05 ნოემბერი, 2014
დედამთილის აღსარება: ''რძალი გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება''
ჩემი ერთადერთი ბიჭის დაქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ალბათ, რთულია გაუგო ქალს, რომელსაც საკმაოდ ბევრი ცოდვა მიუძღვის რძლის წინაშე, მაგრამ დღეს ქალბატონი ამალია გულწრფელად ნანობს, რომ სხვისი შვილი უბედურებისთვის გაწირა და ახლა საკუთარი ეღუპება.

- ჩემი ერთადერთი ბიჭის დაქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. 35 წლის გახლდით, მეუღლე რომ დამეღუპა და მამუკა მარტომ გავზარდე. დედა-შვილიც ვიყავით, მეგობრებიც და რა ვიცი, მასზე ერთგული ადამიანი არავინ მყავდა გარშემო. 23 წლის იყო, თავისი კურსელი გოგონას ცოლად მოყვანა რომ გადაწყვიტა. ლელა ცუდი
გოგო არ იყო, მაგრამ ჩემს დედისერთას ოჯახის შექმნისთვის ვერ ვიმეტებდი, არ დამიჯერა.
- რძალს როგორ შეხვდით?
- ცუდად არ შევხვედრივარ, მაგრამ არც თან გადავყოლივარ. ოქროს სამკაულები საგანგებოდ გადავმალე და არ მივეცი. მხოლოდ ერთი, ჩემი დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი ვაჩუქე. ცუდად არ იქცეოდა, წყნარი გოგონა აღმოჩნდა, მაგრამ ალბათ ხვდებოდა, რომ მასზე არ ვგიჟდებოდი და ცდილობდა, დღის დიდი ნაწილი დედასთან გაეტარებინა. შინ მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც მამუკას სამსახურიდან მოსვლის დრო იყო. ჩემი შვილი დისტრიბუტორად მუშაობდა და ხელფასი 500 ლარი ჰქონდა. მე არ ვმუშაობდი, პენსიის ასაკისაც არ ვარ, ორ ბავშვს ვამზადებდი გეოგრაფიაში. ერთ დღეს ნათესავისგან გავიგე, რომ მისი შვილი სამუშაოდ გერმანიაში მიდიოდა და მამუკასაც შევუჩნდი. ერთი წლის მოყვანილი ცოლი ოთხი თვის ფეხმძიმე დავატოვებინე და გერმანიაში ძალით გავგზავნე.
- 23 წლის ბიჭი ძალით როგორ გაგზავნეთ?
- სასწაულად დავუხატე ყველაფერი. იქიდან ფულს გამოგზავნი, მოგიგროვებ და მერე შენ და ლელა ცალკე იყიდით ბინას-მეთქი. რაც დანაზოგი გვქონდა, მის გამგზავრებაში დავხარჯეთ და მამუკა გერმანიაში სამუშაოდ წავიდა.
- რძალი ამ დროს ხმას არ იღებდა?
- არავის გვიკითხავს მისთვის აზრი, ალბათ, გულში მწყევლიდა კიდეც და ვეზიზღებოდი, მაგრამ ჩემ წინაააღმდეგ ვერ წავიდა. მამუკა რომ გაფრინდა, მეორე დღეს ლელამ ბარგი ჩაალაგა და საცხოვრებლად დედასთან დაბრუნდა. ხმა არ ამოუღია, არც დამმშვიდობებია. ორი კვირის მერე დავურეკე და დედამისისგან გავიგე, რომ ნერვიულობისგან მუცელი მოეშალა და გოგო ძლივს გადაურჩენიათ.
- თქვენმა შვილმა რომ დაგირეკათ, არ გისაყვედურათ, რომ რძალი სახლიდან ასე ადვილად გაუშვით?
- მამუკა ამაში ტრაგედიას ვერ ხედავდა, პირიქით, ამბობდა, დედამისთან უფრო კარგად იქნებაო, მაგრამ რომ გაიგო, ცოლს მუცელი მოეშალა, ჩემზე მაინც არ გაბრაზდა და მას საყვედურობდა, თავს არ გაუფრთხილდაო.
- სინანულამდე შვილიშვილის დაკარგვამ მიგიყვანათ?
- არა, რძალს ჩემი სახელის გაგონება არ უნდა, დედამისმა დამირეკა და მითხრა, რომ მათ სახლს არ გავკარებოდი, რადგან მისი შვილის უბედურების მიზეზი მე ვიყავი, მაგრამ ორი კვირის წინ უფრო თავზარდამცემი ამბავი გავიგე. სამი დღე შვილმა რომ არ დამირეკა, ყველა ოჯახში დავრეკე, ვისი შვილებიც მასთან ერთად მუშაობდნენ გერმანიაში და ბოლოს ერთ-ერთმა ქალმა თავისი ბიჭის გერმანიის ნომერი მითხრა. ერთი საათი ვერ ვბედავდი დარეკვას, გული ცუდს მიგრძნობდა. როდესაც გაიგეს, ვინ ვიყავი, ქართველმა ბიჭმა აკანკალებული ხმით გამანდო, რომ მამუკა გერმანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში იწვა. მძიმე სამუშაო გვაქვს და ცუდად გახდა, ფილტვებზე აქვს პრობლემაო. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა, მამუკას ერთხელ დაველაპარაკე, ძლივს სუნთქავდა. არ ვიცი, ჩემს შვილს რა სჭირს, ნორმალურად არავინ არაფერს მეუბნება. ალბათ, ღმერთმა დამსაჯა რძლის გაუბედურებისთვის და შვილი გერმანიაში მიკვდება. ვლოცულობ, რომ გადარჩეს, იმ დღესვე ვთხოვ, ჩამოვიდეს და თავის ცოლთან იყოს. მე საერთოდ გავეცლები, სოფელში წავალ და იქ ვიცხოვრებ ჩემს უშვილო დასთან ერთად.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
დატო
უმეტსობა ქართველი დედამტილი ასეთიბოროტია და უარესი, ჩემს მეგოაბარს ქმარი დაეღუპა ნანტრი ტყუპი გაუჩნდა კოპიო მამა და დედამტილმ ასხლიდან გამოგდოო და ატასი უბდედურება ასეთი დედბი შჰვილები და კიდე უარესის კალავენ ქალებს
16:50 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
?
ყველა დედამთილი ერთნაირი რატომ არ არის? ვირუსია ასეთი? ამას შვილიც იდიოტი ყოლია. 23 წლის ასაკში ცოლს რომ მოიყვან, სულ ცოტა, დედის ტრაკუნზე აღარ უნდა დადიოდე.
16:48 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
რა ტქმა უნდა-ეს შესაძლებელია მოგონილი ისტორიაა,მაგრამ საქართველოში რომ ავადმყოფი კლიმაქსიანე დედაბრების ცვენაა-თიტონაც რომ არ იციან ცხოვრება და არც შვილებს აცლიან-ფაქტია.პირველი ოჯახი დედამთილმა დამინგრია-კინოშიც არ გვიშვებდა მარტო, აიძულებდა შვილს სულ მასზე ეზრუნა, ჩემი ქმარი საკუთარ შვილსაც 20 თეთრიან ნივთს ვერ უყიდდა დედასთან შეთანხმების გარეშე.მეორე ოჯახი რომ შევქმენი-უკვე ჭკუა მქონდა ნასწავლი.ცალკე ვცხოვრობთ.საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა ქმრის ოჯახთან.გადასარევად ვარტ,ბიჭმა ცოლი მოიყვანა,ხელი შევუწყვე ცალკე გასულიყვნენე-საერთოდ არ ვერევი მათ ურთიერთობაში,მხოლოდ მატერიალურად ვეხმარები როცა მაქვს.თუ ქართველი ქალები გონს არ მოვლენ-რეალურად შვილებს დაკარგავენ. ეგდებიან ძაღლებივით მარტო და წყლის მიმწოდებელი არ ეყპლებათ(ისე როგორვ ჩემი პირველი ქმრის დედა გდია მარტო-როგორც იქნა მიხვდა ჩემი ყოფილი ქმარი-თუ დედამისს ბოლომდე მიყბებოდა-დატოვებდა დედამისი მინდვრის თაგვივით მარტო).
15:51 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
რძალი
ასეთი ავი დედამთილები უნდა ჩაძაღლდეთ! ღირსი არახართ სიცოცხლის,
14:01 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქალი
ყველას უნდა შეუნდო და აპატიო ვინც გულწრფელად ნანობს...მეც ამალიას რძლის სიტუაციაში აღმოვჩნდი მეუღლის სურვილით და ახლობლების სერიოზული წაქეზებით.. თითქმის ბოლომდე მიყვანილი ბავშვი მომიკვდა მუცელში და მეც სასწაულებრივად, უფლის დახმარებით გადავრჩი. ამ ტკივილს ემატება ის, რომ ვგრძნობ, ამ ყველაფერში მე მადანაშაულებენ და თურმე ჩემი საშვილოსნო უყვარდათ და მათთვის უსარგებლო და გამაღიზიანებელი გავხდი. ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს ჩემი ტკივილი.. კარგია რომ ამალია ხედავს თავის დანაშაულს და აღიარებს, უფალმაც ალბათ იმიტომ დაუშვა ეს განსაცდელი, რომ მიახვედროს წუთისოფლის ამაოებაში და განამტკიცოს რწმენაში..
13:43 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
888
სხვისი შვილის გაუბედურება არავის შერჩება,გოგოების დედა ვარ და ასეთ დედამთილი რომ შეხვდეთ არც კი ვიცი რას ვუზავ
12:55 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
რატომ ხდებიან ზოგიერთი დედები ეგოისტები და შვილები მეუღლეებისთვის არ ემეტებათ?
11:29 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინე
ასეთი დედამთილები დასახვრეტია.რათქმა უნდა ცოდვა არავის გაახარებს
11:06 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
NATA
deda shviluri siyvaruli is aris shvilis bednierebistvis yvelafers rom gaaketeb,dedamtilebis umetesoba kidev col-qmris urtieribas urevt,mec araneklebi(tu ufro uaresi ara) gamiketa chemma dedamtilma,tavis shvils ojaxi daungria,sazgvargaret gagzavna da dges shvilishvize aqvs pretenzia,rogorc chans dgevandel dges dzalian bevri sulmdabali da gadagvarebuli adamiani arsebos,tumca gmerti aravis arafers ar shearchens,tqveni droc mova...
10:53 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
დედა და დედამთილი კი არა ნამდვლივ ალქაჯი და დედამოტყნული კახპა ყოფილხართ
10:52 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS