10 ოქტომბერი, 2014
''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ...''
''პირველად თბილისში 18 წლის ასაკში ჩამოვედი. მანამდე აქ მხოლოდ პატარაობისას ვყოფილვარ. ბოტკინი მქონდა და თბილისის საავადმყოფოში მიმკურნალეს. მაშინ 3-4 წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. ასე რომ, როცა ვამბობ, საქართველოში ვცხოვრობ და სანამ სტუდენტი არ გავხდი, მანამდე დედაქალაქში არ ვყოფილვარ-მეთქი, მგონი მართალი ვარ. არ მეთანხმებით?!'' - ღიმილით კი დაიწყო საუბარი ნატომ, თუმცა ბოლოს ოთახი აცრემლებულმა დატოვა...

- ნორმალურად ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არც ერთი სამიანი არ მყავდა. ბავშვობიდან მინდოდა დაწყებითი კლასის პედაგოგი ვყოფილიყავი,
მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შევიცვალე. მეოთხე კურსზე სკოლებში პრაქტიკა გავიარეთ და მაშინ მივხვდი, რომ ჩემგან პედაგოგი არ დადგებოდა. როცა ვხედავდი, რომ ბავშვი ზარმაცობდა და გაკვეთილს არ სწავლობდა, ისე განვიცდიდი, მთელი ღამე არ მეძინა. ყველა მეუბნებოდა, მასწავლებელი რომ გახდები, ამდენს აღარ ინერვიულებ, შეეჩვევიო, მაგრამ გულგრილობა ჩემს ხასიათში არ დევს. სწავლაზე და საერთოდ, ამ პროფესიაზე გული ამიცრუვდა. უმაღლესი კი დავამთავრე, მაგრამ სკოლაში მუშაობის დაწყებას არ ვაპირებდი.
- სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ცხოვრობდით?
- როცა ჩავაბარე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბიძაჩემის ოჯახში მიმიყვანეს, მაგრამ იქ ერთი წელიც ვერ გავჩერდი. ორი ბიძაშვილი მყავს და მათთან ერთად ვიყავი ოთახში. თუმცა თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი ბიძაშვილები ამრეზით მიყურებდნენ, მგონი, ერთმანეთში ''სოფლელსაც'' კი მეძახდნენ. არ მოსწონდათ ჩემი გურული კილო, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. თუ ჩემი ჯგუფელები გართობაზე ფიქრობდნენ, მე ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში ან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ერთხელად ბიცოლაჩემმა სადილად გვიხმო. ქათამი ჰქონდა შემწვარი, დაჭრა თუ არა, თეთრი ხორცი შვილებს თეფშებზე დაულაგა. მერე დესერტად საზამთრო მოიტანა და ყველაზე კარგი ნაჭრებიც შვილების თეფშებზე დააწყო. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ჩემს მშობლებს შევუთვალე, ან ბინას მიქირავებთ და საცხოვრებლად მარტო გადავალ, ან სოფელში დავბრუნდები-მეთქი. დედაჩემი ჩვენი სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ამბობდა, როცა ნატო სწავლას დაამთავრებს, ამ სკოლაში მასწავლებლად მოვაწყობო. მან მამა ბინის დაქირავებაზე დაიყოლია. საბედნიეროდ, მაშინ არ გვიჭირდა და ამის საშუალება გვქონდა.
- დედმამიშვილი გყავთ?
- ჩემი უმცროსი და ქუთაისშია გათხოვილი. 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. ჩემებს ვეხვეწებოდი, სულ მთლად ბავშვია, სახლში წამოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ ჩემმა ძმამ და მამამ ეს არ დაუშვეს, მონატაცების სახელით ცხოვრება გაუჭირდებაო. ჩემი პატარა დაიკო ასე გაიმეტეს. ახლა 22 წლისაა და 3 შვილის დედაა. 17 წლის იყო, როცა უკვე 2 შვილი ჰყავდა. კიდევ კარგი, ნორმალურ ოჯახში მოხვდა და ქმარშიც ასე თუ ისე გაუმართლა.
მამამ ბინა მიქირავა და მარტო ცხოვრება დავიწყე. მშობლები ფულს კი მიგზავნიდნენ, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. ბუღალტერია ვისწავლე. ყოველ საღამოს ჩემს მეზობელთან ერთად ინგლისურს ვმეცადინეობდი და ეს ენაც ავითვისე. დედაჩემს იმედები კი გავუცრუვე, როცა ვუთხარი სოფელში აღარ დავბრუნდები და სკოლაში მასწავლებლად არ ვიმუშავებ-მეთქი. მას შემდეგ დავმკვიდრდი თბილისში და ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი. თუმცა ბოლომდე ასე მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 32 წლის ქალი ვარ, მაქვს საკუთარი ოროთახიანი ბინა, სამსახური და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ, მაინც ვერ ვიქცევი ისე, როგორც მსურს.
- რას გულისხმობთ?
- ბოლო ორი წელია ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობ, მაგრამ როცა ვუღმავდები, ამას რა რეაქცია მოჰყვება ჩემი ოჯახისა და ახლობლების მხრიდან, გული ისე მიჩქარდება, წამალი თუ არ დავლიე, ვერ ვმშვიდდები. რასაკვირველია, ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში არაერთი მამაკაცი იყო, რომლებთანაც შემეძლო ოჯახი შემექმნა, მაგრამ არ მოვინდომე. ვერ წარმომიდგენია გათხოვება მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახი მქონდეს და შვილები კანონიერი მეუღლის გვერდით თანაცხოვრებით გავაჩინო. ეს ხომ ისედაც შეიძლება?! თან, ალბათ არავინ მყვარებია. ან შეიძლება მყვარებია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულდა.
- ისე ლაპარაკობთ, რომ მგონია ვიღაც ძალიან გიყვარდათ...
- კი, ძალიან, ძალიან მიყვარდა. ის ადამიანი სიცოცხლეს მერჩივნა. იდეალური ურთიერთობა გვქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ხანდახან ამდენი სიხარულის მეშინოდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა ის მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ქუჩა გადაკვეთა და თითქმის უკვე ტროტუარზე გადასულს, დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. ადგილზევე გარდაიცვალა თურმე (ტირის)... ვიცოდი, მისნაირად სხვა არასოდეს შემიყვარდებოდა და ასეც მოხდა. იმ ამბის შემდეგ წლები გავიდა და ვერავინ გავიკარე. ახლახან ჩემს ცხოვრებაში ერთი მამაკაცი გამოჩნდა. მას ცოლი და შვილები ჰყავს. ფაქტობრივად, მისი საყვარელი გავხდი, მაგრამ ამას არ ვნანობ. ის ზუსტად ისეთი კაცია, როგორიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მომწონდა. მშვიდად და კარგად ვარ მის გვერდით. ის კარგად ხედავს, რომ მის გარდა არავის მინდა. მითხრა, არ მემეტები იმისათვის, რომ ასე იცხოვრო, შენ ოჯახი და შვილები უნდა გყავდესო. მე კი ვუპასუხე, სიამოვნებით გავაჩენდი შვილს შენგან-მეთქი. უარი არ უთქვამს, მაგრამ მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ეს რომ გაიგონ, მეც მომკლავენ, მასაც და იმ ბავშვსაც, რომელსაც გავაჩენ. არადა, რომ დაუკვირდეთ, რა სისულელეა! ამხელა ქალი ვარ და საკუთარ ცხოვრებას ისე ვერ წარვმართავ, როგორც მინდა, საქართველოში ეს დღემდე მიუღებელი ნაბიჯია. ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, მინდა ვიყო დედა და ბავშვს ვზრდიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ ნაბიჯზე ჩემებს რა რეაქციაც ექნებათ. თქვენ გგონიათ დედა გამიგებს და ან და?! არავითარ შემთხვევაში! არადა წლები გადის, პატარა ხომ აღარ ვარ?! მალე 33 წლის ვხდები. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხანდახან ვამბობ, უნდა მოვიკრიბო ძალა, ჩემებთან სოფელში ჩავიდე, ყველანი დავსვა და ჩემი გადაწყვეტილება გავანდო. მშვიდად ავუხსნა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვბედავ. ძალიან მეშინია, ძალიან... იგივე რეაქცია მაქვს საზოგაოდებაზეც, ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ.

ანა კალანდაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 82 /
ავტობუსი მიდის,მოდის,გაჩერებას აკეთებს
მე ვიქნები რა მამა??? ტელ.ნომერი დაწერე....
10:48 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშა
ამდენი მოგონილი ისტორია ამოუვიდა ხალხს კიდერში,კალანდაძემ იასნია გურულებზე დაწერა ისტორია,თბილისი აუცილებელია ასეთ საკითხში.უქალობის და უკაცობის მარადიული პრობლემა კიდე ჩაამატა და მაგარი სტატიაც გამოვიდა.ისე მე ერტ რამეს დავამატებდი აქ,ამ ქალს მაგარი მანქანაც უნდა ყავდეს,ჩაამატეთ ტეკსტში სადმე
10:01 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარია
რატომ ცოლიანი მამაკაცი? რამდენი ადამიანის უბედურებით გინდათ იყო ბედნიერი?სამყაროში ბუმერანგის კანონი მოქმედებს,არ დაფიქრებულხართ გოგონა რომ შეგეძინოთ და შენნაირმა ქალმა ოჯახი დაუნგრიოს,რას იფიქრებ?მონახე თავისუფალი მამაკაცი და გააჩინე შვილი,შვილი კი არაა შენი პრობლემა,შენი პრობლემა საკუტარი ტავის უპატივცემულობაა!!მე არასოდეს მივცემდი ტავს უფლებას ვინმეს საყვარელი გავმხდარიყავი,ეს დამამცირებელია.....და შენ თუ არ აფასებ თავს,ვისგან ელოდები პატივისცემას?
13:26 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაან
პირველ რიგში ვიტყვი იმას როომ საერთოდ კრიტიკა ადამიანის განსჯა არ მიყვარსს ყველას თავისი ცხოვრებაა აქვს და თავისი მსოფლმხედველობაა გააჩნია ძალიან სწორად მიმაჩნია ის ფაქტი როო გინდათ დედა გახდეთ მაგრამ რა საჩიროაა მაინდამაინცც ესს ცოლიანი კაცისგან გყავდეს ოცდაერტი წლის უკან ეგრე განვითარებული არ იყო მედიცინაა(საქარტველოში)მაგრამ დგეს დგეობით გვაქ იმის საშუალება როო გვაჩინოთ ისე რო არავისსზე ვიყოტ დამოკიდებული და არავის ღრნიდეს სინდისის გრძნობაა მემგონი პირველ რიგში უნდა გააცნობიეროო მამაკაციცც გჭირდება თუ მხოლოდდ დედობაა
23:55 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ყყუუიიუტრკჯკჯკჯკჯ
წადი შენი
21:51 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ოოოოოოოოოოოოო
გააჩინე ნაბიჭვრები რამდენიც განდა, დღეს ეს მოდაშია აბა მოდას ხომ არ ჩამორჩები.
11:28 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
KKKKK
DFFGGHHHჟ
00:20 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
KKK
ყველა ქალი მძულას,ვინც ცოლიანი კაცის საყვარელია....
21:14 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
გადავწყვიტე,ისევ დამეწერა :) აქ ურჩევენ ამ ქალბატონს,-ცოტაა უცოლო კაცები,მათგან გააჩინეო :)))) რა ადვილია ასე ლაპარაკი :) უსიყვარულოდ ,ანგარიშით ბავშვი როგორ უნდა გააჩინოს? ვინც გიყვარს,ბავშვიც მისგან გინდა! არ არის აუცილებელი ოჯახი დაუნგრიოს საყვარელ მამაკაცს. დღემდე არავინ იცის ჩემი შვილის მამა ვინ არის.არც თვითონ(მამას) შეუწუხებია ბავშვზე თავი და არც მე შემიწუხებია მისი ოჯახი.ბავშვი მინდოდა და მყავს,ცხოვრებას აზრი მიეცა.არა და დავრჩებოდი ჩემი დაძმის და მათი შვილების მოსამსახურე.სიბერეში კი ლუკმასაც დამაყვედრიდნენ ალბათ. გააჩინე ჩემო კარგო და ცოტა ხანში ყველაფერი დალაგდება.მითუმეტეს შენი კუთხე გქონია.
19:27 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ჩემო კარგო,შენ რომ გყავს,იმატზე არანაკლებად მკაცრი მამა და ძმა მყავს,მაგრამ რომ გავხდი 30 წლის და ისევ მარტო ვიყავი,მეც ცოლიანი კაცისგან გავაჩინე ბავშვი.არც მიფიქრია მისი ოჯახის დანგრევა.მეც დედა მინდოდა გავმხდარიყავი,როგორც ყველა ნორმალურ ქალს.ახლა 20 წლის ულამაზესი და უჭკვიანესი შვილის დედა ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.არ დაგავიწყდეს,ეს 21 წლის წინ მოხდა და გადავიტანე ბევრი უსიამოვნობა.ახლა კი ყველა მეუნბნება,რომ კარგად მოვიქეცი.ჩემი მამიკოც კი,რომელსაც თავს ურჩევნია ჩემი ლიკა :) არ შეგეშინდეს სიძნელეების.იცოდე,რომ ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. ყველას აქვს დედობის უფლება და ასე გაჩენილი ბავშვები ბევრად ჭკვიანები და აზრიანები გამოდიან :) წარმატებებს გისურვებ! გააკეთე ისე,რაც გულით გინდა, არა და მთელი ცხოვრება სანანებლად გაგიხდება.
19:10 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS