- მე და თამუნა თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. მას მამა არ ჰყავდა. ოჯახში მხოლოდ ორი წევრი იყო, თამუნა და მისი დედა. სასიდედრო
- ტრადიციული მენტალიტეტის ადამიანისთვის უფრო ''საინტერესო'' საზოგადოებაც არსებობს?
- ვინც ამ წვეულებაზე არ ყოფილა მსგავს სიტუაციას ძნელად წარმოიდგენს. მე და თამუნა საბურთალოზე, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში შევედით და ჩემმა მეწყვილემ, ზარი დარეკა. კარი 30-32 წლის მამაკაცმა გაგვიღო. ვერ ვიტყვი, რომ უსიმპატიო იყო, მაგრამ უცნაურად ეცვა. გაგვიღიმა, ხელი ჩამომართვა და შეგვიპატიჟა ოთახში ფეხი შევდგი თუ არა ვიგრძენი, რომ თამბაქოს ბოლით გაჯერებულ ჰაერს, რაღაც მცენარეების ნახარშის სუნიც ერეოდა. შუაში მაგიდა იდგა, სკამების გარეშე. კუთხეში ორი შუახნის ქალი მიმჯდარიყო, თვალები ჩაწითლებული ჰქონდათ, თმები, გაშლილს ვერ ვიტყვი, უფრო გაწეწილი და გულის წასვლამდე იცინოდნენ. მეორე მხარეს გოგონა შევნიშნე დაახლოებით 16-17 წლის. ისე ხალვათად ეცვა, შემრცხვა და თვალი ავარიდე. ჩვენი მასპინძელი, ოთო, მისკენ გაემართა, წელზე ხელი მოხვია და ცოტა არ იყოს შემკრთალ გოგონას შუბლზე აკოცა. შემდეგ ჩვენთან მოიყვანა და გაგვაცნო. ეს ცირაა, დღეს მისი დაბადების დღეა. ცირა ამ ღამით ეზიარება დიდ საიდუმლო, ეს იქნება მისთვის ხელახალი შობა. ცირა ცოტა დაბნეული ჩანდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა. კუთხეში მიმჯდარმა ქალბატონებმა სიცილი შეწყვიტეს და ჩვენსკენ გამოემართნენ. არ ვიცი, რატომ, პირველად სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ გარშემო ათობით პარაფინის სანთელი ენთო და ნათურები გამორთული იყო. - თამუნა აქ რა ხდება, - ვიკითხრე რამდენადაც შეიძლებოდა ჩუმად და ოთახი მოვათვალიერე. გარშემო ისეთი ნივთები ეწყო, რომლებიც მანამდე არასოდეს მენახა. თამუნამ ამაყად გადმომხედა: - დღეს აქ განსაკუთრებული ნიჭისა და უნარის ადამიანები შეიკრიბებიან, თუ დაიმსახურებ, შენც დიდ სიამოვნებას მიიღებ - მითხრა და ისევ ოთოს მიაჩერდა. მართლაც ნახევარი საათის განმავლობაში ათამდე ''განსაკუთრებული ნიჭის'' ადამიანი მოვიდა. ჩანდა ოთო მეტს აღარავის ელოდებოდა და საღამოს გახსნითი ნაწილიც დაიწყო. ყველა მაგიდის გარშემო შეიკრიბა, ფეხზე იდგნენ და თითქო ქართულად მეტყველებდნენ, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე. ნაცნობი სიტყვები კი გავიგე, ვთქვათ ისეთი როგორიც იყო: - ასტრალი, ნირვანა, ზიარება, ტკბობა, თრობა, სიამოვნება, სამსხვერპლო, ბოლოს რამდენიმე პლანეტის სახელიც ახსენეს და მაგიდის გარშემო თხებივით ააბაკუნეს ფეხები, თან უცნაურ ბგერებს გამოსცემდნენ და მუშტები ტუჩებზე ჰქონდათ მიბჯენილი.
- თქვენს გარდა ყველა პროცესში იყო ჩართული?
- რასაკვირველია, მხოლოდ მე მივჩერებოდი გაოცებული ამ ''ნიჭიერ'' და მეღიმებოდა. ისინი ვერ მამჩნევდნენ, თვალები ჰქონდათ დახუჭული. ბოლოს მომბეზრდა, თამუნას მკლავში ხელი ჩავავლე, მინდოდა გასასვლელისკენ გამეყვანა და იქედან წამოვსულიყავი, მაგრამ ჩემმა შეყვარებულმა ისეთი შეჰკივლა, ოთო წამსვე გამოვიდა ტრანსიდან და ჩემს გვერდით გაჩნდა. - ჩვენ უნდა წავიდეთ - ვთქვი გადაჭრით ისე, რომ თამუნასთვის ხელი არ გამიშვია. სანამ ოთო რამეს იტყოდა თამუნა გამოვიყვანე, მაგრამ გასასვლელის მაგივრად საძინებელ ოთახში აღმოვჩნდი. - არსად წამოვალ, შენს არჩევაში შევცდი, - ჩამესმა თამუნას ხმა და ოთოც გვერდით ამოუდგა. მასპინძლის დანახვა ძლივს მოვასწარი, რომ ვიგრძენი როგორ ვკარგავდი გონებას... ძირს დავეცი.
- დაგარტყათ?
- არ შემხებია, არ ვიცი რატომ დავკარგე გონება, ან რამდენხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში. როცა გამოვფხიზლდი, გვერდით ოთახიდან სიცილის ხმა მომესმა, რომელსაც მელოდია ერთვოდა. სანამ წამოდგომას მოვახერხებდი სიცილი კივილმა შეცვალა. კარებს ვეცი, ჩაკეტილი აღმოჩნდა.Fფანჯრისკენ გავიქეცი, ფარდა გადავწიე და აივანზე გასასვლელი ვიპოვე, ის მეორე ოთახის აივანს უერთდებოდა.
გარედან შევიხედე, ოთო იატაკზე იჯდა და ზურგით სავარძელზე იყო მიყრდნობილი. წელს ზემოთ შიშველი თამუნა და ცირა მის წინ მუხლებზე იდგნენ და ოთოს მისჩერებოდნენ. წამით თვალებში დამიბნელდა, ჩემი საოცნებო ქალი სანთლის შუქზე ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ჩემთვის უკვე სრულიად უცხო და საცოდავი. თამუნამ ალბათ შემამჩნია, ფეხზე წამოხტა, აივანზე გამოვარდა და შემომკივლა - რას დგახარ, ოთო ცუდათაა უშველე რამე. ცირას გავხედე პატარა გოგონა ისევ მის წინ იყო ჩაჩოქილი, სანამ თამუნა მელაპარაკებოდა ოთოს თავი მიაყრდნო და ისე მოიხარა ერთ მუჭში დაიტევდა კაცი. - ცუდი პირველი ღამე გამოგივიდათ, არა? - ვიკითხე გულგრილად.
- შენი ბრალია, ოთომ მთელი ენერგია, შენს დამშვიდებაზე დახარჯა, ახლა ხომ ხედავ ცუდადაა, ექიმს გამოუძახე. - თამუნა ყვიროდა და უტიფრად მომჩერებოდა. აივნიდან ოთახში შევედი, იქ ოთოსა და ცირად გარდა აღარავინ იყო. გოგონასთან მივედი, პიჯაკი გავიხადე შემოვახვიე და ვუთხარი; - წამოდი, სახლში წაგიყვან. ცირა თითქოს გამოფხიზლდა და მადლიერებით შემომხედა, მაგრამ თამუნას თვალებს წააწყდა თუ არა, გოგონამ მაშინვე უარის ნიშნად თავი გააქნია - არა, მე მათთან ერთად მინდა ყოფნა!..
განადგურებული წამოვედი, ფეხები ძლივს მომქონდა. დღემდე არ ვიცი ვინ იყო ჩემი მასპინძელი და რისთვის დამპატიჟეს იმ ბუნაგში. რატომ არ გამოვასალმე სიცოცხლეს ის გარყვნილი ''შამანი'' ან თამუნა რატომ არ მოვკალი, ან კიდე რა ვიცი რა უნდა გამეკეთებინა... სინდისის ქეჯნა მკლავდა, ერთი კვირის შემდეგ კიდევ მივედი იმ სახლში, სხვა ხალხი დამხვდა, მითხრეს ორი დღის წინ ვიქირავეთ ეს ბინაო... სამწუხაროდ ახლა ვეღარაფერს შევცვლი. ყველაზე მეტად კი იმის წარმოდგენა მტანჯავს, რომ ოთო, სადღაც აქვე ჩვენს ქალაქში დაეხეტება და ახალ-ახალ პატარა გოგონებს დაეძებს - პირველი ღამის - ''დაბადების დღის'' აღსანიშნავად.
ბაია გამრეკელი