15 სექტემბერი, 2014
თურქული სერიალებისგან დატრიალებული ტრაგედია - "რძალი სასტუმროს მეპატრონეს მეოთხე ცოლად გაჰყვა"
ნერვიულობაზე ჩემ ქმარს წნევამ დაარტყა და მთასავით კაცი დღემდე გაბეჩავებული დადის რაიონში ვცხოვრობ და ჩემი ერთადერთი შვილი - რეზიკო, ათწლიანი უშვილობის შემდეგ შემეძინა. ამიტომ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებოდი და იმ დღეზე ვოცნებობდი, როდესაც ცოლს მოიყვანდა და ჩემს სახლშიც ირბენდნენ შვილიშვილები. სამი წლის წინ კომპიუტერით თბილისელი გოგო გაიცნო. გამიხარდა, რომ ვიღაც შეუყვარდა, მაგრამ მაინც გავაფრთხილე, რომ ქალაქელ გოგოს, რაიონში ცხოვრება გაუჭირდებოდა და ჩვენ კი იმის საშუალება არ გვქონდა, რომ მათთვის ბინა დედაქალაქში გვეყიდა.

რამდენიმე თვეში ცოლად მოიყვანა. რძალი
- თიკა, 23 წლის იყო, მაგრამ ბავშვური შეხედულება ჰქონდა. თბილად მივიღე, როგორც საკუთარ შვილს ისე ვუვლიდი, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ რეზიკომ გამომიცხადა, დედა ჩვენ აქ ცხოვრება არ გვინდა, ორი წლით საფრანგეთში წავალ სამუშაოდ თბილისში ბინის საყიდელ ფულს მოვაგროვებო. არ მჯეროდა, რომ თიკა უშვებდა, მაგრამ მითხრა, შვილის ყოლას ჯერ მაინც არ ვგეგმავთ და პირიქით, მასაც ძალიან უნდა, რომ წავიდე და მერე თბილისში ვიცხოვროთო. სამი ღამე არ მეძინა, რძალს თვალს ვერ ვუსწორებდი. ნევრები მეშლებოდა, რომ ერთადერთი შვილი ამხელა გზაზე, მიდიოდა. ან იქ რა უნდა ემუშავა, ალბათ სხვა ბევრი ქართველივით მოიპარავდა.

ორ თვეში რეზიკო საფრანგეთში წავიდა. 2000 ევრო ვალი აიღო და დაგვპირდა, გამოგიგზავნით და ნელ-ნელა გადავიხდიო. რძალი თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა და თავს მევლებოდა. მეც მალე მომიბრუნდა გული, იქნებ ამათვის ასე აჯობოს-თქო. საღამოობით თურქულ სერიალებს ვუყურებდით, მთელი ოჯახი ისე ვიყავით ჩართულები, რომ საღამოს შინ დაბრუნებული ჩემი ქმარიც კი თუ სერიალი გადიოდა, სუფრის გაშლასაც არ მთხოვდა, საყურებლად ჯდებოდა.

რეზიკო ხშირად გვირეკავდა, ორჯერ გამოგვიგზავნა 200-200 ევრო.

ერთ დღეს თიკამ მითხრა, თურქეთში დასასვენებლად მინდა წასვლა ჩემს ბიძაშვილთან ერთად, ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა და მინდა, ყველაფერს საკუთარი თვალით ვნახავო. არ დავუშალე ან ვინ მკითხავდა. რეზიკო ადვილად დაითანხმა და ერთი კვირით თბილისელ ბიძაშვილთან ერთად დასასვენებლად წავიდა. იქიდან დაბრუნებულს მალე შევატყე ცვლილება. თვალს ვერ მისწორებდა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა. ტელეფონი რომ დაურეკავდა, გიჟივით გარეთ გარბოდა და ძველებურად აღარ მესიყვარულებოდა. ცვლილება რეზიკომაც შეატყო, ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, - დედა, თიკას ყურადღება მიაქციე, ბოლო დროს შეცვლილი მეჩვენებაო.

ერთ დღეს ჩემი რძალი სახლიდან გაქრა. ღამეც რომ არ გამოჩნდა, ქვეყანა შევყარე, თბილისშიც დავრეკე მშობლებთან, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. უკვე პოლიციის ჩართვას ვაპირებდით, როცა ბიძაშვილს წამოსცდა, არ გინდათ, თიკა თურქეთში გათხოვდა და ძალიან ბედნიერია, მალე თვითონ დარეკავსო. როგორც გავარკვიეთ დასასვენებლად რომ იყვენენ სასტუმროს მეპატრონეს მოსწონებია და ჩემი რძალიც ადვილად მოუხიბლავს. ჩამოსვლის შემდეგ ყოველდღე ურეკავდა და ერთხელ ჩამოაკითხა კიდეც. ბოლოს კი ცოლობაზეც კი დაითანხმდა და ვინმე აჰმედს მეოთხე ცოლად გაჰყვა.

ნერვიულობაზე ჩემ ქმარს წნევამ დაარტყა და მთასავით კაცი დღემდე გაბეჩავებული დადის.

რეზიკოს ყველაფერი რომ მოვუყევი ტელეფონში ქალივით ღრიალებდა, მითხრა, დედა, მე მანდ არასოდეს აღარ ჩამოვალ, ეს სირცხვილი როგორ ჩამოვირეცხოო. რძლის გაქცევიდან ორი თვეში მეზობელი მოვიდა. ის ქალი უკვე დიდი ხანი თურქეთში დადის და გასაყიდად ტანსაცმელი ჩამოაქვს. მითხრა, შენი რძალი შემხვდა, უკვე მოზრდილი მუცლით, გაუბედურებულია და იქნებ მიაქციონ ყურადღება დედამისს უთხარიო. ახლა ვხვდები, რომ აქედან უკვე ფეხმძიმედ წავიდა, თორემ ორ თვეში მუცელი როგორ გაეზრდებოდა.

დედამისს დავურეკე და სასაცილოდ არ ეყო, ჩემი შვილი დედოფალივით ცხოვრობს და სიძე უკვე მივიღეთო. თითქოს ყველაფერმა გადაიარა, ჩემი შვილიც დამშვიდდა და ვაპირებდი, რომ რძლის სახელი სამუდამოდ ამომეშალა მეხსიერებიდან. ერთ საღამოს რეზიკომ დამირეკა. ერთი თვის წინ ჩემ რძალს უმშობიარია, ბავშვი დაუტოვებია და ქმრისგან გამოქცეულა. თურმე იმ კაცს მალე მობერზებია და ფეხმძიმე ქალს სცემდა კიდეც. ცოლები კი ზედ არ უყურებდნენ და დღეებს ითვლიდა მშობიარობამდე, რომ გამოქცეულიყო.

ახლა ჩემ შვილს სთხოვს შერიგებას, ეხვეწება, რომ ყველაფერი აპატიოს და თავიდან დაიწყონ ცხოვრება. რეზიკომ მითხრა, დედა, გამორიცხულია, ასეთ შერცხვენას არავის ვაპატიებო, მაგრამ თან მეშინია, ძალიან უყვარდა და შეიძლება ცოლი ისევ დაიბრუნოს. ორი დღის წინ დედამისი მოვიდა, მითხრა, მაპატიე, მაშინ რომ არ დაგიჯერე, ახლა შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, შენ თუ ეტყვი, რეზიკო აუცილებლად მიიღებსო. როგორ ვაპატიო რძალს ამხელა სირცხვილი და ჩემი შვილის, ოჯახის მასხარად აგდება.

მკითხველის წერილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 76 /
ყრყუებოოო
კარგ კაცს ცოლი რქებს არ დაადგამს.ეხცეწევა არა კვახი! ვია რად უნდა ქართველუ ქეციანი "კაცუნია"
01:49 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ემზარ
ახალგაზრდა ქალს ტბილისში სახლი კი არა ყურადგება უნდაა რეზიი ყურადგებააა! 2თვეა ცოლი მოიკვანე სჰე ცჰემა იმუსჰავეე ცოლთამნ საფრანგედში რა გინდა
16:06 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ემზარ
ყველა ქართვილი გოგო ბოზი არაა! ეს რეზიკო წესიერი კაცი არა, არ იცის ქალს რა უნდა ცესით თუ ცოლი მოგყავს 6 თვე კოველ გამე უნდა იმუშავო ხომ ხვდებით-) შეე არაკაცო ცოლი მოგყავს და ახალგაზრდა ქალს აქ რაგა ტოვებ! და სამუშაოდ საფრანგედში რა --- გინდა??
16:03 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
Gგმერტმა იცის სიმარტლე და ყველას მოსტხოვს ტავის საქციელზე,სანერვიულო არაფერია
06:44 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ქრისტიანს საღმრტო სჯულის კანონში უწერია რომ მრუშობის დროს შეუდზლია გასცილდეს ცოლს.სიყვარული სხვა რამეა... არ სიძვისა დასადარი.კაცები გაფუჩდა და ქალი უსირცხვილო გახდა,
22:53 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
,,,,,,,,,,
ეს ამბავი აშკარად შეთხზულია თურქებს და საერთოდ თურქეთში ორცოლიანობა აკრძალულია. არც ასე დავუბეჩავებივართ ცხოვრებას რომ პატიებაზე სიტყვას ძრავდეს კარგით რა
22:50 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
mariam
Da seriali Ra shuashia ???
18:15 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სტამბული....მონათბაზარი
საერთოდ თურქეთში,ცუდი სახელი რომ აქვთ,ქართველ ქალებს,საყოველთაოდ ცნობილია,ბორდელები გადავსებულია სარფში ქართველი გოგონებით,ხოლო სტამბულში პირდაპირ ქუჩაში დგანან და ისე ევაჭრებიან კლიენტებს,....სამწუხაროდ,და ჩვენდა სამარცხვინოდ ესეა ეს, და ნუ ლანძღავთ ერთმანეთს.....ვაი ბედკრულო საქართველოვ,საით მიექანები.....
11:26 / 19-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
არც უნდა აპატიოს. ტუ ერტხელ უგალატა მეორეტაც გაიმეორებს ტუ ვინმეს ნახავს...
16:50 / 18-09-2014
გამოხმაურება / 0 /
შუშუ
გოგას სიტყვებმა უფრო გამაგიჟა, ვიდრე იმ ქალის საქციელმა. კარგად დაფიქრდით, ქართველო კაცებო, თქვენი ბრალი ხომ არ არის ბევრი რამ? რა თქმა უნდა, თუ ეს ამბავი მართალია, ის ქალი საპატიებელი არ არის, მაგრამ გოგას მინდა ვკითხო: მისი ყველა ახლობელი ქალი თუ ბოზია, კარგად ჰქონია საქმე.
15:41 / 18-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS