16 სექტემბერი, 2014
კაცი, რომელმაც ცხოვრება ორ ქალს დაუნგრია - „მე მის დასთან ვიწექი, ის ჩემს დასთან...“
შენ ორი უმანკო ქალის ცოდვა გადევს კისერზე და მიხარია, რომ ზუსტად იქ „მოგარტყი“ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევა და დღემდე არაერთი ქალი ჰყოლია, სასტიკად დაისაჯა. ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობა მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება, რადგან იმ ქალმა ძმასთან ერთად შურისძიების ის საშუალება გამონახა, რაც ნებისმიერი მამაკაცისთვის ძალიან მძიმედ გადასატანია...

- არ მახსოვს ამდენი წლის განმავლობაში ქალი მომწონებოდეს და მასთან ურთიერთობის დასამყარებლად რამე განსაკუთრებული ძალისხმევა დამჭირებოდა.
- სექსუალურ კონტაქტს გულისხმობთ?
- რა
თქმა უნდა! შეიძლება თქვენ დამიჯეროთ, რადგან ისეთი გარეგნობა არ მაქვს, რომ ქალები ჩემ დანახვაზე აქეთ-იქეთ ცვიოდნენ, მაგრამ მე კარგად ვიცნობ სუსტი სქესის წარმომადგენლებს და ვიცი, მათ როგორ უნდა მოექცე.
- მაინც როგორ?..
- ერთი-ორი ტკბილი სიტყვა, კომპლიმენტი თვალებსა და ხელებზე, თაიგულების მიძღვნა; ლამაზი სიტყვები მისი შინაგან სამყაროსა და ბუნებაზე; ხაზი უნდა გაუსვა იმ სიმშვიდისა და საიმედოობის განცდას, რომელიც მასთან ყოფნის დროს გეუფლება და დამთავრებული „ბაზარია“, ის ქალი შენია!
- და ასეთი მეთოდი ყველასთან ჭრის?
- დიახ, ჩემს შემთხვევაში ყველასთან გაჭრა. არ გჯერათ?!
- რახან ამბობთ, ალბათ მართლა ასე იყო...
- მერწმუნეთ, ეს ნამდვილად ასე იყო. ამაზე სიამაყით აღარ ვლაპარაკობ, როგორც ეს უწინ, რადგან სწორედ ამის გამო დავისაჯე... ჩემს „კოლექციაში“ ბევრი ქალიშვილიც იყო და არაქალიშვილიც, მაგრამ არც ერთ მათგანთან არასოდეს პრობლემა არ შემქმნია. ზოგს ტყუილებით ვაბრუებდი და ახსნა-განმარტებების შემდეგ ვტოვებდი, ზოგსაც უბრალოდ სრული იგნორირებით ვიშორებდი თავიდან. თავს ყოველთვის ვიცავდი, ვერავინ წამომაგებდა იმაზე, რომ ვითომდა ჩემგან დაორსულდა.
მოკლედ, ნატამდე ყველაფერი ძალიან მარტივად იყო... რაც შეეხება ნატას, ის სრულიად შემთხვევით ქუჩაში გავიცანი. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. წვიმდა და ქუჩაში თავიდან ფეხებამდე გაწუწული ქალი რომ დავინახე, მანქანა გავუჩერე. ჯერ არ ჯდებოდა, თუმცა დიდხანს არ უყოყმანია... გზაში ყველაფერი გამოვკითხე.
ის ჩემი დის ასაკის იყო. მითხრა, მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თბილისში მე და ჩემი უფროსი ძმა ვართო. ახლა ინგლისურის კურსებზე ვიყავი, მალე დედაჩემთან უნდა გავემგზავრო და მანამდე მინდა ენა კარგად ვისწავლოო. სახლამდე მივიყვანე და მანქანიდან გადასვლისას ხელზე ვეამბორე, ვუთხარი, ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი, მინდა, ეს მშვენიერ თვალები კიდევ ვნახო-მეთქი. ცოტა კი აილეწა, მაგრამ მობილურის ნომერი მაინც მითხრა და მანქანიდან ისე გადავიდა...
თვე-ნახევარში, ნატა უკვე ჩემს მკლავებში ნებივრობდა. ქალიშვილი იყო, მე ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ამის გამო უკან არ დამიხევია. მისი ინგლისში გამგზავრების თარიღი რაც უფრო ახლოვდებოდა, მით უფრო სევდიანდებოდა, მაგრამ მე ათასგვარი დაპირებებით მის დამშვიდებას ვახერხებდი... ერთ დღესაც ნატამ პირდაპირ მითხრა, მინდა, სანამ გავემგზავრები, ხელი მოვაწეროთო. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, ძალიან გამიკვირდა, რადგან არასოდეს არაფერს შევპირებივარ, მაგრამ უკან არ დამიხევია და ვუთხარი, ჯობია დაგელოდები და ოჯახი მერე შევქმნათ-მეთქი.
ატირდა, თავიდანვე ვხვდებოდი, რომ შენ ჩემზე სერიოზულად არ ფიქრობდი, ახლა რა ვქნა, რა მეშველებაო?! მაშინ ვარჩიე, მისთვის სიმართლე მეთქვა და ავუხსენი, რომ მასზე დაქორწინებას არ ვაპირებდი, უბრალოდ, თავს მასთან კარგად ვგრძნობდი. ეს იყო და ეს! ვეცადე დამერწმუნებინა, რომ მომხდარისთვის უფრო მარტივად შეეხედა და რომ ამაში სატირალი და ტრაგიკული არაფერი იყო. მანქანიდან სანამ გადავიდიოდა, მომიბრუნდა და მითხრა, ვიცი, მე შენთვის არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი, მაგრამ დამიჯერე, შენს საქციელს ძალიან ინანებო. მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ყველა ქალი ერთნაირია, ვიფიქრე, უბრალოდ დამემუქრა-მეთქი.
- ეს უბრალო მუქარა არ აღმოჩნდა?
- სამწუხაროდ არა. მე და მყავს, ნინოს 22 წელი ახლახან შეუსრულდა. ერთ დღესაც სახლში ატირებული მოვიდა. მიზეზი რომ ვკითხე, არ დამელაპარაკა და თავის ოთახში შეიკეტა. ჩემს დას დღის განმავლობაში სულ რამდენიმე საათით ვნახულობდი, მაგრამ ვატყობდი, რომ გამირბოდა და თვალებში ვერ მიყურებდა. ბოლოს მის ოთახში შევედი და ვთხოვე, ჩემთვის თავისი უხასიათობის მიზეზი ეთქვა. ჩანთიდან რაღაც სურათი ამოიღო და ლოგინზე დააგდო. ფოტოზე ჩემი ნატა ვიღაც ბიჭთან ერთად იყო გადაღებული.
ვერაფერს მივხვდი, ვკითხე, ეს ფოტო საიდან გაქვს-მეთქი. მაშინ ჩემმა დამ ისეთი სიტყვები მითხრა, რომ მერჩივნა მიწა გამსკდომოდა! რა არაკაციც შენ ხარ და როგორც შენ ნატას მოექეცი, ისევე მომექცა ლაშაც. ეს ნატას ძმაა და შენი საქციელის გამო შური ჩემზე იძიაო! მერე ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.
კარგა ხანს თავზარდაცემული ვიჯექი, მერე ტელეფონში ნატას ტელეფონი მოვძებნე და დავრეკე. ძალიან დიდხანს ვრეკავდი. არავინ მპასუხობდა. მერე ტელეფონი მივაგდე და ჩემი დის ლოგინზე ქვითინით დავემხე. საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა!.. ჩემი მობილურის ზარმა გამაღვიძა. ძლივს ვიპოვე და ეკრანზე არც კი დამიხედავს, ისე ვუპასუხე. გამარჯობა, მეგობარო, - მითხრა ვიღაცამ. რახან ნატას ურეკავდი, ალბათ ყველაფერი იცი.
მე ლაშა ვარ. ალბათ ძალიან გამწარდი, ხომ?! მაგრამ მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შენც იმავეს განიცდი, რასაც მე. როცა შენი „პოდლობა“ გავიგე, მინდოდა მომეკალი, მაგრამ შემდეგ უკეთესი ვარიანტი მოვიფიქრე. შენს დას ისევე მოვექეცი, როგორც შენ ნატას... ჩემი ხმა ხომ გესმის, ძმაო?! - გადაამოწმა ლაშამ. კი, - ისეთი ხმით ვუპასუხე, ჩემი ხმა თვითონ მეუცხოვა. ჰოდა, ძალიან კარგი, - გააგრძელა მან, - ნატა რამდენიმე დღეში ინგლისში მიფრინავს. იმედია, იქ ცოტა გულს გადააყოლებს და მომხდარს დაივიწყებს...
რაც შეეხებას შენ დას, ნინო კარგი გოგოა, ის ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ! მე შენს დასთან ვიწექი, შენ ჩემს დასთან. იცოდე, მე შენ დის ცხოვრებაში აღარ გამოვჩნდები, ისევე როგორც შენ ნატასთან, მაგრამ შენ ეს არასოდეს დაგავიწყდება! შენ ორი უმანკო ქალის ცოდვა გადევს კისერზე და მიხარია, რომ ზუსტად იქ „მოგარტყი“, სადაც მე მტკივა! თანდათან ხმას უწევდა. ბოლოს შემაგინა და ყურმილი გამითიშა... ნინო დღემდე ხმას არ მცემს და ხშირად ზიზღით სავსე თვალებით მიყურებს. ალბათ, არასოდეს მაპატიებს. ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი საქციელის გამო ჩემი და დაისაჯა!..

