19 ივნისი, 2013
ჩემი ბიჭი სახლში ქალის ტანსაცმლით დადის
13 წლის იყო, როცა დედამთილს წნევამ დაარტყა და გარდაიცვალა.  დღემდე არ ვიცი, მამამისს რომ ეცოცხლა, შაკო ასეთი თუ გაიზრდებოდა, მაგრამ მაინც მჯერა, რომ სამი ქალის მიერ გაზრდილი ბიჭი შეიძლება მთლად კაცური ვერ გამოვიდეს.

ექვსი თვის ფეხმძიმე ვიყავი, რომ დავქვრივდი. გელა ჩხუბის დროს დაჭრეს და შემდეგ მიატოვეს. ექიმები გვეუბნებოდნენ, სასწრაფო რომ გამოეძახათ, აუცილებლად გადარჩებოდაო.

სამ თვეში მამამთილიც მიჰყვა. ვერ გაუძლო ახალგაზრდა შვილის სიკვდილს. შაკო რომ მეყოლა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. სახლში მე, დედამთილი და გასათხოვარი მული ვცხოვრობდით.

ბავშვისთვის არაფერი დაგვიკლია, ისე გავზარდეთ. მახსოვს, დედამთილი ამბობდა, ბიჭებმა
ქალუსია არ დაუძახონო და სპორტზე მივიყვანეთ. არც რაგბით დაინტერესდა, ფეხბურთის გაგონებაცარ უნდოდა, მეექვსე კლასიდან სკოლიდან დაბრუნებული ტელეფონით კლასელ გოგონებს ეჭორავებოდა.

13 წლის იყო, როცა დედამთილს წნევამ დაარტყა და გარდაიცვალა. ამდენი ხნის განმავლობაში ის გვინახავდა. მშივრები რომ არ დავრჩენილიყავით, მე და ჩემი მული თურქეთში წავედით, ტანსაცმელი ვიყიდეთ და ახლობლებში დავიწყეთ გაყიდვა.

ბოლოს ბიზნესი კარგად აგვეწყო, საკუთარი მაღაზია გავხსენით და მალე მუდმივი კლიენტურაც შევიძინეთ. დღე და ღამე სახლიდან ვიყავით გასულები და შაკოც უკვე 15
წლის იყო და უპრობლემოდ რჩებოდა მარტო.

ერთ საღამოს სახლში მოულოდნელად დავბრუნდი, შაკო არ მელოდა და კარი რომ გამიღო, თავზარი დამეცა. ჩემი საუკეთესო კაბა და ფეხსახმელი ეცვა და სახეზე მაკიაჟი ეკეთა. კივილი დავიწყე, მაგრამ მშვიდად მითხრა, სახლში მაინც მიმეცა იმის საშუალება, რომ თავი ბედნიერად ეგრძნო.

არ ვიცი, რა გავაკეთო. იმ წუთას საკუთარ შვილზე მეტად ჩემი თავი მეზიზღებოდა. მგონია, რომ რაღაც დავაკელი, რაღაც ისე არ გავაკეთე, მაგრამ რა? ამას ვერ ვხვდები.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ლალა
გოგონებზე ფიქრობს და ოცნებობს, მაგრამ სურვილების განხორციელების საშუალება არ აქვს, ამიტომ ტანსაცმელს ეხება. ნუ მიაკერებთ იარლიყს და დაე იმეგობროს გოგონებთან. გეები ბიჭებთან მეგობრობენ :) მე მამაკაცის ოდეკოლონები მომწონდა ხოლმე და მერე წავიკითხე ფსიქოლოგის კვლევა, რომ პირიქით ქალურ ხასიათს გამოხატავს ასეთი ქცევა. ასე, რომ გოგონები ,,გადახრებიან" ბიჭებთან ურთიერთობას პირველები გაურბიან და უკადრისობენ. აცადეთ, ფეხბურთელი ან მოჭიდავე გოგოს მშობლებმა რა უნდა თქვან? ნუ უტეხავთ სახელს...დრო გავა და გადაუვლის.
00:00 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ტიპიური ცისფერი,აქ ვერ ვხედავ საჰინელებას.დაანებეტ ტავი. სჯობია ის იკოს ვინც არის და რადაც გრდზნობს ტავს...
23:05 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატი
და ასეთმა ჩაცმულმა ტვითონ გაგიღო კარი!?.......
19:34 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
აია
უხდება ხო იცი შენ
14:21 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თამრო
ძალიან ძალიან გვატყუებთ ქალბატონო სტატიის ავტორო.
13:40 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მცინარი რუბაშვილი
არაფერია ამასჰი ასაკივლებელი, ახალგაზრდაა და ბევრი რამე უნდა გადახარშოს მისმა გონებამ, ჩაიცვა და მერე რაა? გოგოებსაც უყვართ მამების ან ძმების ტანსაცმელის ტარება სახლში, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ის გადაგვარებული გემოვნებისაა, ქალის ტანსაცმელი უფრო ლამაზია დახვეწილი და რომ მოეწონოს დიდი ამბავი?! იქნება თვითონაც დაიწყოს შექმნა ქალბატონების ტანსაცმლის ახალი მოდელების, ან ფეხსაცმლის? განა არ გვყავს მამაკაცები კარგი დიზაინერები? შესთავაზეთ იქნება მიიყვანოთ კარგ მკერავთან ისწავლოს ჭრა კერვა მასწავლებელთან იაროს კერძოდ და მის გან ისწავლის კარგ კაცობასაც და ხელსაქმესაც. უამრავი უნიჭიერესი მამაკაცი მკერავები გვყავს საქართველოში , ან სულაც აკადემიაში სინჯოს ჩაბარება და ხელოვნებას დაეუფლოს. ნუ ნერვიულობთ მშვენიერი მეოჯახე და კარგი ბიჭი დადგება თქვენი ვაჟი, ოღონდ არ გინდათ ასეთი საშინელი რაღაცეების დაბრალება მისთვის.
08:19 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
რატომ ფიქრობთ რომ ეს თემა უფრო რეიტინგულია და ამ სისულელეებს რატომ აქვეყნებთ? თუ ასეთი პრობლემა ქართულ ოჯახშია სადმე დამერწმუნეთ არცერთი დედა არ გამოიტანს ამას საჯაროდ და ან მოძღვარს მიმართავს დახმარებისთვის ან ფსიქოლოგს ასე რომ ნუ ცრუობთ და ხალხს უარესად ნუ აღიზიანებთ ისედაც 17 მაისის მერე გაღიზიანებულია ყველა... ასეთი საქციელი ამაზრზენია
18:03 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ასეთ სისულელეებს მეც რომ ვმუშაობდი გაზეთში ბევრს ვიგონებდით ( ნუ მთლად ასეთს არა) ასე რომ მივხვდით რომ ფანტაზიის ნაკლებობას არ განიცდით და იქნებ რეალური ამბები და წერილები მაინც დაგებეჭდათ სუჯლ ცოტა მაინც
17:58 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანია
ქნო, კივილიტ და ჩხუბიტ უარესს იზავტ!არიან ეგეტი კაცები, სულაა აუცილებელი გეი იყოს, არინა ნამდვილი კაცები მარა მასე უყვარტ სიარული! გაუშვიტ ჩაიცვას სახსლში რაც უნდა, ტქვენ ადგილზე დაველაპარაკებოდი სერიოზულად, ყოველგვარი ყვედრების ჩხუუბის გარეშე! ვერაფერს მოიგებტ მასე და სულ არ დაკარგოტ ერტი შვილი გყოლიატ! სხვანაიარდ მიუდექიტ,შეისწავლეტ ეგ საკიტხი, მასე ადვილი არაა რომ უხტრა აღარ ჩუაცვა და აღარ ჩაიცვას, მე მქონდა ადრე საუბარი ესეტ ადამინატნ, უმაღელის ბიჭი, უალამზესი, ვაჯკაცური, არავიტარი გეი მარა მასე იცვავდა სახლში, გარეტ ვერ ბედავდა, ხოდა ტქვენც ტქვენს შვილს რამენიარად მიუდექიტ, ნუ განსჯიტ, ეგ ხომ ნორმლაური არაა და ამსზე არაა დამოკიდებული! ბოლობოლო, შეიყვარეტ ისეტი როგორიც არის!ის თქვენი შვილია და ნუ გააუბედურებტ წივილი კივილიტ და ქვეყანს ნუ შეუყრით კიდევ, მიეციტ დრო გაერკვას, იმუშას ტავზე, ტქვენც ასევე შეისწავლეტ ეს ფენომენი, რა პერსპექტივები აქვტ ასეტ ხალხს, რავი ნეტზე მოძებნებტ ბოლო ბოლო ფსიქილოგტნა ტუ არ გინდატ მისვლა ჭკუას გისურვებტ და წარმატებებს
17:37 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
მოძღვარს დაელაპარაკეთ,
16:55 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS