05 ნოემბერი, 2014
დედამთილის აღსარება: ''რძალი გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება''
ჩემი ერთადერთი ბიჭის დაქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ალბათ, რთულია გაუგო ქალს, რომელსაც საკმაოდ ბევრი ცოდვა მიუძღვის რძლის წინაშე, მაგრამ დღეს ქალბატონი ამალია გულწრფელად ნანობს, რომ სხვისი შვილი უბედურებისთვის გაწირა და ახლა საკუთარი ეღუპება.

- ჩემი ერთადერთი ბიჭის დაქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. 35 წლის გახლდით, მეუღლე რომ დამეღუპა და მამუკა მარტომ გავზარდე. დედა-შვილიც ვიყავით, მეგობრებიც და რა ვიცი, მასზე ერთგული ადამიანი არავინ მყავდა გარშემო. 23 წლის იყო, თავისი კურსელი გოგონას ცოლად მოყვანა რომ გადაწყვიტა. ლელა ცუდი
გოგო არ იყო, მაგრამ ჩემს დედისერთას ოჯახის შექმნისთვის ვერ ვიმეტებდი, არ დამიჯერა.
- რძალს როგორ შეხვდით?
- ცუდად არ შევხვედრივარ, მაგრამ არც თან გადავყოლივარ. ოქროს სამკაულები საგანგებოდ გადავმალე და არ მივეცი. მხოლოდ ერთი, ჩემი დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი ვაჩუქე. ცუდად არ იქცეოდა, წყნარი გოგონა აღმოჩნდა, მაგრამ ალბათ ხვდებოდა, რომ მასზე არ ვგიჟდებოდი და ცდილობდა, დღის დიდი ნაწილი დედასთან გაეტარებინა. შინ მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც მამუკას სამსახურიდან მოსვლის დრო იყო. ჩემი შვილი დისტრიბუტორად მუშაობდა და ხელფასი 500 ლარი ჰქონდა. მე არ ვმუშაობდი, პენსიის ასაკისაც არ ვარ, ორ ბავშვს ვამზადებდი გეოგრაფიაში. ერთ დღეს ნათესავისგან გავიგე, რომ მისი შვილი სამუშაოდ გერმანიაში მიდიოდა და მამუკასაც შევუჩნდი. ერთი წლის მოყვანილი ცოლი ოთხი თვის ფეხმძიმე დავატოვებინე და გერმანიაში ძალით გავგზავნე.
- 23 წლის ბიჭი ძალით როგორ გაგზავნეთ?
- სასწაულად დავუხატე ყველაფერი. იქიდან ფულს გამოგზავნი, მოგიგროვებ და მერე შენ და ლელა ცალკე იყიდით ბინას-მეთქი. რაც დანაზოგი გვქონდა, მის გამგზავრებაში დავხარჯეთ და მამუკა გერმანიაში სამუშაოდ წავიდა.
- რძალი ამ დროს ხმას არ იღებდა?
- არავის გვიკითხავს მისთვის აზრი, ალბათ, გულში მწყევლიდა კიდეც და ვეზიზღებოდი, მაგრამ ჩემ წინაააღმდეგ ვერ წავიდა. მამუკა რომ გაფრინდა, მეორე დღეს ლელამ ბარგი ჩაალაგა და საცხოვრებლად დედასთან დაბრუნდა. ხმა არ ამოუღია, არც დამმშვიდობებია. ორი კვირის მერე დავურეკე და დედამისისგან გავიგე, რომ ნერვიულობისგან მუცელი მოეშალა და გოგო ძლივს გადაურჩენიათ.
- თქვენმა შვილმა რომ დაგირეკათ, არ გისაყვედურათ, რომ რძალი სახლიდან ასე ადვილად გაუშვით?
- მამუკა ამაში ტრაგედიას ვერ ხედავდა, პირიქით, ამბობდა, დედამისთან უფრო კარგად იქნებაო, მაგრამ რომ გაიგო, ცოლს მუცელი მოეშალა, ჩემზე მაინც არ გაბრაზდა და მას საყვედურობდა, თავს არ გაუფრთხილდაო.
- სინანულამდე შვილიშვილის დაკარგვამ მიგიყვანათ?
- არა, რძალს ჩემი სახელის გაგონება არ უნდა, დედამისმა დამირეკა და მითხრა, რომ მათ სახლს არ გავკარებოდი, რადგან მისი შვილის უბედურების მიზეზი მე ვიყავი, მაგრამ ორი კვირის წინ უფრო თავზარდამცემი ამბავი გავიგე. სამი დღე შვილმა რომ არ დამირეკა, ყველა ოჯახში დავრეკე, ვისი შვილებიც მასთან ერთად მუშაობდნენ გერმანიაში და ბოლოს ერთ-ერთმა ქალმა თავისი ბიჭის გერმანიის ნომერი მითხრა. ერთი საათი ვერ ვბედავდი დარეკვას, გული ცუდს მიგრძნობდა. როდესაც გაიგეს, ვინ ვიყავი, ქართველმა ბიჭმა აკანკალებული ხმით გამანდო, რომ მამუკა გერმანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში იწვა. მძიმე სამუშაო გვაქვს და ცუდად გახდა, ფილტვებზე აქვს პრობლემაო. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა, მამუკას ერთხელ დაველაპარაკე, ძლივს სუნთქავდა. არ ვიცი, ჩემს შვილს რა სჭირს, ნორმალურად არავინ არაფერს მეუბნება. ალბათ, ღმერთმა დამსაჯა რძლის გაუბედურებისთვის და შვილი გერმანიაში მიკვდება. ვლოცულობ, რომ გადარჩეს, იმ დღესვე ვთხოვ, ჩამოვიდეს და თავის ცოლთან იყოს. მე საერთოდ გავეცლები, სოფელში წავალ და იქ ვიცხოვრებ ჩემს უშვილო დასთან ერთად.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ნუკი
არ მესმის ასეთი ეგოისტი დედების,ღმერთმა კარგად ამყოფოს ის ბიჭი,მაგრამ თუ ცოლი მოგყავს შე დალოცვილო,პასუხისმგებელიც უნდა იყო,რომ მასზე იზრუნო და არავის დააჩაგვრინო,დედასაც კი.დედებო,ნუ სცოდავთ და ნუ ეგოისტობთ ძალიან გთხოვთ.
16:38 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ნუ კამათობთ !!! რძალ-დედმთილობა ყოველთვის იყო და იქნება, მე პირადად ცხოვრებამ მასწავლა-როგორც მექცევიან ისე ვექცევი ...... ზოგთან არ გადის დათმობა და კარგი მოქცევა.
10:35 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
Vინც აქ კომენტარებს წერთ ნუთუ მართლა გჯერათ ამ აბის??? Iსე ვეთანხმები ზოგს რომ უვარგისი დედამთილიც ბერია და რძალიც დასაერთოდ ეს თემა კაცობრიობის ამოუწურავი პრბლემაა !!!!! Dაიმახსოვრეთ
00:14 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მომავალ დედამთილს
მეტი ცუდის გაკეთება რაღა გინდა შე დალოცვილო,რომ ამართლებ და იძახი ბოროტი არ ყოფილაო,რადგან ინანიებს და ინანიებს თუ არა,ეგეც საკითხავია,თუ ღმერთმა გადმოხედა და შვილი გადაურჩინა,ეგ მერე იკითხეთ! ერთი სიტყვა არ უთქვამს რძალზეო,გადავირიე!!! ნეტავი ერთი კი არა, ათი მწარე სიტყვა ეთქვა და ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის არ დაეშორებინა,შვილიშვილი არ მოეკლა....თქვენმა შვილმა კიდევ,როგორიც თავად უნდა და მოსწონს, ისეთი გოგონა უნდა მოიყვანოს ცოლად და არა ისეთი, ,,ჩუმი და წყნარი”,თქვენ რომ გინდათ! ეეჰ,ჩემო კარგო,ჩემი თხოვნა იქნება,შეიცვალოთ აზროვნება,თორემ ვერც თქვენ იქნებით კარგი დედამთილი....
15:49 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
უნამუსო ქალი... ბოდიში თუ მოუხადა რძალს? ან ვის სჭირდება ახლა მაგის ბოდიში?... შვილიშვილი მოკლა, რძალი და შვილი გააუბედურა და ეხლა წავალო... შვილიც არ ყვარებია ამას, როგორ გაიმეტა დედისერთა უცხოეთში გასაშვებათ, მხოლოდ საკუთარი კაპრიზის გამო... ეს დედა არაა, დედობის უფლება უნდა ჩამოართვა....
04:26 / 10-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS