''ყველას უნდა, განათლებული შვილები ჰყავდეს და ამისთვის დედები ხშირად თავს არ ვზოგავთ. მთელი ცხოვრება იმას ვამბობდი, რომ ჩემი შვილი ყველაზე ნაკითხი და კარგად აღზრდილი იქნებოდა, მაგრამ გათხოვებიდან ორ თვეში დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდებოდა.
ქმარი
რაიონიდან ვარ და თბილისში ნათესავებიც არ მყავს. ბავშვს ვერავის ვუტოვებდი და სკოლიდან სახლში დაბრუნებული მთელი საღამო კომპიუტერთან იჯდა. არ ვუშლიდი, რადგან შვილის გართობისა და მიხედვის თავი არ მქონდა. საღამოს სახლში ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი, რომ ძირითადად შვილისთვის მზა საჭმელები მომქონდა.
მესამე კლასიდან ახალ სკოლაში გადავიყვანე. მითხრა, რომ ძველ სკოლაში ბავშვები ამცირებდნენ და დასცინოდნენ, რადგან მამა არ ჰყავდა. იქაც თავის ნებაზე მივუშვი. ორი თვის შემდეგ მითხრა, რომ კლასის დამრიგებელი მიბარებდა. ქალი გადარეული დამხვდა. თურმე ჩემი გოგონა ბავშვებს გაუშაყირებიათ, იცი, შენს მეზობლად საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი ცხოვრობსო. ამასაც დაუჯერებია და მასწავლებელისთვის გაკვეთილის დროს უთქვამს.
კლასის დამრიგებელმა ძალიან გამლანძღა. მეც და ის სკოლაც, სადაც მანამდე სწავლობდა. იმ დღეს შვილთან ერთად ტირილით დავბრუნდი სახლში, აღმაშენებელი კი არა, გავიგე, რომ ბავშვს წერა-კითხვა უჭირდა. ეს მხოლოდ ჩემი უყურადღებობის ბრალია.
არ ვიცი, საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, მაგრამ იმასაც ვერ ვხვდები, მარტოხელა დედა, რომელსაც სამი სამსახური, ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარი აქვს, ამდენს როგორ გავწვდე და შვილის სწავლაზე ზრუნვა როდის მოვასწრო.
სამარცხვინო დედა ვარ და ალბათ, არაფერი მამართლებს. ამის წაკითხვის შემდეგ იმასაც იტყვიან, რომ თუ გაზრდის თავი არ მქონდა, რატომ ვაჩენდი, მაგრამ დედობის უფლება ხომ ყველა ქალს აქვს. ალბათ, დღეიდან სხვანაირად უნდა ვიცხოვრო და შვილის განათლებაზეც ვიზრუნო''.
სალომე დადიანი