ანა კალანდაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
dato123
რა ტვინი გაბურგეთ გჯერათ არ გჯერათ. ტუ არ გაინტერესებთ ნუ კიტხულობთ. ეს რა ხალხია გული აგერევა რა
13:35 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
როგორ გჯერატ, ხალხო ამ გამოგონილი ზგაპრების?
21:59 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ესმა
ჩემი ამბავი გამახსენდა.. თვადავიწყებით შემიყვარდა ერთი ბიჭი, ისიც არ იყო გულგრილი, იმასაც კარგად ესმოდა ქალის ფსიქოლოგია, ისევე თბილად მექცეოდა როგორც აქაა აღწერილი. არასდროს შემპირებია რომ ცოლად მომიყვანდა, მაგრამ იმ პერიოდში ისე გათიშული ვიყავი ამ გრძნობით, რომ არც ვფიქრობდი ამ თემაზე, ოღონდ ჩემს გვერდით ყოფილიყო... ის თამაშობდა თავიდანვე, მე კი შემიყვარდა... ზოგადად ეგაა, ქალი უფრო მგრძნობიარე არსებაა, კაიცი თამაშობს, ქალს კი თავდავიწყებით უყვარდება და გული სტკივა შემდეგ.
12:11 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
nini
Kvela Kaci ertnairi nadziralaa, gamonaklisebi AR arseboben. Magati "sikvaruli" sacolit ickeba da iqve mtavrdeba. 99 procenti scoredac, rom bozebs imsaxurebs colad, imitom, rom tviton aqvt bozi suli. Sxvis grdznobebze tamashoben unamusod,nu ujetebt sitkvebs, nu xart idiotebim
23:30 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დათა
რას იზავთ ბატონებო რასაც დასთეს იმას მოიმკით მარა დანარჩენმა გოგონებმა რა ქნეს იმათ არ ყავდათ ძმები? ნატას ძმამაც კარგი ქნა რომ არ მოკლა ადამიანის მოკვლა უდიდესი ცოდვაა ასე რომ რესპოდენტმა ჭკუა ისწავლა ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს რომ ქალი არ უნდა მოატყუო ქალების მეტი რააა ვისაც უნდიხარ მიდი მასთან
23:18 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ხო და ამიტომაც ქართველ კაცს მეც იმედგაცრუების შემდეგ არც გავეკარები პატარა ბავშვთან ერთად მარტო დამტოვა და ძალიან გული მატკინა და ყველა მამაკაცი ბავშვიან ქალს გართობის მიზნით მიყურებდა.ამჟამად მყავს მეუღლე ბერძენი რომელიც ხელის გულზე მატარებს, ვარ ბედნიერი.მომბაძეთ გოგოებო
23:51 / 18-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნნნ
ზღაპარი რატომ არის ასეთი რამ შეიძლება მართლაც მოხდეს, მაგრამ ზმები ეგრევე მოვკლავ-გადავკლავს გაიდზახიან,ამ შემთხევაში კი უკეთესი ვარიანტი გამოინახა და ის ვინც ამ ბიჭივით თამაშობს მეტის ღირსიცააა, ქართთველ გოგოებს ჰგონიათ რომ რადგან კაცი თბილად ექცევა,ხშირად მოიკითხავს და ასე შემდეგ,ესეიგი მას ის უყვარს,მისით აღფრთოვანებულია და სიტ ყვები რაღა საჭიროა,საქციელიდან ჩანს რომ ის ცოლადაც უნდა:))))
11:41 / 18-09-2014
გამოხმაურება / 0 /
,,,,
ქართველო გოგოებო არასდროს შეიყვაროთ ქარტველი კაცი და საერთოდ უარი თქვით ქარტველ კაცებზე. ისინი არც თქვენი და საერტოდ არც ერთი ეროვნების და რასის ქალის ღირსნი არ არიან!
02:46 / 18-09-2014
გამოხმაურება / 0 /
mar
ელიბო სენ ცოტა აზზე მდი რაქ იცი იქნება და მეორე ლაიფში ქალად იბადები ასე ნუ განიკითხავ ქალებს თორე როცა იქნება შენ უარესს დღეში აღმოჩნდები. და შენნაირი კაცი სიყვარულს არც უნდა ელოდოს ქალისგან ისეთი ტიპაჟი ხარ.
22:40 / 17-09-2014
გამოხმაურება / 0 /
?
აუ საიდან ჩითავთ ამ ზღაპრებს?
17:21 / 17-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS