10 ოქტომბერი, 2014
''ჩემს შვილს დავით აღმაშენებელი მეზობელი ეგონა...''
ბავშვი გაჭირვებით გავზარდე, სამ ადგილას ვმუშაობდი 35 წლის ნატას წერილი რედაქციაში გასულ კვირას მივიღეთ. ერთადერთი გოგონას დედამ წარსულში შეცდომა დაუშვა და ბედი მისთვის შეუფერებელ მამაკაცს დაუკავშირა. დღეს შვილს მარტო ზრდის, მაგრამ მატერიალური გაჭირვების გარდა, ოჯახს სხვა პრობლემებიც შეექმნა.
''ყველას უნდა, განათლებული შვილები ჰყავდეს და ამისთვის დედები ხშირად თავს არ ვზოგავთ. მთელი ცხოვრება იმას ვამბობდი, რომ ჩემი შვილი ყველაზე ნაკითხი და კარგად აღზრდილი იქნებოდა, მაგრამ გათხოვებიდან ორ თვეში დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდებოდა.

ქმარი
უსაქმური, დედამთილი – ავადმყოფი, მამამთილი კი მუდმივად სვამდა. ორ წელიწადში ერთადერთი გოგონა შემეძინა. მეტი შვილი აღარც მყოლია. ბავშვი გაჭირვებით გავზარდე, სამ ადგილას ვმუშაობდი, რომ ოჯახს არ ეშიმშილა. ბოლოს დავიღალე, მოვკიდე ხელი ჩემი ექვსი წლის გოგონას და ქირით გადავედი საცხოვრებლად. არავინ გამომკიდებია, რადგან მალე გავიგე, რომ ჩემმა მეუღლემ მეორედ იქორწინა.

რაიონიდან ვარ და თბილისში ნათესავებიც არ მყავს. ბავშვს ვერავის ვუტოვებდი და სკოლიდან სახლში დაბრუნებული მთელი საღამო კომპიუტერთან იჯდა. არ ვუშლიდი, რადგან შვილის გართობისა და მიხედვის თავი არ მქონდა. საღამოს სახლში ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი, რომ ძირითადად შვილისთვის მზა საჭმელები მომქონდა.

მესამე კლასიდან ახალ სკოლაში გადავიყვანე. მითხრა, რომ ძველ სკოლაში ბავშვები ამცირებდნენ და დასცინოდნენ, რადგან მამა არ ჰყავდა. იქაც თავის ნებაზე მივუშვი. ორი თვის შემდეგ მითხრა, რომ კლასის დამრიგებელი მიბარებდა. ქალი გადარეული დამხვდა. თურმე ჩემი გოგონა ბავშვებს გაუშაყირებიათ, იცი, შენს მეზობლად საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი ცხოვრობსო. ამასაც დაუჯერებია და მასწავლებელისთვის გაკვეთილის დროს უთქვამს.
კლასის დამრიგებელმა ძალიან გამლანძღა. მეც და ის სკოლაც, სადაც მანამდე სწავლობდა. იმ დღეს შვილთან ერთად ტირილით დავბრუნდი სახლში, აღმაშენებელი კი არა, გავიგე, რომ ბავშვს წერა-კითხვა უჭირდა. ეს მხოლოდ ჩემი უყურადღებობის ბრალია.
არ ვიცი, საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, მაგრამ იმასაც ვერ ვხვდები, მარტოხელა დედა, რომელსაც სამი სამსახური, ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარი აქვს, ამდენს როგორ გავწვდე და შვილის სწავლაზე ზრუნვა როდის მოვასწრო.

სამარცხვინო დედა ვარ და ალბათ, არაფერი მამართლებს. ამის წაკითხვის შემდეგ იმასაც იტყვიან, რომ თუ გაზრდის თავი არ მქონდა, რატომ ვაჩენდი, მაგრამ დედობის უფლება ხომ ყველა ქალს აქვს. ალბათ, დღეიდან სხვანაირად უნდა ვიცხოვრო და შვილის განათლებაზეც ვიზრუნო''.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნინო
ქმრის ოჯახი არ ვარგოდა ტქვენი დედა სად იყო,ან ტქვენ დაბრუნ ებრუნებულიყავიტ სახლსჰი
17:10 / 12-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მეც მსგავსი სიტუაცია მქონდა, ჩემმა შვილმა მეცხრე კლასის ნიშნების ფურცელი თვითონ შეადგინა, თვალებს არ ვუჯერებდი როცა კარგი ნიშნები ვნახე, სიხარულით ვტიროდი,მეორე დღეს დამრიგებელთან დავრეკე და სიმართლე გავიგე, იმ დღეს დავსხედით და ვილაპარაკეთ, მითხრა რომ სწავლა შეეძლო და ეს გააკეთა კიდეც, მე 12-ე კლასში მედლის კანდიდატიც გახდა, ისე რომ გულს ნუ გაიტეხავთ, ყველაფერი წინ არის
23:51 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
V
არაუშავს...... გაიზრდება და ისწავლის... ჩემს მეზობელსაც 6 კლასამდე ეგონა რომ ბავშვები წეროს მოყავდა..... და მერე კი იძახდა ამ წეროს ვიღა ტყნავსო.......
15:15 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ჭიკაიძესაც ეგონა რომ თალიბანი პიროვნება იყო, მაგრამ ვერ არის შსს მინისტრი? ეს ისე ხუმრობით, რაც შეეხება მის მასწავლებელს , ალბათ ცოტა თვითონაც უნდა შერცხვენოდა, მის მოსწავლეს თუ დავით აღმაშენებელი მეზობელი ეგონა.
18:50 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
30 ლარად ამეცადინებს ჩემი მეზობელი ბავშვებს, თუ რაიონში ცხოვრობ მანდაც შეიძლება ამ ფასად ვინმე იპოვო.
11:52 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS