14 ოქტომბერი, 2014
სკანდალური აღიარება - რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში
პირველივე დღეს, სამუშაოდან დაბრუნებულს სასტიკად მცემა. მითხრა, შორიდან გიყურებდი და კაცებს ეკეკლუცებოდიო რამდენიმე კვირის წინ, რედაქციაში ქალბატონის წერილი მივიღეთ, რომელიც გვწერდა, რომ შვილის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, რძალი თურქეთში გათხოვდა. მართალია, იმ გოგონას ისტორია ცუდად დამთავრდა, მაგრამ ქალბატონს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. როგორც აღმოჩნდა, თურქეთში ქართველი გოგონების გათხოვება ახალი ამბავი არ არის და ბოლო დროს ასეთი შემთხვევები გახშირდა.
27 წლის დიანა, ამ გოგონებს შორის ერთ-ერთია. ორი თვეა რაც თურქი პატარძალია და განსაკუთრებულად საიტზე გამოქვეყნებულმა უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა.
გადაწყვიტა ჩვენთვის საკუთარი ისტორია მოეყოლა.

- 16 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. ჩემზე ათი წლით უფროსმა - გელამ მომიტაცა. ვოცნებობდი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდოდი და აუცილებლად გავხდებოდი ჟურნალისტი და ტელევიზიაში ვიმუშავებდი. მოტაცებული გოგონა მამამ უკან არ მიმიღო და ასე გავხდი მეზობელი სოფლის პატარძალი. ოთხი დედმამიშვილი ვართ და დედა მარწმუნებდა, რომ სიღარიბისგან თავის დასაღწევად ყველაზე კარგი გზა გათხოვება იყო. მამამ კი მითხრა, რომ ნაადრევი ყველაფერი კარგი იყო სიკვდილის გარდა. ერთ კვირაში მიხვდი, რომ მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებოდი, რადგან ქმარი ხშირად სვამდა და მის მშობლებთან ერთად შეშინებული ველოდებოდი როდის გადაწყვეტდა დაძინებას. ორჯერ ჩხუბის გამო დაიჭირეს კიდეც, მაგრამ დღემდე არ ვიცი, როგორ მოახერხა თავის დაძვრენა. მეუბნებოდა, ძალიან გინდა, რომ ციხეში გამიშვა და გაბოზდე, მაგრამ არ გეღირსებაო.
- მშობლები მის საქციელზე რას ამბობდნენ?
- შეგუებულები იყვნენ, მათთვის მთავარი იყო, რომ ფიზიკურად არ ეხებოდათ და გინებას მიჩვეულები იყვნენ. ჩემს მშობლებს კი არც აინტერესებდათ, ერთი შვილი შესანახად მოაკლდათ და სანახავადაც კი იშვიათად მოდიოდნენ.
- შენი მეუღლე მუშაობდა?
- მანქანა ჰყავდა და თანასოფლელებს პროდუქტების გასაყიდად გადატანაში ეხმარებოდა. მუშაობა არ ეზარებოდა, მამამთილიც მუშაობდა და არ გვიჭირდა, მაგრამ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო რაც ერთ დღეს მამამთილი დაიღუპა. ისედაც მძიმე ხასიათის გელა ნამდვილ მონსტრად გადაიქცა, მანამდე ალბათ მამამისის მაინც ერიდებოდა. მე და დედამისს საშინლად გვექცეოდა, ხანდახან ფიზიკურადაც გვისწორდებოდა. უკვე ორი შვილი მყავდა და ბავშვებისაც არ ერიდებოდა. ჩვენი სახლიდან სულ წივილ-კივილის ხმა გადიოდა.
- მუშაობის დაწყება არ გიცდია?
- განათლება არ მქონდა და სადმე მუშად თუ დავიწყებდი. ერთ დღეს მეზობლის გოგომ მითხრა, რომ ერთ-ერთ ჩვენ სოფლელს რთველში მუშები სჭირდებოდა. სულ სამი დღე უნდა გვემუშავა და დღეში 15 ლარს გადაგვიხდიდნენ. ვთხოვე, რომ მის ქმარს გელასთვის ეთქვა, მე ვერ გავბედე, ვიცოდი, საშინელ დღეში ჩამაგდებდა. არადა ამ დროს უკვე ძალიან გვიჭირდა. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რის გამოც ქმარი ადვილად დამთანხდა, მაგრამ პირველივე დღეს, სამუშაოდან დაბრუნებულს სასტიკად მცემა. მითხრა, შორიდან გიყურებდი და კაცებს ეკეკლუცებოდიო. მოვკიდე ბავშვებს ხელი და შუაღამეს მშობლებთან დავბრუნდი. მას შემდეგ ჩემთვის აღარ მოუკითხავს.
- დედამ მიგიღო ორი შვილით?
- სხვა გზა არ ჰქონდა, ალბათ იმ იმედით, რომ მეორე დღეს გავიქცეოდი და ისევ ქმარს შევურიგდებოდი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ რომ არავინ მომაკითხა, ნერვიულობა დაიწყო. დავამშვიდე, რომ ჩემი შვილებით ტვირთად არ დავაწვებოდი და მეზობლის ქალთან ერთად სამუშაოდ თურქეთში წავედი. სწორედ იქ გავიგე, რომ ჩემი ქმარი მეორედ დაოჯახდა და სახლში ორშვილიანი ქალი მიიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ განვიცადე, პირიქით ძალიან გამიხარდა. ორი წლის განმავლობაშ გადავდიოდი სამუშაოთ თურქეთში და პერიოდულად შვილებთან ვბრუნდებოდი. უამრავი სამსახური გამოვიცვალე და ამასობაში ენაც კარგად ვისწავლე და ერთ სასტუმროში მოვეწყე მზარეულად. მეპატრონე 50 წლის ქვრივი თურქი კაცი იყო. ორი შვილი ჰყავდა. პირველივე ნახვისას მოვეწონე და ერთ თვეში უკვე ცოლად გაყოლა მთხოვა. თავიდან ჩემი ისტორია დავუმალე, მაგრამ ბოლოს ვუთხარი, რომ ორი შვილი მყავდა საქართველოში და მათ მიტოვებას არ ვაპირებდი.
- შეგიყვარდა?
- ახლა მიყვარს, მაგრამ მაშინ ვერ წარმომედგინა თურქზე გათხოვება. უბრალოდ ძალიან თბილად მექცეოდა. საჩუქრებითაც მანებივრებდა და არ დაიჯერებთ და არასოდეს უთხოვია, რომ მისი საყვარელი გავმხდარიყავი. სამი თვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, ორი კვირა ვაპირებდი გაჩერებას და ჩამომაკითხა. მშობლებს ჩემი ხელი ოფიციალურად სთხოვა და თანხმობის მიღების შემდეგ ისევ თურქეთში დაბრუნდა. მეზობლები შოკში ჩავარდნენ, საშინელებები მითხრეს, არადა დარწმუნებული ვარ მანამდეც არ აკლებდნენ ჩემზე ჭორაობას, რომ თურქეთში პატიოსანი ქალს რა უნდოდა. ერთმა კაცმა ისიც მითხრა, ადრე თურქების ხასები რომ არ გამხდარიყვნენ, ქართველი გოგონები კლდიდან ხტებოდნენ და ახლა თქვენ უგორდებით ლოგინშიო. - ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი. ჩემი მომავალი მეუღლე ერთ კვირაში რამდენიმე ნათესავ მამაკაცთან და ერთ ქალთან ერთად ჩამოვიდა და პატარა ქორწილი გადავიხადეთ საქართველოში. ასე გავხდი თურქი პატარძალი.
ახლა ჩემი ქმრის სამშობლოში ვცხოვრობ და ერთი კვირით ჩამოვედი საქართველოში შვილების სანახავად. მომავალ წელს ბავშვებს აუცილებლად წავიყვან. რაღაც პატარა პრობლემები მაქვს მოსაგვარებელი, მათ სწავლასთან დაკავშირებით. მანამდე კი არაფერს ვაკლებ და მშობლებს ეკონომიურადაც ვეხმარები. ახლა აღარ ვმუშაობ, ჩემი ქმრის შვილებს ვზრდი და ბედნიერი ვარ. ქმარი პატივისცემით მეპყრობა, იმის არ მეშინია, რომ ღამე ნასვამი მოვა და ფიზიკურად გამისწორდება. მათთვის კი ვინც ქართველ გოგონებს თურქეთში გათხოვების გამო ლანძღავენ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, როგორ ექცევიან ცოლებს და თავად თუ მიიყვანდნენ განათხოვარ, ორშვილიან გოგონას ცოლად, თორემ ბედნიერებას თურქთან იპოვი თუ გერმანელთან რა მნიშვნელობა აქვს.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 103 /
ნააააა
რა საცოდავები ხართ ზოგიერთი ქალი.თურქეთში რომ გადახვალთ მაშინ ხდება ცუდი ქმარი მანამ კარგები არიან.კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს სახედრები კი იმსახურებენ.ჰოდა თურქ სახედრებს ხომ მიყვებით.თავადაც სახედრები ხართ.ვ
16:55 / 10-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნააააა
ეს თავის გამართლებაა უბრალოდ.სიმართლე გითხრათ ესე მგონია იქ გზას აცდენილი ქალბატონები საღდებიან.ვიყავი მეც და როდესაც გავიგებდი გათხოვდაო ყვებოდნენ რომ თხოვდებოდნენ ისეთები ვინც აქ თავს დებდნენ პატიოსნობაზე და იგრძნეს იქ თავისუფლება გაშალეს ფრთები და ხასებად დაუჯდნენ თურქებს.არ გიდათრ ეს იაფფასიანი თვის მართლებები.ვისას ცუდი ქმარი არ ყავს?დაყრიან შვილებს ოჯახს და მოიგონებენ რაღაც უაზრო მიზეზებს.მე ქართველ ქალს რომელიც თურქს მიყვება ქალად არ აღვიქვამ.საღდებით თურქეთში.თქვენს გამოა თურქები რომ შემოგვესივნენ საქართველო ბოზების ქვეყანაა და ყველა აქ ყრია.მეძავეს ვუძახი ესეთებს იმიტომ რომ სულით ეგეთები არიან.
16:52 / 10-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ქალებო,ეს ცუდი ქართველი კაცები,რომლებზეც თქვენ წერთ,განა ჩვენი გაზრდილები არ არიან?რატომ ვზრდით მერე ასე ცუდად?როგორ შეიძლება ასე ხელაღებით ყველ კაცის გალანძღვა?ბევრი უვარგისი ქართველი ქალიც მინახავს.ცუდი კარგი კაცებშიც არიან და ქალებშიც.ცუდი კარგი ქართველებშიც არიან,თურქებშიც,ფრანგებშიც,ამერიკელებშიც და ყველგან
08:20 / 01-09-2017
გამოხმაურება / 0 /
მაკა
31 წელია დაოჯახებული ვარ და 10 წელი წგრძნობდი ტავს ოჯახსი, რომ ქალბატონი და დედა ვიყავი. მამამთილის გარდაცვალების შემდეგ-21 წელია ვარ ხმალამოღებული მეომარი, მამაც, დედაც .... როლი მამაკაცის საQართველოში ბევრმა ქალმა იტვირთა დღეს. მე არ წავსულვარ თურქეთში, მეუღლესაც დიდხანს ვუგვარებდი მისი უშრომელი ცხოვრების შედეგებს....განათტლება მაქვს და სამსახურებში გამიმართლა, თუმცა ძალიან დავიღალე და ვერ გავიგე- გაიარა ცხოვრებამ. გასაგებია ავადმყოფია მამაკაცი? დროებით უმეშევარია? ან ქვრივია ქალი? - წევს ამ შემთხვევაში ქალი ჭაპანს- მაგრამ დღეს ხომ მოდაა საქართველოში ქალების ნაშოვნ ფულზე მასიურად იცხოვრონ მამაკაცებმა, თან აგინონ ქალები და საკუტარ ტავს კითხვაც კი არ დაუსვან, არათუ დაფიქრდენენ- რატომაა ქმდენი ქართველი ქალი სზღვარგარეთ სამუშაოდ!? გაინძერით ბატონებო! იშრომეთ და არჩინეთ ოჯახები- ვინ დაგიშალათ?!იყავით მამები, მეუღლეები და არა მარტო სახელად ქმრები( თუნდაც ჩემს შემთხვევაში.)შვილების გამო და საკუთარი თავის პატივისცემის გამო მოვითმინე და ითმენს ბევრი.... მოდი და ნუ გახდებით მოსათმენები....გასაგებია დღეს ბევრი ახალგაზრდა გოგონაც არაა ოჯახისთვის მზად... ჰოდა ქალი სუსტიაო და თქვენ იყავით ძლიერები... ძლიერი მეუღლეები და არა ძლიერი კრიტიკოსები. ბოდიშს ვიხდი იმ მამაკაცების წინაშძე, რომლებიც ამ შენიშვნებს არ იმსახურებენ....
20:51 / 04-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ქართველი მამაკაცი-ქართველ ქალებს
მადლობა უნდა გითხრათ,გათხოვდით თურქეთში,ირანში,ავღანეთში,ინდოეთსი,ევროპასა და ამერიკაში,სადაც გინდათ,ოღონდ ქართველ კაცებს შეგვეშვით,უცხოელები დაწამლეთ და ჩვენ თავი დაგვანებეთ,ქართველ კაცს ცოლი საერთოდ არ სჭირდება.იმის იქეთ წასულხართ:))))
17:15 / 13-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS