30 ოქტომბერი, 2014
კაცმა თავისი ყოფილი ცოლი ბიძაშვილის ქორწილში პატარძლად იხილა
სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, როცა ქორწილის მიწურულს სუფრასთან დაგვიანებული სტუმარი გამოჩნდა რამდენიმე წლის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უზარმაზარი საქორწილო სუფრა გაიშალა. 400 სტუმარს შორის იყვნენ როგორც დედაქალაქიდან, ისე უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები. სადღესასწაულო განწყობა ჰქონდა ნეფე-პატარძალს, მაყარს და დანარჩენ სტუმრებს, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, როცა ქორწილის მიწურულს სუფრასთან დაგვიანებული სტუმარი გამოჩნდა. ის სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა რუსეთიდან, სადაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა...

სოფო:


- ჩემი დეიდაშვილის ქორწილის დღეს შესანიშნავი ამინდი დაემთხვა. მსგავსი სანახაობა არასოდეს
მინახავს. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო: გარემო, ეზოში გაშლილი სუფრა, სტუმრები, სიმღერა... თავი XIX საუკუნეში მეგონა. მართალია, სტუმრები თანამედროვე სამოსში იყვნენ გამოწყობილი, მაგრამ ნეფესა და მეჯვარეს ჩოხები ეცვათ, პატარძალს ქართული ტრადიციული კაბა, ხოლო მის მეგობარს აჭარელი ქალის ტანისამოსი. უზომოდ გახარებულები ვიყავით როგორც ჩვენ - ბიჭის მხარე, ისე რძლის დედა და ნათესავები. ვიცოდით, რომ დათომ და იამ ერთმანეთი ინტერნეტში რომელიღაც სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ია თბილისში ცხოვრობდა, დათო კი სოფელში. ერთხელაც შემთხვევით შეხვდნენ ქუთაისში. დათო იქ მეგობრებთან ერთად საქეიფოდ ჩავიდა, იას კი თავის მოსწავლეები ექსკურსიაზე ჰყავდა წაყვანილი. ია პედაგოგია, სკოლაში ასწავლის. მართალია, დათოს ია იქამდე მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდა ნანახი, მაგრამ მაშინვე უცნია და გამოლაპარაკებია. იმავე დღეს მიუტოვებია ძმაკაცები და ავტობუსს, რომელითაც იამ ბავშვები ექსკურსიაზე წაიყვანა, თბილისში გაჰყოლია. როცა მასწავლებელმა მოსწავლეები მშობლებს ჩააბარა, დათოს ია სავახშმოდ დაუპატიჟებია. ასე დაახლოვდნენ, მერე ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ერთ თვეში ქორწილი დაგეგმეს.
- ეს ყველაფერი ასე დაწვრილებით საიდან იცით?
- დათო ჩემი დეიდაშვილია. ბავშვობაში მეც სოფელში ვცხოვრობდი. ჩვენს ეზოებს ღობეც კი არ ყოფდა. მე ძმა არ მყავს და დათოს ჩემს ღვიძლ ძმად ვთვლი. დედა და დეიდა ერთმანეთის შვილებს არ ასხვავებდნენ. ორივეს დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით გვზრდიდნენ. დათოს მამა მაშინ დაიღუპა, როცა ის ოთხი წლის იყო. დედაჩემი და მამაჩემი ყველანაირად ცდილობდნენ, ბავშვს უმამობა არ ეგრძნო.
- ახლა გასაგებია. იას მანამდე იცნობდით?
- ხომ გითხარით, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ია არ გამიცნია. ისე, საოცრად ლამაზია: მაღალი, შავგვრემანი, დიდი შავი თვალებით. რომ დავინახე, გამიკვირდა კიდეც, 25 წლამდე როგორ არ გათხოვდა-მეთქი?!
- კარგით, რა მოხდა ქორწილის დღეს?
- დათოს ბიძაშვილი გია წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ნათესავებს მასთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონიათ. ის ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. დედამისი იცინოდა, დღეს ინგლისშია, ხვალ გერმანიაში, ზეგ შეიძლება საბერძნეთში ამოყოს თავი. ადრე ამას სულ განვიცდიდი, მაგრამ ახლა მის ამგვარ ცხოვრების რიტმს შევეჩვიე და რამდენიმე თვე რომ არ გამოჩნდეს, არ ვნერვიულობო. დათოს ქორწილის თარიღი გიასთვის დედამისს უცნობებია. არავინ იცოდა, თუ ჩამოსვლას აპირებდა. სტუმრების ნაწილს სუფრა უკვე დატოვებული ჰქოდა, როცა ეზოში გია შემოვიდა, ძლივს ვიცანი, ძალიან იყო შეცვლილი. სანამ ის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჩამოუვლიდა და ნეფე-პატარძლამდე მიაღწევდა, რამდენიმე წუთი გავიდა. ამ დროს მე იას გვერდით ვიდექი, თმას ვუსწორებდი. მაშინვე შევამჩნიე, როგორ გაფითრდა. ვკითხე კიდეც, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი. დაღლა მოიმიზეზა და სკამზე ჩამოჯდა. როცა გია მოგვიახლოვდა, ჯერ დათოს გადაეხვია, მერე იასკენ მიბრუნდა. კაცს სახე აელეწა და ეს მხოლოდ მე შევნიშნე. რამდენიმე წამი გაშტერებული იდგა, მერე დაიხარა, ია გადაკოცნა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა, გილოცავთო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, თუმცა ის კი ვიეჭვე, რომ ია და გია ერთმანეთს იცნობდნენ და მართალიც აღმოვჩნდი. გია სუფრასთან რომ დასვეს, მასზე დაკვირვება გავაგრძელე. პირი არაფრისთვის დაუკარებია, ისე გადაკრა ერთი ჭიქა, მერე მეორე. არც ნეფე-პატარძალი უდღეგრძელებია და არც სხვა სადღეგრძელო უთქვამს, ის უბრალოდ იჯდა და სვამდა. დაახლოებით ერთ საათში მან დათოს თავისთან უხმო და ისინი სადღაც გავიდნენ. როცა სიძე მოიკითხეს და ვერ იპოვეს, ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს ეს ამბავი სტუმრებთან არ გაეხმაურებინათ. იფიქრეს, სიძე დათვრა და ადრე თუ გვიან გამოჩნდებაო. თან ეს უკვე ის დრო იყო, როცა სუფრასთან კანტი-კუნტად შემორჩნენ სტუმრები. იამ რამდენჯერმე სცადა დათოსთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. ყველა რომ წავიდა, საძინებელში ავყევი. თავად მთხოვა მასთან ვყოფილიყავი. როგორც კი ოთახში შევედით, ია ატირდა. მაშინ მიამბო ყველაფერი. 17 წლის ყოფილა, როცა დედამისი სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა და ქალიშვილიც თან წაიყვანა. დედამისი იქ მოხუცის მომვლელად მუშაობდა, ია კი სწავლობდა. მერე თავადაც დაუწყია მუშაობა ერთ-ერთ რესტორანში. იქ შეხვედრია გიას. მათი ნაცნობობა ორი წლის შემდეგ შეუღლებით დასრულებულა. ია გიასთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო. გია გამუდმებით მოგზაურობდა, ხან სამსახურის გამო, ხანაც ისე, გართობის მიზნით. ია ამას ვერ შეეგუა და ისევ საბერძნეთში დედას დაბრუნდა. დედა-შვილი იქ კიდევ ორი წელი დარჩა და მერე საქართველოში დაბრუნდნენ. აი, ასეთი იყო მისი ისტორია. როცა დათოს ცოლად მიყვებოდა, მისთვის არ უთქვამს, რომ მანამდე გათხოვილი იყო. ეტყობა, არ სურდა წარსულის გახსენება. იას არ ვამართლებ, უბრალოდ, რაღაცნაირად მესმის მისი, მეცოდება.
- და სიძე სახლი როდის დაბრუნდა?
- არ დაბრუნებულა. მერე გავიგეთ, რომ იმავე ღამეს დათო გიას გაჰყვა. ორი დღის შემდეგ დათომ დამირეკა და მითხრა, მაგ მატყუარა ქალს გადაეცი, სახლში დაბრუნდეს. საქართველოდან მივდივარ და მანდ რომ დავბრუნდები, არ დამენახოსო. რასაკვირველია, იას ვუთხარი და წავიდა. ყველა გაოგნებულია. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა. სიმართლე მხოლოდ ჩვენ ოთხმა ადამიანმა ვიცით. ადრე თუ გვიან, ალბათ სიმართლეს ყველა გაიგებს, მაგრამ ჯერჯერობით დუმილს ვამჯობინებ. საერთოდაც ვფიქრობ, რომ ეს ამბავი დათომ თავად უნდა აუხსნას მშობლებს და ახლობლებს, მე ამ საქმეში არ ჩავერევი.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
მაიკო
ის ქმარი რათ უნდა,ძალიან რო ყვარებოდა ახალ დაქორწინებული, ცოლს არ დატოვებდა როგორც არ უნდა გაბრაზებულიყო ის ქმარი.ახლა უსურვებ იმ ქალს ისეთი ადამიანი ნახოს, რომელსაც ძალიან ეყვარება და არასდროს არ მიატოვებს.
07:25 / 30-08-2015
გამოხმაურება / 0 /
იანა
რა დეგენერატი ყოფილა სიძე.....
11:05 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
zombi
გაგრძელება არ იქნება?:D
17:20 / 03-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ia
Morigi sisulele,saqartveloshi ROM araperi Ar imaleba amis damtserma Ar itsis?
19:43 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
babilina
vaime sul erti da igive tu wert cota damajerebeli ragac mainc daweret raaa!!!
04:43 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თქვე ჭორისდედებოოო, სერიალებით ხართ დაკავებულები და იგონებთ ახალ სცენარებს
09:10 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
თქვე ჭორისდედებოოო, სერიალებით ხართ დაკავებულები და იგონებთ ახალ სცენარებს
09:09 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ბუხუტია
ნაზიკო გაჩერდი!!! ერთი სიკვდილი გავათავე აგი ამბის მომსწრემ. (კიდო კაი იმ ოთხმა იცის და არ გეიშალა ეგი ამბავი ხალხში) კია მოკეთებულივით და ასე ყვება ხალხიც გულისრევები შეენიშნებაო მარა ორსულადაა ვითამ? დევიღუპეთ თუ იცი?
11:35 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაზიკო
და იმ დათოსაგან რომ ახლა ორსულად დარჩა იციით?ახალი ამბავია.მალავა თურმე და 5ტვისა რომ გახდა მერე თქვა.
16:58 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხ-მ
აბა რა უნდა ექნა? დარჩენილიყო და თავისი ბიძაშვილის ცოლთან თუ ნაცოლართან ეცხოვრა? ან ადამიანს შენ დარჩენილ სიცოცხლეს უზიარებ და მაგისთანა მნიშვნელოვანს უმალავ? კიდევ გაუმართლა მაგ გოგოს რომ გაუჩინარდა ეგ დათო და უკან არ დაბრუნდა მაგისთვის თავის მოსაჭრელად. ეგ ქართველი და ნებისმიერი თავმოყვარე კაცისთვის რამხელა დამცირებაა რომ ცოლი მოგყავს და თურმე განათხოვარი, შენ კი არც კი იცი რომ შენი წინამორბედი ყავდა. ყველა სიკეთესთან ერთად ბიძაშვილის ცოლიც აღმოჩნდა.
15:33 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS