29 სექტემბერი, 2014
წერილი რედაქციას - "ცოცხალ შვილს ყოველდღე დავტირი..."
წერილი ორი დღის წინ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან მივიღეთ. შუახნის ქალბატონი საკუთარ შეცდომაზე გვწერდა. როგორც მისი წერილიდან გავარკვიეთ, არ უნდა რომ იგივე სხვებმაც გაიმეორონ. ქალბატონი ეთერის წერილი იმედია სხვა დედებსაც დააფიქრებს.

დაჩი - ჩემი ერთადერთი შვილი ხელის გულზე გავზარდე. მე და ჩემი მეუღლე არაფერს ვაკლებდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვს თბილისში ოროთახიანი ბინა ვუყიდეთ. უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო სამსახური რომ იშოვა და დღემდე იმ კომპანიაში მუშაობს. ამ წლების მანძილზე რამდენიმე პოზიციით წინ წავიდა, მაგრამ ახლა
აღარ ვიცი რა იქნება.

შვილი თვეში ერთხელ რაიონში ჩამოდიოდა და ჩვენთვის ეს ორი დღე დღეობად იქცეოდა ხოლმე. ოც წელს რომ გადააბიჯა ერთხელ შევაპარეთ, დაქორწინებას ხომ არ აპირებდა, მაგრამ მტკიცე უარი გამოგვიცხადა. მას შემდეგ აღარ შეგვიწუხებია.

ორი წლის წინ გვითხრა, რომ შეყვარებული ჰყავდა, თავისი თანამშრომელი და ცოლად მოყვანა უნდოდა. ძალიან გაგვიხარდა და ვთხოვეთ თბილისში ჩამოსულებისთვის საცოლე გაეცნო, მაგრამ ვერ დავითანხმეთ. იმ დღის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და დაოჯახებაზე ხმა აღარ ამოუღია, სანამ ერთ დღეს მამამისმა არ ჰკითხა, ქორწილისთვის მზადება როდის დაგვეწყო.

სწორედ მაშინ გამოგვიტყდა, რომ გოგონა, რომელიც უყვარდა განათხოვარი იყო და ხუთი წლის შვილი ჰყავდა. ამის გაგონებაზდე თავზარი დაგვეცა, საკუთარი შვილი ლამის სახლიდან გავაგდეთ. მამამისი დაემუქრა, რომ შვილიან ქალს ცოლად თუ მოიყვანდა თბილისის სახლს წაართმევდა. იმ ღამეს გათენებას არ დაელოდა და მანქანით თბილისში წამოვიდა.

მთელი ღამე ვლოცულობდი, რომ მშვიდობით ჩასულიყო, მე ვერ გავბედე და გათენებას მამიდაშვილს დავარეკინე და მითხრა, რომ კარგად იყო. ორი თვე ისე გავიდა, რომ დაჩის არ დაურეკავს. მე და ჩემი მეუღლე ვიტანჯებოდით, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაჯობეთ. ერთ საღამოს თვითონ ჩამოვიდა. გამხდარი იყო, გაუბედურებული. რომ დავინახე გული გამისკდა. გვითხრა, როგორც თქვენ გინდათ, ისე იქნება. იმ გოგონას ცოლად არ მოვიყვან, მაგრამ ხმა აღარ ამოიღოთ რატომ არ ვქორწინდები და რაღაც სისულელეებიო. ისე გაგვიხარდა, რომ ორივემ თავი დავუქნიეთ. გვეგონა, არჩევანი, რომელიც დაჩიმ ჩვენ სასარგებლოდ გააკეთა, მის ცხოვრებაზე უფრო კარგად იმოქმედებდა.

დაძინებამდე შვილი დამელაპარაკა და მითხრა, რომ ის გოგონა ძალიან უყვარდა, მაგრამ ცოლად მოყვანის მამამისის გამო შეეშინდა. ჩემს მეუღლეს წნევა აწუხებს და ნერვიულობაზე შეიძლება დაღუპულიყო.

ვუთხარი, რომ იდეალური სასიძოა, კარგი სამსახური აქვს და ყოველთვის მოძებნიდა მის შესაფერის გოგოს, მაგრამ ამის მოსმენა აღარ უნდოდა.
მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ჯოჯოხეთური თვეები, რადგან დაჩიმ სმა დაიწყო. როგორც გავიგე, დილას გაღვიძება უჭირს და სამსახურშიც იგვიანებს. რის გამოც პრობლემები შეექმნა და რამდენიმეჯერ გაგდებას თანამშრომლებმა გადაარჩინეს. ის გოგონა სხვა სამსახურში გადავიდა სამუშაოდ, ეს დაჩიმ მითხრა, როდესაც ერთ დღეს მოულოდნელად ჩავედი მასთან და საშინელი სურათი დამხვდა. არყის და ლუდის ბოთლებით სავსე იყო მთელი სახლი და ჩემ შვილს მთვრალს ეძინა.

გამოფხიზლებულმა მითხრა, რომ ჭაობში მშობლების გამო აღმოჩნდა და ჩვენი დანახვა აღარ უნდა.

ალბათ მართალია, რადგან ცხოვრება დავუნგრიეთ. იქნებ ბედნიერი ყოფილიყო იმ გოგონასთან ერთად, მაგრამ ახლა როგორც თავად ამბობს, გვიანია. ყოფილი საცოლე არასოდეს აპატიებს პატარა კაცივით მოქცევას, თან არც ისე მარტივია ჩემი მეუღლის დათანხმება, რომელიც მეუბნება, რომ რაიონში თავის მოჭრას, შვილის გალოთება ერჩია. მაინც სჯერა, რომ დაჩის მალე გადაუვლის დეპრესია და ისევ ძველებური გახდება, მე მაგრამ მე ამის უკვე ნაკლებად მჯერა.

მინდა, სხვა დედებს ვურჩიო, რომ ზედმეტად არასოდეს ჩაერიონ შვილების პირად ცხოვრებაში, თორემ შეიძლება ისე დაიღუპონ, როგორც მე - ქალი, რომელიც ცოცხალ შვილს ყოველდღე დავტირი.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
მმმმ
ამ "სიგიჟემდე შეუყვარდა"-სი არაფერი არ მჯერა. უამრავი სიგიჟემდე შეყვარებული მალე სიგიჟემდე სიძულვილით აინთებიან და წამოჩიტულ გერებს ეკეკლუცებიან. მერე??????
14:49 / 19-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მთავარია ქალს ოჯახის შექმნის სურვილი ქონდეს,არ გადადიოდეს ერთი მამაკაციდან მეორის ხელში.თუ რაიმე მიზეზით ოჯახი დაენგრა და ბავშვი ყავს ამით რატომ არის დასაწუნი? ჩემი აზრით, ასეთი ქალის შერთვა ვაჟკაცობაა, დიდი ადამიანობაა და დიდი მადლია; მაგრამ ქალმაც უნდა გაამართლოს ერთგულებით და სიკეთით, სიყვარულით.
21:18 / 08-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ჩემს შვილსაც დაენგრა ოჯახი ,ორი პატარა ბავშვით ხელში დარჩა.მალევე გამოჩნდა ბიჭი რომელიც ცოლს დაშორებული იყო, მაგრამ შვილი არ ყავდა,სიგიჟემდე შეუყვარდა. ოჯახი დიდი წინააღმდეგი წავიდა რადგან შვილები ყავდა.მან მაინც მოიყვანა ცოლად. ყველაფრის გარეშე დატოვეს! მაგრამ უფლის წყალობით დღეს ყველაფერი აქვთ ლამაზი შვილიც ეყოლათ და ტკბილად ცხოვრობენ! ისინი კი შორიდან ინტერესდებინ მათი ამბებით. რა ვთქვა? ზოგ მშობელს თავისი შვილის ბედნიერება არ უხარია და ეგოისტურად არის განწყობილი. ისევ თვიტონ დააკლდებათ სიამოვნება. ისტორია არ იშელბა, რასაც დასთესენ იმას მიიღებენ შვილისგან და რძლისგან და შვილიშვილისგან!
08:09 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
bneletshi xart ra
Bevri ganatxovari jobia "patiosan qalishvilrbs". Erti adgili rom aqvt gadmobrunebuli im sanukvari da dedamtilistvis chasabarebeli qalishvilobis ar dakargvis gamo . Sakutar gulshi chaixedet xalxo. Tqven rom gyavdet gogona shvili ,natesavi ,meegobari, dashordes meugles da tqven egre ipiqrebt masze? Sakutar shvils etyvit qalbatono nona shen vigacis natrevi xar da agar ipiqro awwi bednierebaze da ojaxzeo?
01:46 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ასეთ ქალებს მინდა ვურჩიო, რომ ნაკლებად ჩაერიონ შვილის ცხოვრებაში, ის გოგო ჩემი ანალოგია, მეც მაგიტომ დამიწუნეს, რომ შვილი მყავდა, შეუვიდა საქალწულე აპკით რძალი და დღეს ის ქალი თAვბედს იწყევლის, მე დღეს ბედნიერად ვცხოვრობ ჩემ შვილთან და იმ ადამიანთან ვის ოჯახმაც ასეთი მიმიგო ასე რომ რასაც იმსახურებს იმას მიიგებენ.
14:37 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS