ქმარს ახალი გაშორებული იყო, რვა წელი შვილი არ ჰყავდა და ოჯახი ამის გამო დაენგრა. ძალიან შემეცოდა და ვთხოვე, როცა მოუნდებოდა მაშინ მოსულიყო სტუმრად. ამ დღის შემდეგ თითქმის ყოველდღე მოდიოდა.
პატარა ორი წლის მყავს და მის გასეირნებაში მეხმარებოდა. როგორც
ერთხელ დიდი ხნის მეზობელი მესტურმა და მითხრა, არ მენერვიულა, მაგრამ თურმე მთელმა კორპუსმა იცოდა, რომ მედიკო და თენგო საყვარლები იყვნენ. არ დავუჯერე, ვიფიქრე, რომ იგონებდნენ.
ღამე ბავშვებმა რომ დაიძინეს, თენგოს სიცილით ვუთხარი ჭორის შესახებ. ამ დროს აბაზანაში პირს იპარსავდა. წინადადება არ მქონდა დამთავრებული, რომ მოულოდნელად მეცა და ცემა დამიწყო.
საპარს ქაფს პირში მასხამდა და მიყვიროდა, გადაყლაპე და მოკვდი შე ბოზოო. ასეთი გაგიჟებული ჩემი ქმარი არასოდეს მინახავს. იმ ღამეს შვილებთან ერთად სახლი დავტოვე. ორი კვირაა არ მოვუკითხივართ. ერთმა მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რომ ორჯერ დაინახა, როგორ გამოვიდა ჩვენი სახლიდან მედიკო.
ჟურნალი „რეიტინგი“