06 ოქტომბერი, 2014
''20 წლით უმცროსი გოგონას სიყვარულის გამო, პედოფილი რატომ უნდა მიწოდოთ...''
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის ცხოვრებაში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დამდგარა, თუმცა იღბალი მას ნამდვილად სჭირდებოდა... ვინ და რამ მიიყვანა თორნიკე დეპრესიამდე, როგორ დაენგრა ოჯახი და რატომ ტიროდა მამაკაცი სხვის ქორწილში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთი ჩხუბის გამო გადავწყვიტე და ცოლს გავშორდი. მას დავუტოვე სახლი, მანქანა, ავეჯი, ძაღლი. ბინიდან საკუთარი ტანსაცმელიც კი არ წამომიღია. შეიძლება უცნაური ხასიათი მაქვს, მაგრამ დიდხანს შემიძლია მოთმენა, თუმცა როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, აღარასოდეს შევცვლი.

ეს ჩემმა მეუღლემაც იცოდა, ალბათ ამიტომ
აღარ უთხოვია უკან დაბრუნება. ან იქნებ მასაც აღარ ვუყვარდი და აღარც ვჭირდებოდი. ასე იყო თუ ისე, ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. პირველ რიგში თავშესაფარი მქონდა მოსაძებნი. სასტუმრო ძვირი დამიჯდებოდა, დახმარებისთვის ისევ მეგობრებს მივაკითხე. ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი ბინა შემომთავაზა.

თვითონ იქ არ ცხოვრობდა. ხელოსნები მის ბინაში რემონტს აკეთებდნენ, მითხრა ერთი ოთახი უკვე დამთავრებულია, შენ იქ დაბინავდი, თან ყურადღებას მიაქცევ, მუშებმა არ დალიონ არ სამუშაო არ გააცდინონო. თავისუფლების მოედანზე, ძველი პარლამენტის შენობის უკან, ხუთ ოთახიანში ცხოვრება, ნამდვილად არ იყო ურიგო. ჩემი მცირედი დანაზოგით პირადი ნივთები შევიძინე და ახალ საცხოვრებელს მივაკითხე.

არ ვიცი სხვა მამაკაცები ასეთ დროს რას გრძნობენ, მე კი ხარბად ვსუნთქავდი ჰაერს, ქუჩებში უმისამართოდ ხეტიალი მსიამოვნებდა და ყველაფერი რაც ჩემს გარშემო იყო, ახალი და ლამაზი მეჩვენებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფლებით ვტკბებოდი.
- როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ოჯახის დანგრევის შემდეგ, ჯერ ეიფორიაა, დეპრესია მოგვიანებით იწყება.
- დეპრესია ნამდვილად დამეწყო, ამის მიზეზი ქალი იყო, მაგრამ არა ჩემი ყოფილი მეუღლე. ერთ საღამოს სადღაც პატარა კაფე-ბარში შემომაღამდა. ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ვიჯექი, სასმელს ვწრუპავდი და ქუჩაში ვიყურებოდი. ჩემს გვერდით ახლოს მაგიდასთან ახალგაზრდები ისხდნენ. ათას სისულელეს ყვებოდნენ, მათ ამბებში სასაცილო თითქოს არაფერი იყო, მაგრამ თვითონ გულიანად ხარხარებდნენ და მათ სიცილზე მეც მეღიმებოდა. მათი ასაკი და განწყობა, ალბათ ყველას თეთრი შურით გვშურს. მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით მაგიდიდან ერთი გოგონა დაჟინებით მიყურებდა, ხშირად ისწორებდა თმას და ტუჩსაცხს. რამდენჯერმე შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, მზერა ქუჩისკენ გადავიტანე, არ მინდოდა ჩემი ყურადღება შეემჩნია.
- რატომ?
- ის 22-23 წლის იქნებოდა, მე კი მალე 40 უნდა შემსრულებოდა. არადა ისეთი ლამაზი იყო... მის მზერას ვეღარ გავუძელი, ანგარიში მოვითხოვე და ქუჩაში გამოვედი. ჩემს ახალ ბინამდე სულ ორი გაჩერება იყო და ფეხით გავლა ვამჯობინე. ფიქრებში გართული ის მივადექი სადარბაზოს, ზურგს უკან ადევნებული სილუეტი არც კი შემინიშნავს. ნაბიჯების ხმა მხოლოდ კიბეებზე გავიგონე. უკან მივიხედე, ის გოგონა იყო, ახალგაზრდა და ძალიან მომხიბვლელი. გაოცებულმა შევხედე და თან გამეღიმა - თქვენ, მე გამომყევით? - ვკითხე დაბნეულა. გოგონამ ერთანს მიყურა - თქვენ ისეთი სიმპათიური ხართ, თანაც მორცხვი, ვიფიქრე ქუჩაში არავინ აწყენინოს-თქო - მიპასუხა და გაიღიმა. მას დახეული ჯინსები ეცვა, თეთრი მაისური, წინ საქამრის ბალთასთან ჩატანებული.

გრძელი ქერა და ოდნავ ტალღოვანი თმა ჰქონდა. მაჯაზე და თითებზე მეტალის რგოლები ეკეთა და ისეთ სრულყოფილ სილამაზეს ასხივებდა. საკუთარი გარეგნობის შემრცხვა. მის სიტყვებზე ხმამაღლა გამეცინა, უფრო სწორად განგებ გავიცინე, რადგან არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. - რადგან ასეთი მორიდებულ ხართ, ალბათ ყავაზეც ვერ დამპატიჟებთ, რას იტყვიან მეზობლები, არა? - ბოლო წინადადება თითქმის ჩურჩული წარმოთქვა და ხელი აიქნია - ახლა წავალ, ღამე მშვიდობისა. - მომეჩვენა, სანამ შეტრიალდებოდა ხმა გაებზარა და მისი ერთი შეხედვით თავქარიანი მხიარულება სევდამ შეცვალა.

ის მიდიოდა, ჯერ კიდევ მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა, მე კი გაქვავებული ვიდექი. სისხლი საფეთქლებზე მაწვებოდა და ჩემს წინ ვეღარაფეს ვამჩნევდი. რა წამს მივიღე გადაწყვეტილება, უკან გამოვდევნებოდი, არ მახსოვს. როცა სახეზე ცივი ჰაერი ვიგრძენი, მაშინ მივხვდი რომ ქუჩაში ვიყავი და მას მივდევდი. ხან ვის დავეჯახე, ხან ვინ გავაჩერე. იმედი მქონდა დავეწეოდი, შემომხედავდა, გამიღიმებდა, მერე რაც მხდებოდა მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მაგრამ ვერ ვიპოვე...

- მას შემდეგ აღარ გინახავთ?
- ყველ საღამოს იმ ბარში მივდიოდი, გვიან ღამემდე ვიჯექი და ქუჩას გავჩერებოდი, იმედი მქონდა ის შემოაღებდა კარს და შემოვიდოდა, როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ დამენახა, როგორ მინდოდა ის ღამე დაბრუნებულიყო, როცა ფეხაკრებით ქუჩაში უკან მომყვებოდა, მაგრამ ამაოდ... ცხოვრება კი გრძელდება, მიუხედავად შენი სულიერი მდგომარეობისა იძულებული ხარ იმუშაო, ჭამო, დაიძინო. ერთ დღესაც მანქანით ძველ ქოწინების სახლთან ჩავიარე. როგორც ყოველთვის საცობი იყო, სვლა შევანელე და ინსტიქტურად გვერდით გავიხედე. ხალხი ირეოდა. გარეთ რამდენიმე წყვილი იდგა, ნეფე-დედოფლები თავის რიგს ელოდებოდნენ. ისე უბრალოდ გადავავლე თეთრკაბიანებს თვალი და ... გარშემო ყველაფერი ბურუსში ჩაიძინა. მხოლოდ ერთის სახე დარჩა ზედაპირზე, ის ბრწყინავდა, ბრწინავდა, როგორც ნამდვილი დედოფალი, ის ჩემი დედოფალი იყო. მანქანა შუა გზაში გავაჩერე, გადავედი და მისკენ გავემართე.მივდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი რისთვის. რამდენიმე ნაბიჯიღა მაშორებდა მისგან. გავჩერდი და მივაშტერდი - ''ნეტავ, დამინახოს, ნეტავ შემამჩნიოს'' - ვიმეორებდი გულში. არ მომჩვენებია, ის ჩემსკენ წამოვიდა, მომიახლოვდა და გამიღიმა. ''ჩემი ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როცა ყავაზე არ დაგპატიჟე'' - გამბედაობა მოვიკრიბე, რომ ეს სიტყვები მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი. - გილოცავ - ჩავილუღლუღე და შემოვტრიალდი.

ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, რაც შეიძლებოდა მალე ჩავმჯდარიყავი მანქანაში, რომ ჩემი ცრემლები არავის შეემჩნია. ავტომობილს მივუახლოვდი, კარი უნდა გამომეღო და მხარზე შეხება ვიგრძენი. შევტრიალდი. ის იყო - ისევ ისეთი მორცხვი ხარ, არა? - მკითხა და გაიცინა. - კარგი, მაშინ მე დაგპატიჟებ, ჩემს მშობლებთან, ყავაზე. - მითხრა გადაჭრით. - კი მაგრამ ქორწილი? - ამ გოგონას ყოველთვის შეეძლო ჩემი გაოგნება. - ჩემს გარდა პატარძალს კიდევ ორი მეჯვარე ჰყავს, არ მგონია ჩემი წასვლის გამო ვინმემ თავი მოიკლას, შენ კი ცრემლები გახჩობს – გაიცინა ხალისიანად.

იმ დღემ უბედნიერეს კაცად მაქცია, იდეალურ წყვილად ვიქეცით, მაგრამ პრობლემა შემდეგ დაიწყო. რეალურად მეგონა, რომ ყველა გამიგებდა, მაგრამ ძმაკაცები კინაღამ გაგიჟდნენ. ერთ-ერთმა ისიც მითხრა, ჩემი შვილის ასაკის გოგო შეგიყვარდა და ამის შემდეგ სახლში როგორ უნდა შეგიშგვაო. თავზარი დამეცა, 20 წლით უმცროსი გოგონას სიყვარულის გამო, პედოფილი რატომ უნდა მიწოდოთ...

ბაია გამრეკელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
კრაკატუ
...და ამ ყველაფრის გჯერათ?
10:05 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
დგეს შეილება ნამდვილად გიყვარდეს მაგრამ ასაკით ამხელა სხვაობა მაინც თავისას იზავს თანაც ცოტახანში
13:09 / 09-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათო
როგორი მაგრები და თამამები ხართ კომენტარებში,ისაო,ესაო,ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,რა მოხდა მერე თუკი ნამდვილი სიყვარულია,ბედნიერების შანსი ხელიდან არ გაუშვაო... ძალიან მაინტერესებს იგივეს თუ იტყოდით,ბიჭი რომ ყოფილიყო 23 წლის და ქალი 40-ის... აი მერე დარწმუნებული ვარ თქვენი ტოლერანტობა საპნის ბუშტივით გაქრებოდა და ყველა მორალისტებად გადაიქცეოდით...
17:13 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მეგი
კარგი რა ეგეთ ბედნიერებაძე ბრიყვის მეტი უარს ვინ იტყვის,გაუფრთხილდი და დააფასე შენ წინაშე ნამდვილი ქალია,დაიკიდე ვინც ჭკუას დაგარიგებთ,დამიჯერეთ ისიც არ გაუშვებდა მაგ შანს ხელიდან, უბრალოდ მას არ ერგო. იცხოვრე შენი ცხოვრებით, არავის არ მისცე უფლება ჭკუა დაგარიგოთ, უბრალოდ გაიღიმე და უპასიხოთ დატოვეთ რადგან მასეთები სიტყვის ღირსი არაა,ყველა თავისი ცხოვრებით რომ ცხოვრობდეს ამდენი გამწარებული და უბედურიც არ იქნება. მათმა ეს იციან მაგრამ არ აღიარებენ და დროს სხისი ცხოვრების ქექვაში ხარჯავენ,გაუფრთხილდი და იბრძოლე მისთვის ის გზა დააფასე რამაც შენთან მოიყვანა,ასე იშვიათათ ხდება...ლამაზ ცხოვრებას და ჯამრთელ სიცოცხლეს გისურვებთ.
11:43 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ფსიქოლოგი
ნუ, ძალიან გულსამაჩუყებელი ისტორიაა. დარწმუნებული ვარ, მეათეკლასელი, მეოცნებე და რომანტიული გოგონაა მისი ავტორი. იგი ოცნებობს დიდ სიყვარულზე და ამავე დროს მწერლობაზეც აქვს პრეტენზია.
10:01 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველას ჯვარი გეწეროთ და მე კვირაში 18 პარასკევი მაქვს,თუმცა ყოველთვის შემიძლია თავკონტროლი გავუწიო:დ
აჰა,ე.ი თანამოაზრეებიც მყოლია და მართლაც ხუმრობა იქეთ იყოს,დარწმუნებული ვარ ბევრი ფიქრობს ჩემსავით (ცოტა შედარებით სიღრმისეულად მოფიქრალი ხალხი)... სიყვარული მართლა ერთხელ მოდის როგორც ჩანს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აღარც მიდის შესაბამისად.ოღონდ საუბარი მაქვს ნამდვილ,სხვანაირ,აი "ქე რო" სახელს ვერავინ არქმევს,უტოპიური,მარადიული,შექსპირისეული (საუბედუროდ მაგის უნარი ყველას არ გააჩნია- ძალიან კეთილიც უნდა იყოს ადამიანი და იმავდროულად გაბედული.ჭკვიანიც და გიჟიც ერთდროულად).. მე 34ის ვარ და დღითიდღე ვრწმუნდები რომ ასეა,ასე ვიფიქრებ ალბათ 60 წლის ასაკშიც.. ვინც ამტკიცებს იგივეს სხვათაშორის ბოლომდე ვერ ასაბუთებენ რატომ ერთხელ და არა ორჯერ ან ოთხჯერ.. იცით რატომ ?! იმიტომ კი არა რო ვითომ მორალ-ზნეობის და რწმენა-მოშიშეობის საკითხია. არა ! უბრალოდ, დიდ,ნამდვილ,სუფთა,ჭეშმარიტ სიყვარულს იმხელა დრო და ენერგია მიაქვს ჩვენი ცხოვრებისა,იმდენ ძალას გვართმევს (თუმცა ნებაყოფლობით),ისეთი ამოუწურავი და შეუცნობელია...... "იტოგში", განა რამდენ ხანს (რამდენჯერ) ვცხოვრობთ ამ ქვეყნად რომ მეორეჯერ გაქაჩო ?!-შანსი არ არის არა. თუმცაღა,აქვე ვიტყვი: ვნება,გატაცება და მსგავსი რიგის მიწიერი გრძნობები იცოცხლე,რამდენიც გენებოთ.......
00:43 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ესეც ილუზიებში იმყოფება ნაღდად...
"როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ოჯახის დანგრევის შემდეგ, ჯერ ეიფორიაა, დეპრესია მოგვიანებით იწყება." ---- შე ცანცარა,ეგ როცა გტოვებენ თორემ ისე დეპრესია კი არა ნამდვილი შვება და კაიფია !!! ისე,ბოდიში მომითხოვია და ახლა,უცბად გამიელვა ამ აზრმა- ნამდვილი სიყვარული უეჭველად ერთხელ მოდის (ბევრ ადამიანთან საერთოდ არ !) ცხოვრებაში, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი ურთიერთობა თუ სიმპათია-ფლირტაობა არის მცდელობა იმისა რომ შეიქმნა შენ თავადვე, საკუთარი თავისთვის (ერთგვარი ეგო ს დაკმაყოფილება) ილუზია,ვითომ შეყვარებული ხარ- აბა ცხოვრება ხომ უნდა გაილამაზო,გაიფერადო,უბრალოდ გახალისდე,ეულად და მარტოსულად არ იგრძნო თავი .........
21:25 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
____ _____ _____
ისა,ბაია გენაცვალე ცოტა აზრი დააყოლე ხოლმე შენს ზღაპრებს (ისე რეალობაშიც ძალიან ხშირია ამდაგვარი შემთხვევები)... რა იდიოტიზმია ეს და რა უბედურებაა !!! უამრავი გოგონა ვიცი 18-19 წლისანი რომლებიც 40 წლის ტიპებს მიყვებიან ცოლად. 22-23 მგონი ბებერია უკვე:D ქალო, პედოფილი ჯერ სიტყვა დაგუგლე,რომ მნიშვნელობა გაიგო..
20:22 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ტომბა
არა მგონია, ის გოგონა მხოლოდ "მამაკაცს" გაეკიდა და არც ის მგონია "მამაკაცი" გაეკიდა მხოლოდ ქალს. თვალთა ხედვამ, გრძნობების უხილავი ძაფები გააბა მათ შორის და მერე ამ გრძნობებში ჩაიძირნენ. ხდება ასეც!
19:15 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
gikvardet ertmaneti
Sheinarchunet tkveni sikvaruli,Ar krat xeli pirikit moeperet ROM gaizardos,ganatdes.I'm xalxs kidev visits Ar esmis tkveni bedniereba nu miaktsevt kuradgebas,dartsmunebuli var im tkven vaidzmakatsebs mag asakis sakvarlebi ekolebat-kartvelebi Arian.lamazi sikvaruli mxolod ertxel MODIS DA ma's mopereba chirdeba.
18:33 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS