16 სექტემბერი, 2014
კაცი, რომელმაც ცხოვრება ორ ქალს დაუნგრია - „მე მის დასთან ვიწექი, ის ჩემს დასთან...“
შენ ორი უმანკო ქალის ცოდვა გადევს კისერზე და მიხარია, რომ ზუსტად იქ „მოგარტყი“ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევა და დღემდე არაერთი ქალი ჰყოლია, სასტიკად დაისაჯა. ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობა მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება, რადგან იმ ქალმა ძმასთან ერთად შურისძიების ის საშუალება გამონახა, რაც ნებისმიერი მამაკაცისთვის ძალიან მძიმედ გადასატანია...

- არ მახსოვს ამდენი წლის განმავლობაში ქალი მომწონებოდეს და მასთან ურთიერთობის დასამყარებლად რამე განსაკუთრებული ძალისხმევა დამჭირებოდა.
- სექსუალურ კონტაქტს გულისხმობთ?
- რა
თქმა უნდა! შეიძლება თქვენ დამიჯეროთ, რადგან ისეთი გარეგნობა არ მაქვს, რომ ქალები ჩემ დანახვაზე აქეთ-იქეთ ცვიოდნენ, მაგრამ მე კარგად ვიცნობ სუსტი სქესის წარმომადგენლებს და ვიცი, მათ როგორ უნდა მოექცე.
- მაინც როგორ?..
- ერთი-ორი ტკბილი სიტყვა, კომპლიმენტი თვალებსა და ხელებზე, თაიგულების მიძღვნა; ლამაზი სიტყვები მისი შინაგან სამყაროსა და ბუნებაზე; ხაზი უნდა გაუსვა იმ სიმშვიდისა და საიმედოობის განცდას, რომელიც მასთან ყოფნის დროს გეუფლება და დამთავრებული „ბაზარია“, ის ქალი შენია!
- და ასეთი მეთოდი ყველასთან ჭრის?
- დიახ, ჩემს შემთხვევაში ყველასთან გაჭრა. არ გჯერათ?!
- რახან ამბობთ, ალბათ მართლა ასე იყო...
- მერწმუნეთ, ეს ნამდვილად ასე იყო. ამაზე სიამაყით აღარ ვლაპარაკობ, როგორც ეს უწინ, რადგან სწორედ ამის გამო დავისაჯე... ჩემს „კოლექციაში“ ბევრი ქალიშვილიც იყო და არაქალიშვილიც, მაგრამ არც ერთ მათგანთან არასოდეს პრობლემა არ შემქმნია. ზოგს ტყუილებით ვაბრუებდი და ახსნა-განმარტებების შემდეგ ვტოვებდი, ზოგსაც უბრალოდ სრული იგნორირებით ვიშორებდი თავიდან. თავს ყოველთვის ვიცავდი, ვერავინ წამომაგებდა იმაზე, რომ ვითომდა ჩემგან დაორსულდა.
მოკლედ, ნატამდე ყველაფერი ძალიან მარტივად იყო... რაც შეეხება ნატას, ის სრულიად შემთხვევით ქუჩაში გავიცანი. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. წვიმდა და ქუჩაში თავიდან ფეხებამდე გაწუწული ქალი რომ დავინახე, მანქანა გავუჩერე. ჯერ არ ჯდებოდა, თუმცა დიდხანს არ უყოყმანია... გზაში ყველაფერი გამოვკითხე.
ის ჩემი დის ასაკის იყო. მითხრა, მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თბილისში მე და ჩემი უფროსი ძმა ვართო. ახლა ინგლისურის კურსებზე ვიყავი, მალე დედაჩემთან უნდა გავემგზავრო და მანამდე მინდა ენა კარგად ვისწავლოო. სახლამდე მივიყვანე და მანქანიდან გადასვლისას ხელზე ვეამბორე, ვუთხარი, ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი, მინდა, ეს მშვენიერ თვალები კიდევ ვნახო-მეთქი. ცოტა კი აილეწა, მაგრამ მობილურის ნომერი მაინც მითხრა და მანქანიდან ისე გადავიდა...
თვე-ნახევარში, ნატა უკვე ჩემს მკლავებში ნებივრობდა. ქალიშვილი იყო, მე ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ამის გამო უკან არ დამიხევია. მისი ინგლისში გამგზავრების თარიღი რაც უფრო ახლოვდებოდა, მით უფრო სევდიანდებოდა, მაგრამ მე ათასგვარი დაპირებებით მის დამშვიდებას ვახერხებდი... ერთ დღესაც ნატამ პირდაპირ მითხრა, მინდა, სანამ გავემგზავრები, ხელი მოვაწეროთო. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, ძალიან გამიკვირდა, რადგან არასოდეს არაფერს შევპირებივარ, მაგრამ უკან არ დამიხევია და ვუთხარი, ჯობია დაგელოდები და ოჯახი მერე შევქმნათ-მეთქი.
ატირდა, თავიდანვე ვხვდებოდი, რომ შენ ჩემზე სერიოზულად არ ფიქრობდი, ახლა რა ვქნა, რა მეშველებაო?! მაშინ ვარჩიე, მისთვის სიმართლე მეთქვა და ავუხსენი, რომ მასზე დაქორწინებას არ ვაპირებდი, უბრალოდ, თავს მასთან კარგად ვგრძნობდი. ეს იყო და ეს! ვეცადე დამერწმუნებინა, რომ მომხდარისთვის უფრო მარტივად შეეხედა და რომ ამაში სატირალი და ტრაგიკული არაფერი იყო. მანქანიდან სანამ გადავიდიოდა, მომიბრუნდა და მითხრა, ვიცი, მე შენთვის არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი, მაგრამ დამიჯერე, შენს საქციელს ძალიან ინანებო. მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ყველა ქალი ერთნაირია, ვიფიქრე, უბრალოდ დამემუქრა-მეთქი.
- ეს უბრალო მუქარა არ აღმოჩნდა?
- სამწუხაროდ არა. მე და მყავს, ნინოს 22 წელი ახლახან შეუსრულდა. ერთ დღესაც სახლში ატირებული მოვიდა. მიზეზი რომ ვკითხე, არ დამელაპარაკა და თავის ოთახში შეიკეტა. ჩემს დას დღის განმავლობაში სულ რამდენიმე საათით ვნახულობდი, მაგრამ ვატყობდი, რომ გამირბოდა და თვალებში ვერ მიყურებდა. ბოლოს მის ოთახში შევედი და ვთხოვე, ჩემთვის თავისი უხასიათობის მიზეზი ეთქვა. ჩანთიდან რაღაც სურათი ამოიღო და ლოგინზე დააგდო. ფოტოზე ჩემი ნატა ვიღაც ბიჭთან ერთად იყო გადაღებული.
ვერაფერს მივხვდი, ვკითხე, ეს ფოტო საიდან გაქვს-მეთქი. მაშინ ჩემმა დამ ისეთი სიტყვები მითხრა, რომ მერჩივნა მიწა გამსკდომოდა! რა არაკაციც შენ ხარ და როგორც შენ ნატას მოექეცი, ისევე მომექცა ლაშაც. ეს ნატას ძმაა და შენი საქციელის გამო შური ჩემზე იძიაო! მერე ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.
კარგა ხანს თავზარდაცემული ვიჯექი, მერე ტელეფონში ნატას ტელეფონი მოვძებნე და დავრეკე. ძალიან დიდხანს ვრეკავდი. არავინ მპასუხობდა. მერე ტელეფონი მივაგდე და ჩემი დის ლოგინზე ქვითინით დავემხე. საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა!.. ჩემი მობილურის ზარმა გამაღვიძა. ძლივს ვიპოვე და ეკრანზე არც კი დამიხედავს, ისე ვუპასუხე. გამარჯობა, მეგობარო, - მითხრა ვიღაცამ. რახან ნატას ურეკავდი, ალბათ ყველაფერი იცი.
მე ლაშა ვარ. ალბათ ძალიან გამწარდი, ხომ?! მაგრამ მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შენც იმავეს განიცდი, რასაც მე. როცა შენი „პოდლობა“ გავიგე, მინდოდა მომეკალი, მაგრამ შემდეგ უკეთესი ვარიანტი მოვიფიქრე. შენს დას ისევე მოვექეცი, როგორც შენ ნატას... ჩემი ხმა ხომ გესმის, ძმაო?! - გადაამოწმა ლაშამ. კი, - ისეთი ხმით ვუპასუხე, ჩემი ხმა თვითონ მეუცხოვა. ჰოდა, ძალიან კარგი, - გააგრძელა მან, - ნატა რამდენიმე დღეში ინგლისში მიფრინავს. იმედია, იქ ცოტა გულს გადააყოლებს და მომხდარს დაივიწყებს...
რაც შეეხებას შენ დას, ნინო კარგი გოგოა, ის ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ! მე შენს დასთან ვიწექი, შენ ჩემს დასთან. იცოდე, მე შენ დის ცხოვრებაში აღარ გამოვჩნდები, ისევე როგორც შენ ნატასთან, მაგრამ შენ ეს არასოდეს დაგავიწყდება! შენ ორი უმანკო ქალის ცოდვა გადევს კისერზე და მიხარია, რომ ზუსტად იქ „მოგარტყი“, სადაც მე მტკივა! თანდათან ხმას უწევდა. ბოლოს შემაგინა და ყურმილი გამითიშა... ნინო დღემდე ხმას არ მცემს და ხშირად ზიზღით სავსე თვალებით მიყურებს. ალბათ, არასოდეს მაპატიებს. ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი საქციელის გამო ჩემი და დაისაჯა!..

ანა კალანდაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ნათიას
შენც ასე უნდა მოგექცნენ რომ ისე გეტკინოს, როგორც ნატას და მერე შენი მაგარი კაცი ძმა ნუ გადაუხდის სამაგიეროს მასზე უკეთეს კაცს, ვინც შენ გაგამწარებს))))))
17:47 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
79
აფსუს რატო ძმა არ მყავს!
16:03 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
???????
ჯერ სად არიან კაცები? უარესის ღირსნი არიან და ნელნელა ყველა თავისას მიიღებს, ამ ბიჭს მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდა და დაც დაღუპა, ამიტომ ცოტა აზრზე მოდით კაცებო, დები და ქალიშვილები ვისაც გეზრდებათ ანალოგიურ სიტუაციაში არ ღმოჩნდეთ
15:41 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანჰია
კაი ზღაპარი იყო, ისე კი ხართ ტქვენ ყველა ამის ღირსები ქართველი მურთაზები, მარა ტყუილია ის ამბავი რომ ვითომ თქვენ თქვენი დები გადარდებდეტ, ტქვენ არ ხარტ ის ხალხი ვინმე ადარდებდეტ ტორემ სხვის ცოდვას არ დაიდებდიტ, კი ეგრეა, მალე საქარრტველოშიც ისე იქნება როგორც დანარჩენ მსლოფლიოში, ანუ როლები (შე)იცვლება, ასეა ეს დას ევროპაში
14:53 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ალექსი
ქატო იქა,ფქვილი აქა, ჭირი იქა,ლხინი აქა.
14:41 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
და იმ ძმას ჰგონია რომ ამაზე რამით უკეტესია?! უარესი არაკაცია
14:18 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
კარგია ძალიან. ხო მოუხდა წამალი? ეხლაც ეგრე იჯეჯილოს. მშვენიერი გამოსავალია. არც ციხე არც არაფერი.
13:38 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რატო უარესი არ გაგიკეთატ ნეტა იმ ნატამ და მისმა ძმამ. თქვენისთანა "მამაკაცები" უფრო მეტსაც იმსახურებენ. გამოცდილი მაქვს მასეთ უნამუსოსთან ურთიერთობა, ვითომ სიყვარული და ცრუ დაპირებები. მეზიზღებით სულ ყველა, ვინც ქალებთან მასე იქცევით, ადამიანებს ტკივილს აყენებთ და მერე ტოვებთ.მეტის ღირსი ხართ,ეგ კიდევ ცოტა გაუკეთებია თქვენთვის!!!
12:38 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
...
ოხ, ეს მოგონილი ამბები... მართალია ჩვენთან უკვე ბევრი რამე "მოსულა", მაგრამ სრულიად უცხო მამაკაცს მანქანაში მაინც არავინ უჯდება... ბოზის გარდა რათქმაუნდა...
12:22 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. გოგოები ძალიან მეცოდებიან :( მაინც განსაკუთრებით ნინო, რადგან არაფერ შუაში იყო გოგო..... სამწუხაროდ ქალებმა უნდა ვიცოდეთ რომ კაცების უმეტესობა ეგრე აზროვნებ და გოგოსთან მხოლოდ სექსი აინტერესებთ ძირითადად. იშვიათ შემთხვევებში სექსი სიყვარულში გადაიზარდოს და იმ ქალს შემდეგ სერიოზულად შეხედონ. გოგოებს ურჩევნი რომ უფრო კარგად შეარჩიონ პარტნიორები და უფრო მეტად დაფიქრდნენ სანამ ვინმეს დაუწვებიან და თუ უწვებიან დიდი მოლოდინი არასდროს ქონდეთ. ......
11:57 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS