აპოვინა ეს რაღაც უბედურება ჯადო. ამის, დაწვის შემდეგ კვირას გაიცნო სრულიად უცნობი, მისთვის ღირსეული ვაჟი და დღესაც ბედნიერები არიან.
21:00 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
cico
me mjera am yvelafris, sakutar saxlshi mec agmovahine msgavsi haketili boqlomi,mis shemdeg didi xani gavida magram vgrznob rom es martla moqmedebashia--
17:06 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
maka
ბიჭი იმიტომ გაუბედურდა, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჯადოს ზემოქმედების შედეგად შეირთო ქალი,რომელიც არ უყვარდა! რომ გააცნობიერა რაც ჩაიდინა სმა დაიწყო.
15:34 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS