01 ოქტომბერი, 2014
ტრაგიკული ისტორია - ''საკუთარმა დამ შურის გამო ოჯახი დამინგრია...''
ხანდახან მინდა, ჩემს შვილს ხელი მოვკიდო და ჩემს საყვარელ ქმარს დავუბრუნდე 25 წლის ქეთი რედაქციაში გვესტუმრა და საკუთარ ამბავს მოგვიყვა. გოგონა თავს გადამხდარი ამბით შეძრული გახლდათ. უფროსი დის ეჭვიანობამ ქეთის ცხოვრება დაუნგრია და საყვარელ მეუღლეს დააშორა. თუმცა მიზეზი დღემდე არ იცის და ექვსი თვის ბავშვს მარტო ზრდის.

ქეთი:

- მე და ჩემი და დეა დედა-შვილივით ვიზრდებოდით. სიბერის შვილი ვარ და ის ჩემზე 13 წლით უფროსი გახლდათ. ისე მივლიდა, რომ ყველას დედა-შვილი ვეგონეთ. მშობლები სულ სამსახურში
იყვნენ, მთელი დღე ერთად ვიყავით. ხანდახან წამოსცდებოდა ხოლმე, შენ გამო არ ვთხოვდები და ალბათ, ყველაზე მეტად შენს გაბედნიერებას ვერ გადავიტანო.
მეზობლები ხუმრობდნენ, ვინც დეას გაიცნობს და თქვენს ურთიერთობას დაინახავს, შენი ცოლად წაყვანა არ მოუნ-დებაო. ყველა ნაბიჯს მიკონტროლებდა, სახლში დაგვიანებაზე სკანდალებს მიწყობდა, მაგრამ არაფერს მაკლებდა და საკუ-თარ ხელფასს მთლიანად ჩემზე ხარჯავდა.

15 წლის ვიყავი, მამა სიმსივნით რომ გარდაიცვალა. ერთ წელიწადში დედაც მიჰყვა. ქალმა საყვარელი ქმრის სიკვდილს ვერ გაუძლო. დავრჩით სახლში მე და ჩემი უფროსი და. ღმერთო მაპატიე, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ მათი სიკვდილი დეას გაუხარდა, რადგან ტირილის უფლებას არ მაძლევდა. არ მინდა, რომ ინერვიულოო და თვითონაც შეუვალი იჯდა.

მარტო დარჩენის შემდეგ ნათესავები ჩვენთან იშვიათად მოდიოდნენ. მის მძიმე ხასიათს ვერავინ იტანდა და ქუჩაში თუ ვინმე შემთხვევით შემხვდებოდა, მეუბნებოდა, მალე გათხოვდი, თორემ შენი დის კლანჭებს თავს ვერასოდეს დააღწევო.

ამ წლების განმავლობაში თუ თაყვანისმცმელი გამოჩნდებოდა, დეა ყველას თავიდან იშორებდა, მაგრამ გოჩა ტელეფონით გავიცანი და ერთი წელი ისე ვმალავდი მასთან ურთიერთობას, რომ ვერაფერი გაიგო. ჩემი შეყვარებული რაიონიდან გახლდათ. თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა და ჩვენი ურთიერთობის გასაიდუმლოებას კარგად ვახერხებდით. მაშინ 23 წლის ვიყავი და საკუთარი სამსახური არ მქონდა. პროფესიით ბიოლოგი ვარ და სახლში რამდენიმე ბავშვს ვამზადებდი. დეა მთელი დღე გასული იყო.

ერთ დღეს ისტერიკით მოვარდა სახლში. როგორც გავარკვიე, გოჩას დედას ჩემი წარსულის გაკითხვა თბილისელი ნათესავისთვის დაუვალებია და ასე მივიდნენ ჩემს დამდე, რომელიც შოკში ჩავარდა, გოჩას შესახებ რომ გაიგო.

იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. მოსიყვარულე და ჩემზე მზრუნველი და ნამდვილ მონსტრად გადაიქცა. მობილური ტელეფონი წამართვა და სამსახურში დაჰქონდა. შინ კი სახლის ტელეფონი გათიშა, რომ გოჩას იქ არ დაერეკა. მოულოდნელად მოდიოდა სახლში, რომ ენახა, სადმე ხომ არ ვიყავი გასული. ცხოვრება აუტანელი გახდა.

ბოლოს მოვიფიქრე, ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვე და კვირაში სამჯერ, როდესაც გაკვეთილზე მოდიოდა, გოჩას მისი ტელეფონით ვესაუბრებოდი. ერთ დღეს კი გაპარვა გადავწყვიტეთ. ძალიან მარტივად გავიქეცით სახლიდან და ერთი კვირით გოჩას ბებიასთან იმერეთის ერთ-ერთ სოფელში გავიპარეთ. სამი დღის შემდეგ დედამთილმა ჩამოგვაკითხა, ჩემი და გულის შეტევით საავადმყოფოში იწვა და ჩემს ნახვას ითხოვდა. დღემდე მჯერა, რომ დეამ ექიმები სერიოზულად მოატყუა და არაფერი სჭირდა.

ტირილით შემხვდა, არასოდეს მიმატოვო, სახლში დაბრუნდი და ყველაფერს გაპატიებო. რა თქმა უნდა, არ დავბრუნდი და საცხოვრებლად ჩემი ქმრის სოფელში წავედი. უბედნიერესი ერთი წელი გავატარე. მივხვდი, რომ ცხოვრება სხვანაირი ყოფილა. ყველა თავზე მევლებოდა. არაფერი მაკლდა და დეაც არასოდეს მომიკითხავს.

ერთ დღეს, ორი კვირის მყავდა ბავშვი, როცა გოჩა ღამე სახლში არ დაბრუნდა. ტელეფონს არ პასუხობდა, ხან გათიშული ჰქონდა. მეზობელმა გვითხრა, დავინახე, მანქანით სოფლიდან გავიდაო. შინ მეორე დღეს შეშლილი სახით დაბრუნდა. მითხრა, ბარგი ჩაალაგე და ბავშვიც წაიყვანე, ამ სახლიდან მიდიხარო. ორი საათი ვეხვეწებოდით მე და დედამთილი ეთქვა, რა მოხდა, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. მითხრა, შენი და გელოდება, ოდესმე მას თავს თუ დააღწევ, შეიძლება, მე უკვე სხვა ცოლი და სამი შვილი მყავდესო.

ტაქსით თბილისში ჩამოვედი და ძველ სახლს დავუბრუნდი. დეა სიხარულით შემხვდა, აშკარად ეტყობოდა, რომ მელოდა. მუხლებში ჩავუვარდი და ვთხოვე ეთქვა, რა უთხრა ჩემს ქმარს, მაგრამ ამ თემაზე ხმა ვერ ამოვაღებინე. მითხრა, ბავშვიც გვყავს და ახლა ბედნიერები ვიქნებით. შენი სოფლელი ქმარი კი არაფერში გჭირდებოდაო.

დაჩი უკვე ექვსი თვისაა და მამას ერთხელაც არ მოუკითხავს. ორჯერ ჩამოვიდა ჩემი დედამთილი ბავშვის სანახავად. საბედნიეროდ, დეა სახლში არ იყო და ვაჩვენე. ქალი ტიროდა, ვერ გავიგე, ჩემს შვილს რა დაემართა, შენი წამოსვლის შემდეგ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია და მთელი დღეები სვამსო.

ხანდახან მინდა, ჩემს შვილს ხელი მოვკიდო და ჩემს საყვარელ ქმარს დავუბრუნდე. თუ გამომაგდებს, იქვე სოფელში ვიქირაო სახლი და მის გვერდით ვიცხოვრო. ასე მაინც დავაღწიო ჩემს შურიან და გაბოროტებულ დას თავი.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
Bალუ
კაცი ღOმელიც ასე აუხსნელად თAვის ანგელოზ სჰვილს და ჩOლს სახლიდან გაუშHვებს. Aრ Aრის ეგეტი ადამიანი Oჯახის გირსი.
18:35 / 01-11-2019
გამოხმაურება / 0 /
მცინარი რუბაშვილი
ეს ამბავი არც სასაცილოა და არც ის გოგონაა დასაცინი ეს არის იმ კონკრეტული ოჯახის ტრაგედია უფროს დებს ხანდახან სჭირთ ამნაირი წიკები, ეს არის ფსიქის დარღვევით გამოწვეული ახირება , დარწმუნებული ვარ იმ დას რომ ფსიქოლოგისთვის მიემართა რაღაც გამოსავალს მოძებნიდნენ ის შტერი ბიწიც მარტლა სოფლელი ხიხოსავით მოქცეულა გადაშალოს ფსიქოლოგიის წიგნები დ ა იქნება მიხვდეს თავის დანაშაულს იმ ცოლის დამ მოატყუა და დარწმუნებული ვარ ძალიან ცუდი საძაგელი ტყუილები მოუთხრო იმ გამოშტერებულ ვაძბატონს რომელმაც ასე უპრაგონოს გამოუშვა ცოლი დ ა შვილი ოჯახიდან უტვინო ყოფილა და არაა ღირსი ოჯახის
11:24 / 09-10-2016
გამოხმაურება / 0 /
მაშო ბებო
შვილო, ნუ გწყდება გული იმ გარეწარ ქმარზე, რომელმაც მიზეზიც არ გითხრა, ისე გამოგაგდო შინიდან. რაც შეეხება შენს დას, აი მანდ უფრო სერიოზულად არის საქმე, მით უმეტეს, თუ მასზე ეკონომიურად ხარ დამოკიდებული. მისგან თავის დაღწევა გაგიჭირდება. ალბათ უნდა იფიქრო ცალკე ცხოვრებაზე (თუ ამისი თავი გაქვს), მერე შეიძლება გათხოვებაც გადაწყვიტო, ოღონდ კიდევ "სოფლელი" (ამაში გეგორაფია არ მიგულისხმია, მენტალიტეტს ვგულისხმობ) არ მოძებნო.
19:49 / 08-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
შვილო დებილი ხარ შენს ცხოვრებას სხვას რომ ამართვინებ?
14:14 / 02-09-2015
გამოხმაურება / 0 /
NIნა
ავადმყოფის მიერ შეთხზული ისტორია. სამწუხაროდ, ბოლო დროს მომრავლდნენ ასეთი უსაქმური ავადმყოფები, ასეთი სულელური ისტორიებით.
08:35 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
tamari
nu miwyent, magram is kaci shevarcxvine vinc colis dis raime monachmaxze ojaxs daangrevs. gana mteli wlis mandzilze ver mixvda rogori colo yavda? magram da xom yolia uvargisi da dampali, im qveyanas rom wava nutu ar eshinia mag sacodavs da sulit da xorcit avadmyofs. rac sheexeba magis jmars ki magistanastan yofnas marto iyos da shvoli gazardos is jobia. orive ertnairi avadmyofi yofila dac da qmaric. kaci rom viyo dampali colis dis sityvebis gilistvis ojaxs rogor davangrevdi, colis da erti kargad davtetqvamdi da ise davtovebdi rom das da dishvils arasodes vanaxebdi. mapatiet tu rame gawyeninet.
19:12 / 06-12-2014
გამოხმაურება / 0 /
da saertod
დაფიქრდი ჩემო კარგო ,სულ ცოტა ხნით სხვა თვალით შეხედე ამ ყველაფერს.გოგო რომ შეყვარებია მილონერს კაცს "ბორდელიდან" გამოუყვანია და ცოლად შეურთავს.შენს დას მისთვის რაც არ უნდა ეთქვა ასე არ მოგექცეოდა თუ მართლა უყვარდი.მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ ანგარება ამოძრავებდა და შენი დის საურიდან გარკვია რომ ვერასოდეს იცხოვრებდა თბილისში და ამიტომაც გამომაგდო))რაც შეესება სმას იქნებ ადრეცსვმად?? შენ საიდან გაიგებდი???რაც მალე დაივიწყებ უკეთესია
11:59 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რატკმაუნდა არ უნდა მისცეს ტავის დას გაუბედურების და ოჯახის დანგრევის უფლება,უნდა წავიდეს და რადაც არ უნდა დაუჯდეს მის კმარს დაელაპარაკოს და უამბოს ის სიტუაციები , რაც გატხოვებამდე კონდა ტავის დასტან(ტუ რატკმაუნდა კიდევ სხვა რამე არ არის მის ცხოვრებასჰი ისეტი ლაკა, რომლიტაც მისი და სიზეს ოჯახს სჰეაზულებდა).ალბად კმარს ტუ წრფელი სიკვარულიტ უკვარდა გაუგებს და ისევ ერტად იკნებიან...როგორ სჰეუზლია მის დას იკოს მსჰვიდატ, ბავსჰვი უმამოდ გაიზარდოს და ეს არ ადარდებდეს?,დის უბედურებას ტავის ეგოიზმზე მაგლა რომ აკენებს ნუტუ გვტის რისხვის არ ესჰინია? ან კიდევ კმარს იმის გაანალიზება არ სჰეუზლია რაც უტხრეს.. ცოლს, მაინც მოუსმინოს და სიმარტლე გაიგოს??????/ მაპატიეტ მაგრამ ტუ ასეა და სხვის სიტკვებს ბრმად მიმდომი და დამჯერი კაცია-ალბად ცხოვრებასჰი არც გამოგადგებად ბოლომდე და ისევ ჯობია ტკვენი ზალებიტ როგორმე გაზარდოტ სჰვილი.....სიმარტლე ტავის გზას კოველტვის იპოვის და სირცხვილი მატ ვინც ეგეტ დგესჰი ცჰაგაგდოტ..........
03:19 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კატია
ამ ისტორიას რომ ვკითხულობდი ჩემი და გამახსენა ზუსტად ეგეთი ეგოისტი იყო,მეგობრებიც ჩამომაცილა და თუ ვინმეს დაველაპარაკებოდი. ერთ კვირაში უჩინარდებოდნენ,ბოლოს იმდენი ქნა მისმა ეგოისტობამ საკუარი ქვეყანა დავტოვე და შვება ვიპოვე. არა მგონია ოდესმე დავბრუნდე,საკუთარ ცხოვრებას მარტო ვმართAვ,
23:16 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რა თქმა უნდა ვშაყირობ: ''ნეტა რა უთხრა დამ ქმარს ისეთი, რომ ამ ნათქვამზე ცოლ-შვილი გაყარა, თან არ ამბობს.'' წარმოგიდგენიათ?
19:23 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS