20 სექტემბერი, 2014
„უკანონო აქამდე არაფერი ჩამიდენია და არც უკანონო შვილი მჭირდება“
35 წლის თვალში საცემი, მაღალი, შავგვრემანი ქალბატონია. გათხოვილი არასოდეს ყოფილა და ვერც დიდი სასიყვარულო ურთიერთობებით დაიკვეხნის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახური მაშინვე იშოვა და ძალიან მალე თავის სფეროში ერთ-ერთ კვალიფიციურ კადრად დაასახელეს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ოჯახშიც მის მშობლებსა და დედმამიშვილს შორის სრული იდილია იყო. თუმცა, აქამდე საკუთარი ოჯახი ვერ შექმნა და ამაზე უპირველესად იმიტომ სტკივა გული, რომ შვილი არ ჰყავს. „კომფორტი მქონდა შინ და გარეთ, მაგრამ სულში ყოველთვის სიცარიელეს ვგრძნობდი“ - ღრმა გულისტკივილით დაიწყო საუბარი ქალბატონმა ქეთინომ.

- როგორ დავიჯერო, რომ ამ წლების განმავლობაში ისეთი თაყვანისმცემელი არ გყოლიათ, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე იფიქრებდით, ან უბრალოდ მასთან თავს ბედნიერად გრძნობდით?
- გიკვირთ ხომ?! მეც მიკვირს, არ ვიცი ასე რატომ მოხდა. ბედისწერის მჯერა და ალბათ ეს იყო ჩემი ბედისწერა.
- შეიძლება ყველაფერი წინ გაქვთ, რა იცით?
- ვნახოთ (იღიმის).
- რა ხდებოდა დღემდე? გვიამბეთ...
- ჩემ გვერდით ყოველთვის ტრიალებდნენ მამაკაცები, რასაკვირველია, მეტ-ნაკლებად ამა თუ იმ პიროვნების მიმართ სიმპათიებიც მქონდა, მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი სერიოზულ ურთიერთობებში არ გადადიოდა. უცხოს ტელეფონზე არასოდეს ველაპარაკებოდი. არც ქუჩაში ვაძლევდი ვინმეს გამოლაპარაკების საშუალებას. თაყვანისმცემლები ძირითადად სამეგობრო და საახლობლო წრიდან მყავდა, მაგრამ ზედმეტს მათაც არ ვაკადრებინებდი. დასაწყისში მკითხეთ, თაყვანისმცემელი არ გყოლიათ, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე იფიქრებდით, ან, უბრალოდ, მასთან თავს ბედნიერად გრძნობდითო. გასაგებია ამ მეორე წინადადებაში რა იგულისხმეთ. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს მექნებოდა მამაკაცთან ურთიერთობა ოფიციალური ქორწინების გარეშე. რაც უნდა დიდი გრძნობა მქონდეს, ვერავის გვერდით ვიქნები იმ სტატუსით, რომელიც მე და ჩემს ოჯახს არ შეგვფერის. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი საკმაოდ მკაცრია. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ქალი ვარ, დღემდე, როცა სახლში მისვლა შემაგვიანდება, რომელიმე ოჯახის წევრი მირეკავს და მეკითხება, სად ვარ და შინ როდის მივალ.
- 35 წლის ქალს ეს არ გაღიზიანებთ?
- ზოგჯერ კი, მაგრამ მგონი შევეჩვიე.
- პირადი ცხოვრება რომ არ აგეწყოთ, იქნებ ეს თქვენი ბრალიცაა?
- რატომღაც ყველა ასე მეუბნება. ამ დროს თბილი ვარ, ყურადღებიანი, შემიძლია მამაკაცს ისეთი სიურპრიზები მოვუწყო, რომ გავაოგნო, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლეოდა. თუმცა, ახლა, ბოლო რამდენიმე თვეა, ისე ვიქცევი, როგორც 16 წლის გოგონა (იღიმის)
- და რა შეიცვალა?
- ბევრი რამ. ილიკო ჩემი სტუდენტია და შესაბამისად ჩემზე გაცილებით უმცროსი. არ ვიცი, რით მომხიბლა, მაგრამ ფაქტია რომ ამ ბავშვს არაფერი ეშლება.
- „ბავშვი“ რომ უწოდეთ, არ ეწყინება?
- მას ისე ვექცევი, როგორც სრულფასოვან მამაკაცს, იმიტომ, რომ საოცრად მამაკაცურია. ხშირად მე უფრო ვარ ბავშვი, ვიდრე ის. შეიძლება ეს ყველაფერი მისი ოჯახური ტრაგედიის ბრალია. 7 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა და დედისა და დის რჩენა საკუთარ თავზე აიღო. სოფელში ცხოვრობდნენ და ძალიან უჭირდათ. ილიკო ჯერ საკუთარ მეზობლებს ეხმარებოდა ყანაში თუ სხვა საქმეებზე, შემდეგ სხვა სოფლებს გადასწვდა და ამაში ფულს უხდიდნენ. 16 წლის იყო, როცა თბილიში ჩამოვიდა და ხეზე მუშაობა შეისწავლა. მშენებლობაზეც მუშაობდა და ცემენტს ზელდა. მოკლედ, საკმაოდ მძიმე წლები აქვს გამოვლილი. 20 წლის რომ გახდა, ეკონომიკის შესწავლა გადაწყვიტა. საკმაოდ ნიჭიერია. მას არამხოლოდ მე, არამედ ჩემი კოლეგებიც ასე აფასებენ.
- რა ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?
- თავდაპირველად ვფიქრობდი, როცა რაღაცას მეკითხებოდა, მართლა აინტერესებდა. თურმე ვცდებოდი. არამხოლოდ ლექციაზე, არამედ შემდეგაც, როცა სამუშაო ოთახის კარზე რამდენიმე შეკითხვის დასამელად მომიკაკუნა, მეგონა, უბრალოდ სტუდენტური ინტერესი იყო და მეტი არაფერი. ერთხელაც, სამსახურში მისულმა ჩემს მეილზე წერილი აღმოვაჩინე, რომელშიც ილიკო საოცრად თბილ სიტყვებს მწერდა და მთხოვდა, ორ დღეში მასთან ერთად კინოში წავსულიყავი. იცით როგორ ავღელდი?! ჯერ ვიფიქრე, ეს ბავშვი რას მიბედავს-მეთქი. მერე გადავწყვიტე, მისთვის დამერეკა და პირადად დავლაპარაკებოდი, მაგრამ შემდეგ ეს აზრი უკუვაგდე და ისევ წერილით ვუპასუხე. ვწერდი, რომ მეორედ ასეთი სიტყვები არ მოეწერა, კინოში წასვლაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. სიმართლე გითხრათ, მაინტერესებდა რას იზამდა ან რას მომწერდა. მეორე დღეს სამსახურში მისულს ოთახის კართან ზუსტად ის ყვავილები დამხვდა, რომელიც მიყვარს. ეს არის ველური მიხაკი და ამ ამბავმა ისე გამაოცა, ვერ აგიწერთ. მაშინვე მივხვდი, რომ ყვავილები ილიკოს გამოგზავნილი იქნებოდა დ მეილის საშუალებით მადლობა გადავუხადე. ამის შემდეგ, ჯერ „სკაიპში“ დავიმატე, შემდეგ „ფეისბუქზე“. ვერც კი ვხვდებოდი, მასთან საუბარში როგორ გადიოდა დრო. მერე კინოშიც წავედით, ერთად ვივახშმეთ, ვისადილეთ. ფაქტია, რომ ერთმანეთთან ყოფნა ძალიან გვსიამოვნებს.
- თქვენი შეხედულებებიდან გამომდინარე, საკუთარ თავს ამგვარ საქციელს უწონებთ?
- იცით, მეც მიკვირს და ჯერ ბოლომდე გააზრებული არ მაქვს რას ვაკეთებ. ისიც ვიცი, რომ ჩვენს ურთიერთობას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მე ვერც იმას ვუშვებ, რომ ილიკოსთან ფიზიკური ურთიერთობა დავამყარო. ზევით გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ რაც უნდა დიდი გრძნობა მქონდეს მამაკაცის მიმართ, მის გვერდით ვერ ვიქნები იმ სტატუსით, რომელიც მე და ჩემს ოჯახს არ შეგვფერის. ილიკო მომწონს, მასაც, მაგრამ ასაკობრივი სხვაობის გამო, ის არასოდეს შემომთავაზებს დაოჯახებას. ეგ კი არა, ამ ურთიერთობის შესახებ მეც არავის ვეუბნები და არც ის. ვგრძნობ, რომ უბრალოდ ამ ამბის გამჟღავნება არ სურს. შეიძლება მე მიფრთხილდება, ან საკუთარ თავს. ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია.
- ალბათ ქორწინების გარეშე შვილის გაჩენაზეც არასოდეს გიფიქრიათ...
- რას ამბობთ?! ასეთ ნაბიჯს ვერც საკუთარ თავს ვაკადრებ და ვერც ოჯახს. ან შვილი ოფიციალურ ქორწინებაში მყოფს მეყოლება ან საერთოდ არ მეყოლება. უკანონო აქამდე არაფერი ჩამიდენია და არც უკანონო შვილი მჭირდება.

ანა კალანდაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
:D :D
მე დარწმუნებული ვარ შენ დღესაც გჯერა რომ ბავშვები წეროებს მოყავთ ვაი შენს პატრონს :D :D
17:11 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
ეთო არარაობა ხარ! არ ხარ შენ ადამიანი! გულისამრევი ამება ხარ !!! ბაქტერიაც კი არ ხარ!!! მეტი არაფერი! შენმა ,,კანონიერმა ,, შვილებმა( თუ გყავს საერთოდ ) ..გაგაბედნიერონ.. ,,უკანონო,, ,,ნაბიჭვარი,, ბავშვებით მთელი გულით გისურვებ ;)
15:01 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
:)
35 წლამდე თუ სექსი არ ქონია, არ მიკვირს ასე არეულად რომ აზროვნებს, მითუმეტს ბავშვთან მიმართებაში.
16:47 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთოოოს..
ეთო ჯერ აზროვნება გაასწორე.. შემდეგ მართლწერა.. თუმცა აზროვნების გამოსწორება არც ქალბატონ ქეთინოსაც აწყენდა..
16:25 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
საბრალო ერთუჯრედიან ეთო ს
მე 27 ის გავთხოვდი და ესეიგი არანორმალური ვარ ხო? წადი ჯერ მამაოს დაეკითხე რა პასუხი გავცეთქო და მერე მიპასუხე:დ
13:39 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
O.M.G
არ შეჭამეს გული ამ თავიანთი მამაოებით და მათი რჩევებით......... სულ ცოდვა რომ გაკერიათ პირზე,რომელიმე ღმერთს ესაუბრეთ პირისპირ ??????? იმ დღეს ძაან აღელვებული ვიყავი და ტაძარში ლოცვის დასრულების შემდეგ მამაოს რაღაც შევეკითხე ძალიან მოკრძალებულად (ოღონდ არა ჩემს მოძღვარს,მასზე საქებარის მეტი არაფერი მეთქმის), თავ-ბედი ვიწყევლე რატომ შევეკითხე მეთქი.. არ მცალიაო, ისე მედიდურად და ქედმაღლურად შემომძახა როოოოო... კაი ბატონო, მე ვეღარავინ დამაბრკოლებს ისეთ ასაკში ვარ,მაგრამ რამდენი ახალგაზრდა თინეიჯერი მიდის პირველად და დაბნეული ცდილობს დაიწყოს სიარული ქრისტეს გზით(თუნდაც მეათასედით ეცადოს).. ასე რომ დაუბღვერს მღვდელი,ის გაიქცევა უკანმოუხედავად და ვეღარც მოაბრუნებ ჭეშმარიტი რწმენისკენ :((((((( ეეჰ,ჯვრისწერა რომ ბედნიერების გარანტი იყოს,მაშინ უბედნიერესი უნდა ვყოფილიყავი.თანაც რაც უფრო მეტს შესწირავ უფრო ბედნიერი იქნებიო ასე გვარიგებენ.. (რავიცი ნამდვილად ძალიან უხვად გავეცით შესაწირი იმ დღეს...)
11:38 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მირა
ეთო ხარ თუ ვიგაც რა გიწოდა არ ვიცი . ერთი იცოდე ზუსტად შენისთანა ზნედაცემულებს არა აქვთ უფლება ეკლესიაში ლოცვის შენ ჩლუნგო ფუუუუუ
11:35 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
O.M.G
კიაზო შე უბადრუკო ქინძისთავო და ეთერ შე ქმრის დაკარგვის შიშით შეშფოთებულოოოოოოოო! მარტო თქვენსავით ბოროტი სულის ადამიანები იყენებ სიტყვა "ნაბიჭვარს"... ნაბიჭვრები ხართ თქვენ ზუსტად ყველანაირი კრიტერიუმით და არა პატარა ანგელოზი,რომელსაც არაფერს ეკითხებიან მაშინ როცა მისი ჩასახვა-არჩასახვის ამბავი წყდება !!! და მე,ხაზი გავუსვი რომ ძალიან ცუდია და ყველამ უნდა აარიდოს თავი ასეთ სიტუაციას როცა წყვილი ერთად არ ცხოვრობს ,მაგრამ რა ვუყოთ რომ სასწაულებიც ხდება... ჩემი ახლობელი გოგონა ქმართან (ჯვარდაწერილთააააან- თქვენთვის რაც უმთავრესია!) ერთად გაემგზავრა ინგლისში რამდენიმე წლის წინ,ბავშვი არ უნდოდა არც ერთს,კატეგორიულად თან. ჯერ უნდა გავერთოთ და ცოტა კაპიტალიც დავაგროვოთო.შესაბამისად თავს იცავდნენ დიდის მონდომებით... ერთ საღამოს,რეკავს ეს გოგონა დედამისთან და ტირის განწირული მარა რას ტირის- ეს რა დაგვემართა,ესეთი რაღაც როგორ უნდა მომხდარიყო,გაგიჟებულები ვართ ჩვენც და გინეკოლოგიცო... თურმე,აბებს ხო სვავდა სისტემატიურად,მაგრამ იმდენად ეშინოდა დაორსულების პრეზერვატივსაც იყენებდნენ თავის გადაზღვევის მიზნით.... კიოდა ტელეფონში- საუკეთესო ხარისხის იყო და როგორ უნდა გახეულიყოოო..! მოკლედ, გაიხა რეზინა და ამ გახევის შედეგად ისეთი 7 წლის ფერია დაიარება ქვეყნად,იმდენად ლამაზი და ჭკვიანი ბავშვია, მასზე უკეთესი რა უნდა შეექმნათ იმ სულელებს და ვერც ვერაფერი... ასევე მეორე შემთხვევა იყო როცა ე.წ სპირალი ქონდა ჩადგმული ჩემს მეზობელს პირველი შვილის შემდეგ და მაინც დარჩა,ასევე იხოკავდა თავ-პირს,ეს რა უბედურება დამემართა,ჯერ მზად არ ვიყავიო. ახლა კი, როცა თავის ლოთხანა ქმარიც მოიშორა თავიდან და პირველი შვილი ძალიან უშლის ნერვებს რადგან ურთულესი ხასიათისაა, მეორეზე (არასასურველზე) ამბობს- ეს რო არ მყოლოდა როგორ უნდა მეცოცხლაო. მართლა საოცარი გოგოა (არა იმიტომ რო ჩემი ნათლულია).. და ისედაც,დაკვირვებული ვარ, რატომღაც "არასასურველი-ცოდვის" შვილები ბევრად უკეთესი ადამიანები დგებიან,ვიდრე ზედმეტად სასურველნი და შესაბამისად გათამამებულები. P.S ეთო, არსად დაგეკარკოს შენი გაფხორილი მღვდლები,თავიანთი რჩევა-დარიგებებით და შესაწირი ყუთებისკენ გაქცეული გაფართოვებული თვალებით,მაშინაც კი როცა შენ (მრევლი) შენს ტკივილზე ესაუბრები გულმხურვალედ ...
11:20 / 22-09-2014

11:19 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
დაანებე მაგ ბავშვს თავი, ბედს მიენდა და ან გათოვდები, ან არა. ეს ყველგან ასეა. სნ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. ეგ შხვედრები კი დაივიწყე, გონებაში დაგრჩეს როგორც უმცროს მეგობართან გასეირნება. მერე რა?
11:14 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS