23 ივნისი, 2013
ქმარმა საკუთარი საპარსი ქაფი მაჭამა
საპარს ქაფს პირში მასხამდა და მიყვიროდა, გადაყლაპე და მოკვდი შე ბოზოო მე და თენგო ხუთი წელი ბედნიერად ვცხოვრობდით. ორი შვილი გვეყოლა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში საბედისწერო ქალი. მედეამ მეზობლად იქირავა ბინა და პირველივე დღეს გამეცნო.

ქმარს ახალი გაშორებული იყო, რვა წელი შვილი არ ჰყავდა და ოჯახი ამის გამო დაენგრა. ძალიან შემეცოდა და ვთხოვე, როცა მოუნდებოდა მაშინ მოსულიყო სტუმრად. ამ დღის შემდეგ თითქმის ყოველდღე მოდიოდა.

პატარა ორი წლის მყავს და მის გასეირნებაში მეხმარებოდა. როგორც
კი თენგო მოვიდოდა, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა სახლში. სწორედ ამიტომ ვერ ვხვდები, როდის დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

ერთხელ დიდი ხნის მეზობელი მესტურმა და მითხრა, არ მენერვიულა, მაგრამ თურმე მთელმა კორპუსმა იცოდა, რომ მედიკო და თენგო საყვარლები იყვნენ. არ დავუჯერე, ვიფიქრე, რომ იგონებდნენ.

ღამე ბავშვებმა რომ დაიძინეს, თენგოს სიცილით ვუთხარი ჭორის შესახებ. ამ დროს აბაზანაში პირს იპარსავდა. წინადადება არ მქონდა დამთავრებული, რომ მოულოდნელად მეცა და ცემა დამიწყო.

საპარს ქაფს პირში მასხამდა და მიყვიროდა, გადაყლაპე და მოკვდი შე ბოზოო. ასეთი გაგიჟებული ჩემი ქმარი არასოდეს მინახავს. იმ ღამეს შვილებთან ერთად სახლი დავტოვე. ორი კვირაა არ მოვუკითხივართ. ერთმა მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რომ ორჯერ დაინახა, როგორ გამოვიდა ჩვენი სახლიდან მედიკო.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
მაკა
რეიტინგის სჰედეგები მეც გამაგებინეტ რაააა,გული არ დამწყვიტოტ
16:39 / 24-06-2013
გამოხმაურება / 0 /
euf
Ra sareitingo foto esaa xomar gagijdit . Dedal mamali xo ician rac mtavaria amatma. Fu me amis dedac... Rogor inazeba es kleoba gadavirie ... Visac tqveni foto mocons kidev ra imasac vusurveb sidzet tu ara rdzlad mainc sheuvides saxlshi tqvenistana... :-) :-) :-)
03:03 / 24-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS