23 სექტემბერი, 2014
''თურმე ცოლად საკუთარ ჩემს ბიძაშვილს მივყვებოდი''...
ერთ დღეს ცუდად გავხდი და გულწასული საავადმყოფოში მომათავსეს. ლეიკემია აღმომაჩნდა ''რატომღაც ჩემი ცხოვრება თავიდანვე არ აეწყო. ბედისგან პირველი დარტყმა მაშინ მივიღე, როცა ბიჭი, რომელიც მიყვარდა, ჩემი ნათესავი აღმოჩნდა''... - ამ საკმაოდ მძიმე ფაქტით დაიწყო საუბარი ნატალია ვ-მ, რომელიც ჯერ რედაქციაში დაგვიკავშირდა და შემდეგ კი გვესტუმრა...

- მე და ლევანიკო 14 წლის ასაკიდან ერთად ვიზრდებოდით. საერთო მეგობრები გვყავდა და სულ ერთად ვატარებდით დროს. ერთმანეთის მიმართ გამორჩეული გრძნობა 16 წლის ასაკში გაგვიჩნდა. საერთო მომავალს ვგეგმავდით და გადავწყვიტეთ,
როგორც კი უმაღლესში ჩავაბარებდით, რამე სამუშაო გვეპოვა და დავქორწინებულიყავით, მაგრამ ის ბიძაჩემის უკანონო შვილი აღმოჩნდა და ეს ამბავი დაოჯახებმადე ორი კვირით ადრე გავიგეთ... ალბათ ღმერთმა გადმოგვხედა.
- და ეს ამბავი როგორ გაიგეთ?
- ბიძაჩემს წლების განმავლობაში ერთი საყვარელი ქალი ჰყოლია. ბიძას შინ ცოლი და სამი შვილი ელოდა, ხოლო თბილისის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში - ის ქალი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ბიძაჩემი კვირაში ერთი დღე ქალაქგარეთ გადიოდა, სინამდვილეში ღამეს იმ ქალთან ატარებდა. მოკლედ, შემდეგ შვილიც შეეძინათ. ბიჭს პატრონობდა, მატერიალურადაც ეხმარებოდა, მაგრამ როცა ლევანიკო 5 წლის გახდა, ბიძა გულის შეტევით გარდაიცვალა. მედეამ ბინა გაყიდა, შედარებით პატარაში გადაინაცვლა და დარჩენილი ფულით კორპუსის ქვევით მაღაზია გახსნა. ასე გაზარდა თავის ერთადერთი შვილი. ცხადია ლევანიკოს თავის და-ძმებთან კონტაქტი არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი, მედეამ როგორ გაიგო ჩვენი ამბავი, მაგრამ ერთ დღეს, როცა მე და მისი შვილი დასაქირავებლად ბინას ვეძებდით, დარეკა, უნდა გნახოთ და გელაპარაკოთო. ძალიან განვიცადე. ორი კვირა მაღალ სიცხეს მაძლევდა. ლევანიკო საერთოდ გაგიჟდა, ამბობდა, მონასტერში უნდა წავიდეო, მაგრამ მერე ბაბუამისის ძმასთან სოფელში წავიდა, იქვე დარჩა და ბოლოს დაოჯახდა კიდეც. ახლა მშვენიერი ოჯახი აქვს, ორი გოგონას მამაა, არაჩვეულებრივი ცოლიც ჰყავს.
- თქვენ?!
- მე სამი წელი სერიოზული დეპრესია მქონდა. შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვეგე, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, ჯგუფელმა მომიტაცა. ნათქვამი ჰქონდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. დამავლო ხელი და თავისი ძმაკაცების დახმარებით მანქანაში ჩამტენა. მერე სვანეთისკენ წამიყვანეს. იქ ოთხი დღე მმალავდნენ, ოთახში არავის ვუშვებდი. ჩემებმა ბიძაჩემის მეგობრების დახმარებით მიპოვეს და სახლში წამომიყვანეს. არც კი უკითხავთ, რამე მოხდა თუ არა ჩვენ შორის და საერთოდ, რას ვაპირებდი. ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ლევანიკო დავიწყებული არ მყავდა და ასეც რომ ყოფილიყო, ჩემი ჯგუფელი არ მიყვარდა და უსიყვარულოდ ვერავისთან ვიცხოვრებდი.
- შემდეგ რა მოხდა?
- ისევ დეპრესია, ტირილი და ბოლოს მივხვდი, რომ ამგვარმა ყოფამ დამღალა. მიზნად დავისახე, რადგან პირადი ცხოვრება არ ამეწყო, კარიერას უნდა ''მივაწვე''-მეთქი და ასეც მოვიქეცი. საბედნიეროდ, დედაჩემსა და ბებიას სამედიცინო სფეროში კარგი საახლობლო ჰყავდა. მეც არ ვიყავი უტვინო გოგო. ჩემებს ვთხოვე, რომ ერთი წლით სასწავლებლად მოსკოვში გავეშვით. იქვე მეგობრის დედამ ერთ-ერთ ოფთალმოლოგის თანაშემწედ მომაწყო და იქ ერთი წლის მაგივრად ხუთი წელი დავრჩი. 34 წლის ვიყავი, როცა თამაზი გავიცანი. ჯერ მხოლოდ სამსახურეობრივი კავშირი გვქონდა, შემდეგ ისეც დავიწყეთ შეხვედრები. უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მისგან შვილი გამეჩინა. ამ ამბავს ვუმალავდი, მინდოდა ფაქტის წინაშე დამეყენებინა. მას ოჯახი ჰქონდა და სულაც არ ვფიქრობდი, ცოლის ადგილი დამეკავებინა. ჩემი მიზანი სულ სხვა იყო და ვიფიქრე, რომ გაიგებს ორსულად ვარ, მაშინვე კონფლიქტი მოგვივა. ის წავა და მე დამოუკიდებლად შევძლებ გადაწყვეტილებები მივიღო-მეთქი. ასეც მოხდა, მომთხოვა, აბორტი გამეკეთებინა, შეურაცხყოფა არ მოუყენებია, არც უყვირია, უბრალოდ მითხრა, მე ბავშვს გვარს არ მივცემ, ვერც მივხედავ, შენი გასაზრდელი იქნებაო. უარი რომ მიიღო, წავიდა...
- შვილი გააჩინეთ?
- დიახ, ერთ დღეს ცუდად გავხდი და გულწასული საავადმყოფოში მომათავსეს. ლეიკემია აღმომაჩნდა. სანამ მე ვმკურნალობდი, შვილი დედაჩემთან იყო. მერე თამაზმაც მოინდომა მისი ნახვა და არ დამიშლია. სანამ მე ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებით ვიყავი დაკავებული, თამაზმა ჩემი შვილი სახლში მიიყვანა და თავის ცოლ-შვილს წარუდგინა. ის ქალი ამ ამბავს მშვიდად შეხვედრია, მეტიც, ცოლმა ჩემს შვილს თავი ისე შეაყვარა, რომ ბავშვს სულ მათთან უნდოდა ყოფნა, ცუდი დედა არასოდეს ვყოფილვარ, არაფერი დამიკლია, მაგრამ ფაქტია, რომ გული იქით მოუწევს. ადრე ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ახლა უხმოდ ვუღიმი და კარს ჩემი ხელით ვუღებ. წავიდეს, იყოს მათთან. რა ვიცი, მე როდის რა მომივა და კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ. ბავშვი თავის და-ძმებთან ერთად იცხოვრებს, მამის გვერდით და როგორც ჩანს, ის ქალიც არ არის უგულო, რადგან, კიდევ გიმეორებთ, ჩემს შვილს თავი საოცრად შეაყვარა.

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ელიკო
ხალხნო, შესაძლებელია მოგონილი ამბავია, ლექსიკურად და გრამატიკულადაც გამართული ვერ არის, მაგრამ სინამდვილესთან მაინც ახლოს დგას, მერწმუნეთ, ცხოვრებაში უფრო უარესებიც ხდება..
13:02 / 20-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მახო
არ მინდა ვთქვა, მაგრამ უკან დასახევ გზას არ გიტოვებენ. ეს ისეთივე რეალური ამბავია, როგორც ანა (ავტორი), ჩემი საყვარელი.
16:06 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
PIPINIA
ადაუშვათ და ეს მართალი ამბავია. ამ ქალს საქმე არაფერი აქვს სხვა? რა ფეხებზე მკიდია მაგის შვილის დედინაცვალი თუ რავი რა გამოდის ის ქალი, უგულოა თუ გულიანი? ეა ხალხი შულ გამოშტერდა მივიდა ნაშა რედაქციაში და მოყვა თავის ისტორია ურაააააა......... ტაშიიიიიიიიიი ....... მერე? მერეეეეეეე...........
00:16 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ulalaa
მოგონილი ზღაპრები,დაულაგებელი აზრები,ეს არის დიდები ზღაპრები აშკარად ეტყობა.მეზღაპრე ანა კალანდაძე.
17:02 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ჯერ წერს ,,ხოლო თბილისის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში - ის ქალი." მერე წერს- ,, მედეამ ბინა გაყიდა, შედარებით პატარაში გადაინაცვლა და დარჩენილი ფულით კორპუსის ქვევით მაღაზია გახსნა"- რომელი ბინა გაყიდა ნაქირავები???
14:33 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS