10 ოქტომბერი, 2014
''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ...''
''პირველად თბილისში 18 წლის ასაკში ჩამოვედი. მანამდე აქ მხოლოდ პატარაობისას ვყოფილვარ. ბოტკინი მქონდა და თბილისის საავადმყოფოში მიმკურნალეს. მაშინ 3-4 წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. ასე რომ, როცა ვამბობ, საქართველოში ვცხოვრობ და სანამ სტუდენტი არ გავხდი, მანამდე დედაქალაქში არ ვყოფილვარ-მეთქი, მგონი მართალი ვარ. არ მეთანხმებით?!'' - ღიმილით კი დაიწყო საუბარი ნატომ, თუმცა ბოლოს ოთახი აცრემლებულმა დატოვა...

- ნორმალურად ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არც ერთი სამიანი არ მყავდა. ბავშვობიდან მინდოდა დაწყებითი კლასის პედაგოგი ვყოფილიყავი,
მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შევიცვალე. მეოთხე კურსზე სკოლებში პრაქტიკა გავიარეთ და მაშინ მივხვდი, რომ ჩემგან პედაგოგი არ დადგებოდა. როცა ვხედავდი, რომ ბავშვი ზარმაცობდა და გაკვეთილს არ სწავლობდა, ისე განვიცდიდი, მთელი ღამე არ მეძინა. ყველა მეუბნებოდა, მასწავლებელი რომ გახდები, ამდენს აღარ ინერვიულებ, შეეჩვევიო, მაგრამ გულგრილობა ჩემს ხასიათში არ დევს. სწავლაზე და საერთოდ, ამ პროფესიაზე გული ამიცრუვდა. უმაღლესი კი დავამთავრე, მაგრამ სკოლაში მუშაობის დაწყებას არ ვაპირებდი.
- სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ცხოვრობდით?
- როცა ჩავაბარე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბიძაჩემის ოჯახში მიმიყვანეს, მაგრამ იქ ერთი წელიც ვერ გავჩერდი. ორი ბიძაშვილი მყავს და მათთან ერთად ვიყავი ოთახში. თუმცა თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი ბიძაშვილები ამრეზით მიყურებდნენ, მგონი, ერთმანეთში ''სოფლელსაც'' კი მეძახდნენ. არ მოსწონდათ ჩემი გურული კილო, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. თუ ჩემი ჯგუფელები გართობაზე ფიქრობდნენ, მე ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში ან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ერთხელად ბიცოლაჩემმა სადილად გვიხმო. ქათამი ჰქონდა შემწვარი, დაჭრა თუ არა, თეთრი ხორცი შვილებს თეფშებზე დაულაგა. მერე დესერტად საზამთრო მოიტანა და ყველაზე კარგი ნაჭრებიც შვილების თეფშებზე დააწყო. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ჩემს მშობლებს შევუთვალე, ან ბინას მიქირავებთ და საცხოვრებლად მარტო გადავალ, ან სოფელში დავბრუნდები-მეთქი. დედაჩემი ჩვენი სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ამბობდა, როცა ნატო სწავლას დაამთავრებს, ამ სკოლაში მასწავლებლად მოვაწყობო. მან მამა ბინის დაქირავებაზე დაიყოლია. საბედნიეროდ, მაშინ არ გვიჭირდა და ამის საშუალება გვქონდა.
- დედმამიშვილი გყავთ?
- ჩემი უმცროსი და ქუთაისშია გათხოვილი. 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. ჩემებს ვეხვეწებოდი, სულ მთლად ბავშვია, სახლში წამოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ ჩემმა ძმამ და მამამ ეს არ დაუშვეს, მონატაცების სახელით ცხოვრება გაუჭირდებაო. ჩემი პატარა დაიკო ასე გაიმეტეს. ახლა 22 წლისაა და 3 შვილის დედაა. 17 წლის იყო, როცა უკვე 2 შვილი ჰყავდა. კიდევ კარგი, ნორმალურ ოჯახში მოხვდა და ქმარშიც ასე თუ ისე გაუმართლა.
მამამ ბინა მიქირავა და მარტო ცხოვრება დავიწყე. მშობლები ფულს კი მიგზავნიდნენ, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. ბუღალტერია ვისწავლე. ყოველ საღამოს ჩემს მეზობელთან ერთად ინგლისურს ვმეცადინეობდი და ეს ენაც ავითვისე. დედაჩემს იმედები კი გავუცრუვე, როცა ვუთხარი სოფელში აღარ დავბრუნდები და სკოლაში მასწავლებლად არ ვიმუშავებ-მეთქი. მას შემდეგ დავმკვიდრდი თბილისში და ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი. თუმცა ბოლომდე ასე მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 32 წლის ქალი ვარ, მაქვს საკუთარი ოროთახიანი ბინა, სამსახური და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ, მაინც ვერ ვიქცევი ისე, როგორც მსურს.
- რას გულისხმობთ?
- ბოლო ორი წელია ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობ, მაგრამ როცა ვუღმავდები, ამას რა რეაქცია მოჰყვება ჩემი ოჯახისა და ახლობლების მხრიდან, გული ისე მიჩქარდება, წამალი თუ არ დავლიე, ვერ ვმშვიდდები. რასაკვირველია, ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში არაერთი მამაკაცი იყო, რომლებთანაც შემეძლო ოჯახი შემექმნა, მაგრამ არ მოვინდომე. ვერ წარმომიდგენია გათხოვება მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახი მქონდეს და შვილები კანონიერი მეუღლის გვერდით თანაცხოვრებით გავაჩინო. ეს ხომ ისედაც შეიძლება?! თან, ალბათ არავინ მყვარებია. ან შეიძლება მყვარებია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულდა.
- ისე ლაპარაკობთ, რომ მგონია ვიღაც ძალიან გიყვარდათ...
- კი, ძალიან, ძალიან მიყვარდა. ის ადამიანი სიცოცხლეს მერჩივნა. იდეალური ურთიერთობა გვქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ხანდახან ამდენი სიხარულის მეშინოდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა ის მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ქუჩა გადაკვეთა და თითქმის უკვე ტროტუარზე გადასულს, დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. ადგილზევე გარდაიცვალა თურმე (ტირის)... ვიცოდი, მისნაირად სხვა არასოდეს შემიყვარდებოდა და ასეც მოხდა. იმ ამბის შემდეგ წლები გავიდა და ვერავინ გავიკარე. ახლახან ჩემს ცხოვრებაში ერთი მამაკაცი გამოჩნდა. მას ცოლი და შვილები ჰყავს. ფაქტობრივად, მისი საყვარელი გავხდი, მაგრამ ამას არ ვნანობ. ის ზუსტად ისეთი კაცია, როგორიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მომწონდა. მშვიდად და კარგად ვარ მის გვერდით. ის კარგად ხედავს, რომ მის გარდა არავის მინდა. მითხრა, არ მემეტები იმისათვის, რომ ასე იცხოვრო, შენ ოჯახი და შვილები უნდა გყავდესო. მე კი ვუპასუხე, სიამოვნებით გავაჩენდი შვილს შენგან-მეთქი. უარი არ უთქვამს, მაგრამ მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ეს რომ გაიგონ, მეც მომკლავენ, მასაც და იმ ბავშვსაც, რომელსაც გავაჩენ. არადა, რომ დაუკვირდეთ, რა სისულელეა! ამხელა ქალი ვარ და საკუთარ ცხოვრებას ისე ვერ წარვმართავ, როგორც მინდა, საქართველოში ეს დღემდე მიუღებელი ნაბიჯია. ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, მინდა ვიყო დედა და ბავშვს ვზრდიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ ნაბიჯზე ჩემებს რა რეაქციაც ექნებათ. თქვენ გგონიათ დედა გამიგებს და ან და?! არავითარ შემთხვევაში! არადა წლები გადის, პატარა ხომ აღარ ვარ?! მალე 33 წლის ვხდები. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხანდახან ვამბობ, უნდა მოვიკრიბო ძალა, ჩემებთან სოფელში ჩავიდე, ყველანი დავსვა და ჩემი გადაწყვეტილება გავანდო. მშვიდად ავუხსნა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვბედავ. ძალიან მეშინია, ძალიან... იგივე რეაქცია მაქვს საზოგაოდებაზეც, ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ.

ანა კალანდაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 82 /
ბუწკალა
ვაიმეე კარგით რა მართლა გადავირევი ეხალა.მე თქვენზე ისეთი პატარა ვარ თქვებობით უნდა გელაპარაკებოდეთ და მე ვცხოვრობ დამოუკიდებლად.უნდა გადადგათ ეგ ნაბიჯი.რში გაინტერესებთ სხვა რას იფიქრებს ის სხვა გარჩენთ,გეფერებათ.გულში გიხუტებთ როცა გტკივათ ან გიხარიათ? აი თქვენი შვილი კი ჩაგიხუტებთ და გაგიგებთ.რა აზრი აქვს ისე გააჩენთ ბავშვს თუ დეგენერატი ქმარისგან,რომელსაც ადრე თუ გვიან მაინც დაშორდებით?თქვენმა დამ და ძმამ კი თავიაანთ ოჯახებს მიხედონ.ხოო არ უნდათ თქვენ შვილი გყავდეთ მერე თქვენ ბინას რომელიმეს დაუმტკიცებთ და მაგას დაელოდებიან.გისურვებთ წარმატებას და მალე ბაიას ყოლას :* :*
12:23 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თათია
ადამიანი ეგოისტია, მარტო თავის თავზე ფიქრობს...გიფიქრია, მომავალ ბავშვზე, რომელსაც უნდა რომ სხვებივით ყავდეს დედაც და მამაც. რა დააშავა რომ მთელი ცხოვრება მამის გარეშე უნდა გაიზარდოს.
01:36 / 18-10-2014
გამოხმაურება / 0 /
აბა
ყველაზე კარგი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერებაა.
17:49 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
teona
Ra tqma unda uleba gaqvt ikot deda da es aravis ar unda kitot tqvens asakshi mitumetes ufleba qaqvt vinc tqventvis sakvareli adamiania imisgan gkavdet shvili
17:21 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მამ
შვილის ყოლის უფლება ყველას აქვს, რა ქნას ადამიანმა თუ ცხოვრებაში მეორე ნახევარი ვერ იპოვა ამიტომ უსშვილოდ ცავიდეს ამ ცხოვრებიდან?, რამდენი მე ვარიანტია ტექნოლოგიები წინ ცავიდა, თავისუფლად შეიძლება ოფიციალურად როგორც სინჯარის ბავშვი ისე გაფორმდეს ზოგიერთმა დეგენერატებმა ნაბიჭვარი რომ არ უძახონ, ასევე შენ მეგობართან გაარკვიე შეუძლია თუ არა ბავშვა რომ გვარი მისცეს, დრო რომ გავა ძალიან ინანებ რომ შვილი არ გააჩინე,
14:41 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ჩემი აზრით ისე უნდა მოიქცეთ როგორც ფიქრობთ ყველას აქვს დედობის უფლება,ასე რომ ვის ეკითხებით აზრს?წარმატებებს გისურვებთ იყავით ბედნიერი.
19:17 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
იცი რა? ძნელია შენი იისტორიის მოსნენა,ცჰემი აზრით არავის აქვს შენი განსჯის უფლება ზრდასრული ადამიანი ხარ და შენს ცხოვრებას სჰენ ტიტონ უნდა მიხედო,ყველა ქალს აქვს დედობის უფლება,დროულათ მიიგეთ გადაწყვეთილება.მტავარია გარისკო ყველაფერი კარგად იქნება..
19:12 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
რა პარისევლობაა,გისურვებ მალე დედა გამხდარიკავი და მისტამებზე,ახლა გავაპრენ.ერტს დეტკვით ბოზებო გააჯვით
16:40 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
მოგბეზრდა ბოზობა და ახალი გასარტობი გინდაა,და ეს ბავშვია?ასეტ ი კარგი ოჯახიდან ტუ ხარ რამ აგაცანცარა?დგეს კველაპერი ხდება და მოდი მეც არ ჩამოვრცეო გადაცკვიტე?გონს მოეგე და ისე იცხოვრე როგორც დედაშენმა.ოჯახი გინდა ტბილი და დალაგდება ისე კველაპერი.მარტო ბავშვს ვერ გაზრდი,აგზრდი და არჩენ.კაცის სითბო რომ დაგაკლდება ახალ საკვარელს იპოვი?და ეგაა ცხოვრება?თუ სე პიკრობ იდიოტი ხარ და მეც ტკუილად გამაცდინე
16:35 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
@
ეგოისტი ნუ იქნები, შენ კი გინდა ბავშვი, მაგრამ ბავშვს უნდა მამა. შენ კი იქნები ბედნიერი, მაგრამ ბავშვს რომ ნაბიჭვარს დაუძახებენ, ის თუ იქნება ბედნიერი, ამაზე გიფიქრია?!!! საერთოდ, ამ ასაკში ოჯახის შექმნა ძალიან რთულია. ქალმა აიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება და არ უნდა ამ თავისუფლების დაკარგვა, სხვაზე (ქმარზე) ზრუნვა,-აი, ეგაა პრობლემა. როგორც გარშემო ვხედავ, ეს მართლაც დიდი პრობლემაა, გათხოვება უნდათ, მაგრამ თან არ უნდათ :) არ მითხრათ ახლა, სადაა ნორმალური კაციო. რამდენიც გინდათ !
15:49 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS