14 ოქტომბერი, 2014
სკანდალური აღიარება - რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში
პირველივე დღეს, სამუშაოდან დაბრუნებულს სასტიკად მცემა. მითხრა, შორიდან გიყურებდი და კაცებს ეკეკლუცებოდიო რამდენიმე კვირის წინ, რედაქციაში ქალბატონის წერილი მივიღეთ, რომელიც გვწერდა, რომ შვილის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, რძალი თურქეთში გათხოვდა. მართალია, იმ გოგონას ისტორია ცუდად დამთავრდა, მაგრამ ქალბატონს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. როგორც აღმოჩნდა, თურქეთში ქართველი გოგონების გათხოვება ახალი ამბავი არ არის და ბოლო დროს ასეთი შემთხვევები გახშირდა.
27 წლის დიანა, ამ გოგონებს შორის ერთ-ერთია. ორი თვეა რაც თურქი პატარძალია და განსაკუთრებულად საიტზე გამოქვეყნებულმა უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა.
გადაწყვიტა ჩვენთვის საკუთარი ისტორია მოეყოლა.

- 16 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. ჩემზე ათი წლით უფროსმა - გელამ მომიტაცა. ვოცნებობდი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდოდი და აუცილებლად გავხდებოდი ჟურნალისტი და ტელევიზიაში ვიმუშავებდი. მოტაცებული გოგონა მამამ უკან არ მიმიღო და ასე გავხდი მეზობელი სოფლის პატარძალი. ოთხი დედმამიშვილი ვართ და დედა მარწმუნებდა, რომ სიღარიბისგან თავის დასაღწევად ყველაზე კარგი გზა გათხოვება იყო. მამამ კი მითხრა, რომ ნაადრევი ყველაფერი კარგი იყო სიკვდილის გარდა. ერთ კვირაში მიხვდი, რომ მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებოდი, რადგან ქმარი ხშირად სვამდა და მის მშობლებთან ერთად შეშინებული ველოდებოდი როდის გადაწყვეტდა დაძინებას. ორჯერ ჩხუბის გამო დაიჭირეს კიდეც, მაგრამ დღემდე არ ვიცი, როგორ მოახერხა თავის დაძვრენა. მეუბნებოდა, ძალიან გინდა, რომ ციხეში გამიშვა და გაბოზდე, მაგრამ არ გეღირსებაო.
- მშობლები მის საქციელზე რას ამბობდნენ?
- შეგუებულები იყვნენ, მათთვის მთავარი იყო, რომ ფიზიკურად არ ეხებოდათ და გინებას მიჩვეულები იყვნენ. ჩემს მშობლებს კი არც აინტერესებდათ, ერთი შვილი შესანახად მოაკლდათ და სანახავადაც კი იშვიათად მოდიოდნენ.
- შენი მეუღლე მუშაობდა?
- მანქანა ჰყავდა და თანასოფლელებს პროდუქტების გასაყიდად გადატანაში ეხმარებოდა. მუშაობა არ ეზარებოდა, მამამთილიც მუშაობდა და არ გვიჭირდა, მაგრამ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო რაც ერთ დღეს მამამთილი დაიღუპა. ისედაც მძიმე ხასიათის გელა ნამდვილ მონსტრად გადაიქცა, მანამდე ალბათ მამამისის მაინც ერიდებოდა. მე და დედამისს საშინლად გვექცეოდა, ხანდახან ფიზიკურადაც გვისწორდებოდა. უკვე ორი შვილი მყავდა და ბავშვებისაც არ ერიდებოდა. ჩვენი სახლიდან სულ წივილ-კივილის ხმა გადიოდა.
- მუშაობის დაწყება არ გიცდია?
- განათლება არ მქონდა და სადმე მუშად თუ დავიწყებდი. ერთ დღეს მეზობლის გოგომ მითხრა, რომ ერთ-ერთ ჩვენ სოფლელს რთველში მუშები სჭირდებოდა. სულ სამი დღე უნდა გვემუშავა და დღეში 15 ლარს გადაგვიხდიდნენ. ვთხოვე, რომ მის ქმარს გელასთვის ეთქვა, მე ვერ გავბედე, ვიცოდი, საშინელ დღეში ჩამაგდებდა. არადა ამ დროს უკვე ძალიან გვიჭირდა. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რის გამოც ქმარი ადვილად დამთანხდა, მაგრამ პირველივე დღეს, სამუშაოდან დაბრუნებულს სასტიკად მცემა. მითხრა, შორიდან გიყურებდი და კაცებს ეკეკლუცებოდიო. მოვკიდე ბავშვებს ხელი და შუაღამეს მშობლებთან დავბრუნდი. მას შემდეგ ჩემთვის აღარ მოუკითხავს.
- დედამ მიგიღო ორი შვილით?
- სხვა გზა არ ჰქონდა, ალბათ იმ იმედით, რომ მეორე დღეს გავიქცეოდი და ისევ ქმარს შევურიგდებოდი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ რომ არავინ მომაკითხა, ნერვიულობა დაიწყო. დავამშვიდე, რომ ჩემი შვილებით ტვირთად არ დავაწვებოდი და მეზობლის ქალთან ერთად სამუშაოდ თურქეთში წავედი. სწორედ იქ გავიგე, რომ ჩემი ქმარი მეორედ დაოჯახდა და სახლში ორშვილიანი ქალი მიიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ განვიცადე, პირიქით ძალიან გამიხარდა. ორი წლის განმავლობაშ გადავდიოდი სამუშაოთ თურქეთში და პერიოდულად შვილებთან ვბრუნდებოდი. უამრავი სამსახური გამოვიცვალე და ამასობაში ენაც კარგად ვისწავლე და ერთ სასტუმროში მოვეწყე მზარეულად. მეპატრონე 50 წლის ქვრივი თურქი კაცი იყო. ორი შვილი ჰყავდა. პირველივე ნახვისას მოვეწონე და ერთ თვეში უკვე ცოლად გაყოლა მთხოვა. თავიდან ჩემი ისტორია დავუმალე, მაგრამ ბოლოს ვუთხარი, რომ ორი შვილი მყავდა საქართველოში და მათ მიტოვებას არ ვაპირებდი.
- შეგიყვარდა?
- ახლა მიყვარს, მაგრამ მაშინ ვერ წარმომედგინა თურქზე გათხოვება. უბრალოდ ძალიან თბილად მექცეოდა. საჩუქრებითაც მანებივრებდა და არ დაიჯერებთ და არასოდეს უთხოვია, რომ მისი საყვარელი გავმხდარიყავი. სამი თვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, ორი კვირა ვაპირებდი გაჩერებას და ჩამომაკითხა. მშობლებს ჩემი ხელი ოფიციალურად სთხოვა და თანხმობის მიღების შემდეგ ისევ თურქეთში დაბრუნდა. მეზობლები შოკში ჩავარდნენ, საშინელებები მითხრეს, არადა დარწმუნებული ვარ მანამდეც არ აკლებდნენ ჩემზე ჭორაობას, რომ თურქეთში პატიოსანი ქალს რა უნდოდა. ერთმა კაცმა ისიც მითხრა, ადრე თურქების ხასები რომ არ გამხდარიყვნენ, ქართველი გოგონები კლდიდან ხტებოდნენ და ახლა თქვენ უგორდებით ლოგინშიო. - ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი. ჩემი მომავალი მეუღლე ერთ კვირაში რამდენიმე ნათესავ მამაკაცთან და ერთ ქალთან ერთად ჩამოვიდა და პატარა ქორწილი გადავიხადეთ საქართველოში. ასე გავხდი თურქი პატარძალი.
ახლა ჩემი ქმრის სამშობლოში ვცხოვრობ და ერთი კვირით ჩამოვედი საქართველოში შვილების სანახავად. მომავალ წელს ბავშვებს აუცილებლად წავიყვან. რაღაც პატარა პრობლემები მაქვს მოსაგვარებელი, მათ სწავლასთან დაკავშირებით. მანამდე კი არაფერს ვაკლებ და მშობლებს ეკონომიურადაც ვეხმარები. ახლა აღარ ვმუშაობ, ჩემი ქმრის შვილებს ვზრდი და ბედნიერი ვარ. ქმარი პატივისცემით მეპყრობა, იმის არ მეშინია, რომ ღამე ნასვამი მოვა და ფიზიკურად გამისწორდება. მათთვის კი ვინც ქართველ გოგონებს თურქეთში გათხოვების გამო ლანძღავენ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, როგორ ექცევიან ცოლებს და თავად თუ მიიყვანდნენ განათხოვარ, ორშვილიან გოგონას ცოლად, თორემ ბედნიერებას თურქთან იპოვი თუ გერმანელთან რა მნიშვნელობა აქვს.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 103 /
რა მნისჰვნელობა აქვს
ყაჩაღები,ქურდები,მკვლელები,ლოთები და აყროლებულები.....აი რატომ გარბიან ქართველი ქალები თურქეთში,სიმართლეს თვალი გაუსწორეთ და ნუ იკბინებით რააა,ქართველი კაცუნები.....შურიანებოოოოო
21:11 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
რა მნისჰვნელობა აქვს
ვაი თქვენს პატრონს თქვე უბედურებო.თქვენ რა გაქვთ ნეტა სხვაზე სათქმელი,ყველამ თქვენს ბოზ მამიდებს მიხედეთ.ვინ არიან აყროლებულები თქვენ თუ თურქები?!ეგ კიდე საკითხავია.ერთი მაგათ ცხოვრებას და თკქვენსას შეხედეთ,ელემენტარული იმათ და თქვენს საზოგადოებრივ ტუალეტებს შეხედეთ,იმათ ცხოვრებას და თკვენს ცხოვრებას შეხედეთ.შურით სკდებით და თქვენზე მეტს ვერ იტანთ.მეტს აგარ გავაგრცელებ.იმიტომ გაგირბით ეგ ქალები რო სადგაა დგეს საქართველოში კაცები?
21:07 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
კარგით რა...კარგ ქმარს ცოლი არ გაუბოზდება.
17:02 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
დიახ, კარგად მოქცეულა. ყველა უგირს ქმარს უნდა გამოუტანო ასეტი განაცენი
19:27 / 19-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ეს ყველაფერი არის ჩვენი მთავრობების ბრალი, უპატრონო რომ იყო და არის ერი, სიღატაკემ იმატა, სამსახურები არ არის, კაცები ვერ Mუშაობენ, ფული არ ააქვთ Dა გოგოებიც ხედავენ რომ სხვა ქვეყანაში ქალებს ქალური ცხოვრება აქვს, კაცებს კაცური. აბა ამ Gოგოს ქმარი რომელიმე Bანკში თანმდებობაზე ემუშავა ა. შXვა სამსახურში სადაც Pერსპექტივები აქვთ,ქონოდა სახლი, სამსახური, მანქანა წავიდოდა??? Mითხარით რომელი წახვიდოდით?? ნუ განსჯით ყველას Uნდა ბედნიერი იყოს Dა ბედნიერი მომავალი ქონდეს Mის შვილებს. Mეც უცხოელზე ვა. Gათხოვილი , რატო დ. Iმიტომ რომ ყველა უსაქმური Mე მხვდებოდა, გამამწარეს დ. შეურაწყოფები Mივიღე . Kიდევ გავიხედავდი ქართველ კაცზე ?? 7 ადამიანთან ვცადე რომ დამელაგებინა Uრტიერტობა და ოჯახი შEმექმნა სხვადასხვა დროს. არ Gამოვიდა, არაააააააა.რა მექნა??? მეც Xომ მინდა ოჯახი Dა ბედნიერება?? მადლობა ღმერთს ქრისტიანია Eს დ. Dიდ პატივშიც ვარ
18:09 / 19-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ძალიაკ კარგი კნა რო გატხოვდა აბა რა უნდა ეკნა საცოდავ გოგოს ერტხელ მოვიდა ამკვეყნად და სულ უბედური რატო უნდა იკოს ვერ გავიგე
10:14 / 19-10-2014
გამოხმაურება / 0 /
mar_92
ძააანაც კარგად მოქცეულა ნეტა ეგეთი ბედი მეც შემხვდეს და სუ არ მინდა ( მოსაბეზრებელი ქართველი კაცი რომელიც ქალს მხოლოდ როგორც მონას ისე უყურებს 21 სააუკუნეშიც:)
11:53 / 18-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სპინოზა ჰმმმმ-ს
სიტყვა ბ...ზი ანუ მეძავი ეწოდება ადამიანს(არ აქვს მნიშვნელობა კაცია იგი თუ ქალი), რომელიც საკუთარ სხეულს(სექსუალობას) დამატებითი საყოფაცხოვრებო კომფორტის მიღების მიზნით გასცემს(ყიდის). სწორედ დამატებითი კომფორტის და არა სასიცოცხლო საარსებო საშვალების გამო, ვინაიდან თუ ადამიანი მეძავეობას სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ეწევა, მაშინ ეს უკვე სექსუალურ მონობას განეკუთვნება და არა მეძავეობას.
20:31 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰმმმმ
გთხოვთ სიტყვა ბოზ...ის განმარტება მითხარით რას ნიშნავს? ადამიანი რომელიც სისტემატიურად თვრება მოდის სახლში და გამზრდელ დედას აგინებს და ხელლს ურტყამს (ცოლზე ლაპარაკი ზედმეტია)მასეთ ადამიანს რა შეიძლება რომ უწოდოთ? ჩემი აზრით ეგ უფრო პირუტყვია და მასეთ ცხოველებს თავი ნამვილად არ უნდა შეაკლან
15:31 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკუნა
Lლლლლ
00:55 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS