29 სექტემბერი, 2014
წერილი რედაქციას - "ცოცხალ შვილს ყოველდღე დავტირი..."
წერილი ორი დღის წინ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან მივიღეთ. შუახნის ქალბატონი საკუთარ შეცდომაზე გვწერდა. როგორც მისი წერილიდან გავარკვიეთ, არ უნდა რომ იგივე სხვებმაც გაიმეორონ. ქალბატონი ეთერის წერილი იმედია სხვა დედებსაც დააფიქრებს.

დაჩი - ჩემი ერთადერთი შვილი ხელის გულზე გავზარდე. მე და ჩემი მეუღლე არაფერს ვაკლებდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვს თბილისში ოროთახიანი ბინა ვუყიდეთ. უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო სამსახური რომ იშოვა და დღემდე იმ კომპანიაში მუშაობს. ამ წლების მანძილზე რამდენიმე პოზიციით წინ წავიდა, მაგრამ ახლა
აღარ ვიცი რა იქნება.

შვილი თვეში ერთხელ რაიონში ჩამოდიოდა და ჩვენთვის ეს ორი დღე დღეობად იქცეოდა ხოლმე. ოც წელს რომ გადააბიჯა ერთხელ შევაპარეთ, დაქორწინებას ხომ არ აპირებდა, მაგრამ მტკიცე უარი გამოგვიცხადა. მას შემდეგ აღარ შეგვიწუხებია.

ორი წლის წინ გვითხრა, რომ შეყვარებული ჰყავდა, თავისი თანამშრომელი და ცოლად მოყვანა უნდოდა. ძალიან გაგვიხარდა და ვთხოვეთ თბილისში ჩამოსულებისთვის საცოლე გაეცნო, მაგრამ ვერ დავითანხმეთ. იმ დღის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და დაოჯახებაზე ხმა აღარ ამოუღია, სანამ ერთ დღეს მამამისმა არ ჰკითხა, ქორწილისთვის მზადება როდის დაგვეწყო.

სწორედ მაშინ გამოგვიტყდა, რომ გოგონა, რომელიც უყვარდა განათხოვარი იყო და ხუთი წლის შვილი ჰყავდა. ამის გაგონებაზდე თავზარი დაგვეცა, საკუთარი შვილი ლამის სახლიდან გავაგდეთ. მამამისი დაემუქრა, რომ შვილიან ქალს ცოლად თუ მოიყვანდა თბილისის სახლს წაართმევდა. იმ ღამეს გათენებას არ დაელოდა და მანქანით თბილისში წამოვიდა.

მთელი ღამე ვლოცულობდი, რომ მშვიდობით ჩასულიყო, მე ვერ გავბედე და გათენებას მამიდაშვილს დავარეკინე და მითხრა, რომ კარგად იყო. ორი თვე ისე გავიდა, რომ დაჩის არ დაურეკავს. მე და ჩემი მეუღლე ვიტანჯებოდით, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაჯობეთ. ერთ საღამოს თვითონ ჩამოვიდა. გამხდარი იყო, გაუბედურებული. რომ დავინახე გული გამისკდა. გვითხრა, როგორც თქვენ გინდათ, ისე იქნება. იმ გოგონას ცოლად არ მოვიყვან, მაგრამ ხმა აღარ ამოიღოთ რატომ არ ვქორწინდები და რაღაც სისულელეებიო. ისე გაგვიხარდა, რომ ორივემ თავი დავუქნიეთ. გვეგონა, არჩევანი, რომელიც დაჩიმ ჩვენ სასარგებლოდ გააკეთა, მის ცხოვრებაზე უფრო კარგად იმოქმედებდა.

დაძინებამდე შვილი დამელაპარაკა და მითხრა, რომ ის გოგონა ძალიან უყვარდა, მაგრამ ცოლად მოყვანის მამამისის გამო შეეშინდა. ჩემს მეუღლეს წნევა აწუხებს და ნერვიულობაზე შეიძლება დაღუპულიყო.

ვუთხარი, რომ იდეალური სასიძოა, კარგი სამსახური აქვს და ყოველთვის მოძებნიდა მის შესაფერის გოგოს, მაგრამ ამის მოსმენა აღარ უნდოდა.
მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ჯოჯოხეთური თვეები, რადგან დაჩიმ სმა დაიწყო. როგორც გავიგე, დილას გაღვიძება უჭირს და სამსახურშიც იგვიანებს. რის გამოც პრობლემები შეექმნა და რამდენიმეჯერ გაგდებას თანამშრომლებმა გადაარჩინეს. ის გოგონა სხვა სამსახურში გადავიდა სამუშაოდ, ეს დაჩიმ მითხრა, როდესაც ერთ დღეს მოულოდნელად ჩავედი მასთან და საშინელი სურათი დამხვდა. არყის და ლუდის ბოთლებით სავსე იყო მთელი სახლი და ჩემ შვილს მთვრალს ეძინა.

გამოფხიზლებულმა მითხრა, რომ ჭაობში მშობლების გამო აღმოჩნდა და ჩვენი დანახვა აღარ უნდა.

ალბათ მართალია, რადგან ცხოვრება დავუნგრიეთ. იქნებ ბედნიერი ყოფილიყო იმ გოგონასთან ერთად, მაგრამ ახლა როგორც თავად ამბობს, გვიანია. ყოფილი საცოლე არასოდეს აპატიებს პატარა კაცივით მოქცევას, თან არც ისე მარტივია ჩემი მეუღლის დათანხმება, რომელიც მეუბნება, რომ რაიონში თავის მოჭრას, შვილის გალოთება ერჩია. მაინც სჯერა, რომ დაჩის მალე გადაუვლის დეპრესია და ისევ ძველებური გახდება, მე მაგრამ მე ამის უკვე ნაკლებად მჯერა.

მინდა, სხვა დედებს ვურჩიო, რომ ზედმეტად არასოდეს ჩაერიონ შვილების პირად ცხოვრებაში, თორემ შეიძლება ისე დაიღუპონ, როგორც მე - ქალი, რომელიც ცოცხალ შვილს ყოველდღე დავტირი.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნი
მეტის გირსი ხარ დედააფეტქებულო გორო.ცაართვი სახლი ფუფ.მოეყვანა ვინც უყვარდა ის უნდა მოეყვანა
14:53 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
კიდევ ერთი "რაბინია იზაურა" გამოაცხვეს ამ უნიჭო "ჟურნალისტებმა", მიმნდობი ქართველების გამოსათაყვანებლად!!! 5 შვილის დედა გოგონა როგორაა??? 5 შვილის გაჩენას მინიმუმ 10 ცელი ხომ მაინც უნდა? რაო? იქნებ 12 წლის გათხოვდა??/ იქნებ ქალიშვილიც იყო? სირცხვილია ასეთი უზნეო ტყუილების წერა! რაც ეეხება ევროპელებს, არც ამათ ახალგაზრდებს არ სჭირდებათ სხვისი ნათრევი ქალები, ვისაც უნდა შევხვდები და დავუმტკიცებ!!!
14:49 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
lika
როდემდე უნდა იყოთ ქართველები ქაჯები და საქალწულე აპკზე აწყობდეთ საკუთარ და მერე შვილის ოჯახებს.კაცმა უნდა მოიყვანოს ცოლად ადამიანი რომელიც ეყვარება,იქნება მისი მეგობარი,თანამოაზრე, თანამონიახე და სექსუალური პარტნიორი. და საერთოდ მე ვინ მკითხავს ჩემი შვილი ვის მოიყვანს, რომელიც უკვე 24 -25 წლისაა და უკვე ქიც იცის და ქიცმაცურიც.
14:22 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
eva
მეც ისეთ გოგოს ვისურვებდი შვილისთვის, როგორიც ამათ სურდათ, მაგრამ ცხოვრება ისეთ სიურპრიზებს გვთავაზობს, რომ ვერც წარმოვიდგენთ. იმ გოგონებსაც ხომ აქვთ ბედნიერების უფლება, რომლებსაც ცხოვრებაში არ გაუმართლდათ, თუმცა საუკეთესოს ღირსნი იყვნენ. მივცეთ შანსი თავიდან დაიწყონ ცხოვრება ნამდვილ მამაკაცთან.
13:57 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანია
რა საცოდავები ხარტ ეს ქარტველები, ოღონდ სხვამ ცუდი არ ტქვს და საკუტარი შვილის სიცოცხლეს და ბედნიერებას წირავტ! ფუი! ნეტა, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს და ვინც გინდა ის მოიყვანოს, რა ტქმა უნდა მეც მინდა ისეტი მოიყვანოს მას რომ კიდევ სჯობდეს, და ა..შ მაგრამ ავდგე და წინ გადავუდგე და მას ცხოვრება დავუნგრიო....? არა! ბედნიერი იყოს და ვისტანც უნდა მასტან! და ვიცი როცა დედას შვილი გულიტ უყვარს იგივეს იტყვის. მინდა კი რომ ძალინა კარგი გოგო მოიყვანოს და ნეტამც ეგ სურვილი ამისრულდეს მეც და ყველა დედასაც მარა მშობლებო, ნუ მოიქცევიტ ამატსავიტ, და ნუ დაუნგრევტ შვილს ცხოვრებას , მიტ უმეტეს რომ ის ქალი არც ბოზი იყო და არც ბორდელიდან გამოყვდა, განატხოვარი და შვილია რატომაა ეგეტი ცუდი განა
00:46 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS