10 ოქტომბერი, 2014
''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ...''
''პირველად თბილისში 18 წლის ასაკში ჩამოვედი. მანამდე აქ მხოლოდ პატარაობისას ვყოფილვარ. ბოტკინი მქონდა და თბილისის საავადმყოფოში მიმკურნალეს. მაშინ 3-4 წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. ასე რომ, როცა ვამბობ, საქართველოში ვცხოვრობ და სანამ სტუდენტი არ გავხდი, მანამდე დედაქალაქში არ ვყოფილვარ-მეთქი, მგონი მართალი ვარ. არ მეთანხმებით?!'' - ღიმილით კი დაიწყო საუბარი ნატომ, თუმცა ბოლოს ოთახი აცრემლებულმა დატოვა...

- ნორმალურად ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არც ერთი სამიანი არ მყავდა. ბავშვობიდან მინდოდა დაწყებითი კლასის პედაგოგი ვყოფილიყავი,
მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შევიცვალე. მეოთხე კურსზე სკოლებში პრაქტიკა გავიარეთ და მაშინ მივხვდი, რომ ჩემგან პედაგოგი არ დადგებოდა. როცა ვხედავდი, რომ ბავშვი ზარმაცობდა და გაკვეთილს არ სწავლობდა, ისე განვიცდიდი, მთელი ღამე არ მეძინა. ყველა მეუბნებოდა, მასწავლებელი რომ გახდები, ამდენს აღარ ინერვიულებ, შეეჩვევიო, მაგრამ გულგრილობა ჩემს ხასიათში არ დევს. სწავლაზე და საერთოდ, ამ პროფესიაზე გული ამიცრუვდა. უმაღლესი კი დავამთავრე, მაგრამ სკოლაში მუშაობის დაწყებას არ ვაპირებდი.
- სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ცხოვრობდით?
- როცა ჩავაბარე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბიძაჩემის ოჯახში მიმიყვანეს, მაგრამ იქ ერთი წელიც ვერ გავჩერდი. ორი ბიძაშვილი მყავს და მათთან ერთად ვიყავი ოთახში. თუმცა თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი ბიძაშვილები ამრეზით მიყურებდნენ, მგონი, ერთმანეთში ''სოფლელსაც'' კი მეძახდნენ. არ მოსწონდათ ჩემი გურული კილო, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. თუ ჩემი ჯგუფელები გართობაზე ფიქრობდნენ, მე ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში ან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ერთხელად ბიცოლაჩემმა სადილად გვიხმო. ქათამი ჰქონდა შემწვარი, დაჭრა თუ არა, თეთრი ხორცი შვილებს თეფშებზე დაულაგა. მერე დესერტად საზამთრო მოიტანა და ყველაზე კარგი ნაჭრებიც შვილების თეფშებზე დააწყო. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ჩემს მშობლებს შევუთვალე, ან ბინას მიქირავებთ და საცხოვრებლად მარტო გადავალ, ან სოფელში დავბრუნდები-მეთქი. დედაჩემი ჩვენი სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ამბობდა, როცა ნატო სწავლას დაამთავრებს, ამ სკოლაში მასწავლებლად მოვაწყობო. მან მამა ბინის დაქირავებაზე დაიყოლია. საბედნიეროდ, მაშინ არ გვიჭირდა და ამის საშუალება გვქონდა.
- დედმამიშვილი გყავთ?
- ჩემი უმცროსი და ქუთაისშია გათხოვილი. 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. ჩემებს ვეხვეწებოდი, სულ მთლად ბავშვია, სახლში წამოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ ჩემმა ძმამ და მამამ ეს არ დაუშვეს, მონატაცების სახელით ცხოვრება გაუჭირდებაო. ჩემი პატარა დაიკო ასე გაიმეტეს. ახლა 22 წლისაა და 3 შვილის დედაა. 17 წლის იყო, როცა უკვე 2 შვილი ჰყავდა. კიდევ კარგი, ნორმალურ ოჯახში მოხვდა და ქმარშიც ასე თუ ისე გაუმართლა.
მამამ ბინა მიქირავა და მარტო ცხოვრება დავიწყე. მშობლები ფულს კი მიგზავნიდნენ, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. ბუღალტერია ვისწავლე. ყოველ საღამოს ჩემს მეზობელთან ერთად ინგლისურს ვმეცადინეობდი და ეს ენაც ავითვისე. დედაჩემს იმედები კი გავუცრუვე, როცა ვუთხარი სოფელში აღარ დავბრუნდები და სკოლაში მასწავლებლად არ ვიმუშავებ-მეთქი. მას შემდეგ დავმკვიდრდი თბილისში და ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი. თუმცა ბოლომდე ასე მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 32 წლის ქალი ვარ, მაქვს საკუთარი ოროთახიანი ბინა, სამსახური და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ, მაინც ვერ ვიქცევი ისე, როგორც მსურს.
- რას გულისხმობთ?
- ბოლო ორი წელია ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობ, მაგრამ როცა ვუღმავდები, ამას რა რეაქცია მოჰყვება ჩემი ოჯახისა და ახლობლების მხრიდან, გული ისე მიჩქარდება, წამალი თუ არ დავლიე, ვერ ვმშვიდდები. რასაკვირველია, ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში არაერთი მამაკაცი იყო, რომლებთანაც შემეძლო ოჯახი შემექმნა, მაგრამ არ მოვინდომე. ვერ წარმომიდგენია გათხოვება მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახი მქონდეს და შვილები კანონიერი მეუღლის გვერდით თანაცხოვრებით გავაჩინო. ეს ხომ ისედაც შეიძლება?! თან, ალბათ არავინ მყვარებია. ან შეიძლება მყვარებია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულდა.
- ისე ლაპარაკობთ, რომ მგონია ვიღაც ძალიან გიყვარდათ...
- კი, ძალიან, ძალიან მიყვარდა. ის ადამიანი სიცოცხლეს მერჩივნა. იდეალური ურთიერთობა გვქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ხანდახან ამდენი სიხარულის მეშინოდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა ის მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ქუჩა გადაკვეთა და თითქმის უკვე ტროტუარზე გადასულს, დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. ადგილზევე გარდაიცვალა თურმე (ტირის)... ვიცოდი, მისნაირად სხვა არასოდეს შემიყვარდებოდა და ასეც მოხდა. იმ ამბის შემდეგ წლები გავიდა და ვერავინ გავიკარე. ახლახან ჩემს ცხოვრებაში ერთი მამაკაცი გამოჩნდა. მას ცოლი და შვილები ჰყავს. ფაქტობრივად, მისი საყვარელი გავხდი, მაგრამ ამას არ ვნანობ. ის ზუსტად ისეთი კაცია, როგორიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მომწონდა. მშვიდად და კარგად ვარ მის გვერდით. ის კარგად ხედავს, რომ მის გარდა არავის მინდა. მითხრა, არ მემეტები იმისათვის, რომ ასე იცხოვრო, შენ ოჯახი და შვილები უნდა გყავდესო. მე კი ვუპასუხე, სიამოვნებით გავაჩენდი შვილს შენგან-მეთქი. უარი არ უთქვამს, მაგრამ მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ეს რომ გაიგონ, მეც მომკლავენ, მასაც და იმ ბავშვსაც, რომელსაც გავაჩენ. არადა, რომ დაუკვირდეთ, რა სისულელეა! ამხელა ქალი ვარ და საკუთარ ცხოვრებას ისე ვერ წარვმართავ, როგორც მინდა, საქართველოში ეს დღემდე მიუღებელი ნაბიჯია. ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, მინდა ვიყო დედა და ბავშვს ვზრდიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ ნაბიჯზე ჩემებს რა რეაქციაც ექნებათ. თქვენ გგონიათ დედა გამიგებს და ან და?! არავითარ შემთხვევაში! არადა წლები გადის, პატარა ხომ აღარ ვარ?! მალე 33 წლის ვხდები. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხანდახან ვამბობ, უნდა მოვიკრიბო ძალა, ჩემებთან სოფელში ჩავიდე, ყველანი დავსვა და ჩემი გადაწყვეტილება გავანდო. მშვიდად ავუხსნა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვბედავ. ძალიან მეშინია, ძალიან... იგივე რეაქცია მაქვს საზოგაოდებაზეც, ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ.

ანა კალანდაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 82 /
ეკა
ბავშვის გაჩენა კარგია თუმცა არაა ადვილი ეგ ბოლო გზაა.იქნებ ოჯახის შექმნა მაინც გეფიქრა.იმიტომ რომ ბავშვი გაიზრდება და შენ მარტო დარჩები.შენი ტკივილის გამზიარებელი არ გეყოლება არავინ.მეუღღე მშვენიერი სიტყვაა დაუკვირდი.თუმცა უშვილოდ დარჩენას არ გისურვებ შენი გადაწყვეტილებაა.და უკეთესი რა იქნება დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე.იქნებ მოვიდეს სიყვარული რა იცი?
06:36 / 18-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
27 წლის ვარ და ერთხელაც არ მყვარებია, ურთიერთობები არ გამომდის, ამიტომ ეჭვი მეპარება რომ ოდესმე ოჯახს შევქმნი. ხშირად მითქვამს ოჯახის წევრებისთვის ხუმრობით: თუ ვერ გავთხოვდი (არ გავთხოვდი-ს ვერ ვეტყვი) ბავშვს მაინც გავაჩენ აუცილებლადთქო, არ აქვთ უარყოფითი რეაქცია, თუმცა სერიოზულად რომ ვთქვა არ ვიცი რას იტყვიან. რაიონში ვცხოვრობ და ვიცი რომ საზოგადოებას ისეთი რეაქცია ექნება ოჯახისთვისაც რთული ასატანი იქნება და თავად ბავშვისთვისაც, მაგრამ მე ვთვლი რომ ყველა ქალს აქვს დედობის უფლება თუ ამის სურვილი გააჩნია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხვის აზრს.
20:13 / 17-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ღმერთმა ხელი მოგიმართოს! აბა უშვილოდ რატომ უნდა დაბერდე?!
18:26 / 17-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გააჩინე შვილი, რაში გაინტერესებს ქალთადამაკნინებელი საზოგადოების დაობებული აზრები?!
16:25 / 17-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ჩემო კარგო არ თქვა უარი შვილის გაჩენაზე,უფრო მერტიც ძალა მოიკრიბე და შეეცადე შენ მშობლებს უთხრა შენი გადაწყვეტილების შესახებ.არ ხარ ვალდებული ვინმეს რამე აუხსნა! ვიმეორებ არ ხარ ვალდებული!მშობლებმა პატივი უნდა სცენ შენს გადაწყვეტილებას. მთავარია ვინმეს ოჯახი არ დაუნგრიო! დანარჩენი შენი ნებაა.მთელი გულით გისურვებ ბედნიერ დედობას.მე ფსიქოლოგი ვარ და ამ კუთხით თუ ჩემი დახმარება დაგჭირდება შენს გვერდით მიგულე.
12:28 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
რა თქმა უნდა,თუკი ადამიანს შვილის გაჩენა უნდა,ვის აქვს უფლება გაკიცხვის!???ქალს დედობა უნდოდეს და ვინმე ამაზე ქილოკობდეს!???ყველა ადამიანმა ისე უნდა მოიწყოს ცხოვრება,როგორც მას თვითონ სურს და არ არის ანგარიშვალდებული სხვებს სთხოვოს ამისთვის უფლების მიცემა!მე მყავს ბიძაშვილი გოგო,რომელიც უკვე 50 წლისაა და მხოლოდ იმიტომ, შვილი უნდოდა და ვერ გააჩინა,რადგან ეშინოდა და სცხვენოდა ხალხის შეფასების,ახლა მისი ორგანიზმი მთლიანად დაავადებულია!ხან რა სტკივა და ხან რა,განსაკუთრებით ქალური დაავადებები აწუხებს!ნანობს,და იცით როგორ ნანობს,რომ შვილი არ გააჩინა,და ვიღაც-ვიღაცეების ჭორაობის და გაკიცხვის გულისთვის,ქალისთვის ყველაზე სანუკვარ და ყველაზე დიდ ოცნებაზე და თუ გნებავთ,მოვალეობაზე,როგორც შვილის გაჩენაა,უარი თქვა!თქვენც არ ჩაიდინოთ ეს შეცდომა და უარი არ თქვათ შვილის ყოლაზე!მთავარია სხვას ოჯახი არ დაუნგრიოთ,ვინმე იძულებით არ გახადოთ თქვენი სურვილის მსხვერპლი და ამორალობა არ ჩაიდინოთ!ღმერთიც გიშველით!
09:50 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
nini
Raga mainc coliani kacis sakvateli any bozi gaxdi, ucoloebi agar arsebiben? Unamuso bozi xar, shvili Tu ginda, an ucolo naxe da an xelivnuri ganakopierebas mimarte. Sxvis ojaxs angrev, bozi xar
21:22 / 24-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
იცით ზოგიერთი თქვენგანის რა ვერ გავიგე,მაინც და მაინც ქორწინწბიდან რატო უნდა გააჩინოს შვილი?იმიტომ რო ბავშვს ოფიციალური მამა ყავდეს?და რომ ეუბნევით მარტო საკუთარ თავზე ფიქრობო და მშობლებზე არავო,თქვენ როგორ ფიქრობთ ნატოს მშობლები და ძმა მარტო თავიიაანთ თავზე არ ფიქრობდნენ როცა 14 წლის მოტაცებული შვილი არ წამოიყვანეს მხოლოდ იმიტომ,რომ ხალხი რას იტყოდა????
21:46 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კატ
სად არის ეგ სრულფასოვანი ოჯახი?დასანგრევი მაინც დაინგრევა,ამიტომ გააჩინე და შვილი მაინც გეყოლება,არა მგონია შენ იყო მიზეზი ამ აჯოხასი დანგრევის,თუ ოდესმე დაინგრა,ვიზგანაც გინდა სწორედ იმისგან უნდა გააჩინო შვილი..მშობლებს და ძმას რაც შეეხება,მაგათ თავიანთი ცხოვრება ააქვთ და მიხედონ თავიანთ ცხოვრებას,შენ კი წარმატებას გისურვებ
11:42 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
mistersexmaster
bavshvs schirdeba dedac da mamac gasagebia?? ase rom gatxovdi normalur tipze da geyoleba shvilic da shvilebic kidec
07:33 / 22-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS