20 სექტემბერი, 2014
„უკანონო აქამდე არაფერი ჩამიდენია და არც უკანონო შვილი მჭირდება“
35 წლის თვალში საცემი, მაღალი, შავგვრემანი ქალბატონია. გათხოვილი არასოდეს ყოფილა და ვერც დიდი სასიყვარულო ურთიერთობებით დაიკვეხნის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახური მაშინვე იშოვა და ძალიან მალე თავის სფეროში ერთ-ერთ კვალიფიციურ კადრად დაასახელეს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ოჯახშიც მის მშობლებსა და დედმამიშვილს შორის სრული იდილია იყო. თუმცა, აქამდე საკუთარი ოჯახი ვერ შექმნა და ამაზე უპირველესად იმიტომ სტკივა გული, რომ შვილი არ ჰყავს. „კომფორტი მქონდა შინ და გარეთ, მაგრამ სულში ყოველთვის სიცარიელეს ვგრძნობდი“ - ღრმა გულისტკივილით დაიწყო საუბარი ქალბატონმა ქეთინომ.

- როგორ დავიჯერო, რომ ამ წლების განმავლობაში ისეთი თაყვანისმცემელი არ გყოლიათ, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე იფიქრებდით, ან უბრალოდ მასთან თავს ბედნიერად გრძნობდით?
- გიკვირთ ხომ?! მეც მიკვირს, არ ვიცი ასე რატომ მოხდა. ბედისწერის მჯერა და ალბათ ეს იყო ჩემი ბედისწერა.
- შეიძლება ყველაფერი წინ გაქვთ, რა იცით?
- ვნახოთ (იღიმის).
- რა ხდებოდა დღემდე? გვიამბეთ...
- ჩემ გვერდით ყოველთვის ტრიალებდნენ მამაკაცები, რასაკვირველია, მეტ-ნაკლებად ამა თუ იმ პიროვნების მიმართ სიმპათიებიც მქონდა, მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი სერიოზულ ურთიერთობებში არ გადადიოდა. უცხოს ტელეფონზე არასოდეს ველაპარაკებოდი. არც ქუჩაში ვაძლევდი ვინმეს გამოლაპარაკების საშუალებას. თაყვანისმცემლები ძირითადად სამეგობრო და საახლობლო წრიდან მყავდა, მაგრამ ზედმეტს მათაც არ ვაკადრებინებდი. დასაწყისში მკითხეთ, თაყვანისმცემელი არ გყოლიათ, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე იფიქრებდით, ან, უბრალოდ, მასთან თავს ბედნიერად გრძნობდითო. გასაგებია ამ მეორე წინადადებაში რა იგულისხმეთ. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს მექნებოდა მამაკაცთან ურთიერთობა ოფიციალური ქორწინების გარეშე. რაც უნდა დიდი გრძნობა მქონდეს, ვერავის გვერდით ვიქნები იმ სტატუსით, რომელიც მე და ჩემს ოჯახს არ შეგვფერის. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი საკმაოდ მკაცრია. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ქალი ვარ, დღემდე, როცა სახლში მისვლა შემაგვიანდება, რომელიმე ოჯახის წევრი მირეკავს და მეკითხება, სად ვარ და შინ როდის მივალ.
- 35 წლის ქალს ეს არ გაღიზიანებთ?
- ზოგჯერ კი, მაგრამ მგონი შევეჩვიე.
- პირადი ცხოვრება რომ არ აგეწყოთ, იქნებ ეს თქვენი ბრალიცაა?
- რატომღაც ყველა ასე მეუბნება. ამ დროს თბილი ვარ, ყურადღებიანი, შემიძლია მამაკაცს ისეთი სიურპრიზები მოვუწყო, რომ გავაოგნო, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლეოდა. თუმცა, ახლა, ბოლო რამდენიმე თვეა, ისე ვიქცევი, როგორც 16 წლის გოგონა (იღიმის)
- და რა შეიცვალა?
- ბევრი რამ. ილიკო ჩემი სტუდენტია და შესაბამისად ჩემზე გაცილებით უმცროსი. არ ვიცი, რით მომხიბლა, მაგრამ ფაქტია რომ ამ ბავშვს არაფერი ეშლება.
- „ბავშვი“ რომ უწოდეთ, არ ეწყინება?
- მას ისე ვექცევი, როგორც სრულფასოვან მამაკაცს, იმიტომ, რომ საოცრად მამაკაცურია. ხშირად მე უფრო ვარ ბავშვი, ვიდრე ის. შეიძლება ეს ყველაფერი მისი ოჯახური ტრაგედიის ბრალია. 7 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა და დედისა და დის რჩენა საკუთარ თავზე აიღო. სოფელში ცხოვრობდნენ და ძალიან უჭირდათ. ილიკო ჯერ საკუთარ მეზობლებს ეხმარებოდა ყანაში თუ სხვა საქმეებზე, შემდეგ სხვა სოფლებს გადასწვდა და ამაში ფულს უხდიდნენ. 16 წლის იყო, როცა თბილიში ჩამოვიდა და ხეზე მუშაობა შეისწავლა. მშენებლობაზეც მუშაობდა და ცემენტს ზელდა. მოკლედ, საკმაოდ მძიმე წლები აქვს გამოვლილი. 20 წლის რომ გახდა, ეკონომიკის შესწავლა გადაწყვიტა. საკმაოდ ნიჭიერია. მას არამხოლოდ მე, არამედ ჩემი კოლეგებიც ასე აფასებენ.
- რა ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?
- თავდაპირველად ვფიქრობდი, როცა რაღაცას მეკითხებოდა, მართლა აინტერესებდა. თურმე ვცდებოდი. არამხოლოდ ლექციაზე, არამედ შემდეგაც, როცა სამუშაო ოთახის კარზე რამდენიმე შეკითხვის დასამელად მომიკაკუნა, მეგონა, უბრალოდ სტუდენტური ინტერესი იყო და მეტი არაფერი. ერთხელაც, სამსახურში მისულმა ჩემს მეილზე წერილი აღმოვაჩინე, რომელშიც ილიკო საოცრად თბილ სიტყვებს მწერდა და მთხოვდა, ორ დღეში მასთან ერთად კინოში წავსულიყავი. იცით როგორ ავღელდი?! ჯერ ვიფიქრე, ეს ბავშვი რას მიბედავს-მეთქი. მერე გადავწყვიტე, მისთვის დამერეკა და პირადად დავლაპარაკებოდი, მაგრამ შემდეგ ეს აზრი უკუვაგდე და ისევ წერილით ვუპასუხე. ვწერდი, რომ მეორედ ასეთი სიტყვები არ მოეწერა, კინოში წასვლაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. სიმართლე გითხრათ, მაინტერესებდა რას იზამდა ან რას მომწერდა. მეორე დღეს სამსახურში მისულს ოთახის კართან ზუსტად ის ყვავილები დამხვდა, რომელიც მიყვარს. ეს არის ველური მიხაკი და ამ ამბავმა ისე გამაოცა, ვერ აგიწერთ. მაშინვე მივხვდი, რომ ყვავილები ილიკოს გამოგზავნილი იქნებოდა დ მეილის საშუალებით მადლობა გადავუხადე. ამის შემდეგ, ჯერ „სკაიპში“ დავიმატე, შემდეგ „ფეისბუქზე“. ვერც კი ვხვდებოდი, მასთან საუბარში როგორ გადიოდა დრო. მერე კინოშიც წავედით, ერთად ვივახშმეთ, ვისადილეთ. ფაქტია, რომ ერთმანეთთან ყოფნა ძალიან გვსიამოვნებს.
- თქვენი შეხედულებებიდან გამომდინარე, საკუთარ თავს ამგვარ საქციელს უწონებთ?
- იცით, მეც მიკვირს და ჯერ ბოლომდე გააზრებული არ მაქვს რას ვაკეთებ. ისიც ვიცი, რომ ჩვენს ურთიერთობას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მე ვერც იმას ვუშვებ, რომ ილიკოსთან ფიზიკური ურთიერთობა დავამყარო. ზევით გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ რაც უნდა დიდი გრძნობა მქონდეს მამაკაცის მიმართ, მის გვერდით ვერ ვიქნები იმ სტატუსით, რომელიც მე და ჩემს ოჯახს არ შეგვფერის. ილიკო მომწონს, მასაც, მაგრამ ასაკობრივი სხვაობის გამო, ის არასოდეს შემომთავაზებს დაოჯახებას. ეგ კი არა, ამ ურთიერთობის შესახებ მეც არავის ვეუბნები და არც ის. ვგრძნობ, რომ უბრალოდ ამ ამბის გამჟღავნება არ სურს. შეიძლება მე მიფრთხილდება, ან საკუთარ თავს. ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია.
- ალბათ ქორწინების გარეშე შვილის გაჩენაზეც არასოდეს გიფიქრიათ...
- რას ამბობთ?! ასეთ ნაბიჯს ვერც საკუთარ თავს ვაკადრებ და ვერც ოჯახს. ან შვილი ოფიციალურ ქორწინებაში მყოფს მეყოლება ან საერთოდ არ მეყოლება. უკანონო აქამდე არაფერი ჩამიდენია და არც უკანონო შვილი მჭირდება.

ანა კალანდაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ეთო
ამხელა ქალი ხარ მართლა უტვუნო მალე პენსიაზე უნდა იფიქრო და შენ დასდევ კუდში ოცი წლის ბიჭს გცხვენოდეს რა.35 წლის ქალს ცოტა თავის დროზე რო გეფიქრა გათხოვება როცა ნორმალური ხალხი თხოვდება მაგ ილიას ხელა არა მაგრამ ერთი 17 წლის შვილი მაინც გეყოლებოდა.დაფიქრდი ვითომ განათლებულო
20:54 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან
ვფიქრობ, ეს შანსი უნდა გამოიყენოთ შვილისთვის. მასზე უარი არ თქვათ.
20:29 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
????
" მე და ჩემს ოჯახს არ შეგვფერის. " "ვერც საკუთარ თავს ვაკადრებ და ვერც ოჯახს" კარგიიიიით რაა ქალბატონოოო :):):):) და უკადრებლობის გამო დამართებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაავადებები საკადრისია ვითომ? :)
19:42 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
შვილი შვილია და რა მნიშვნელობა აქვს კაცთან ურთიერთობის დაკანონებას, ვინ დაგისალა? ჩემი აზრით ყველას აქვს უფლება დედა იყოს, გირჩევ ნუ დკარგავ ამ შანსს, თორემ მერე ინანებ ისე როგორც ნანობს ქალების 99%. თუ როდესმე ქმარი უნდა გყავდეს და იყო ბედნიერი დამერწმუნე შენი შვილითაც გათხოვდები. ქმრიანი ქალებიდა რა ყველა ბენიერია? დაფიქრდი შენთვის ცხოვრობ თუ სხვებისთვის
19:13 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია თავბერიძე
ზოგი ისე ძაან უხეშები და უზრდელები ხართ მაგარი.მე როცა გამიჩდა ბიჭი მაგ დროს არც ხელის მოწერა არც ჯვარი გვქონდა დაწერილი არც ქორწილი არაფერი მაგრამ ძაან ბედნიერები ვიყავით მეც და ჩემი რომკაც,30 წლისაა ქმარი მე 36 ის მარა არც გვეტყობა ასაკობრივი სხვაობა.ეხლა ქორწილიც გადავიხადეთ და ყველაფერი,პროსტა 15 და 10 წელი მაგარი საშინელებაა სხვაობა ქალი მალე ბერდება უპროო...
16:42 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე საერთოდ იმაზე გამეღიმა, 35 წლის ქალი კიდევ ოჯახს რომ უწევს ანგარიშს და იმით ამაყობს,რომ ოჯახის წევრები კონტროლს უწევენ, სად წავა და ვისთან! ესეც არ იყოს,თუ არ უნდა დაუწვეს ამ ბიჭს,რაღატომ ეკეკლუცება,თვითონაც ხომ ხვდება,რომ ეს შეიძლება არც იყოს სიყვარული ბიჭის მხრიდან,იყოს ჩვეულებრივი სურვილი,გაერთოს და მესამეც,რა უზნეობაა ბავშვის მოხსენიება ასე? რას ნიშნავს ,,უკანონო"? ნებისმიერი ბავშვის დაბადება და მოვლინება ამქვეყნად კანონიერია და არავის აქვს უფლება მას ,,უკანონო" უწოდოს! და კიდევ,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ეს ქალბატონი ძალიან უსუსური და მშიშარაა,ყოველთვის სხვის აზრს უფრო წინ აყენებს,ვიდრე თავისას და ამიტომ დიდი შანსი აქვს მარტო დარჩეს,თუ აზროვნებას არ შეიცვლის და მოვლენებს სხვანაირად არ მიუდგება.......
16:07 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
O.M.G.-გეთანხმდები :) ჩემი შვილიც ''უკანონოდ''მყავს გაჩენილი.36 წლის რომ გავხდი,მივხვდი,სხვა პერსპექტივა არა მქონდა,მიუხედავად იმისა,რომ არ შხედულებას დ არც ინტელექტს მიწუნებენ :) ხოდა,ახლა მყავს არაჩვეულებრივი,ლამაზი,ნიჭიერი და დედიკოს სიხარული შვილი,რომელიც ყველაფერია ჩემთვის :) არავის ვუწევ აგიტაციას,რომ ბავშვი უქმროდ უნდა გააჩინოს,მაგრამ როცა სხვა გზა არა გაქვს და მითუმეტეს,შეგიძლია უზრუნველყო შენი შვილი,ეს უნდა გააკეთო. ახალი სიცოცხლე გააჩინო და შენც ცხოვრების მიზანი გაიჩინო :) ყველა ღვთის შვილები ვართ,''კანონიერიც'' და ''უკანონოც'' :)
15:54 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
O.M.G
20-24 წლის მამაკაცი. 32-37 წლის ქალი. ეს არის სექსუალურობის პიკი (ნუ დაახლოებით მაინც, თუ არ მეშლება), ამ დროს იცის ჰორმონებმა მაგარი შემოტევები... ნუ,რაღაც მომენტში თუ უკუაგდებთ "საზოგადოებრივ აზრს" (რაღაი უკვე ხვდებით და კინოშიც ტასაობთ), მაშინ ერთი "დაუარეთ დავლური",მოეშვი ქეთევან თუნდაც 1 ღამით, ოღონდ "ემბავუდის" ავეჯს არ გაეკაროთ თორემ შემოგეფშვნებათ ნახადუ ('კაპიკად არ ღირს' ეგ ბრენდი:D:D)
15:51 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
კიაზო
სწორედაც, ვიცას საკუთარი შვილი უყვარს, ის არ გასწირავს მას ნაბიჭვარის დასაძახებლად!
13:51 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
O.M.G
არა,ვაბშეტა ძაან სწორად მსჯელობს ეს ქალბატონი.მეც მიმაჩნია რომ 100 წელი არაფერი გამოგივათ შენ და "შენს" ილიკოს... საწყისშივე განწირულია ურთიერთობა მითუფრო ასეთი ასაკობრივი სხვაობით (შეიძლება სულაც კაიფობს და დიდი ალბათობით საწოლში უნდა გაკოტრიალოს რა- იმედია,მაგდენს აზროვნებ)... მაგრამ ბავშვზე.... ანგელოზ პატარა უმანკო ბავშვზე, ნუ საუბრობთ ისე როგორც უსულო საგანზე!!! ეს ტერმინი- "უკანონო შვილი" რა მარაზმია ქალოოოოოოოოოო.. იტოგში ვინც ასე მოიხსენიებს პატარა ანგელოზს,ის არც არის დედობის ღირსი! პ.ს ნამდვილად არ ღირს დაორსულება შეგნებულად როცა ქალი და მამაკაცი ერთად არ ცხოვრობენ ტკბილად და მშვიდად, მაგრამ შემთხვევით თუ დარჩი,მერე ასე უნდა მოიხსენიო შენი პაწაწუნა ???!!! გავარტყი მასეთ კანონებს.....
00:22 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS