05 ნოემბერი, 2014
დედამთილის აღსარება: ''რძალი გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება''
ჩემი ერთადერთი ბიჭის დაქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ალბათ, რთულია გაუგო ქალს, რომელსაც საკმაოდ ბევრი ცოდვა მიუძღვის რძლის წინაშე, მაგრამ დღეს ქალბატონი ამალია გულწრფელად ნანობს, რომ სხვისი შვილი უბედურებისთვის გაწირა და ახლა საკუთარი ეღუპება.

- ჩემი ერთადერთი ბიჭის დაქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. 35 წლის გახლდით, მეუღლე რომ დამეღუპა და მამუკა მარტომ გავზარდე. დედა-შვილიც ვიყავით, მეგობრებიც და რა ვიცი, მასზე ერთგული ადამიანი არავინ მყავდა გარშემო. 23 წლის იყო, თავისი კურსელი გოგონას ცოლად მოყვანა რომ გადაწყვიტა. ლელა ცუდი
გოგო არ იყო, მაგრამ ჩემს დედისერთას ოჯახის შექმნისთვის ვერ ვიმეტებდი, არ დამიჯერა.
- რძალს როგორ შეხვდით?
- ცუდად არ შევხვედრივარ, მაგრამ არც თან გადავყოლივარ. ოქროს სამკაულები საგანგებოდ გადავმალე და არ მივეცი. მხოლოდ ერთი, ჩემი დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი ვაჩუქე. ცუდად არ იქცეოდა, წყნარი გოგონა აღმოჩნდა, მაგრამ ალბათ ხვდებოდა, რომ მასზე არ ვგიჟდებოდი და ცდილობდა, დღის დიდი ნაწილი დედასთან გაეტარებინა. შინ მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც მამუკას სამსახურიდან მოსვლის დრო იყო. ჩემი შვილი დისტრიბუტორად მუშაობდა და ხელფასი 500 ლარი ჰქონდა. მე არ ვმუშაობდი, პენსიის ასაკისაც არ ვარ, ორ ბავშვს ვამზადებდი გეოგრაფიაში. ერთ დღეს ნათესავისგან გავიგე, რომ მისი შვილი სამუშაოდ გერმანიაში მიდიოდა და მამუკასაც შევუჩნდი. ერთი წლის მოყვანილი ცოლი ოთხი თვის ფეხმძიმე დავატოვებინე და გერმანიაში ძალით გავგზავნე.
- 23 წლის ბიჭი ძალით როგორ გაგზავნეთ?
- სასწაულად დავუხატე ყველაფერი. იქიდან ფულს გამოგზავნი, მოგიგროვებ და მერე შენ და ლელა ცალკე იყიდით ბინას-მეთქი. რაც დანაზოგი გვქონდა, მის გამგზავრებაში დავხარჯეთ და მამუკა გერმანიაში სამუშაოდ წავიდა.
- რძალი ამ დროს ხმას არ იღებდა?
- არავის გვიკითხავს მისთვის აზრი, ალბათ, გულში მწყევლიდა კიდეც და ვეზიზღებოდი, მაგრამ ჩემ წინაააღმდეგ ვერ წავიდა. მამუკა რომ გაფრინდა, მეორე დღეს ლელამ ბარგი ჩაალაგა და საცხოვრებლად დედასთან დაბრუნდა. ხმა არ ამოუღია, არც დამმშვიდობებია. ორი კვირის მერე დავურეკე და დედამისისგან გავიგე, რომ ნერვიულობისგან მუცელი მოეშალა და გოგო ძლივს გადაურჩენიათ.
- თქვენმა შვილმა რომ დაგირეკათ, არ გისაყვედურათ, რომ რძალი სახლიდან ასე ადვილად გაუშვით?
- მამუკა ამაში ტრაგედიას ვერ ხედავდა, პირიქით, ამბობდა, დედამისთან უფრო კარგად იქნებაო, მაგრამ რომ გაიგო, ცოლს მუცელი მოეშალა, ჩემზე მაინც არ გაბრაზდა და მას საყვედურობდა, თავს არ გაუფრთხილდაო.
- სინანულამდე შვილიშვილის დაკარგვამ მიგიყვანათ?
- არა, რძალს ჩემი სახელის გაგონება არ უნდა, დედამისმა დამირეკა და მითხრა, რომ მათ სახლს არ გავკარებოდი, რადგან მისი შვილის უბედურების მიზეზი მე ვიყავი, მაგრამ ორი კვირის წინ უფრო თავზარდამცემი ამბავი გავიგე. სამი დღე შვილმა რომ არ დამირეკა, ყველა ოჯახში დავრეკე, ვისი შვილებიც მასთან ერთად მუშაობდნენ გერმანიაში და ბოლოს ერთ-ერთმა ქალმა თავისი ბიჭის გერმანიის ნომერი მითხრა. ერთი საათი ვერ ვბედავდი დარეკვას, გული ცუდს მიგრძნობდა. როდესაც გაიგეს, ვინ ვიყავი, ქართველმა ბიჭმა აკანკალებული ხმით გამანდო, რომ მამუკა გერმანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში იწვა. მძიმე სამუშაო გვაქვს და ცუდად გახდა, ფილტვებზე აქვს პრობლემაო. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა, მამუკას ერთხელ დაველაპარაკე, ძლივს სუნთქავდა. არ ვიცი, ჩემს შვილს რა სჭირს, ნორმალურად არავინ არაფერს მეუბნება. ალბათ, ღმერთმა დამსაჯა რძლის გაუბედურებისთვის და შვილი გერმანიაში მიკვდება. ვლოცულობ, რომ გადარჩეს, იმ დღესვე ვთხოვ, ჩამოვიდეს და თავის ცოლთან იყოს. მე საერთოდ გავეცლები, სოფელში წავალ და იქ ვიცხოვრებ ჩემს უშვილო დასთან ერთად.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
თAმო
ძალოოო შენ მომავალი დედამთილი ხაარ (თუ ბედმა გაგიღიმა) დედამთილოოო გახსოვდეს!! ერთ დროს შენც რძალი იყავი გეთAნხმები . და მაინტერესებს ეგ რატომ ავიწყდებათ ყოველთVის???
20:20 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ჩასაქოლი ხარ, არ მეცოდები. ის შვილიც ბოთე გაგიზრდია, ღმერთმა გამოაჯანმრთელოს.
20:19 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ანკა
მულებს ნუ ჰკბენავთ ტა.კოზე, რამდენი დედამთილია კარგი და რძალი არ უვარგა
22:03 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ახია შენზე ეგ ყველაფერი ის ბეჩავი ბიჭი გმერთმა გამოაჯანმრთელოს და ცოცხალი სახსალამათი დაუბრუნდეს თავის ცოლს. შენ და შენნაირებს მატლები უნდა დაგესიოთ და ისე მოკვდეთ წამებაში. პატიოსანი, წყნარი და უთქმელი გოგოების ასე გაბოროტებისთვის.
17:24 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
თუ კაცი არ დგას თავის სიმაღლეზე დედამთილიც და ბევრი სხვაც ისე გადაუვლიან რძალს როგორც არაფერი.. მაგრამ თუ გაზრილის გადაკეთება შეუძლებელია
18:06 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ძალიან მესაკუთრეები არიან ქართველი დედები ზოგადად. ზუსტად ასეთი ქალები ზრდიან მოძალადე მამაკაცებს და იმიტომაცაა ჩვენი საქმე კარგად. :(
17:08 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ყოველთვის შვილის ბრალია დედის ასეთი ქცევა. კაცმა უნდა ივარგოს და საკუთარი ცოლი დაიცვას დედამთილებისგან, მულებისგან და ყველა იმ ადამიანისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ოჯახურ სიმშვიდეს და ბედნიერებას. საბედნიეროდ კარგი დედამთილი და მულები მყავს მაგრამ ჩემი ქმარი რომ თავის სიმაღლეზე არ იდგეს,მაინც წასძლევდათ სული ჩემს ცხოვრებაში ქექვის. ამიტომაა კარგი წყვილის ცალკე ცხოვრება.
09:59 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქალი
ხმერტმა გაპატიოტ ქალბატომო მაგრამ ვერ ვიგებ ბოლოს რატო იცით პატიების თხოვნა როცა გვიან არის რატო იმეტებთ სხვის შვილებს რატო გვინგრევთ ცხოვრებას დედამთილები რატო ხართ მესაკუთრები
20:59 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
რძალოოო შენ მომავალი დედამთილი ხაარ (თუ ბედმა გაგიღიმა) დედამთილოოო გახსოვდეს!! ერთ დროს შენც რძალი იყავი
17:54 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ტიპიური დედამთილი..ღმერთმა შეუნდოს, ჩემი დედამთილი ამაზე უარესი იყო. დღეს ცოცხალი აღარ არის და მაინტერესებს რას მიაღწია ამით? ნერვები აღარ გვივარგა მე და ჩემს მეუღლეს. ახლა მე თვითონ ვარ დედამთილი და სულ ვცდილობ ისე მოვექცე როგორ შვილს.
21:52 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS