15 სექტემბერი, 2014
თურქული სერიალებისგან დატრიალებული ტრაგედია - "რძალი სასტუმროს მეპატრონეს მეოთხე ცოლად გაჰყვა"
ნერვიულობაზე ჩემ ქმარს წნევამ დაარტყა და მთასავით კაცი დღემდე გაბეჩავებული დადის რაიონში ვცხოვრობ და ჩემი ერთადერთი შვილი - რეზიკო, ათწლიანი უშვილობის შემდეგ შემეძინა. ამიტომ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებოდი და იმ დღეზე ვოცნებობდი, როდესაც ცოლს მოიყვანდა და ჩემს სახლშიც ირბენდნენ შვილიშვილები. სამი წლის წინ კომპიუტერით თბილისელი გოგო გაიცნო. გამიხარდა, რომ ვიღაც შეუყვარდა, მაგრამ მაინც გავაფრთხილე, რომ ქალაქელ გოგოს, რაიონში ცხოვრება გაუჭირდებოდა და ჩვენ კი იმის საშუალება არ გვქონდა, რომ მათთვის ბინა დედაქალაქში გვეყიდა.

რამდენიმე თვეში ცოლად მოიყვანა. რძალი
- თიკა, 23 წლის იყო, მაგრამ ბავშვური შეხედულება ჰქონდა. თბილად მივიღე, როგორც საკუთარ შვილს ისე ვუვლიდი, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ რეზიკომ გამომიცხადა, დედა ჩვენ აქ ცხოვრება არ გვინდა, ორი წლით საფრანგეთში წავალ სამუშაოდ თბილისში ბინის საყიდელ ფულს მოვაგროვებო. არ მჯეროდა, რომ თიკა უშვებდა, მაგრამ მითხრა, შვილის ყოლას ჯერ მაინც არ ვგეგმავთ და პირიქით, მასაც ძალიან უნდა, რომ წავიდე და მერე თბილისში ვიცხოვროთო. სამი ღამე არ მეძინა, რძალს თვალს ვერ ვუსწორებდი. ნევრები მეშლებოდა, რომ ერთადერთი შვილი ამხელა გზაზე, მიდიოდა. ან იქ რა უნდა ემუშავა, ალბათ სხვა ბევრი ქართველივით მოიპარავდა.

ორ თვეში რეზიკო საფრანგეთში წავიდა. 2000 ევრო ვალი აიღო და დაგვპირდა, გამოგიგზავნით და ნელ-ნელა გადავიხდიო. რძალი თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა და თავს მევლებოდა. მეც მალე მომიბრუნდა გული, იქნებ ამათვის ასე აჯობოს-თქო. საღამოობით თურქულ სერიალებს ვუყურებდით, მთელი ოჯახი ისე ვიყავით ჩართულები, რომ საღამოს შინ დაბრუნებული ჩემი ქმარიც კი თუ სერიალი გადიოდა, სუფრის გაშლასაც არ მთხოვდა, საყურებლად ჯდებოდა.

რეზიკო ხშირად გვირეკავდა, ორჯერ გამოგვიგზავნა 200-200 ევრო.

ერთ დღეს თიკამ მითხრა, თურქეთში დასასვენებლად მინდა წასვლა ჩემს ბიძაშვილთან ერთად, ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა და მინდა, ყველაფერს საკუთარი თვალით ვნახავო. არ დავუშალე ან ვინ მკითხავდა. რეზიკო ადვილად დაითანხმა და ერთი კვირით თბილისელ ბიძაშვილთან ერთად დასასვენებლად წავიდა. იქიდან დაბრუნებულს მალე შევატყე ცვლილება. თვალს ვერ მისწორებდა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა. ტელეფონი რომ დაურეკავდა, გიჟივით გარეთ გარბოდა და ძველებურად აღარ მესიყვარულებოდა. ცვლილება რეზიკომაც შეატყო, ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, - დედა, თიკას ყურადღება მიაქციე, ბოლო დროს შეცვლილი მეჩვენებაო.

ერთ დღეს ჩემი რძალი სახლიდან გაქრა. ღამეც რომ არ გამოჩნდა, ქვეყანა შევყარე, თბილისშიც დავრეკე მშობლებთან, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. უკვე პოლიციის ჩართვას ვაპირებდით, როცა ბიძაშვილს წამოსცდა, არ გინდათ, თიკა თურქეთში გათხოვდა და ძალიან ბედნიერია, მალე თვითონ დარეკავსო. როგორც გავარკვიეთ დასასვენებლად რომ იყვენენ სასტუმროს მეპატრონეს მოსწონებია და ჩემი რძალიც ადვილად მოუხიბლავს. ჩამოსვლის შემდეგ ყოველდღე ურეკავდა და ერთხელ ჩამოაკითხა კიდეც. ბოლოს კი ცოლობაზეც კი დაითანხმდა და ვინმე აჰმედს მეოთხე ცოლად გაჰყვა.

ნერვიულობაზე ჩემ ქმარს წნევამ დაარტყა და მთასავით კაცი დღემდე გაბეჩავებული დადის.

რეზიკოს ყველაფერი რომ მოვუყევი ტელეფონში ქალივით ღრიალებდა, მითხრა, დედა, მე მანდ არასოდეს აღარ ჩამოვალ, ეს სირცხვილი როგორ ჩამოვირეცხოო. რძლის გაქცევიდან ორი თვეში მეზობელი მოვიდა. ის ქალი უკვე დიდი ხანი თურქეთში დადის და გასაყიდად ტანსაცმელი ჩამოაქვს. მითხრა, შენი რძალი შემხვდა, უკვე მოზრდილი მუცლით, გაუბედურებულია და იქნებ მიაქციონ ყურადღება დედამისს უთხარიო. ახლა ვხვდები, რომ აქედან უკვე ფეხმძიმედ წავიდა, თორემ ორ თვეში მუცელი როგორ გაეზრდებოდა.

დედამისს დავურეკე და სასაცილოდ არ ეყო, ჩემი შვილი დედოფალივით ცხოვრობს და სიძე უკვე მივიღეთო. თითქოს ყველაფერმა გადაიარა, ჩემი შვილიც დამშვიდდა და ვაპირებდი, რომ რძლის სახელი სამუდამოდ ამომეშალა მეხსიერებიდან. ერთ საღამოს რეზიკომ დამირეკა. ერთი თვის წინ ჩემ რძალს უმშობიარია, ბავშვი დაუტოვებია და ქმრისგან გამოქცეულა. თურმე იმ კაცს მალე მობერზებია და ფეხმძიმე ქალს სცემდა კიდეც. ცოლები კი ზედ არ უყურებდნენ და დღეებს ითვლიდა მშობიარობამდე, რომ გამოქცეულიყო.

ახლა ჩემ შვილს სთხოვს შერიგებას, ეხვეწება, რომ ყველაფერი აპატიოს და თავიდან დაიწყონ ცხოვრება. რეზიკომ მითხრა, დედა, გამორიცხულია, ასეთ შერცხვენას არავის ვაპატიებო, მაგრამ თან მეშინია, ძალიან უყვარდა და შეიძლება ცოლი ისევ დაიბრუნოს. ორი დღის წინ დედამისი მოვიდა, მითხრა, მაპატიე, მაშინ რომ არ დაგიჯერე, ახლა შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, შენ თუ ეტყვი, რეზიკო აუცილებლად მიიღებსო. როგორ ვაპატიო რძალს ამხელა სირცხვილი და ჩემი შვილის, ოჯახის მასხარად აგდება.

მკითხველის წერილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 76 /
nu gansjit DA Ar ganisjebit
Patieba sakmaod rtulia,magram gagebats rtulia eseti saktsielis.ganatlebulma adamianma it's is ROM Jer religiebis sxvaobas mere tsxovrebis stilis sxvaobas ra shedegi moakvs.bevri daxarbda vitom sazgvargaret tsxovrebas DA gaubedurda,magram archevani matia,chven kidev nu ganvsjit-aravin it's is xval chven ra gvelodeba.
02:39 / 28-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ბერლინელი
მე მგონი გაგებით უნდა მოეკიდოთ ქალბატონო და ყველაფერი აპატიოთ რძალს:)))
19:47 / 27-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ზიზღი თურქს
Qარტველი ქალების კომენტარები მომეწონA იმედი მომეცა მთლად არ გადავგვარებულვართ!
21:22 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მართლა არ არის ეს საქციელი საპატიებელი, და ძალიან ბევრი პატიოსან გოგოებსაც უტეხავს სახელს
16:59 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარეხი
ხალხო ასე ხელაგებიტ ნუ დაადანასჰაულებტ ნურც ერტს ნურც მეორე მხარეს,პრობლემა ორივესჰია,კაცი უნდა იყოს კაცური და ქალმა ტავისი გირსება და ნამუსი ფულზე და ბრცჰყვიალებზე არ უნდა გაცვალოს, ცჰვენი უბედურება იმასჰია რომ სახე და გირსება დაკარგა როგორც მამაკაცმა,ასევე ქალმა,უმეტესობა მამაკაცების ქალების სარცჰენი გახდა,მამაკაცმა ოჯახის ტავის ფუნქცია დაკარგა,რიტაც ქალებმა ისარგებლეს და ამაცჰი გარკვეული მიზეზი ცჰვენი ქვეყნის სიგატაკეს და უმეცრებას მიუზგვის,მაგრამ ცჰვენ ბოლომდე პიროვნებებად უნდა დავრცჰეტ და უკან როცა მოვიხედავტ,არ სჰეგვრცხვეს ცჰვენი განვლილი ცხოვრების გამო,ცჰვენ სჰვილებს ნუ წავარტმევტ სჰესაზლებლობას,ტავაწეულებმა იარონ და არ სჰერცხვეტ მსჰობლების გამო,ამაზე დავფიქრდეტ ყველა !!!
20:46 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ვოვა
უვიცობაა ჩვენი პრობლემა და ის რომ აქ სოგირთს შვილიც და რძალი ბოზი კავს და სადგაც ვიგაცის გაუკვირდა.ტქვენ ბოზ მამიდებს მიხედეთ და სხვის განკიტხვას ტავი ანებეთ უვიცები.
00:45 / 18-10-2014
გამოხმაურება / 0 /
^*****
შე არა კაცო რა რჯულის ხარ რომ ქართველ ქალს ასე ლანძღავ.თუ ქართველი ხარ მაშინ შენი გვარის ქალები სულ ბოზები ყოფილან.ამ გოგომ შეცდომა დაუშვა და სანანებლად მტელი ცხოვრება არ ეყოფა.და საერტოდ კიდე განსასჯელად მაღლა უფალი გმერთი გვყავს. ყველამ თავისი იკითხოს...
22:00 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ბოზებო
14:33 / 17-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ზვიადი
ემზარი მართალია 6 თვე კოველდგე უნდაიმუსჰაო საცოლში , მაგრამ ის მაინც ბოზია და ბოზურად უნდა იცხოვროს ერთს მეც არ დავაკლებდი. მე ვიცნობ გოგოს,რომელსაც ქმარი ერთ ცელში ავარიით დაეგუპა და პატიოსნურად ცხოვრობს და პატარა ანგელოზ გოგოს ზრდის. ესეტი ადამიანი იშვიატობაა და ესეთი ადამიანი უნდა ინატრო კაცმა, რომ გვერდში გკავდეს და არა ბოზი.
23:54 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
nan
Grcxvenodet rom dgaxart da kacs amtyunebt, bozi bozia im dros tuara sxva dros mainc ugalatebda qmars, ubralod amjerad archevanshi shecda gogo:)
17:04 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS