14 ოქტომბერი, 2014
სკანდალური აღიარება - რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში
პირველივე დღეს, სამუშაოდან დაბრუნებულს სასტიკად მცემა. მითხრა, შორიდან გიყურებდი და კაცებს ეკეკლუცებოდიო რამდენიმე კვირის წინ, რედაქციაში ქალბატონის წერილი მივიღეთ, რომელიც გვწერდა, რომ შვილის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, რძალი თურქეთში გათხოვდა. მართალია, იმ გოგონას ისტორია ცუდად დამთავრდა, მაგრამ ქალბატონს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. როგორც აღმოჩნდა, თურქეთში ქართველი გოგონების გათხოვება ახალი ამბავი არ არის და ბოლო დროს ასეთი შემთხვევები გახშირდა.
27 წლის დიანა, ამ გოგონებს შორის ერთ-ერთია. ორი თვეა რაც თურქი პატარძალია და განსაკუთრებულად საიტზე გამოქვეყნებულმა უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა.
გადაწყვიტა ჩვენთვის საკუთარი ისტორია მოეყოლა.

- 16 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. ჩემზე ათი წლით უფროსმა - გელამ მომიტაცა. ვოცნებობდი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდოდი და აუცილებლად გავხდებოდი ჟურნალისტი და ტელევიზიაში ვიმუშავებდი. მოტაცებული გოგონა მამამ უკან არ მიმიღო და ასე გავხდი მეზობელი სოფლის პატარძალი. ოთხი დედმამიშვილი ვართ და დედა მარწმუნებდა, რომ სიღარიბისგან თავის დასაღწევად ყველაზე კარგი გზა გათხოვება იყო. მამამ კი მითხრა, რომ ნაადრევი ყველაფერი კარგი იყო სიკვდილის გარდა. ერთ კვირაში მიხვდი, რომ მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებოდი, რადგან ქმარი ხშირად სვამდა და მის მშობლებთან ერთად შეშინებული ველოდებოდი როდის გადაწყვეტდა დაძინებას. ორჯერ ჩხუბის გამო დაიჭირეს კიდეც, მაგრამ დღემდე არ ვიცი, როგორ მოახერხა თავის დაძვრენა. მეუბნებოდა, ძალიან გინდა, რომ ციხეში გამიშვა და გაბოზდე, მაგრამ არ გეღირსებაო.
- მშობლები მის საქციელზე რას ამბობდნენ?
- შეგუებულები იყვნენ, მათთვის მთავარი იყო, რომ ფიზიკურად არ ეხებოდათ და გინებას მიჩვეულები იყვნენ. ჩემს მშობლებს კი არც აინტერესებდათ, ერთი შვილი შესანახად მოაკლდათ და სანახავადაც კი იშვიათად მოდიოდნენ.
- შენი მეუღლე მუშაობდა?
- მანქანა ჰყავდა და თანასოფლელებს პროდუქტების გასაყიდად გადატანაში ეხმარებოდა. მუშაობა არ ეზარებოდა, მამამთილიც მუშაობდა და არ გვიჭირდა, მაგრამ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო რაც ერთ დღეს მამამთილი დაიღუპა. ისედაც მძიმე ხასიათის გელა ნამდვილ მონსტრად გადაიქცა, მანამდე ალბათ მამამისის მაინც ერიდებოდა. მე და დედამისს საშინლად გვექცეოდა, ხანდახან ფიზიკურადაც გვისწორდებოდა. უკვე ორი შვილი მყავდა და ბავშვებისაც არ ერიდებოდა. ჩვენი სახლიდან სულ წივილ-კივილის ხმა გადიოდა.
- მუშაობის დაწყება არ გიცდია?
- განათლება არ მქონდა და სადმე მუშად თუ დავიწყებდი. ერთ დღეს მეზობლის გოგომ მითხრა, რომ ერთ-ერთ ჩვენ სოფლელს რთველში მუშები სჭირდებოდა. სულ სამი დღე უნდა გვემუშავა და დღეში 15 ლარს გადაგვიხდიდნენ. ვთხოვე, რომ მის ქმარს გელასთვის ეთქვა, მე ვერ გავბედე, ვიცოდი, საშინელ დღეში ჩამაგდებდა. არადა ამ დროს უკვე ძალიან გვიჭირდა. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რის გამოც ქმარი ადვილად დამთანხდა, მაგრამ პირველივე დღეს, სამუშაოდან დაბრუნებულს სასტიკად მცემა. მითხრა, შორიდან გიყურებდი და კაცებს ეკეკლუცებოდიო. მოვკიდე ბავშვებს ხელი და შუაღამეს მშობლებთან დავბრუნდი. მას შემდეგ ჩემთვის აღარ მოუკითხავს.
- დედამ მიგიღო ორი შვილით?
- სხვა გზა არ ჰქონდა, ალბათ იმ იმედით, რომ მეორე დღეს გავიქცეოდი და ისევ ქმარს შევურიგდებოდი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ რომ არავინ მომაკითხა, ნერვიულობა დაიწყო. დავამშვიდე, რომ ჩემი შვილებით ტვირთად არ დავაწვებოდი და მეზობლის ქალთან ერთად სამუშაოდ თურქეთში წავედი. სწორედ იქ გავიგე, რომ ჩემი ქმარი მეორედ დაოჯახდა და სახლში ორშვილიანი ქალი მიიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ განვიცადე, პირიქით ძალიან გამიხარდა. ორი წლის განმავლობაშ გადავდიოდი სამუშაოთ თურქეთში და პერიოდულად შვილებთან ვბრუნდებოდი. უამრავი სამსახური გამოვიცვალე და ამასობაში ენაც კარგად ვისწავლე და ერთ სასტუმროში მოვეწყე მზარეულად. მეპატრონე 50 წლის ქვრივი თურქი კაცი იყო. ორი შვილი ჰყავდა. პირველივე ნახვისას მოვეწონე და ერთ თვეში უკვე ცოლად გაყოლა მთხოვა. თავიდან ჩემი ისტორია დავუმალე, მაგრამ ბოლოს ვუთხარი, რომ ორი შვილი მყავდა საქართველოში და მათ მიტოვებას არ ვაპირებდი.
- შეგიყვარდა?
- ახლა მიყვარს, მაგრამ მაშინ ვერ წარმომედგინა თურქზე გათხოვება. უბრალოდ ძალიან თბილად მექცეოდა. საჩუქრებითაც მანებივრებდა და არ დაიჯერებთ და არასოდეს უთხოვია, რომ მისი საყვარელი გავმხდარიყავი. სამი თვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, ორი კვირა ვაპირებდი გაჩერებას და ჩამომაკითხა. მშობლებს ჩემი ხელი ოფიციალურად სთხოვა და თანხმობის მიღების შემდეგ ისევ თურქეთში დაბრუნდა. მეზობლები შოკში ჩავარდნენ, საშინელებები მითხრეს, არადა დარწმუნებული ვარ მანამდეც არ აკლებდნენ ჩემზე ჭორაობას, რომ თურქეთში პატიოსანი ქალს რა უნდოდა. ერთმა კაცმა ისიც მითხრა, ადრე თურქების ხასები რომ არ გამხდარიყვნენ, ქართველი გოგონები კლდიდან ხტებოდნენ და ახლა თქვენ უგორდებით ლოგინშიო. - ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი. ჩემი მომავალი მეუღლე ერთ კვირაში რამდენიმე ნათესავ მამაკაცთან და ერთ ქალთან ერთად ჩამოვიდა და პატარა ქორწილი გადავიხადეთ საქართველოში. ასე გავხდი თურქი პატარძალი.
ახლა ჩემი ქმრის სამშობლოში ვცხოვრობ და ერთი კვირით ჩამოვედი საქართველოში შვილების სანახავად. მომავალ წელს ბავშვებს აუცილებლად წავიყვან. რაღაც პატარა პრობლემები მაქვს მოსაგვარებელი, მათ სწავლასთან დაკავშირებით. მანამდე კი არაფერს ვაკლებ და მშობლებს ეკონომიურადაც ვეხმარები. ახლა აღარ ვმუშაობ, ჩემი ქმრის შვილებს ვზრდი და ბედნიერი ვარ. ქმარი პატივისცემით მეპყრობა, იმის არ მეშინია, რომ ღამე ნასვამი მოვა და ფიზიკურად გამისწორდება. მათთვის კი ვინც ქართველ გოგონებს თურქეთში გათხოვების გამო ლანძღავენ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, როგორ ექცევიან ცოლებს და თავად თუ მიიყვანდნენ განათხოვარ, ორშვილიან გოგონას ცოლად, თორემ ბედნიერებას თურქთან იპოვი თუ გერმანელთან რა მნიშვნელობა აქვს.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 103 /
თამარი
ქალები რომლებიც მოძალადე კაცებს იცავთ დღე და ღამე ცემაში უნდა იყოთ!!
01:04 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ანი ხარ თუ ვიღაც ვითომ ანგელოზივთ ქალი ნამეტანი დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე,ასეთი ანგელოზი თუ ხარ ნუთუ ერთი კაცი არ გამოჩნდა შენთვის,მაგრამ ქართველების უბედურება ის არის,რომ სხვის საქმეში ყველა ბრძენია.მე იმ ქართველ ან სხვა ერის ქალს რა ვუთხარი რომელიც კაცს თავს აჟეჟინებს.მაგისთანა კაცს თვალწინ უნდა დაადგა რქები და მერე დაიკვეხნოს.
13:25 / 27-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ძალიან ძნელია როდესაც ქართველი გოგო რელიგიით განსხვავებულ ადამიანს მიყვება,მაგრამ ეს ყველაფერი ქარტველი კაცების ბრალია!მათ უმეტესობას მხოლოდ დალევა და სხვა ქალებთან გართობა იტაცებთ,აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ ძალადობაზე!აი,ქართველი კაცზე გათხოვების,უარის თქმის მიზეზი!!!
10:49 / 27-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
სკანდალური კიარა და სამარცხვინო კი არის ცჰაიხედეტ მართლა თქვენს გულებში და ისე დაამცირეთ მერე კაცები.არა გრცხვენიათ ასე რომ ათახსირებთ ქართველ ბიჯებს? გეყოთ ამდენი ჩვენი კაცების დამცირება.მეც გაცილებული ვარ ქმარს და არასოდეს ამას არ ვიკადრებ საქვეყნოდ დავამცირო შვილების მამა მარტო ამ შენი უაზრო წერილიდან ჩანს თუ როგორ გიყვარდა ის კაცი ან როგორ პატივს სცემდი.გაშიფვრაც არ გინდა ისეა გასაგები ყველასთვის თუ ვინ ხარ.მეც საზგვარგარეთ ვცხოვრობ ანგელოზივით ქალი ვარ მარა ერთ თვეში კიარა 4 წელში ცოლობა არავის უთხოვია.აქაც უყურებ თუ რისთვის არიან ჩვენი ქალები თუ როგორ დაამცირონ ჩვენი კაცები.ისიც კი მითხრა აგვირახსნილმა ქალმა გენაცვალე ანი კანადაში ხარო მასეთი კომუნისტი ნუ ხარო.საცოდავ ჩვენ კაცებს რეებს უშვრებით შეგრცხვეთ.კიდევ კარგი კაცი არ ვარ აქამდე ას ქალს გამოვჩრიდი ყელს ისე აიწყვიტეთ
06:28 / 27-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
Mtlad nu gaataxsiret qartveli kacebi.geyot amdeni damcireba chveni bichebis martla chaixedet tqven gulebshi.mec sazgvargaret var mec gacilebuli var qmars mara arasodes saqveynod amas ar davwer chemi istoria chemi cxovreba rom gagevlot mashin ragas ityodit.mara vambob ver movrigdit da egaa an vis aqvs ufleba mkitxos colqmruli problemis shesaxeb.mec kanadashi vcxovrob angelozivit qali var davijero aravis movwonvar?ert tveshi rogor unda gatxovde urjuloze?an ras gikvirt rom masea chven qalebs sitbo kiara fuli daanaxe rasac me aq vxedav isic ki makadra ertma qalma ani genacvale awi unda gamoicvalo kanadashi rom xar mixvdio.raxan kanadashi var da qmari ar myavs shvilebs davasxa tavs lafi.araa es chveni kacebis brali da nu ataxsirebd saqveynod
05:09 / 27-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
Mtlad nu gaataxsiret qartveli kacebi.geyot amdeni damcireba chveni bichebis martla chaixedet tqven gulebshi.mec sazgvargaret var mec gacilebuli var qmars mara arasodes saqveynod amas ar davwer chemi istoria chemi cxovreba rom gagevlot mashin ragas ityodit.mara vambob ver movrigdit da egaa an vis aqvs ufleba mkitxos colqmruli problemis shesaxeb.mec kanadashi vcxovrob angelozivit qali var davijero aravis movwonvar?ert tveshi rogor unda gatxovde urjuloze?an ras gikvirt rom masea chven qalebs sitbo kiara fuli daanaxe rasac me aq vxedav isic ki makadra ertma qalma ani genacvale awi unda gamoicvalo kanadashi rom xar mixvdio.raxan kanadashi var da qmari ar myavs shvilebs davasxa tavs lafi.araa es chveni kacebis brali da nu ataxsirebd saqveynod
04:58 / 27-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნა
მინდა ეს კომენტარი გიორგითან მიმართვით დავიწყო:"სიტყვა ბოზობს ვპიქრობ ძაან ხმამაგალი ნატქვამია!და ეს ის განწირული ქალები არიან ქმრებმა რომ დააყენეს ამ გზაზე ტუ ვინმე მაგ გზას დაადგა...და ისიც აგიარეთ რომ ნებისმიერი საზგვარგარეთ გასული ქალი ოჯახს შეწირულია და მას როგორც საკუთარი თავის ასევე ოჯახის გადარჩენა უწევს!
01:56 / 27-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
Aმ ქალბტონს გულით ვუსურვებ ბედნიერება,მაგრამ თურქზე გათხოვილი ბედნიერი ქართველი ჯერ არ მინახავს,ამისტვის იბრძოდა ამაშენებელი?გმერტს ვტხოვ ქატველი ხალხი გონს მოეგონ
00:44 / 27-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თათია
ისე რა მინდა გიტხრათ კიდე ტუ იციტ ქართველო მამაკაცებო, თურქებს რომ ტავი დავანებოთ უამრავი ქალი ვიცი საქარტველოსჰი ქმარი რომ ყავს და საყვარელიც ტან და ესეც თურქბის ბრალია? კარგ მამაკაცს ცოლი არ გაუბოზდება, ვინც ორი თბილი სიტყვა უტხრა ქალიც იმისკენ გაიქცა, არ იცით არა ბევრმა ქალის ბუნება ქალს აღიქვათ მონას და გგონიათ ცოლად მოყვანის შემდეგ აგარც ტბილი სიტყვა და არაფერი აღარ ჩირდება. ქალები სულ ეძებენ ბედნიერებას.
21:37 / 26-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თათია
მე მიცხოვრი დიდი ხანი თურქეთში და იშვიათია იქ ქალი ან არ გათხოვდეს და ან საყვარელი არ ყავდეს. მე როდესაც ვეკამათე ასეთ ქალებს იცით ტავი ყველამ ასე იმართლა: "საართველოში ქმარს არ ვუყვარდი და მაგინებდა მცემდა და კაპიკი არ ქონდაო ეს თურქი კაცი ასეთს არაფერს კადრულობს და ფულიც აქვსო" ვეგარაფერი ვერ ვუთხარი, ქალი ქრთამისტია ბუნებით მას სითბო, სიყვარული და ფულიც ჭირდება სხვათაშორის. ქართველო მამაკაცებო გემუდარებით მოდით აზრზე, მე მესმს თქვენი თქვწნ უსუსურმა მთავრობემა, უმუსჰევრობამ გაგიფუჭათ ნერვები, მაგრამ იპოვეთ ძალა თქვენ თავში ნუ სცემთ მაინც ქალებს ათუარა ხომ ხედავთ მიზდევენ დებილ ტურქებს და მტელ ქვეყანაზე გლანძღავენ, ეს საერტო პრობლემაა და უკუღმა უვლიატო ნუ ჩაიქნევთ ხელა. ბოლოს მე ერთს დავწერ ჩემდენი საზღვარგარეთ არვიცი ვინმეს თუ უნახავს და გეტყვით რომ საქარტველოს ბევრი დედა და ქალი აღარ ყავს და და ეს რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდება ტქვენ ტუ არ გაძლიერდით, თუ ქალები საერტოდ აღარაფერში გჭირდებათ კი ბატონო მერე ქალებს ნუღა დააბრალებთ მერე ქალებს. საცოდავი ქალი მიდის ენას სწავლობს მონად მუსაობს და იმასაც უნდა სიტბო და სიყვარული ბოდიში და ტქვენ ხომ კარგად ერტობიტ მეძავებში სხვა დროა ეხლა აღარ არის პატრიარქატის ეპოქა.
21:28 / 26-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS