10 ოქტომბერი, 2014
''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ...''
''პირველად თბილისში 18 წლის ასაკში ჩამოვედი. მანამდე აქ მხოლოდ პატარაობისას ვყოფილვარ. ბოტკინი მქონდა და თბილისის საავადმყოფოში მიმკურნალეს. მაშინ 3-4 წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. ასე რომ, როცა ვამბობ, საქართველოში ვცხოვრობ და სანამ სტუდენტი არ გავხდი, მანამდე დედაქალაქში არ ვყოფილვარ-მეთქი, მგონი მართალი ვარ. არ მეთანხმებით?!'' - ღიმილით კი დაიწყო საუბარი ნატომ, თუმცა ბოლოს ოთახი აცრემლებულმა დატოვა...

- ნორმალურად ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არც ერთი სამიანი არ მყავდა. ბავშვობიდან მინდოდა დაწყებითი კლასის პედაგოგი ვყოფილიყავი,
მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შევიცვალე. მეოთხე კურსზე სკოლებში პრაქტიკა გავიარეთ და მაშინ მივხვდი, რომ ჩემგან პედაგოგი არ დადგებოდა. როცა ვხედავდი, რომ ბავშვი ზარმაცობდა და გაკვეთილს არ სწავლობდა, ისე განვიცდიდი, მთელი ღამე არ მეძინა. ყველა მეუბნებოდა, მასწავლებელი რომ გახდები, ამდენს აღარ ინერვიულებ, შეეჩვევიო, მაგრამ გულგრილობა ჩემს ხასიათში არ დევს. სწავლაზე და საერთოდ, ამ პროფესიაზე გული ამიცრუვდა. უმაღლესი კი დავამთავრე, მაგრამ სკოლაში მუშაობის დაწყებას არ ვაპირებდი.
- სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ცხოვრობდით?
- როცა ჩავაბარე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბიძაჩემის ოჯახში მიმიყვანეს, მაგრამ იქ ერთი წელიც ვერ გავჩერდი. ორი ბიძაშვილი მყავს და მათთან ერთად ვიყავი ოთახში. თუმცა თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი ბიძაშვილები ამრეზით მიყურებდნენ, მგონი, ერთმანეთში ''სოფლელსაც'' კი მეძახდნენ. არ მოსწონდათ ჩემი გურული კილო, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. თუ ჩემი ჯგუფელები გართობაზე ფიქრობდნენ, მე ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში ან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ერთხელად ბიცოლაჩემმა სადილად გვიხმო. ქათამი ჰქონდა შემწვარი, დაჭრა თუ არა, თეთრი ხორცი შვილებს თეფშებზე დაულაგა. მერე დესერტად საზამთრო მოიტანა და ყველაზე კარგი ნაჭრებიც შვილების თეფშებზე დააწყო. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ჩემს მშობლებს შევუთვალე, ან ბინას მიქირავებთ და საცხოვრებლად მარტო გადავალ, ან სოფელში დავბრუნდები-მეთქი. დედაჩემი ჩვენი სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ამბობდა, როცა ნატო სწავლას დაამთავრებს, ამ სკოლაში მასწავლებლად მოვაწყობო. მან მამა ბინის დაქირავებაზე დაიყოლია. საბედნიეროდ, მაშინ არ გვიჭირდა და ამის საშუალება გვქონდა.
- დედმამიშვილი გყავთ?
- ჩემი უმცროსი და ქუთაისშია გათხოვილი. 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. ჩემებს ვეხვეწებოდი, სულ მთლად ბავშვია, სახლში წამოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ ჩემმა ძმამ და მამამ ეს არ დაუშვეს, მონატაცების სახელით ცხოვრება გაუჭირდებაო. ჩემი პატარა დაიკო ასე გაიმეტეს. ახლა 22 წლისაა და 3 შვილის დედაა. 17 წლის იყო, როცა უკვე 2 შვილი ჰყავდა. კიდევ კარგი, ნორმალურ ოჯახში მოხვდა და ქმარშიც ასე თუ ისე გაუმართლა.
მამამ ბინა მიქირავა და მარტო ცხოვრება დავიწყე. მშობლები ფულს კი მიგზავნიდნენ, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. ბუღალტერია ვისწავლე. ყოველ საღამოს ჩემს მეზობელთან ერთად ინგლისურს ვმეცადინეობდი და ეს ენაც ავითვისე. დედაჩემს იმედები კი გავუცრუვე, როცა ვუთხარი სოფელში აღარ დავბრუნდები და სკოლაში მასწავლებლად არ ვიმუშავებ-მეთქი. მას შემდეგ დავმკვიდრდი თბილისში და ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი. თუმცა ბოლომდე ასე მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 32 წლის ქალი ვარ, მაქვს საკუთარი ოროთახიანი ბინა, სამსახური და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ, მაინც ვერ ვიქცევი ისე, როგორც მსურს.
- რას გულისხმობთ?
- ბოლო ორი წელია ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობ, მაგრამ როცა ვუღმავდები, ამას რა რეაქცია მოჰყვება ჩემი ოჯახისა და ახლობლების მხრიდან, გული ისე მიჩქარდება, წამალი თუ არ დავლიე, ვერ ვმშვიდდები. რასაკვირველია, ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში არაერთი მამაკაცი იყო, რომლებთანაც შემეძლო ოჯახი შემექმნა, მაგრამ არ მოვინდომე. ვერ წარმომიდგენია გათხოვება მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახი მქონდეს და შვილები კანონიერი მეუღლის გვერდით თანაცხოვრებით გავაჩინო. ეს ხომ ისედაც შეიძლება?! თან, ალბათ არავინ მყვარებია. ან შეიძლება მყვარებია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულდა.
- ისე ლაპარაკობთ, რომ მგონია ვიღაც ძალიან გიყვარდათ...
- კი, ძალიან, ძალიან მიყვარდა. ის ადამიანი სიცოცხლეს მერჩივნა. იდეალური ურთიერთობა გვქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ხანდახან ამდენი სიხარულის მეშინოდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა ის მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ქუჩა გადაკვეთა და თითქმის უკვე ტროტუარზე გადასულს, დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. ადგილზევე გარდაიცვალა თურმე (ტირის)... ვიცოდი, მისნაირად სხვა არასოდეს შემიყვარდებოდა და ასეც მოხდა. იმ ამბის შემდეგ წლები გავიდა და ვერავინ გავიკარე. ახლახან ჩემს ცხოვრებაში ერთი მამაკაცი გამოჩნდა. მას ცოლი და შვილები ჰყავს. ფაქტობრივად, მისი საყვარელი გავხდი, მაგრამ ამას არ ვნანობ. ის ზუსტად ისეთი კაცია, როგორიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მომწონდა. მშვიდად და კარგად ვარ მის გვერდით. ის კარგად ხედავს, რომ მის გარდა არავის მინდა. მითხრა, არ მემეტები იმისათვის, რომ ასე იცხოვრო, შენ ოჯახი და შვილები უნდა გყავდესო. მე კი ვუპასუხე, სიამოვნებით გავაჩენდი შვილს შენგან-მეთქი. უარი არ უთქვამს, მაგრამ მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ეს რომ გაიგონ, მეც მომკლავენ, მასაც და იმ ბავშვსაც, რომელსაც გავაჩენ. არადა, რომ დაუკვირდეთ, რა სისულელეა! ამხელა ქალი ვარ და საკუთარ ცხოვრებას ისე ვერ წარვმართავ, როგორც მინდა, საქართველოში ეს დღემდე მიუღებელი ნაბიჯია. ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, მინდა ვიყო დედა და ბავშვს ვზრდიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ ნაბიჯზე ჩემებს რა რეაქციაც ექნებათ. თქვენ გგონიათ დედა გამიგებს და ან და?! არავითარ შემთხვევაში! არადა წლები გადის, პატარა ხომ აღარ ვარ?! მალე 33 წლის ვხდები. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხანდახან ვამბობ, უნდა მოვიკრიბო ძალა, ჩემებთან სოფელში ჩავიდე, ყველანი დავსვა და ჩემი გადაწყვეტილება გავანდო. მშვიდად ავუხსნა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვბედავ. ძალიან მეშინია, ძალიან... იგივე რეაქცია მაქვს საზოგაოდებაზეც, ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ.

ანა კალანდაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 82 /
უცნობი
გააჩინე, ბედნიერ დედობას გისურვებ, ნუ მიაქცევ ნურავის აზრს ყურადღებას, ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. კარგი ოჯახი რომ გყავდეს მაინც გამონახავს ეს ხალხი სალაპარაკოს.
10:27 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებ? ერთხელ მაინც წარმოიდგინე იმ კაცის მეუღლის ადგილზე თავი და მიხვდები რო სისულელეს აკეთებ რადგან შვილი გინდა ეგ იმას არ ნიშნავს და დაოჯახებული კაცისგან უნდა გყავდეს ))) კარგად დაფიქრდი და გადაწყვეტილება მერე მიიღე
09:16 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დღეს ბავშვის გასაჩენად არ არის საჭირო საყვარელი და თანაც ცოლშვილიანი, მიბრძანდით რომელიმე კლინიკაში და დაგეხმარებიან და თანაც თავსატეხს აიცილებთ.რაც შეეხება მშობლებს(როგორცშენ ამბობ ვერ გაგიგებენ) უნდა აირჩიო მშობელი ან შვილი ეს შენი გადასაწყვეტია ხოლო რას იტყვის ხალხი ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, როგორაანათქვამი ,,ყველამ საკუთარ ბოზ მამიდას მიხედოს"
09:00 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
eka
მაკა მასე რატომ ამბობ კაცები დაილია შენ ალბათ ჯერ არ გყავს საყვარელი ადამიანი გვერდით და ადვილად ლაპარაკობ,იცი რა მტკივნეულია რომ გებულობ შენ საოცნებო მეუგლეს შვილი სხვა ქალთანაც ყავს, უნდა გააჩინოს აუცილებლად ოგონც სხვისგან სხვას მიეკედლოს სხვას შეეჩვიოს მაგ კაცს თავი დაანებოს აი მაშინ მოიქცევა სწორე, ჯერ ისედაც ცოდვას ჩადის ცოლშვილიან მამაკაცთან რომ აქვს ურთიერთობა და უარესად ნუგა შესცოდავს.
23:16 / 11-10-2014
გამოხმაურება / 0 /
edd
ხალხო, რომ წერთ შვილი გააჩინე, მაგრამ უცოლო კაცისგანო, ვერ ხვდებით რომ ამ გოგოს სწორედ ის ცოლიანი კაცი უყვარს და ამიტომ უნდა მისგან გააჩინოს და ეს კაციც თანახმაა. უცოლოსგან როგორ გააჩინოს? ჩამოიაროს შეკითხვით ვინ დამაორსულებსო? ყველასთან კი არ წვება.ეს კაცია თვითონ მოღალატე თავისი ცოლის და ეს გოგო რა შუაშია, ეს თუ არ გააჩენს, სხვა გააჩენს ამ მოღალატე კაცისგან. ასე რომ ტუ გაჩენა გინდა თვითონ გადაწყვიტე, სხვას ნურავის ეკითხები. ყველამ თავის საქმეს მიხედოს.
21:14 / 11-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
არა მგონია შენ ვინმეს აზრი გაინტერესებდეს ისე აკრეფილი გაქვს უკვე. არანაერი გამართლება არ აქვს შენს უტვინო საქციელს.ჩამოეცალეთ შვილი უნდა გოგოსსსსსსს.
17:06 / 11-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ჩემო კარგო სულ ორი წუთით წარმოიდგინე მისი მეულის ადგილას თავი ,რა სიმწარეა როცა გებულობ, საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აშენებ?არა მგონია შეგრჩეს.ღამე დიდია დღე პატარა დაჯექი და იფიქრე კარგად>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>.....................
17:00 / 11-10-2014
გამოხმაურება / 0 /
$$$$$$$$$$$$
თემო გაგიმარჯოს შენ.ეგებ სხვებიც დაფიქრდნენ შვილი აპატიებს? არასოდეს
15:17 / 11-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
იცით რას გეტყვით, ეს ისტორია თუ ნამდვილია, თუმცა არც ისე ცოტაა რეალობაში ასეთი ამბები, ეს გოგო ისეთი აზროვნების ჩანს, შვილი უნდა და სულაც არ აპირებს და არც მოსთხოვს იმ კაცს ოჯახის დანგრევას, უბრალოდ უნდა შვილი და უნდა საყვარელი კაცისაგან, ახალი არ არის ის ფაქტი რომ სიყვარულით ჩასახული ბავშვი გაცილებით ჯანსაღი და სრულფასოვანი წევრი ხდება საზოგადოებისა და ნაკლებად არის მიგრეკილი ბოროტებისაკენ, გარდა ამისა, ჩაიხედეთ ქალებო გულებში, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისათვის გვერდით ყავდეს ელემენტარულად მისი სტერეოტიპების შესაფერისი მამაკაცი და დაწვე ნებისმიერთან ასე ადვილი არ არის, მე არ ვამბობ რომ საკუთრი ქმრები სხვებს გაუყოტ ან დაუთმოთ, მაგრამ რეალობა რეალობაა, ნებისმიერთან ვერ გამონახავ საერთო ენას და დზალიან ცოტაა იმათი რიცხვი, ვისაც საკუთარ ლოგინს გაუყოფ. ცუდია როცა ბავშვი ქორწინების გარეშე იბადება, მაგრამ ამ გაბოროტებულ სამყაროში და განსაკუთრებით დროში იმდენია ცოტა კარგი, რომ სხვების გაკიცხვას თავი დავანებოთ, მეტი სიყვარული გავცეთ, საკუთარ თავში ჩავიხედოთ, გინდა გყავდეს? გააჩინე, თან საყვარელმა მამაკაცმა თანხმობა გითხრა, დარწმუნებული ვარ, მიაქცევს საკუთარ შვილს ყურადღებას, ოჯახი დრო გავა შეეგუება, თან მარტო შენ არ ხარ დღეს მაგ სიტუაციაში, ძნელია შემდგარი პიროვნებისათვის, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფილი ხარ და ხვდები რა გაკლია, ამ სიტუაციაში ყოფნა, ცოტა ხნის წინ გავხდი დედა, ეს სულ სხვა განზომილებაა, დამეთანხმებიან დედები, ბევრია საზრუნავი, შიში, მოლოდონი, მაგრამ თუნდაც ერთი მარტო შენი შვილის სუნი წონის ამ ყველაფერს
14:57 / 11-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
წავიკიხე კომენტარები ვინმე უცოლოსგან გააჩინე რა სიგიჟეა, ვინც უყვარს იმისგან უნდა რო გააჩინოს,გააჩინოს რა უჭირს ერთი შვილით მეტი ეყოლება იმ კაცს. ცოლებო კი ნუ ხართ ეგოისტები. ღალატი ძალიან ცუდია, მაგრამ მაინც ღალატობს კაცი ცოლს და შვილი მაინც გააჩინოს და გაზრდაშიც დაეხმაროს ეს უკვე მადლია- ღალატისაგან განსხვავებით.ეს ისტორია რეალურია თუ არა არ ვიცი ,მგრამ ბევრი შემთხვევა ვიცი ასეთი რეალური .ცოლებმაც იციან ზოგჯერ.ოჯახი არ დაუნგრევიათ, ზოგი კაცი ღალატსაც აგრძელებს თან.სამწუხაროდ. დასანგრევი ოჯახი დაინგრევა ბავშითაც და უბავშვოთაც. ქართველებს კი შვილები გვჭირდება ცოტანი ვართ წინ გაიხედეთ, ერეკლე მეფეს რამდენი შვილები ყავდა... ისე ,არ გამიგოთ რომ ღალატი მომწონს, მაგრმ ისინი ხომ მაინც ერთად არიან და თუ რამე სიკეთე შეიძლება გამოვიდეს აქედან, მხოლოდ ბავშვია, დედობა ხომ საუკეთესო რამეა თან, წარმატებები...გააჩინე შვილი, რომელსაც ეყვარები აუცილებლად... მით უმეტეს კაცს როცა უნდა შენგან შვილი...დედას და ოჯახს უთხარი,არ გირჩევენ დარწმუნებული ვარ, არაუშავს , გაგიგებენ დაგიდგებიან ხო კარგი,ვერ გაგიგებენ არადა მარტოც გაზრდი რა მოხდა..
12:56 / 11-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS